ადამიანთა თავისებურებები

ალბათ ამ თემაზე უამრავი შეიძლება დაიწეროს და ითქვას
მაგრამ მე კონკრეტული მაგალითი მინდა მოვიყვანო
ძალიან არ მიყვარს  აქტივისტი ადამიანები, შენ რომ არაფერს თხოვ და თვითონ რომ გახვევენ თავს თავის საქციელებს
გუშინ ვიყავი სალონში თმა უნდა დამევარცხნა,
ხოდა იცის უკვე ჩემმა პარიკმაზერშა საიდამ რომ ფეხმძიმედ ვარ და რომ სალონის გაგუდული ჰაერისგან ცუდად ვხდები და რო მივდივარ ფანჯარას აღებს ხოლმე, ეს კარგია
გუშინ გინდა თუ არა გადამეკიდა ბიჭი გინდა თუ გოგოო, ნუ რა თქმა უნდა ვუთხარი რო ბიჭი მინდა
გასწავლი როგორ გაიგოო, :) მე თვითონაც ხო ვიცი რო 13 კვირის შემდეგ ეხოზე ჩანს
არაო, მე უფრო მაგარი ვიციო, ადრე სად იყო ეხოებიო, ბებიაჩვენების დროს

შე დალოცვილოოოო, ბებიაშენის დროს ბავშვებს აკვანში და პილიონკებში ზრდიდნენ და რაღაც უაზრო ხერხებს იყენებდნენ
არც მიკითხავს ისე დაიწყო მოყოლა:
უნდა აიღო შენი შარდიო (მანდ ფერი მეცვალა) და აუნდა აურიო იგივე რაოდენობის ახალმოწველილ რძეშიო (ძაანაც რო მომინდეს სად ვიშოვო :D   )
ხოდა მოკლედ უნდა აურიო ეს ორი სითხე ერთმანეთში ერთმაირი რაოდენობით და ჩაასხა რკინის ჭურჭელში დააააა
თურმე გაზზე უნდა დადგა და აადუღო (რძე ხო მეზიზღება და მაგის დუღილის სუნზე მე უკვე ტუალეტში ვიქნები გადაყუდებული ალბათ :D
ხოდა თუ აიჭრება ეს მასაო მაშინ გოგოაო, თუ არ აიჭრებაო მაშინ ბიჭიაო :)

ნუ კაი ჯანდაბას მოყვა, მოყვა ____ მეთქი მანდ მორჩა ყველაფერი მაგრააააამ, შენც არ მომიკვდე
დამიჟინა გინდა თუ არა იყიდე რძე და გააკეთეო, სად ვიშოვო მეთქი ვცადე მოშორება
მაგრამ უარესი გამომივიდა:) სოფელ დიღომშიოო, გოგოოო მანქანა ხო გყავს მეუბნება სირბინე ერთხელ ყველას აქვს რძე
1 ლიტრას იყიდიო, ბავშვის სქესს გაიგებო და დანარჩენით ქმარს ფაფას გაუკეთებო
კინაღამ გადმოვვარდი სკამიდან, ჯერ წარმოვიდგინე რო მე ფაფას ვაკეთებდი (ხახახა) და მერე რო იმ ფაფას დიმა ჭამდა და ალბათ გული ერეოდა, იმიტომ რომ ჩემი გაკეთებული ფაფის ჭამა არ შეიძლება :)
ნუ არ შევიმჩნიე, გავატარე, ისიც ცოტა ხნით გაჩუმდა
მერე მეუბნება უკვე რო ვდგებოდი, ზარი გამომიშვიო, გავუშვი და ეხლა მეუბნება
აი შენი ნომერიც მაქვსო, ახალ რძეს თუ მოიტანენ აქ სადმე გასაყიდად ეგრევე დაგირეკავო

არ ვიცოდი სად წავსულიყავი

ადამიანებოოოოოოო, მიხედეთ რა თქვენს საქმეებს :) არ მინდა არც რძე და არც დიმას არ უნდა ფაფა !!!
დაგვანებეთ თავი :)

This entry was posted in პირადი and tagged . Bookmark the permalink.

8 Responses to ადამიანთა თავისებურებები

  1. ჰა ჰა ჰააააა :დ ძააან ვიცინე :დ იმედია, ამის მერე ეს ტიპი აღარ შეგხვედრია :დ

  2. ეკა says:

    რა გინდა შენთვის ცდილობდა რამე კარგის გაკეთებას :) )))

  3. ეკა says:

    ვინ წარმოიდგენდა მაშინ ….
    ეხლა კი წარმოუდგენელი იქნება რიჟიკას გარეშე არა?:))

  4. თაკო გვაზავა says:

    :) ) რა მაგარი პოსტია, ეკამ წამაკითხა :) ვაიმე, მე ცროგორ ვერ ვიტან არამკითხე ხალხსსს, ამ ბოლო დროს სხვათაშორის აღარც ვაიძულებ თავს რომ მათი გავლენის ქვეშ მოვექცე, ზრდილობის ფარგლებში ვაგრძნობინებ, რომ უბრალოდ არ მაინტერესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვარ ხოლმე მერე მთელი დღე დაგრუზული.

  5. მე ვერ ვიტან ეხლა ვინც მხვდება განურჩევლად სქესისა და ასაკისა, განურჩევლად ნაცნობობის ტიპისა ყველა ქორწილზე რომ მეკითხება როდის გაქვსო და აჩოზე კიდე :დ სად ცხოვრობსო.

    ვერ ვიტან უკვე ამ კითხვებს :დ

  6. Taa says:

    the questions that stress us – I hate them

    მე მეორე შვილის – შესახებ კითხვები მაქვს ეხლა გამოწერილი – და უკვე ლამისაა ძაან ვუბღვირო ყველას ვინც მკითხავს :დ :დ

  7. თაკო გვაზავა says:

    ვაიმე, თათაააა, აი მე როგორ დავისვენე მაგ მეორე შვილის კითხვებისგან რაც ორსულად ვააარ. აი რატომ უნდა აუხსნა ყველას, როდის გააჩენ მეორეს? და რატომ არ არის ჩვენი პირადი ცხოვრება პირადი????

  8. ზოგს მართლა შეტკივა გული და იმიტომ გვეკითხებიან, ზოგიც უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო და მე ყველაზე მეტად ეს უკანასკნელი ტიპაჟი მიშლის ნერვებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>