9 August, 2008 Saturday

დილით ადრე გამაღვიძა მაღვიძარამ, ავდექით მოვწესრიგდით და სასაუზმოდ ჩავედით.

აქამდე საერთოდ არ გვისაუზმია სასტუმროში იმ პირველი დილის გარდა, ყავა დავლიეთ და მივედით ტურისტულში, აღმოჩნდა რომ ერთი საათით ადრე მივსულვართ, ვისაც შევუთანხმდით იმას რუსული ძალიან ცუდად სცოდნია და დროები აერია 🙁

დავბრუნდით სახლში, ჩამოვიტანეთ კომპი და საშინელი ამბები შევიტყვეთ, თურმე რუსების ძალიან დიდი რაზმი შემოსულა ცხინვალი აუღიათ ,ქართულ სოფლებშიც შესულან და განლაგდნენ. თურმე იბომბება რაღაც ტერიტორიები. ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექით, მივედით ისევ ტურისტულში და წავედით ნავსადგომისკენ სადაც ჩვენი იახტა იდგა.

დედაჩემმა დარეკა ძალიან ვნერვიულობო, ხატია და მთელი ოჯახი აქ არის ჩამოსული, გუშინ მაიკომ და ქეთიმ დაბადების დღე ერთად გადაიხადეს რესტორანშიო და დღეს კან უნდათ დაბრუნება, მაგრამ როგორ მოახერხებენ არ ვიციო, მერე ხატიამაც დამირეკა, გამოვლანძღე ასე უნდა დამივიწყოთქო?

ქეთისაც მივულოცე დაბადების დღე და ამასობაში ხათუნამაც დარეკა ინტერკონტინენტალიდან.ძლივს როგორც იქნა ვუპასუხე, ძალიან დიდხანს ველაპარაკე, მთელი ჩემი უკმაყოფილება გადავეცი, მაგრამ ზრდილობის ფარგლებში ისტერიკები არ მომიწყვია, არადა ვაპირებდი. ძალიან შეწუხდა ან კარგად გაითამაშა რომ შეწუხდა და რამდენიმე დღეა გიკავშირდებითო, თქვენი მეილები მომდის და განვიცდი ასე ცუდად რომ აეწყო თქვენი დასვენებაო.. ერთადერთი გამოსავალი მაქვს გადაგიყვანოთ თქვენს სასტუმროსტან ახლოსვე მდებარე სასტუმრო GELIDONYA-შიო, გადადით დღეს და ნახეთ თუ მოგეწონებათ და ორშაბათიდან გადაგიყვანთო. მაგრამ ეგ სასტუმრო უფრო ძვირია და რომ ჩამოხვალთ 60$ გექნებათ დასამატებელიო

ნაგლები

გავგიჟდი, ასეთი არაფერი მინახავს

იმის მაგივრად რომ გვეფერონ სახელი არ გაუტყდეთ და სკანდალები არ ავუტეხო ასეთ უბანძეს სასტუმროში გაშვების გამო კიდევ აქეთ ფულებს ითხოვენ …

ხოდა, აღარ გავაგრძელებ მაგათზე, ჩავალ და მივხედავ მაგათ

იახტა არის უბანძესი, ანიმატორიც ასეთივე და სხვა ტურისტები ხო საერთოდ, ერთს ვერ ნახავ ნორმალურს. სერბი გოგოები ზიან ჩვენს მაგიდასთან და ესენი გავიცანი, მაგრამ ესენიც ჩარჩენილები და უინტერესოები არიან. მოკლედ ხალხია ვერ დაელაპარაკები, ამიტომ ვზივართ მე და დიმა მარტოები, სამყაროს მოწყვეტილები, ვეხუტებით ერთმანეთს ვათვალიერებთ გარემოს და ვეწევით უზომოდ ბევრ სიგარეტს, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით საფერფლეში ვაფერფლებთ და ვაქრობთ კიდეც.

ჩვენს წინ მჯდარი რუსები კი ღორები – პირდაპირ ზღვაში ისვრიან “ბიჩოკებს”.

რა ჯანდაბა მინდოდა და რატომ ავიტეხე ეს იახტ ტური არ ვიცი, ძალიან ვნანობ 😀

551465_432271096843726_1834553473_n

ხოდა ამ სიბანძით გაჟღენთილ უახტაზე დადის ერთი ძალიან საყვარელი თურქი ბიჭი, ესე 20-22 წლის, ულამაზესი თვალებით, ფოტოგრაფი EMO და ყველას  გვიღებს სურათებს.

იახტა ამასობაში მიქრის თავის გზაზე და უცებ ეს კრეტინი ჩვენი ანიმატორი დგება და აცხადებს რომ ეხლა ვუახლოვდებით Ancient City_ს და რომ ჩასვლა ღირს 10$, არადა სულ 15$ მაქვს წაღებული და ისიც ისე სხვათა შორის ჩავიგდე, შუა ზღვაში ფული რაში უნდა დამჭირვებოდა არ ვიცოდი და არც არავის გაუფრთხილებივართ 🙁 ძალიან მეწყინა, რაღაცას მაინც ვნახავდი…

      რაღაც წუთების მერე გავჩერდით, ღუზა ჩააგდო, ირგვლივ მიმოვიხედეთ და კიდევ ბევრი ასეთი იახტა იდგა და ყველგან ხალხი ზღვაში ხტებოდა და ბანაობდნენ.ვზივარ კატერის მოლოდინში რომელიც ნაპირზე გაგვიყვანს მაგრამ

თურმე ნაპირზე გასვლა ამ იახტტურების განრიგში სულაც არ შედის და ეგ დამატებითი ღირებულებაა. სულ 3-ჯერ გაჩერდება იახტა გაშლილ ზღვაში თითო საათი, როდესაც დამსვენებლებს შეუძლიათ იცურაონ შუა ზღვაში და ერთადერთგან ამ სამი გაჩერებიდან, მოვა კატერი რომ იმ ძველ ქალაქში გადაიყვანოს მგზავრები. ეს კიდე 20$ ღირს 2 კაცზე, რომელიც მე არ მაქვს 🙁

წარმოიდგინეთ ეხლა მე როგორ ვაგინე ამათ გულში. სხვა რა გზა გვქონდა გადავეშვით შუა ზღვაში მე და დიმაც

ის ერთი საათი კარგად გავერთეთ ზღვაში, შორს მივცურავდით, ვყვინთავდით და რაღაც კარგად მახსენდება, კარგი იყო და მალე გავიდა დრო. მერე ამოვედით გემბანზე, თევზებს ვაჭამეთ პურები. მერე ერთმა სერბთაგანმა დუში გვანახა სადაც იყო, ჩავედით სადღაც სინესტეში და სიბინძურეში, ამას თუ გადავლება ერქვაააააააა 🙁  მოკლედ ადამიანებო … ვინც კემერში მიდიხართ, არ აიღოთ იახტ ტური, დაიტანჯებით და სიამოვნებასაც ვერაფერს იღებთ.

გემი დაიძრა, კაპიტანმა გამოაცხადა სადილის დროაო და უცეეეეეეებ, გემზე კოშმარი მოხდა, მგზავრების 90% იყვნენ რუსები, ეგრევე ხამებივით წამოცვივდნენ და მივარდნენ საჭმელს, იმხელა რიგი დააყენეს რო ვერ აგიღწერთ. გამოდიოდნენ თეფშებზე გორა-გორა საჭმელით მაგრამ განა ეს არის მთავარი, მთავარი და ამაზრზენი ის არის რომ უმეტესობას, რაც არ მოსწონდა პირდაპირ ზღვაში ყრიდა 🙁

რაღაც საშინლად შემეცოდა ხმელთაშუა ზღვა ამ ბარბაროსების ხელში, სუფთა, კამკამა ზღვა და ამათი ნასუფრალები შიგნით – საზიზღრობაა, ეს გემის კაპიტანი მაინც რას მიკეთებს შენიშვნასაც რომ არ აძლევს ამ ძუნძგლებს.

ერთ ქალს, რაღაცა რომ გადააგდო, ისე შევხედე ვაგრძნობინე შე მათხოვარო რეებს აკეთებ მეთქი, და თავი რო ჩარგო თეფშში, აღარც აუწევია ისე დაასრულა ჭამა

საჭმელი იყო საშინელი, მე მხოლოდ რაღაც მაკარონი და გახეხილი სტაფილო ავიღე და ეს  მაკარონიც ისეთი ცხიმიანი იყო რომ ვერაფრით ვერ ვჭამე და დიმას მივეცი. იმისგანაც კი 2 ჩანგალი რომ გადავყლაპე 3 საათი გულის რევის შეგრძნება მქონდა…

განვაგრძეთ გზა და რაღაც პერიოდის შემდეგ მივედით სადღაც კლეოპატრას ბუხტასთან, აქაც გაჩერდა, ჩამოხტით წყალსი და ვისურავეთ, აბა ხმელეთზე ფეხს არ გვადგმევინებდნენ 😀  ერთი საათი ვცურავდი და ვფართხალებდი წყალში რო ცხიმები დამეწვა, ძალიან სასაცილო ვიყავი, შუა ზღვაში დამცავი ჟილეტი ჩავიცვი და ფეხების ვარჯიშებს ვაკეთებდი წყალში …

ეს შესვენებაც რომ დასრულდა უდიდესი იმედით ველოდი რომ გვეტყოდნენ ახლა უკვე სახლისაკენ მივდივართო მაგრამ შენც არ მომიკვდე, კიდევ ერთი გაჩერება იქნებაო ტარზან-ანიმატორმა რომ გამოაცხადა გული გამიჩერდა – ამდენი რყევა+ ბანძი მგზავრები + უკომფოტო იახტა + საშინელი საჭმელი + დაღლილობა. მესამე გაჩერებაზე საერთოდ აღარ მქონდა სურვილი წყალში ჩასვლის მაგრამ დიმას ხათრით ამჯერადაც ცავხტი და ვიფართხალე . ვნატრობდი ნეტავ წიგნი მაინც წამეღო თქო.

      უკვე გავერკვიეთ რომ ამ გაჩერების შემდეგ უკან მოვდიოდით, ცოტა მომეშვა, თან ამ ანიმატორმა ძალიან შთამბეჭდავი შოუ ჩაგვიტარა, მერე გამოქვაბულტან გაგვიიჩერეს და გადაგვიშვეს დასათვალიერებლად, ძალიან ლამაზი ადგილი იყო. იქ კარგი სურათები გადავიღეთ და წამოვედით კემერისკენ.

ჩვენი სუპერბანძი სასტუმროს დანახვა ასე არ გამხარებია ჯერ არასოდეს აქ ყოფნის დროს. ზუსტად ვახშამის დროს მოვუსწარი, უცებ ვიბანავეთ და მოვწესრიგდით, გემრიელად მივირთვით უცხიმო საჭმელები, ძირითადად სალათის ფურცლები და სტაფილო, რომ კუჭი არ გამმღიზიანებოდა. მერე ყავაც დავაყლეთ გემრიელად …

ვახშმის შემდეგ საოცრად აჟიტირებულები გავეშურეთ სასტუმრო გელიდონიისკენ, ერთი სული მქონდა მენახა სასტუმრო რომელშიც გადმოვიდოდით და ბედნიერები ვიქნებოდით ან არ მოგვეწონებოდა და ზაფხულის კოშმარები გაგრძელდებოდა.

მართლაც ახლოს იყო ჩვენი დაწყევლილი სასტუმროდან, შევდგით თუ არა ფეხი საოცარ სამყაროში ამოვყავით თავი, წინასთან შედარებით. ძალიან მოვლილი, ლამაზი და კომფორტული სასტუმრო იყო, ფანტასტიურად მოწყობილი ჰოლით, დიდი და ლამაზი ბასეინით, დამსვენებლები სულ ევროპელები, არც ერთი რუსისი ჭაჭანება არ იყო, უდიდესი, ულამაზესი და ძალიან მაგარი სასადილოთი. მოკლედ საოცრად მომეწონა, ხათოს დავუკავშირდი სასწრაფოდ გადაგვიყვანეთქო. მერე ჩავედით გელიდონიას პლაჟის სანახავადაც, ისიც ძალიან სუფთა და მოწესრიგებული აღმოჩნდა. სიხარულისგან გიჟებივით დავბოდიალობდით ამ პლაჟზე და მიუხედავად იმისა რომ უკვე ბნელდებოდა და აგრილდა, უცებ შევხტით წყალში და ბედნიერებისგან 1 საათი ვლაღლაღებდით ზღვაში. უკვე ერთი სული მქონდა როდის გადავიდოდით …

ნომერში რომ ამოვედით საოცარი დაღლილობა ვიგრძენით, არადა დღეს კლუბში ვაპირებდით წასვლას, მაგრამ ერთსულოვნად გადავიფიქრეთ. ბიჭებს მივწერეთ და შევატყობინეთ. გავედთ გარეთ ვისეირნეთ ცოტა ხანი, ფისტაშკები ვიყიდეთ  და ეზოში შეზლონგებზე გავიშხლართეთ, ყავა და სიგარეტები მოვიმარაგეთ და კომპში შევძვერით საქართველოზე ახალი ინფორმაციების მოსაპოვებლად.

რა დროს ომი იყო, მაში როდესაც ქვეყანა ქვეყანას ემსგავსებოდა და რააცა კარგისკენ მიდიოდა ძლივს და უცებ ეს ცხინვალიო 🙁 უჟას …. მალევე ავედით ნომერში დააააააააა

კონდიციონერი არ მუშაობდა 🙁 ეგრევე ავქანდი და შევატყობინე რესეპშენში ადმინისტრატორს მაგრამ ხვალ დილამდე ვერაფრით ვერ დაგეხმარებითო.


როგორ მძულსსსს აქაურობაა!!!

Comments

comments

6 thoughts on “9 August, 2008 Saturday

  1. LeNa says:

    თავგადასავლების მაძიებელი ხარ რაააააააა 🙂

    შოკში მაგდებს ზოგიერთი შენი პოსტი

    თან რაღაცნაირად ვარ, რაც უფრო მეტს ვკითხულობ, უფრო მეტად მგონია რო კარგად გიცნობ მეთქი 🙂

  2. Duda says:

    რა გინდა
    ექსტრემალურად დაუსვენია ტოო 🙂

  3. lily says:

    ამდენ სტრესს ადამიანები რო უძლებენ მაოცებენ ხოლმე
    მე ჯერ კიდევ მეორე დღეს შეიძლება წამოვსულიყავი თურქეთიდან

  4. Taa says:

    ხოო დასვენების პირველი დღეები მართლა კოშმარულად მახსოვს
    მაგრამ გელიდონიაში რომ გადავედით უკვე ამოვისუნთქეთ და დავისვენეთ რასაც ქვია 🙂

    ზატო ახლა სასტუმროს არჩევისას იმდენ რამეს ვაქცევ ყურადღებას რო აღარ ვცდები ხოლმე 😀

  5. lily says:

    მე მივდივარ შემდეგ კვირაში კემერში
    და მადლობა შენ, რადგან ზუსტად ვიცი რომ იახტ ტურს არ ავიღებ
    ამიტომ მიყვარს ბლოგების კითხვაც, საინტერესო და სასარგებლო ნიუანსებს ვხვდები ხოლმე

    აი როგორც შენთან
    ამ პოსტის მერე სასტუმროს რო ვარჩევდი დავღალე ტურ ოპერატორი იმდენ რამეზე გავუმახვილე ყურადღება
    მაგრამ მგონი სწორი არჩევანი გავაკეთე
    Pegasos Beach Hotel -ში მივდივარ 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *