11 August, 2008 Monday

ბიჭები მიდიან ხვალ თბილისში, საშკას ვთხოვე ჩვენ მაინც ავტობუსით უნდა წავიდეთ და ერთი ჩანთა წამიღე მეთქი და კიო
დილიდან ჩავალაგე ჩანთა რაც უკვე გვეცვა მე და დიმას და აღარ გვჭირდებოდა და ჩემი პლეიბოის ბასანოჩკებიც ჩავაწყვე
ძალიან მაღლებია და არაპრაქტიკულია აქ სასიარულოდ
მერე აუზზე ვინებივრეთ როგორც ყოველთვის, სადილის შემდეგ ზღვაზეც ჩავედით
საღამოსაც სტანდარტული პროცედურები ავიტარეთ და წავედით ბიჭებისკენ ისევ ფაიარბოლებით და არყებით 🙂
შევიპარეთ ბიჭების სასტუმროში სადაც აივანზე დიდი ამბები მიმდინარეობდა ცეკვა და თუხთუხი
ჩვენ კიდევ დავლიეთ და ჩვენც ვცეკვავდით, კიდევ 2 ქართველი ბიჭი გავიცანით გიგა და ივა
ზმები იყვნენ და ჭეშმარიტი ქართველები შევარქვით
მერე სასტუმროდან ცავედით სასეირნოდ ტან გზაში გოგოებს ვკერავდით 🙂
დღეს უამრავი ქართველი ვნახეთ აქამდე მაგის მეოთხედიც არ გვენახა
მერე სანაპიროზე ჩავედით, მე და დიმამ ტრენაჟორებზე ვივარჯიშეთ ერთ ერთ ბაღში ძაან მაგარი იყო

dsc01963
მერე კალიან ბარში მოგვინდა შესვლა
იქაც ქართველი ბიჭი გაგვეჩითა, აქ ალის მეძახიანო, 7$ად შევკერეთ გაგვიკეთა ყველაზე მაგარი კალიანი როგორც თვითონ გვითხრა და თხილებიც მოაყოლა, თან ვიცეკვეთ თან ვსაუბრობდით თან ვეწეორით
ძაან გამისწორდა თბილისშიც მინდა მოვწიო ხოლმე
სასიამოვნო საგამო გამოვიდა, ჭეშმარიტებს ჩვენი ნომერი ჩავაწერინეთ რომ გვეკონთაქტა ბიჭები რომ წავიდოდნენ და დავიშალეთ სახლებში
მე ნომერში ავედი ჩანტების ჩაბარგება დავიწყე და კონდიციონერი რომ კიდევ არ მუშაობდა ჩავქანდი დაბლა რესეპშენში
სეეეეერიოზული სკანდალი მოვაწყვე და ნომერი შეგვიცვალეს
გადავედით ახალ ნომერში, კონდიციონერი მუშაობდა კიდე კაი
ჩავალაგე ყველაფერი და გემრიელად დავიძინეთ, ამ სასტუმროში ბოლო ღამე იყო 🙂

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *