Archive for November, 2008

დამღალა უკვე ამ ქალაქმა თავისი გაუთავებელი საცობებით
ლექციებზე სიარული უკვე კოშმარად მექცა,
თან ეს წვიმები ხო საერთოდ ამძაფრებს სიტუაციას, საკმარისია ერთი გაქვიმდეს რომ თბილისი სავსეა საცობებით
გაგარინის აღმართს უკვე ვეღარ ვიტან, 40 წუთი ვიდექი გუშინ მანდ საცობში
მერე ვაჟასკენ არ გამიშვეს, “კანდელაკით იმოძრავეთ” ჩხაოდა პატრული თავის რუპორში
მაგათ რა ენაღვლებათ ზიან მანქანებში და ტრაკს არ წევენ გარეთ
და მე კიდე ლექციაზე დავაგვიანე მთელი 25 წუთით
ვაკეშიც პროპკა დამხვდა :(

მოკლედ აღშფოთებული ვარ რააააააა
ეგეთი საცობისმერე ლექციაზე რო მივდივარ ენერგიაც აღარ მაქვს ხოლმე
ვერტალიოტი მინდაააააააა, ჰაერში მაინც არ არის საცობები

helicopter20inair20

ალბათ ამ თემაზე უამრავი შეიძლება დაიწეროს და ითქვას
მაგრამ მე კონკრეტული მაგალითი მინდა მოვიყვანო
ძალიან არ მიყვარს  აქტივისტი ადამიანები, შენ რომ არაფერს თხოვ და თვითონ რომ გახვევენ თავს თავის საქციელებს
გუშინ ვიყავი სალონში თმა უნდა დამევარცხნა,
ხოდა იცის უკვე ჩემმა პარიკმაზერშა საიდამ რომ ფეხმძიმედ ვარ და რომ სალონის გაგუდული ჰაერისგან ცუდად ვხდები და რო მივდივარ ფანჯარას აღებს ხოლმე, ეს კარგია
გუშინ გინდა თუ არა გადამეკიდა ბიჭი გინდა თუ გოგოო, ნუ რა თქმა უნდა ვუთხარი რო ბიჭი მინდა
გასწავლი როგორ გაიგოო, :) მე თვითონაც ხო ვიცი რო 13 კვირის შემდეგ ეხოზე ჩანს
არაო, მე უფრო მაგარი ვიციო, ადრე სად იყო ეხოებიო, ბებიაჩვენების დროს

შე დალოცვილოოოო, ბებიაშენის დროს ბავშვებს აკვანში და პილიონკებში ზრდიდნენ და რაღაც უაზრო ხერხებს იყენებდნენ
არც მიკითხავს ისე დაიწყო მოყოლა:
უნდა აიღო შენი შარდიო (მანდ ფერი მეცვალა) და აუნდა აურიო იგივე რაოდენობის ახალმოწველილ რძეშიო (ძაანაც რო მომინდეს სად ვიშოვო :D   )
ხოდა მოკლედ უნდა აურიო ეს ორი სითხე ერთმანეთში ერთმაირი რაოდენობით და ჩაასხა რკინის ჭურჭელში დააააა
თურმე გაზზე უნდა დადგა და აადუღო (რძე ხო მეზიზღება და მაგის დუღილის სუნზე მე უკვე ტუალეტში ვიქნები გადაყუდებული ალბათ :D
ხოდა თუ აიჭრება ეს მასაო მაშინ გოგოაო, თუ არ აიჭრებაო მაშინ ბიჭიაო :)

ნუ კაი ჯანდაბას მოყვა, მოყვა ____ მეთქი მანდ მორჩა ყველაფერი მაგრააააამ, შენც არ მომიკვდე
დამიჟინა გინდა თუ არა იყიდე რძე და გააკეთეო, სად ვიშოვო მეთქი ვცადე მოშორება
მაგრამ უარესი გამომივიდა:) სოფელ დიღომშიოო, გოგოოო მანქანა ხო გყავს მეუბნება სირბინე ერთხელ ყველას აქვს რძე
1 ლიტრას იყიდიო, ბავშვის სქესს გაიგებო და დანარჩენით ქმარს ფაფას გაუკეთებო
კინაღამ გადმოვვარდი სკამიდან, ჯერ წარმოვიდგინე რო მე ფაფას ვაკეთებდი (ხახახა) და მერე რო იმ ფაფას დიმა ჭამდა და ალბათ გული ერეოდა, იმიტომ რომ ჩემი გაკეთებული ფაფის ჭამა არ შეიძლება :)
ნუ არ შევიმჩნიე, გავატარე, ისიც ცოტა ხნით გაჩუმდა
მერე მეუბნება უკვე რო ვდგებოდი, ზარი გამომიშვიო, გავუშვი და ეხლა მეუბნება
აი შენი ნომერიც მაქვსო, ახალ რძეს თუ მოიტანენ აქ სადმე გასაყიდად ეგრევე დაგირეკავო

არ ვიცოდი სად წავსულიყავი

ადამიანებოოოოოოო, მიხედეთ რა თქვენს საქმეებს :) არ მინდა არც რძე და არც დიმას არ უნდა ფაფა !!!
დაგვანებეთ თავი :)

happybirthday57

29 წლის გავხდი
არ ვიცი ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ დავბერდი
მე ესე არ ღვიქვავ, ჩვეულებრივი რამეა
რომც არ ვიცოდეთ დაბადების დღეები და ასაკი, სხეული თავის სასიცოცხლო ეტაპებს ისედაც გაივლის
მიხარია რომ არ მეტყობა, მიხარია რომ ხალხი რომლებსაც ასაკს ვეუბნები გაოცებული მიყურებს

სხვა რამე განსაკუთრებულს ვერ ვგრძნობ, ჩემმა სიხარულმა უსაყვარლესი მობილური მაჩუქა
ვზივარ და ვცდილობ შევეჩვიო თაჩსკრინს :)

კიდე :) 7 თვეში ჩვენი ბაია დაიბადება და მაინტერესებს როგორი იქნება
სიზმარში ვნახე ერთხელ, ზალიან ლამაზი იყო :)
რაღაც საიტხე ვნახე რომ ეხლა ჩემი შვილი 2 მარცვლის ხელაა და დიმამ მარცვალი შეარქვა
და მეც მარცვალს ვეძახი, ეხლა უკვე ცურვას სწავლობსო ესე ეწერა საიტზე

ძალიან გამიძლიერდა გოგრის სიყვარული, სულ მინდა მქონდეს
ადრე ესე არ ვყოფილვარ, გუშინ ვკაიფობდით ბიჭის სახელი მაინც არ გვაქვს მოფიქრებული და გოგრა ხომ არ დავარქვათო :)

დღეს არაფერს არ ვაპირებ, ჩაივლის როგორც ერთი ჩვეულებრივი დღე
ეხლა სამსახურში ვარ, საღამოს ლექციებზე წავალ :)

გუშინ დედაჩემის  დაბადების დღე იყო

საჩუქრებზე სარბენი დრო არ მქონდა ამიტომ 100ლარი ჩავდე კონვერტში და ხატიას გავატანე

მე ტელეფონით მივულოცე

დღეს საღამოს თავის დაქალოჩკებთან ერთად ნიუარტკაფეში მიდიან აღსანიშნად, იმედია კარგ დროს გაატარებენ :)

დღეს შაბათია და შაბათური ტასკა დღე მქონდა სამსახურში, არ მევასება ეს შაბათები

მერე გადავწყვიტეთ კარტინგებზე წასვლა, დავუმესიჯეთ სასტავს

სამსახურის მერე ეგრევე მანდ მივედი, როგორც ყოველთვის პირველი ვიყავი და ველოდე დანარჩენებს

ოვიდნენ მხოლოდ დიმა, ფრანცა და საშკა

შევედით ავიღეთ ბილეთები, მერე ზევიდან ვუყურებდით, მე არ ვჯდები ცოა არ იყოს და მეშინია ბაიას პონტში

მარტო რო ვიყო კიდე ჰო და ვიღაცა რო დამეჯახოს ნამდვილად არ მესიამოვნება

მერე წავედით ეისიდ ბარში, იქ თაკო და ქეთოც შემოგვიერთდნენ, პიცა ვჭამეთ, გვიანამდე ვიჯექთ და საკაიფოდ გავერთეთ

 

ერთი სული მქონდა საღამო როდის მოვიდოდა და სახლში მოვიდოდი

შევიარე პსპ_ში, ვიყიდე ფრანგული ტესტი და მივედი სახლში

ეგრევე გავიკეთე და დადებითი პასუხი აჩვენა

ჭკუაზე არ ვიყავიიიიიიიიიიიიიი

მაგრამ დაწოლამდე არ მითქვამს, მერე რო დავწექი, ეს ტესტი თავისი ქაღალდითურთ ბალიშის ქვეშ მქონდა

ხოდა რო დავწექით, ნაჩნიკი ავანთე და ნელ ნელა შევაპარე, თან ხო ვიცოდი რა მაგრად უნდოდა და ელოდებოდა

ხოდააააააა ესე იგი გაგიჟდა, გადაირია, მაბურთავა, მკოცნა, ჭუაზე არ იყო

მეც ბედნიერი ვიყავი რო ვნახე რა მაგრად უხაროდა

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
November 2008
M T W T F S S
    Dec »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930