8 August, 2008 Friday

დღესაც ადრე გამეღვიძა, დიმა არ გავაღვიძე, ჩავიცვი და ჩავედი აუზზე. ძლივს ვნახე 2 თავისუფალი შეზლონგი. უსინდისოები არიან ეს დამსვენებლები, შეიძლება დღისით მხოლოდ 1 საათით ჩამოვიდნენ აუზზე და მაინვ მტელი დღით იკავებენ ამ შეზლონგებს. მეც ავდექი და დავაფარე ჩვენი პირსახოცები იმ 2 თავისუფალ შეზლონგს, დავდე წიგნი და რაღაც ნივთები და წავედი მაღაზიაში. ამ სასტუმროში ყავაც კი არ მომწონს, რაღაც საშინელი ყავა აქვთ, ვიყიდე მაღაზიაში ყავა და პეჩენიები და აქვე გავიკეთე და მოვსკუპდი ჩემს შეზლონგზე. დავტკბი დილის პრელესტებით, სიმშვიდეში და სიწყნარეში დავლიე ყავა და მოვწიე სიგარეტი გემრიელად და რაღაც განსაკუთრებულად მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობდი თავს სანამ ეს ჩემი მეზობელი კაკანა და უბანზესი სასტავი გაიღვიძებდა. ყველაზე საინტერესო ის არის რომ ამ სასტუმროს დამსვენებებიც ეგეთივე ბანძები ყავს, ვიღაც სოფლელი რუსები -კალხოზნიკები და სუნიანი თურქები. როგორ მეზიზღება ეს სასტუმრო და როგორ მინდა სადმე სხვაგან ვერ წარმოიდგენთ 🙁 თბილისში რომ ცავალ ინტერკონტინენტალს ალბათ მივუვარდები და სერიოზულ სკანდალებს მოვუწყობ, უსინდისოები არიან, როგორ ა სცხვენიათ? ნამყოფებიც კი არ არიან და სად გამოგვიშვეს 🙁

ტელეფონი ისევ ზევით დავტოვე, ნეტავ ხომ არ რეკავს ხათუნა? ცოტა მზემ რომ დააცხუნა ვიჭყუმპალავე აუზში და წამოვწექი გემრიელად შეზლონგზე და მეგრე-ს ანასტასიას კითხვა განვაგრძე. საოცარი წიგნია და საოცრად მოქმედებს ჩემზე, ძალიან დამამშვიდებლად. სულ სხვა სამყაროში გადაჰყავხარ და რაღაცნაირად სულმოუთქმელად იკითხება.

ცოტა ხანში დიმაც ჩამოვიდა და ერთად ვჭყუმპალაობდით აუზში და ვერთობოდით ჩვენთვის, ამასობაში დიანა და გიო მოვიდნენ და ერთად ვიყავით ოთხივენი აუზთან დიდხანს. მერე ისენი წავიდნენ და დიმამ ტელეფონი და კომპი ჩამოიტანა. ხათუნას მისდ ქოლები ისევ დამხვდა, რა ბატი ვარ რააააა 🙁 ატარე რა ეს ტელეფონი თან. ჩვენ სევედით ინტერნეტში გვაინტერესებდა სიახლეები და რუსთავი 2 გათიშული იყო, ძალიან დავიზაბეთ, დედაჩემს დავურეკე ცუდი სიტუაციია ძალიანო, რუსებს ჯარი შემოყავთ ოსეთშიო, ვერც ფორუმ.ჯი-ზე შევედით, ვერსად ვერ ვნახულობდით ქართულ საიტებზე ინფორმაციას, მხოლოდ რუსული საიტები იხსნებოდა სადაც მხოლოდ ტყუილები იწერებოდა. მთელი დღე ესე ვიჯექით და ვიგრუზებოდით, რა დროს ეს იყო 🙁 რა დროს ომია? მთელი დღე ასე გავატარეთ, ხან ზღვაზე, ხან აუზთან, ვირუჯებოდი და ვკითხულობდი, თვალს ვერ ვწყვიტავდი ამ წიგნს.

ვახშმის ან სადილის დროს მე და დიმა ავდიოდით შეგნებულად, გადავივლებდით და ჩაცმულები ჩამოვდიოდით, ესენი კიდე ეს უკულტურო სოფლელი რუსები და საზიზღარი თურქები ეგრევე ბასეინებიდან ამოეთრეოდნენ წუნწკლებით და ღიიპებგადმოგდებული და ეგრევე იჯდნენ საჭმელად. გული აგერეოდა. მეორედ აქ მოსვლის სურვილი არ გექნება ადამიანს. ელემენტარული კულტურა არ აქვს ამ ხალხს. ჭამის ხროს ხო საერთოდ ეს ხამები ნახევარი საათიით ადრე იკავენებ ადგილებს მაგიდებთან და პირველები შეესევიან ხოლმე საჭმელებს. დღეს შაურმა გააკეთეს და დიმა ძალიან კმაყოფილი და მოხიბლული დარჩა – უყვარს შაურმა მეც დავადებინე ჩემს თეფშზე რომ ისიც დიმას ეჭამა თორე მე მაგაზე პირის დამკარებელი არ ვარ. ვახშმის შემდეგ ისევ კომპი ჩამოვიტანეთ და ინფორმაციებს ვეძებდით როცა ვირაც თურქი კაცი მოვიდა და გაგვეცნო, ინგლისურად ფანტასტიურად მეტყველებდა და რაღაც ახალი ამბები მოგვიყვა საქართველოზე რაც თურქულ გაზეთებში ეწერა თურმე.

ყავაც დავაყოლეთ ვახშამს და ნომერში ავედით, დღეს ქლაბინგის თავი არ გვაქვს სასეირნოდ ვაპირებდით წასვლას რათა კემერის ერთი ქუჩა მაინც შევისწავლოთ კარგად.

ჯერ მაქსველ ტურის ოფისში შევიარეთ და შევახსენეთ ხვალინდელი ტურის შესახებ, მერე წავედით იქ სადაც სულ პირველად ჩამოსვლისას გაგვიჩერა ავტობუსმა, და იქედან დავუყევით პირდაპირ გზას, კიდევ ერთ ტურისტულში შევიარეთ, დაივინგის ფასები გვინდოდა გაგვეგო და ერთი ქართველი ბიჭი გაგვეჩითა, ბევრი ვისაუბრეთ და შემდეგი კვირისთვის ანტალიის აკვალენდის ტურზე შევთანხმდით. გზაში Fისტაშკები ვიყიდეთ და ვაკნატუნებდით. დიმამ რაღაც საინტერესო ადგილები აღმოაჩინა მაგრამ ფოტოაპარატი დაგვრჩა და გადავწყვიტეთ კიდევ მოვსულიყავით აქ ფოტოების გადასაღებად. მერე უკან სხვა გზას გამოვყევით და ჩვენი ლიტველი ნაცნობი გოგოები შეგვხვდნენ, ცოტა ხანი მათ ვეჭორავეთ და დავიშალეთ. ჩვენ სასტუმროში მივედით, ცოტა ხანი ეზოში ვიჯექით ამბებს ვგებულობდით და მერე ავედით ნომერში, მეორე დილით ადრე უნდა ავმდგარიყავით

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *