7 August, 2008 Thursday

მე დილით მაინც ადრე გამეღვიძა

დიმა გავაღვიძე წამო აუზზე ჩავიდეთ მეთქი, რომ გადმოვიხედე აივნიდან მხოლოდ 2 შეზლონგიღა იყო დაუბრონავი დარჩენილი. ეგრევე ჩავქანდი და ჩვენი პირსახოცები დავაფარე. აქ დილიდანვე თუ არ დაბრონე, მერე მთელი დღე ტოვებენ ხოლმე და ადგილის შანსი არის ძალიან იშვიათად ხოლმე

მაგრამ დიმამ თავს ვერ ვწევო, საშინელ პახმელიაზე ვარო და შენ წადიო. მეც დავიბანე, მოვწესრიგდი, ავიღე ყველაფერი რაც მჭირდებოდა და ჩავედი

აქაური საუზმე რომ მაგიჟებს უკვე დავწერე, გარეთ მაღაზიაში ვყიდულობ პეჩენიებს და ყავას აქვე ვიღებ სასტუმროში და აუზტან ვიქმნი ცემთვის სასიამოვნო მინი საუზმეს ყავასთნა და სიგარეტთან ერთად, დილიდანვე იმდენი ვიცურავე რო დავლბი გემრიელად 😀 და მერე რამდენიმე საათი უმოწყალოდ ვიხრუკებოდი მზეზე. დიმა საერთოდ არ ჩამოსულა სადილამდე, 2ჯერ ავაკითხე ცოცხალი თუ ხარ მეთქი? ისეთ პახმელიაზე იყო ვერ გამოდიოდა კვდებოდა, ძილს ვერ ართმევდა თავს.

შუადღეზე უკვე სადილის დრო რომ მოვიდა ავედი, წყალი გადავივლე და ჩავიცვი. ტელეფონს დავხედე ხათუნას დაერეკა ინტერკონტინენტალიდან და ზალიან მეწყინა რომ ვერ მოვუსწარი, ძლიან სერიოზული საჩხუბარი მაქვს ამ ბანძ სასტუმროსთან დაკავშირებით. დიმა სულ ზალით გავაღვიძე და წამოვაგდე რომ რამე ეჭამა და ჩავედით სადილზე. დიანა და გიოც შემოგვიერთდნენ მალევე. ორივენი საშინელ ხასიათზე იყვნენ, გიოს სამსახურიდან დაურეკეს, აქ რაღაც ცუდი ამბები იწყებაო, ოსეთში არეულობააო.

დიმამ ცოტა შეჭამა და წავედი მე ისევ დავიძინოო თავი მისკდებაო, მე ისევ გამოვიცვალე და აუზს დავუბრუნდი. ჩვენი მეზობლები გავიცანი გოგოები და ბიჭები პეტერბურგელები, უამრავი ვიჭორავეთ ბანძ სასტუმროზე და ვიხრუკებოდით მზეზე ერთად. დიანა და გიო ცამოვიდნენ აუზთან, გიომ ხვალ ჩვენ მივდივართო, ჩვენებმა ჯარი შეიყვანესო კონფლიქტის ზონაშიო და მე ხვალ გამომიძახეს სამსახურშიო, ცოტა ხანი დარჩნენ აუზთან რამდენიმე სურათი გადავიღეთ, დიმაც ჩამოვიდა და მერე წავიდნენ ისინი ბილეთების გადასაცვლელად. ძალიან მეწყინა, თაფლობის თვე ქონდათ და არ შეერგოთ 🙁

დიმამ ეს რო გაიგო ეგრევე ლეპტოპი ჩამოიტანა აუზთან და დაიწყო ინტერნეტში ძრომიალი ინფორმაციის გასაგებად, მართლა შეუყვანიათ ჩვენებს ჯარი და ქალაქი დაუკავებიათ 🙁 რა საშინელებაა, ნეტა რა მოხდა? არ მიყვარს ომი საშინლად, თუმცა ვის უყვარს 🙁

ამ ამბებით და ამ უბადრუკი სასტუმროთი დაგრუზულმა, ცხელ გულზე ხათუნას ისეთი საშინელი წერილი მივწერე რო სამსახურიდან რო არ წავიდა გამიკვირდა. აბსოლუტურად დეტალურად ავუღრერე ყველაფერი, იმ გოგოების ნალაპარაკები – რომლებიც ვითომდა აქ ისვენებდნენ – ტყუილია ყველაფერი მეთქი მივახალე, არანაირი ანიმაცია აქ არ არსებობს და პლაჟი ხო საერთოდ საღორეა მეთქი. საინტერესოა რა კატეგორიის ან ვინ იყო ის 2 გოგო აქ რომ თუნდაც რამე მოეწონათ მეთქი.

დაიანა და გიოც ინტერკონტინენტალის გამოგზავნილები იყვნენ ამ სასტუმროში, ისინიც ძალიან ძალიან განაწყენებული და უკმაყოფილოები იყვნენ, ბილეთები კი გადაუცვალეს მაგრამ რომ ჩავალთ აუცილებლად დაველაპარაკებითო და ავუხსნით რა კოშმარში ვცხოვრობდითო.

დედაჩემს დავურეკე ინფორმაციის მოსაპოვებლად და დამიდასტურა რომ მართლაც არის იქ რაღაც არეულობები, მაგრამ ისეთი ჯერ არაფერი რომ ქალაქში რამე იგრძნობოდესო.  ხოდა მეც განვაგრძე უშფოთველდ ზაგრაობა. მთელი დღე შებინდებამდე არ ავსულვარ ზევით, საღამოს ბანაობის მერე უკვე შუბლი მეწვოდა ძალიან მაგრად. საღამოს გემრიელად ვივახშმეთ, და ლეპტოპს ჩავუჯექით, ამ საცოდავ სასტუმროში მარტო ეზოში იჭერდა ინტერნეტს 😀 მერე ცოტა გავისეირნეთ და მაქსველ ტურიზმში შევიარეთ, ხვალისათვის იახტ ტური დავბრონეთ. საღამოს ბიჭებს დავურეკეთ და აურაში წასვლა გადავწყვიტეთ. შეხვედრა 12ის ნახევარზე დავთქვით აურას შესასვლელთან. ჩვენც ცოტა ხანი ინტერნეტს ჩავუჯექით ინფორმციების მოსაპოვებლად და მერე ავედითომერში ჩასაცმელად, ჩავისვი ჩემი ცისფერი ლინზები, ცისფერი მაიკა და ჯინსები ამოვიცვი, ქუსლებზე შევხტი და ის იყო უნდა გავსულიყავით რომ დიმამ შეამჩნია რო ლიფი არ მეცვა და გაჭედა. რარაცნაირად კარგ ხასიათზე ვიყავი, აურისთვის და ცეკვისთვის განწყობილი, თან სარკეში რომ ვიყურებოდი ოდნავ დაზაგრულზე ძალიან მომწონდა თავი -ხოდა გადავწყვიტე ეხლა ამას არ ავყვები მეთქი და სხვა დროს გავახსენებ მეთქი. მშვიდად ჩავიცვი ლიფი და წავედით 😀

რადგან ჯერ 12ის ნახევარი არ იყო, ჩვენს საყვარელ ადგილებში ვიბოდიალეთ, Fireball-Vodka-ები ჩავარტყით, სურათები გადავიღეთ, და პარკში ჩამოვჯექით – თან ვსვავდით და ვეწეოდით და თან გემრიელად ვჭორაობდით

12ის ნახევრისთვის გავედითაურასთან, აღმოჩნდა რომ დღეს AURA WHITE PARTY იყო და შესასვლელთან იმდენი ხალხი იყო, იმდენი ავტობუსი მოდიოდა სხვადასხვა სასტუმროებიდან რო ძლივს ვიპოვეთ კოკო და საშკა.

90%-ს შემოსულებისას ეცვა თეთრები, ხოლო ვისაც არ ეცვა, იქვე კარებტან იყიდებოდა და შეგეძლო გეყიდა და ჩაგეცვა. მე მაიკებს ვათვალიერებდი და ყიდვა მინდოდა როცა ირაკლი მოვიდა. ვიღაც 2 მახინჯი შუააზიელი ნასა დაითრია და შევედით – მაიკის ყიდვა არ მაცალეს და გავბრაზდი.

შიგნით საგიჟეთი და ბარდაკი იყო, ძალიან ძალიან ბევრი ხალხი,  საოცრად უგემოვნო და უბანძესი მუსიკა. დიდი ვიპ მაგიდები უკვე ყველა დაბრონილი იყო, ირაკლიმ სტანდარტი მაგიდა აირო რომელსაც 1 ბოთლი მარტინი და ხილის ასორტი მოჰყვებოდა. თავიდანვე რაღაც ნიტოდ ავეწყვეთ, მარტინის ვსვამდით და ხილს ვჭამდით მაგრამ ეს გოგოები რომლებიც ირაკლიმ შემოიყვანა ზალით უნდა აგელაპარაკებინა, არც ცვენ ვაინტერესებდით დიდად და ირაკლის ხო მაგრად არ დაევასა არც ერთი და მოტყდა. ესნიც იდგნენ სირებივით და არ ინზრეოდნენ, არც ლაპარაკობდნენ, უბრალოდ ყველა თურქს რომლებიც მათ შეხედავდათ თვალებს უჟუჟუნებდნენ და ისინიც იასნია არ აკლებდნენ მოპატიჟებებს. ჩვენ ოთხივე – დიმა, მე , საშა და კოკო ვნატრობდით ნეტა მოშორდნენ აქედანო როცა შევნიშნეთ რომ წინა 2 ვიპ მაგიდის თურქი სსატავები ერთმანეთს ეჯბრებოდნენ რომლები წაიყვანდნენ ამ გოგოებს თავისთან, უკვე ძალიან სერიოზული ვაჭრობა ატყდა , ხან რას სთავაზობდნენ ხან რას. უკვე გული მერეოდა რომ ვუყურებდი. ჯერ ესენი ხო მაგარი უროდკები იყვნენ ამდენი ულამაზესი რუსის ფონზე რომლებიც ირგვლივ დაბოდიალობდნენ, ეს თურქები კიდე მთვრალები, ახურუშებულები და საზიზღრები, თან გამალებულები რომ იბრძოდნენ ეს 2 მაგიდასთან რომ მიეთრიათ 😀 : D 😀

ბოლოს და ბოლოს ზუსტად ჩვენს წინ მჯდომმა ვირაც ზალიან ფულიანმა გადაიბირა ეს ორივე თავისთან და საღამოს დამთავრებამდე ალბათ რამდენიმე ათასი ლირა დაახარჯა.  ვიდრე მაასთან დაჯდებოდნენ ყველაფერი უყიდა რაც კი შეიძლებოდა, ყვავილები, ფუმფულა სათამაშოები, შამპანურები, მერე მაგასთან რომ დაჯდნენ ვიდეო კამერიანი ტიპი მოიხმო და არაბინებდა ვიდეოზე ამ ღრეობას, თან აურას ცენტრალურ დიდ ეკრანზე მგონი ნახევარ საათზე მეტხანს გადიოდა წარწერა

KATYA & JULIA WELCOME TO AURA

ეს ვიდეოტიპი იქ იდგა და იღებდა როგორ ჭამდნენ, სვამდნენ, კალიანს როგორ ეწეოდნენ- ეგეც შეუკვეთა და როგორ ცეკვავდნენ. მერე უკვე მოგვიანებით იმ ტიპმა ეს ყველაფერი დისკებზე ჩაწერილი მოუტანა ამათ. მოკლედ ამ ორ უბანძეს ნაშას იმდენი ფული დაახარჯა ამ კაცმა ამ ერთ საღამოს რაც ალბათ ჩემი მთლიანი დასვენება დაჯდა თურქეთში ან ამაზე მეტიც დაჟე. საინტერესოა რა მოხდა მერე “სა კულისამი” როცა უკვე წავიდნენ -აინაზრაურა თუ არა იმ კაცმა ეს ათასები? 😀

მოკლედ იმდენად ახლოს იჯდნენ ჩვენს წინ ესენი რომ ვერ გაექცეოდი რომ არ გეყურებინა, არადა საცეკვაოდაც ვერ ვდგებოდი რადგან საშინელი მუსიკა უკრავდა მაგ დღეს. ხოდა ოთხივეს რაღაც მინორში გადაგვივიდა ეს ყველაფერი და აღმოჩნდა რომ სახლში გვინდოდა ყველას და არც ერთი ხმას არ ვიღებდით სხვების ხათრით 😀 ეს იყო პიკი

მერე ვიჩხუბეთ, რაღაც უაზრობას ავეკიდეთ და ხასიათზეც რომ არ ვიყავით ამ უარყოფითმა ენერგიამ გამოსასვლელი ნახა და წამოვიდა და წამოვიდა. გამოვედით აურიდან ყველანი, ბიჭები თავიანთ სასტუმროში წავიდნენ ჩვენ ჩვენთან და გზაში ისე განვავრცეთ ეს ჩხუბი რომ ბოლო ხმაზე ვუყვიროდით მგონი ერთმანეთს. კოშმარი იყო – მე ჩემსას ვუმტკიცებდი ის თავისას, მე მინდოდა რომ რარაცეები შევაგნებინო, იმას გაგებაც არ უნდოდდა, მერე ლიფიც გავიხსენე და საერთოდაც გავფრიკე, ძალიან მეტირებოდა და არ ვიტირე, საერთოდ გაქცევა და მარტო ყოფნა მინდოდა და არ წავედი – ბანძი ვარ. ჩემთვის ვიკლავდი გულში ტკივილს – ნუთუ იმისთვის ვცხოვრობთ დედამიწაზე სულ რაღაც 70 წელი ადამიანები, რომ რაღაცა და ვიღაცა გვაკონტროლებდეს? რომ ვიღაცის კომპლექსების მსხვერპლი იყო? ხომ შეიზლება რომ იყო ადამიანი თავისუფალი, არ გაინტერესებდეს სხვა რას იტყვის , სხვა რას გააკეთებდა და ასე შემდეგ …

რა უფლება აქვს მეორე ადამიანს რო შეგზღუდოს რამეში? მონათმფლობელობაა ბლინ?

ამ ფიქრებით უარესად და უარესად დაგრუზული მაგრამ უკვე ჩუნად მოვდიოდი უკანა გზაზე და საერთოდ არაფერი არარ მინდოდა, არც თურქეტი, არც კემერი და დიმა ხო საერთოდ ყველაზე მეტად. დანახვაც არ მინდოდა და მარტო მინდოდა ყოფნა …

როგორც იქნა მივედით სასტუმრომდე ჩუნად, დავწექით ჩუნად და ხმა არ ამოგვირია არც ერთს, არადა არც ერთს არ გვეძინა საკმაოდ გვიანამდე – ისე იქცეოდით თითქოს ვიღაც ახალგაცნობილები ან ერთმანეთის მტრები ვყოფილიყავით – რა მარაზმია 🙁

თითქოს ეს ის თაა&ნინჯა არ ყოფილიყვნენ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება რომ აღარ შეუძლიათ და სიგიჟემდე რომ უყვართ ერთმანეთი

მერე მე ჩამეძინა…

დიმას არ ვიცი

ძალიან ბანძი საღამო იყო – ყველანაირად 🙁

Comments

comments

5 thoughts on “7 August, 2008 Thursday

  1. LeNa says:

    ცუდია რო ინგლისური ასოებით გიწერია
    ჯობია დაჯდე და გადააქართულო ეგეც
    ისე საინტერესოდ წერ და მომწონს შენი ჩანაწერები

    მეორე დილასვე შერიგდით ხო?

  2. Taa says:

    მადლობა

    კარგი გამახსენე
    ერთი უნდა დავჯდე და ეს ოდინდელი ინგლისური პოსტები უნდა დავაქართულშრიფტო 🙂

    სიმართლე გითხრა აღარ მახსოვს როდის შევრიგდით
    ალბათ მეორე დღესვე :დ

  3. Taa says:

    აი კაკრას ეხლა დრო მქონდა და გადმოვაქართულე
    თან ძალიან დიდი ინტერესით წავიკითხე 2 წლის წინანდელი 1 დღის ისტორია – როგორ გვიჩხუბია 😀 😀 😀

  4. მირანდა says:

    მეც აღმოვჩნდი იციიიიი შენნაირ მდგომარეობაში
    საშინელ სასტუმროში ამოვყავი თავი
    მაგრამ მე მეორე დღესვე გადავაცვლევინე, ამდენი ხანი არ ვიტანჯე თავი

    ძალიან რთულია ქართველ ტუროპერატორებთან ურთიერთობა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *