Archive for March, 2009

ჩვენი პატარა სახლუკა სადაც მე და დიმა მთელი 1 წელიწადი უსაყვარლესად და უბედნიერესად ვცხოვრობდით და ძალიან ბევრი კარგი მოგონება გვაკავშირებს გაგვიყიდეს პატრონებმა და იძულებული ვართ 5 აპრილიდან გადავბარგდეთ ![]()
თავიდან ვიფიქრეთ სად გვენახა ისევ ბინა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრეთ, რადგან ბაია რომ გვეყოლება ისედაც 2 თვე დედაჩემთან ვაპირებდით ცხოვრებას, ბარემ ეს 2 თვეც მივაყოლოთო და ანუ გადავდივართ ჩემს სახლში, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება მაქვს გატარებული, ყველაფერი მიყვარს, ყველაფერი ჩემი გემოვნებით არის გაკეთებული და წესით თავს ძალიან ბედნიერად უნდა ვგრძნობდე
მაგრამ ცოტა დაბნეულიც ვარ ![]()
იმდენად შევეჩვიე რომ სახლში მე და დიმას გარდა არავინ არ ცხოვრობდეს, იმდენად შევეჩვიეთ როცა გვინდა, რაც გვინდა კეთებას რომ არ ვიცი დედაჩემთან ასე თავისუფლად თუ ვიქნებით
ნუ მე მთელი ცხოვრება დედასთან მიხცხოვრია და მორიდების მომენტი ნაკლებად მექნება, მაგრამ დიმას სიტუაცია უფრო მაფიქრებს. ვაითუ ვერ შეეგუოს უცხო სახლში ცხოვრებას ![]()
მართალია თავიდან თვითონ შემომთავაზა იქ გადავიდეთო და ქირის ფული რაც შეგვენახება ბავშვს დავახარჯოთო
მაგრამ მაინც ჩემი სიძის გამოცდილებიდან მახსოვს რო მაინც ისე გემრიელად ვერ გრძნობდა თავს ხოლმე, მითუმეტეს დათო უფრო თამამი და მომთხოვნია დიმასთან შედარებით.
ჩვენს შემთხვევაში ერთი პლუსი ის არის რომ საბათის ჩათვლით 7 საათამდე არც ერთი სახლში არ ვართ ხოლმე, და 7ზე ერთდროულად მოვალთ ხოლმე და ჩვენი ოთახი გვექნება, ჩვენი დიდი ბალკონი, ჩვენი ინტერნეტი და იმედია მაინც ცალკე ვიგრძნობთ თავს.
დედაჩემს კიდევ უნდა ვთხოვო რომ დასვენების დღედ შაბათი აიღოს სამსახურში და კვირას იმუშაოს რომ კვირასაც მარტო ვიყოთ. მოკლედ დიდ გაურკვევლობაში ვარ, თან ამის თქმაც მერიდება დედიკოსთვის, არ მინდა იფიქროს თითქოს ზედმეტია. მე ნამდვილად არაფერს მიშლის, დიმაზე ვზრუნავ თორე. ნეტა თვითონ რომ გათხოვდა თვითონაც ეგრე იყო? მამაჩემზე უფრო ზრუნავდა ვიდრე დედამისზე? ისე ერთხელ უნდა მოვაყოლო… კიდევ კარგი ერთი უპრეტენზიო ქალია რომელსაც სხვის საქმეებში არ უყვარს ცხვირის ჩაყოფა, თორე რა მეშველებოდა ზოგიერთებივით ავჩარკა დედა რო მყოლოდა ![]()
ხოდა ეს დღეები დაკავებული ვართ გადაბარგების პროცესით, ნელ ნელა ვაცარიელებთ სახლს და გადაგვაქვს ზოგი რამე კანდელაკზე, ზოგიც დედაჩემთან.
ცალკე კიდევ კანდელაკის სახლი გვაქვს გასარემონტებელი სადაც სექტემბრიდან ვაპირებთ გადასვლას, იქაც 1000 რამეა მოსაგვარებელი. რამდენიმე დღის წინ მუშები ყავდათ და მარტო სახურავის კარგად და საბოლოოდ გაკეთებაში 5000 ლარი მოგვთხოვეს
ეს პოსტი მინდა მივუძღვნა ჩემს უსაყვარლეს მანქანას
ჩემს BMW 320 Coupe_ს, ჩემს ოცნებას წლების მანძილზე
მახსოვს რამდენი ვიწვალეთ მე და დიმამ სანამ დაბუდას ვიყიდდით, მაშინ ჯერ კიდევ ნინჯა ყავდა დიმას
ყოველ დღე მაიავტო.ჯი_ზე ვიჯექით, საღამოობით ვნახულობდით სხვადასხვა მანქანებს და ვერ ვარცევდით საუკეთესო ვარიანტს
ბოლოს უკვე იმედები რომ გადამეწურა, დიმამ აღმოაჩინა დაბუდა
ბათუმში ყავდათ
დავურეკეთ მის პატრონს გიოს და კვირას ჩამოდით განახებთ უპრობლემო მანქანააო
მართლაც კვირას გამტენიისას ჩავასხით ნინჯულაში ბენზინი პოლნი ბაკი და წავედით ბათუმში, მაშინ ჯერ არ ვიყავით დაქორწინებულები
ხოდა რაღაც ძალიან დატანჯვა, მაგრამ ძალიან რომანტიკული პაეზდკა იყო
ჯერ ერთი რო ნინჯას აკუმულატორს დედა არ ყავდა და დაგორებით ვძრავდით, მერე მეორე გაწვიმდა და მთელი გზა ცუდი ამინდი დაგვემთხვა
აქედან ლანჩხუთში შევიარეთ რაღაცეები გამოგვატანა ეკამ
მერე უკვე აჭარაში ძალიან მაგრად წვიმდა და გაგვიფუჭდა ხასიათი, თანაც საკმაოდ ციოდა
გიოს თეატრთან შევხვდით, გვანახა მანქანა, მოგვეწონა, დავჯექით ატარა დიმამ დაევასა კარგად დადისო
ნუ პროფილაქტიკაში მივიყვანეთ, ავწიეთ, ყველაფერი რიგზე იყო, მოკლედ შევუთანხმდით რომ ხუთშაბათს ჩამომიყვანდა მანქანას.
მერე დავემშვიდობეთ გიორგის, დიმამ საბურავები უყიდა იქვე ჩემს მომავალ მანქანას
და წავედით ახალი ნატების ბათუმის მაღაზიაში შევიარეთ რაღაცა უნდა წამომეღო ![]()
მერე შევედით ბარში, გეეემრიელად ვისაადილეთ, ცოტა ვიბოდიალეთ წვიმაში, ძალიან გვინდოდა დარჩენა
მაგრამ ცალკე დედაჩემი გაიპუტავდა და თან სამსახურშიც უნდა ვყოფილიყავი მეორე დღეს
ხოდა წამოვედით უკან, ნელ ნელა უკვე ბნელდებოდა, საშინელი თავსხმა წვიმა დაიწყო
დიმა იყო თან წინა ღამის უძინარი, მანქანას აკეთებდა რომ ამხელა გზაზე რამე არ მოსვლოდა
თან დაიღალა მთელი დღე მანქანაზე ჯდომით, თან უძილო, თან ასეთი ბანძი ამინდი
მოკლედ საშინლად ვიმგზავრეთ, ჯერ ბათუმის პერევალები ძლივს გადმოვლახეთ, მერე რიკოთი
და უკვე ხაშურს რო გამოვცდით დიმას თითქმის ეძინა
სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა, იმ სიცივეში ფანჯრებს უწევდა რო გამოფხიზლებულიყო
მერე მეც გადამედო, ტან ნინჯას ფეჩი მაგრად ათბობს და მეც მომეძინა და აი მანდ დაგვერხა
საშინელმა სიგნალებმა თუ რამ გამაღვიძა არ ვიცი, ავტობანზე პროწივზე მოვდიოდით
ვაიმეეეეეეე, ყველა ფარებს გვინთებდა, გვისიგნალებდნენ, რაღაც საოცარი შიში ვჭამეთ
მერე გადაგვიარა და ისევ მოვდუნდით, უკვე საკმაოდ გვიანი იყო და ვსტრეჩნი მანქანებიც არ გვხვდებოდნენ რო ფასებს გამოვეფხიზლებინეთ და ამ დროს გალუცინაციები დამეწყო
თან მოგვშივდა, თან ბენზინი გვითავდებოდა, სადღაც გადაკარგულში ძლივს ჩავასხით ბენზინი, ფული 1 ლარი დაგვრჩა და სნიკერსი ვიყიდეთ და გავიყავით
ხოდა მოკლედ დაააააააააატანჯულები ჩამოვედით თბილისამდე, მაგრამ სახლთან რო მიმიყვანა იმენნა არ გვინდოდა ერთმანეთის გაშვება, ისე ვიყავით რაღაცნაირად…
ხოოდა, ხუთშაბათს მართლაც ჩამოვიდა გიორგი, წავედით საპატრულოში, გადავიფორმე
ნათიამ ნომრები ამაღებინა. სულ ანი სერიები იყო და საშინლად არ მინდოდა
ხოდა ავიღე ნომრები DBD-505 და აქედან დაიბადა მისი სახელიც, იმ დღესვე შევარქვი დაბუდა
აქედან მოყოლებული არაერთი ბედნიერი დღე მაქვს ამ მანქანასთან ერთად გამოვლილი, 2 დღიანი ტური ბათუმში ახალი ნათების ახალი მაღაზიის გახსნაზე
ერთხელ ვისოლის კალონკაზე წინ რომ მწვანე დამცავი ტრუბებია მაგაზე ცოტათი შეხტომა
ახალ წლებზე საოცარი ყინვები რომ იყო და დიდი თოვლი, მთელი 17 დღე ჩემი სამსახურის ეზოში რომ გაატარა, როგორ მენატრებოდა
მერე საღამოობით დიმამ რო ნინჯა გაყიდა, მე რო ვტოვებდი ხოლმე დიმას სახლში და მარტო მოვდიოდი სიამაყით სავსე
მერე პატარ-პატარა ხულიგნობები და გონკაობები
მერე ირაკლის M3_ის სპოილერი მაჩუქა, დიმამ ანგელოზები, ქსენონები და წარბები
ყველაფერი ეს დავუყენეთ და ზაან მაგარ ვიდზე მოვიდა მანქანა
მერე ჩვენი დაქორწინება, 2ვეჯერ დაბუდათი ვიყავით სიღნაშღი, ხელის მოწერის და ჯვრისწერის დღესაც
სტამბულში გლუშიტელის და რაღაცეების სანახავად სიარული და ცარცერის კიდვა ტუნიინგ მაგაზიასჰი, რომლის მერეც ოფიციალურად გახდა BMW DABUDA
მერე აქ Top Speed_სი საკაიფო გლუshიტელის კიდვა, რომელსაც საოცარი ხმა აქვს
მერე ერევანში გასეირნება 1 დღით გონკებზე
მერე სიონში დანგრეულ გზებზე სიარული ზაფხულში
და ნუ რავი რომელი ერთი ჩამოვთვალო
, მერე ახალ სახლში გადმოსვლა
კარების დაჩხაპნა, სარკეების მოპარვა და მერე დაეწყო ნელ ნელა პრობლემები და უკვე უზომოდ დიდი თანხები მეხარჯება მის შენახვაში
ეხლა გადაწყვეტილია რომ უნდა გავყიდო, მაგრამ ჯერ ისევ რაღაცეები აქვს გასაკეთებელი
არადა რომ ვიხსენებ ერთად გატარებულ წელიწადნახევარს, რომ ჩემი პირველი მანქანაა და რომ ძალიან ზალიან მიყვარს, ძალიან გული მწყდება და არ მინდა რომ გავყიდო
მაგრამ რა ვქნა, იმდენი საშუალება არ მაქვს რომ ეგეც დავიტოვო და სხვა ვიყიდო ![]()
მიყვარხააააააააარ, ჩემო ლამაზუნა მანქანააააააა

დღეს www.conference.ge_ზე წავაწყდი ძაალიან საინტერესო თემას
“ცხოვრებაში პირველი ფული როდის და როგორ გააკეთეთ?, პრაქტიკული ცხოვრებისეული ნაბიჯები”
http://www.conference.ge/tsxovrebashi-pirveli-fuli-rodis-da-rogor-gaaketet-t3025.html
და იქაც დავპოსტე ეს ჩემი პირველი ცხოვრებისეული გამოცდილება
აქაც მინდა დავწერო, რადგან მართლა ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი
ჩემი ისტორია ასეთია:
ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს, სადღაც 22 წლის ვიქნებოდი, მე და გოგოები ვართ ურეკში დასასვენებლად
საღამოა და რეკავს ტელეფონი, აბსოლუტურად უცხო ნომერი,
ვპასუხობ, მესმის Hი თატა, გამიკვირდა და ვკითხე ვინ ხართქო
ნუ აღმოჩნდა რომ რეკავდა ვინმე ასტერი, ფილიპინელი ტიპი, რომელიც საქართველოში მუშაობდა ბაქო ჯეიჰანის პროექტზე ერთ ერთ მონაკვეთზე
ნუ აღმოჩნდა რომ ბაზრობაზე უყიდია ჩემი სიძის ნახმარი მობილური, რომელმაც არც კი წაშალა ნომრები ისე გაყიდა ტელეფონი
ხოდა ეს ასტერიც დადგა და ყველას დაურეკა იმ იმედით რომ ვინმეს ინგლისური სცოდნოდა
არავის არ იცნობდა საქართველოში და თავს ძალიან მარტო გრძნობდა
მერე ძალიან მთხოვა ხანდახან დაგირეკავ ხოლმეო, 2 კვირის მერე დავბრუნდით თბილისში
და ეს სულ რეკავდა ეს პერიოდი, და ერთ დღესაც მეუბნება კვირას თბილისში ჩამოვდივარო
და შეგიძლია თუ არა ჩემი გიდი იყოო, ნუ მეც მაშინ ჩიტივით თავისუფალი ვიყავი, უნიივერსიტეტი 2 კვირაში მეწყებოდა და დავთანხმდი
შევხვდით მე და ჩემი დაქალი, მოვატარეთ მთელი თბილისი, ვუყვებოდით ისტორიებს, საკმაოდ საინტერესო კაცი აღმოჩნდა არ ვამთქნარებდით მთელი დღე
ხოდა მერე საღამოს ჩამოაკითხა შოფერმა და წაიყვანა უკან ბანაკში, 100$ დამიტოვა ხელფასად იმ ერთი დღის გიდობისთვის
ეს იმხელა ფული იყო, იმხელა მაშინ რო ჭკუაზე არ ვიყავი, თან კონვერტით გადმომცა
ისე დავიბენი, ისე რო რაღაც ძალიან მოულოდნელი იყო
მაგრამ ძალიან კარგად მახსენდება ეს პირველი ჩემი ფული
ასეთი სასაცილო დედის დღე არ მქონია ცხოვრებაში
ესე იგი ხალხი ისე იბნეოდა მოელოცათ თუ არა რო მაააააგარს ვკაიფობდი
ზოგი მილოცავდა და თან აყოლებდა: შენ უკვე დედა ხარ
24 კვირის ორსული ვარ და ბავშვი მიზის მუცელში და ალბათ დედა ვარ უკვე აბა რა ქვია ამას?
ზოგი კიდე არ მილოცავდა მაგრამ უხერხულობის დასაფარად მეუბნებოდნენ აუ შენ ხო არ ხარ დედა ჯერ
აი ეგეთებზე უუფრო ვკაიფობდი
ან მომილოცე ან არ მომილოცო ეს შუალედი და ბოდიშები რა შუაშია
მოკლედ ასეთი დამაბნეველი გავიჩითე
საღამოს კი მე და დიმამ ჩვენს დედიკოებს მოვუწყვეთ მინი დედის დღე
ტუკანში დავპატიჟეთ მხოლოდ დედიკოები ცეზარზე
საყოველთაოდ ცნობილია ჩემი ფანატიზმი ტუკანის ცეზარის მიმართ
გუშინ დედიკოებს ვაჭამეთ ეს ჩემი უსაყვარლესი საკვები და თან ვაფრთხილებდით: კარგად დააკვირდით და მერე სახლში გაგვიკეთეთო ![]()
კარგი საღამო იყო, სასიამოვნო
თუმცა ძირითადი თემა მაინც ჩემი ბაია იყო …….
ყველა ველოდებით მის გამოჩეკვას


კვირას საღამოს ძალიან ციოდა
მაგრამ ჩემმა მუღლემ და დავიკომ აიტეხეს ჩინურ რესტორანში წასვლა
მეც ძალიან მშიოდა და დავიკოს ცოლსაც ხატიას და გადავწყვიტეთ წავსულიყავით
მოკლედ ჩავიცვი და შევხვდით და წავედით სიანგანში გაგარინზე
ძააააააააალიან ბევრი რამე ვჭამე:
ბრინჯი ბოსტნეულით : ვგიჟდები
შემწვარი ქათამი ცეზამის მარცვლებით: ვგიჟდები
მაგათი წვრილი კარტოფილი სანელებლებით: ძალიან მიყვარს
ჟასმინის ჩაი: ვაფანატებ
და ბოლოს ხატიამ აიტეხა შემწვარი ბაყაყის ბარკლები უნდა გავსინჯოო,
მოვატანინეთ, გავსინჯეთ და ძალიან გემრიელი აღმოჩნდა,
ასე რომ ჩემს შვილს უკვე ბაყაყიც აქვს ნაჭამი
საინტერესო იქნება რვაფეხის გასინჯვაც მაგრამ შემდეგისთვის გადავდეტ
mერე დესერტად შემწვარი ნაყინი დავაყოლეთ: საოცრად მსუყე და არ მესიამოვნა
და წამოვედით სახლისაკენ ძალიან ნასიამოვნები
ჩავიფიქრეთ რომ ძალიან ხშირად ვივლიდით ამის შემდეგაც ჩინურში
და უფრო და უფრო მეტი რამე უნდა გავსინჯოთ
რაღაც პონტში გველის მუღამიც გაგვიჩნდა თუმცა არ ვიცი რამდენად გავრისკავ ![]()
შემდეგზე შარდენზე წავალთ


