12 August, 2008 Tuesday

დილით ადრე ავდექი, ერთი სული მქონდა 12 საათი როდის შესრულდებოდა და ჩექაუთს გავაკეთებდით ამ უბანძესი სასტუმროდან, კოშმარად რომ მექცა  🙂
დიმაც გავაღვიძე, ყველაფერი დავალაგე ნომერში, არ მიყვარს ბარდაგის დატოვება ჩემს შემდეგ
არ მიყვარს როცა ადამიანები ღორებივით იქცევიან

საბოლოოდ ყველაფერი ჩავაბარგეთ მე და დიმამ, და ქვემოთ ჩავედით ყავის დასალევად
კარგი გრილი დილა იყო, გემრიელი ყავა და სიგარეტი მივირთვით და ვიჯექით ვლაპარაკობდით
თან ხათუნას ზარს ველოდებოდით რომელმაც გაგვაწამა სანამ საბოლოო პასუხს გვეტყოდა
მოკლედ ბოლოს როგორც იქნა გვითხრა რომ გადადიხართ უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთო და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა, ავქანდით ბედნიერები და დავიწყეთ ჩანთების ჩამოტანა
ჩვენს რესეპშენისტს დავუდე გასაღები და გადავდივართ მეთქი ვეუბნები ძაან ამაყი სახით
ვიციო კომპიუტერმა მიჩვენა რომ შეწყვითეთ ჩვენთან კონტრაქტი და რატომო, რაშია პრობლემაო
და უცებ განცვიფრებულმა მაგისი სიდებილით დავიქოქეეეეეეეე
მეთქი პრობლემა თქვენშია, თქვენს უყურადღებობაში და უპატივცემულობაში არაფერს რომ არ აქცევთ ყურადღებას და მატყუარები რომ ხართ მეთქი
ხოდა ბედნიერი სახით ავიღე ჩემი ჩანთა და ამაყად გამოვედი ….

ჩვენი ახალი სასტუმროს ნომერიააააააააააააააააა ………….
შოკი
დაცემა
არ ადგომა და კიდე + + +
ნომერი მოგვცეს ვიპ კორპუსში სადაც მხოლოდ 4 ნომერი იყო ვიპ აივნებით
რითი დავიმსახურეთ არ ვიცი მაგრამ სიამოვნებისგან შოკში ვიყავი
თეთრი და კურჯი ინტერიერი, თეთრი ავეჯი, ბევრი პირსახოცები, ულამაზესი ფარდები, თეთრი ავეჯი და საწოლი
ძალიან სუფთა აბაზანა და ტულეტი, 1.5ჯერ დიდი საშხაპე
მოკლედ სრული სამოთხე იმ საშინელებასთან შედარებით, და ყველაზე მაგარი: ულამაზესი ხედი აივნიდან შიდა ეზოზე
ერთი სიტყვით აღფრთოვანებულები დავრჩით

დავალაგე, გამოვიცვალეთ და ეხლა სასადილოს დასატესტად ჩავედით
სასადილო იყო ზუსტად 6ჯერ დიდი, 100ჯერ უფრო კომფორტული, და მინიმუმ 9-10ჯერ მეტი საჭმელებით
მერე დავბრუნდით ნომერში, ჩავიცვით კუპალნიკები და ჩავედით აუზზე
ირგვლივ სულ დაკავებული იყო შეზლონგები და უცებ დავიინახე ცალკე გამოყოფილი ადგილი სადაც რბილი დიდი ბალიშები ეწყო
დავალაგე ორორად და გავფინეთ ზედ პირსახოცები და მანდ ვიღებდით ზაგარს
მერე ზღვაზეც ჩავედით, იქ უამრავი ადგილი იყო თავისუფალი
ძალიან მომწონს ხმელთაშუა ზღვა, მაგრამ ძალიან მარილიანია და თვალები მტკივდება უზომოდ
ამიტომ დიდხანს ვერ ვძლებ ხოლმე

გვერძე იქვე 2 იტალიელი გოგოშკა იწვა, ერთს ძაან კაცური ტანი და სიარული ქონდა
ადგა ლიფი არც ეცვა , მაგრამ რა უნდა დაეფარა რაც არ ქონდა (შემშურდა, როგორ მინდა ურაზნიცო ზაგარიიიიი)
ხოდა მერე აღმოვაჩინეთ რომ ეს გოგონები ლესბოები იყვნენ, თუმცა ძაან საყვარლები

მერე ისევ აუზთან დავბრუნდით 5 საათი იყო, იქვე ბარი იყო აუზთან, ბარმენი გავიცანთ ატილა ერთვა
რომელიც შემდეგი 5 დღის მანძილზე სულ მეციყვებოდა და სულ კომენტარებს მესროდა ხოლმე
ხოდა თურმე 5 საათზე იქვე აუზის ბართან ყოველ დღე “თიი თაიმი” ყოფილა, ცაი, ყავა და უამრავი ნამცხვრეულობა ამოზიდეს
ოოოოოოო ვინც მე და ჩემს სიყვარულს იცნობს ტკბილეულობისადმი,, მიხვდება რა ბედნიერი გავიჩითებოდი

ამასობაში ბიჭებმა დაგვირეკეს ცოტა ხანში მივდივართო და არ გამოხვალთო
ფართხაფურთხით ვიბანავეთ, ჩავიცვით და გავქანდით მაგათ სასტუმროში
ძლივს შევიპარეთ დღე რო იყო 🙂 პინგ პონგიც ვითამაშეთ
ამასობაში ჭეშმარიტი ქართველებიც და 2 გოგოც ჩამოვიდნენ, ერთი პირანია და ერთი ლინზებიანი
წავედით ყველანი ისევ იმ კალიან ბარში და ძააან მაგარი დრო ვატარეღ, რაღაცაზე ბევრი ვიკაიფეთ ოღონდ არ მახსოვს ეხლა რაზე 🙂 სურათები გადავიღეთ, ჩვენი ახალი სასტუმროთი ისეთი ვიმარიაჟე რო იმათაც მოუნდათ 🙂
მერე წასვლის დროც მოვიდა, გავაცილეთ ბიჭები, რაღაც სიცარიელის გრძნობასავით დარჩა
მაინც თითქმის სულ ერთად რო ვიყავით ასწორებდა
მერე ჭეშმარიტებს ჩვენი ნომერი ჩავაწერინეთ და წამოვედით ჩვენს სასტუმროში
ვივახშმეთ რაღაც უუუუუგემრიელესად და გავქანდით ზღვაზე
არ ვიცი ახალ ნაჭამზე რამდენად შეიძლება ბანაობა მაგრამ ვახშმის მერე ყოველ დღე დავდიოდით ზღვაზე თითქმის არავინ რომ არ იყო ხოლმე, და ძაან მაგრად ვერთობოდით, ვჭყუმპლაობდით, სურათებს ვიღებდით, იოგას ვვარჯოშობდით და ვრომანტიკობდით
მერე ამოვედით ცოტათი შევშრით და წავედით საბოდიალოთ, 10იდან ანიმატორების შოუ იწყებოდა და მანამდე დროის გაყვანა გვინდოდა
ვიბოდიალეთ კემერის ქუჩებში, ანტალიის აკვა პარკში 2 ბილეთი ავიღეთ და დავბრუნდით სასტუმროში
ვიბანავეთ, გავიპრანჭეთ გავაზავეტ ფაერბოლებში არაყი და ჩავედით საყურებლად
დღევანდელი საღამოს თემა იყო “მისტერ გელიდონია” 3 ბიჭი მონაწილეობდა ფრანგი (ზანგი), პოლონელი და თურქი
ძააააააან მაგარი ვიხალისეთ აი ძაან, ისეთი ხოხმა იყო რო რავი
მერე გვიან დამთავრდა და ავედით ნომერში

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *