6 August, 2008

დილით ადრე გავიღვიძეთ, გვაინტერესებდა საუზმეზე რას დაგვახვედრებდნენ …

ჩავედით მაგრამ რად გინდა, ჩემი საოცარი წუნიაობის, უჯიშობისა და უჩმელობის გადამკიდე ისევ მშიერი დავრჩი – აბა ვის გაუგია დილაარიან კიტრის და პამიდვრის ჭამა? მე არა – მე მიყვარს ყავა და ფუნთუშები დილით …

მეორედ აღარც კი გავიღვიძებ საუზმის დროს 🙁 კიდევ ერთი მინუსი ამ ბაძ სასტუმროს. ვიდრე დიმა საუზმობდა აღმოვაჩინეთ რომ კიდევ ერთი ახალგაზრდა ცოლქმარი ისვენებდა ჩვენთან ერთად– ქრთველები – დიანა და გიო, ერთად ვისაუზმეთ და ერთად ვიწუწუნეთ სასტუმროზე. ისინიც საოცრად უკმაყოფილოები იყვნენ 🙁

მოკლედ პირველივე დილა უსიამოვნო სურპრიზებით დაიწყო, არადა არ შემიძლია ეს დისკომფორტი და რა ვქნა, ზოგს კიდია და ტარაკანებიან სახლში იცხოვრებს მაგრამ მე ვერ –––– ძალიან მგრუზავს ეგეთი რაღაცეები, მივედი ადმინისტრატორთან, ჩამოვუთვალე მთელი “პრელესტები” ჩვენი ოთახის და ვთხოვე გამომიცვალეთ ოთახი მეთქი – მაგრამ შენც არ მომიკვდე, ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა – თავისუფალი ნომრები არ გვაქვსო, კიდიათ იასნია – ფული ხო წინასწარ გაქვს გადახდილი. ეტყობა სერიოზული პანიკები და სცენებია საჭირო აქ ამათმა რო ცოტა ტაკო გაანძრიონ და მოგხედონ, პრინციპში რა პრობლემაა – ეგეც მეხერხება, ვანახებ ამათ სეირს – არ მიცნობენ ესენი …

განტვირთვისთვის წავედით პლაჟზე, მეთქი წამოვწვები ზღვის პირას ცოტა დავწყნარდები მეთქი მაგრააააააააამ, აი მანდ უკვე სერიოზული ისტერიკა დამეწყო ეს პლაჟი კი არა იყო რაღაც უმცირესი მიწის ნაგლეჯი, სადაც 7–8 ტურტლიანი შეზლონგი ეგდო, ზოგიერთი მათ შორის გატეხილი და ისინიც კი ყველა დაკავებული – ღმერთო რა დავაშავე

მაგრამ თურმე ჯერ კიდევ სად ხარ, ჩვენ პლაჟიც არ გვქონია, უფრო სწორად ზღვის ის ნაწილი რომელიც ჩვენი პლაჟის წინ იყო – 5*სატუმროს სპორტ სადგომი იყო, სკუტერების და კატერების საპარპაშო ადგილი და დაჟე ცურვაც კი აკრძალული იყო – ტირილი მომინდა ისე გავცოფდი 🙁

ბანაობით გვერდით 5*იანი სატუმროს ზღვაში ვიბანავეთ, კიდევ კარგი ეს მაინც არ დაგვიშალეს, მერე ავდექი და იმათ გემრიელ შეზლონგზე წამოვწექი ბედნიერი სახით მაგრამ ვინ გაცალა. დაინახეს თუ არა სხვა პირსახოცი, დაცვა ლამის დორბლებით მომვარდა, მაჯას მითვალიერებდა და რომ ვერ დაინახა მათი სასტუმროს სამაჯური ეგრევე წამომასკუპა თანაც ძალიან უცერემონიოდ. ღმერთო ისე შეურაწყოფილად ვიგრძენი ტავი როგორც არასოდეს ცხოვრებაში 🙁 ამ მათხოვარი ცვენი სასტუმროს მეპატრონეს კიდე სამაჯურების დაბეჭდვაშიც კი ენანება ფული.

ეგრევე დავეკონტაქტეთ საშას და კოკოს და ვკითხეთ ტქვენს პლაჟზე რა ღირს შემოსვლაო და 5$იო გვითხრეს, ეგრევე გადავწყვიტეთ იქეთ სიარული მათთან. მანამდე ვიფიქრეთ ჩვენი სასტუმროს აუზთან გავჩერდებითო მაგრამ ირონია სუდბი – ყველა შეზლონგი დაკავებული იყო.

მივაჭერი ისევ ადმინისტრატორტან, ეს რა პლაჟი გქავთ აღვფრთოვანდი მეთქი მივახალე და 2 ცალი შეზლონგი მინდა აქ ადგილი არ არის მეთქი მოვითხოვე, იგივე რეაქცია – ღიმილიანი უარი – ვაიმეეეეეეეეეეეეეე როგორ მეზიზღებიანნნნნნ!!!!

ავედით ნომერში და სადილამდე გათიშული ვიწექი ნერვიულობისგან და სიბრაზისგან, გულში ვწყევლიდი ინტერკონტინენტალს და ყველას ვინც ჩვენს აქ გამოშვებაზე იზრუნა. სადილამდე არც გავნძრეულვარ ისე ხესავიტ ვეგდე, დიმა მამშვიდებდა დაიკიდეო ყველაფერს ნუ აქცევ ყურადღებასო, მაგრამ როგორ აბა? ბანძი ნომერი, კონდიციონერი რომელიც მხოლოდ თავის თავს აგრილებს, არა პლაჟი, არა შეზლონგები აუზთან– აბა რა ვაკეთო?

ხოდა უცებ გენიალური იდეა მომივიდა თავში, 10 დღე აქ ხომ ვერ ვიცხოვრებ? ვეცი ტელეფონს და ვეძებე ჩვენი ტურ ოპერატორის ხათუნას ნომერი, ნომერი არ მქონდა, ავირე ლეპტოპი და მივწერე მეილზე ეს ჩვენი ნომერია და დაგვირეკე მეთქი. ამასობაში სადილის დროც მოვიდა, ვწამეთ, სადილი ნორმალური იყო, არც ისე მრავალფეროვანი მაგრამ საჩემო ბალახეული ავარჩიე და მშიერი არ დავრჩი. ეგრევე ჩავალაგე ჩანთა და წავედით ბიჭების პლაჟზე. არც ისე ახლოს არიან კაცმა რომ თქვა მაგრამ ღირს მაინც იმ სიშორეზე სიარული – კულტურული პლაჟი, ნორმალური ადამიანები, უამრავი თავისუფალი შეზლონგი, მოკლედ ძალიან გემრიელი საღამო გამოგვივიდა, 4ივეს ერთად ჭყუმპლაობაც გაგვისწორდა ზღვაში, ზაგრაობაც და რაც ყველაზე მაგრად გამიკვირდა კაციშვილი არ მოსულა ან ადექიო ან ფული გადაიხადეთო რომ ეთქვა.

შებინდებისას მოვედით სასტუმროში სადაც შემოსვლაც კი არ მინდოდა უკვე, ვიბანავეთ, ჩავიცვით და ვახშამზე ჩავედით. ამჯერადაც ქართველებთან ერტად დავსხედით და კარგად გავიცანით, ორივენი ჟურნალისტები არიან და ისინიც გიჯებს გავდნენ ეს სად გამოგვიშვესო. მერე კომპს ვეჯექით მე და დიმა სასკამ რომ დაგვიმესიჯა გამოდით ჩვენსკენო.

ჩავიცვით და წავედით, ჯერ სასტუმროსთან ვაბირჟავეთ ვსაუბრობდით და სასტუმროზე ვწუწუნებდი. მერე მაგათ სასტუმროში შევიპარეთ ძალიან ტექნიკურად და სასაცილოდ. მათ აივანზე საღამოს ანიმატორები შოუს აწყობდნენ რომელიც მერე დისკოთი მთავრდება. ძალიან პრიკოლი შოუ იყო, აირჩიეს 5 გოგო რომლებიც ვითომ 5 ქატამი იყოდა ფეხებშუა უდებდნენ კვერცხებს და ისე უნდა ევლოთ რომ არ გაეტეხათ, ვითომ დედლები იყვნენ და უნდა გამოეჩეკათ. მაგარი ვიხალისეთ. მეორე განყოფილებაში უკვე სექსუალური დედლები იყვნენ და კოკოკო–ები უნდა ეთქვათ სექსუალური ხმით და ასე უნდა ეცეკვათ ასევე სექსუალურად. ძაან რადაობა იყო, მართლა ქათმებივით დააბოტებდნენ ეს გოგოები. მერე ანიმატორმა დაგვიარა სათითაოდ და შემოგვთავაზა არენაში ავსტრიელი დიჯეი უკრავსო და წამოდითო, რა თქმა უნდა დავთანხმდით და ვიყიდეთ ბილეთები.

12 საათზე რესეპშენტან შევიკრიბეთ და გავგაზეთ არენასკენ სასტუმროს მარშუტკით.  უმაგრესი კლუბია, ძალიან მომეწონა, აბსოლუტური სისადავე ყველაფერი თეთრი, ულამაზესი ინტერიერი, უამრავი ადგილი, უდიდესი სცენა და ეკრანი, და ვიპ აივნები – ყველაზე მაგარი ადგილები მთელს კლუბში. ჩვენ ცოტა დავათვალიერეთ იქაურობა და ეგრევე ცეკვა დავიწყეთ ისეთი მაგარი მუსიკა უკრავდა, მერე საშკას ირაკლიმ დაურეკა თავისმა ძმაკაცმა ზევით ვართ აივანზეო და იქ ავედით.

ირაკლი უსიმპატიურესი ქართველი ბიჭი აღმოჩნდა აბსოლუტურად არაქართული გარეგნობით, ზალიან საყვარელი ტიპი იყო და 2 ულამაზეს გოგოსთან ერთად დაგვხვდე. ატალი და ჯინტარია ლიტველი გოგოები იყვნენ რომლებიც ძალიან საყვარლები და მხიარულები, ლამაზები და სექსუალურები იყვნენ. და ძალიან მაგარი დრო გავატარეთ ამ ღამეს. 5 წუთში უკვე ვმეგობრობდით ყველანი, დავლიეთ და ვცეკვავდით, მაგრამ ირაკლიმ აურაში გადაწყვიტა წასვლა და გოგოებიც მოგვტაცა. გვთხოვა თქვენც მოდითო. ჩვენ ჯერ არენას ვერ ველეოდით ამიტომ დავრჩით და კიდევ ცოტა ვიცეკვეთ, აივანი ძალიან მაგრად ასწორებდა, ყველა შენ სემოგყურებდ და რარაცნაირად ხარ იზოლირებული ამასთანავე, ამიტომ სანამ არ მოგვბეზრდა არ ჩავედით იქედან, მერე წავედით სასტუმროში უცებ გამოვიცვალე – გადავიპრანჭე და გავგაზეთ აურაში.

აურაშიც ვიპ სიტუაციაში გავიჩითეთ, ირაკლიმ, რომელიც უამრავი ფულის პატრონი აღმოჩნდა, ცალკე ვიპ შესასვლელიდან შეგვიყვანა, და იქაც მობალკონო ადგილებზე ვისხედით წითელ დივნებზე. გოგოებიც იქ იყვნენ უზომოდ ბევრი დავლიეთ, უზომოდ ბევრი სურათი გადავიღეთ, უზომოდ ბევრი ვიცინეთ და ძალიან ძალიან ბედნიერები ვიყავით ყველანი. სახლში წამოვედი ისეთი გათიშული რო ფეხზე ვერ ვდგებოდი დაღლილობისგან, ფეხსაცმელზე ქუსლების მომტვრევის სურვილი მქონდა მინიმუმ 7000ჯერ 🙂 მაგრამ ღირდა ამ ტანჯვადაც ის უმაგრესი საღამო …

ამ ჩვენი დებილი სასტუმროს ეზოში კიდე ყველაფერი ჩაბნელებული იყო და სიცოცხლის ნასახიც არ სუფევდა არსად – მძულს აქაურობა

Comments

comments

One thought on “6 August, 2008

  1. LeNa says:

    შენთან ერთად განვიცადე ყველა წვრილმანი 🙁
    კიდევ კარგი ბოლომდე მანდ არ დარჩით თორემ ჰოლიდეი კი არა
    hell-იდეი გექნებოდათ 🙁

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *