13 August 2008, Wednesday

დილით ადრე ავდექით, ვისაუზმეთ ავტობუსმა გამოგვიარა და წავედით ანტალიის აკვალენდში
________     საშინელება  !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ესეთი ბანძი თუ იქნებოდა, სიბინძურიდან დაწყებული, საჭმლით დამთავრებული რას წარმოვიდგენდით.


ნეტა ჩვენს ახალ სასტუმროში გვენებივრა მთელი დღე
ძლივს გავიდა 4 საათამდე დრო რო უკან წამოვსულიყავით, ერთადერთი სასრიალოები მესიამოვნა, ისეთები ვნახე რაც თბილისში არ არის მაგრამ რად გინდა იმხელა რიგებია
მერე მე და დიმამ წყლის ქვეშ სურათები გადავიღეთ და როგორც იქნა მოხოხდა სახლში წასვლის დრო,
ბედნიერი ვიყავი რო მოვაღწიეთ ჩვენს სასტუმრომდე 🙂
გამოვიცვალეთ, ვიბანავეთ და რადგან წყლის ატანა აღარ გვქონდა იმ დღისთვის, წავედით სასეირნოდ
ეს იყო საოცრება, მტელი კემერი ფეხით შემოვიარეთ, 3 საათზე მეტი ვიარეთ, ულამაზესი ადგილები, უამრავი მაღაზია, კარტინგები და რავი კიდე რა არ ვნახეთ
შევიარეთ ბიჭების სასტუმროსთან ჩვენს მაღაზიაში, ფაერბოლები ვიყიდეთ უამრავი და სახლში რო წამოვედით არაფრის თავი აღარ გვქონდა
თან მანამდე დავიკარგეთ, ყველაზე მაგარი რაც იყო და რო გვეგონა სწორად მივდიოდით თურმე სულ სხვა გზით წავსულვართ
ნუ მერე კითხვა კითხვით დავადექით სწორ გზას.
მოვედით სასტუმროში, ვივახშმეთ, და ჰოლშ გამოკრული იყო განცხადება რომ დღეს რუსი მოცეკვავეების ფართი იმართებოდ და სავალდებულო იყო თეთრი და შავი ფერები ჩაგვეცვა
ძაან გავხალისდით, ჩავედით ზღვაზე როგორც ყოველ საღამოს და ვიბანავეთ
ამოვედით,შავთეთრი ტანსაცმელი გადავაწყვეთ, მოვწესრიგდით, არყიანი ფაერბოლები დავიჭირეთ(ეს ბოლო დღეების განუყოფელი ნაწილი გახდა) და წავედით ფართიზე.


ძალიან ლამაზი შოუ იყო, დამსვენებლების ჩართულობით და უამრავი გიჟური ცეკვებით. კარგად დაგვამახსოვრდება ეს გიჟური დღე.

რა ბედნიერებაა სასტუმრო რომ შევიცვალეთ.

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *