
ჩვენი პატარა სახლუკა სადაც მე და დიმა მთელი 1 წელიწადი უსაყვარლესად და უბედნიერესად ვცხოვრობდით და ძალიან ბევრი კარგი მოგონება გვაკავშირებს გაგვიყიდეს პატრონებმა და იძულებული ვართ 5 აპრილიდან გადავბარგდეთ ![]()
თავიდან ვიფიქრეთ სად გვენახა ისევ ბინა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრეთ, რადგან ბაია რომ გვეყოლება ისედაც 2 თვე დედაჩემთან ვაპირებდით ცხოვრებას, ბარემ ეს 2 თვეც მივაყოლოთო და ანუ გადავდივართ ჩემს სახლში, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება მაქვს გატარებული, ყველაფერი მიყვარს, ყველაფერი ჩემი გემოვნებით არის გაკეთებული და წესით თავს ძალიან ბედნიერად უნდა ვგრძნობდე
მაგრამ ცოტა დაბნეულიც ვარ ![]()
იმდენად შევეჩვიე რომ სახლში მე და დიმას გარდა არავინ არ ცხოვრობდეს, იმდენად შევეჩვიეთ როცა გვინდა, რაც გვინდა კეთებას რომ არ ვიცი დედაჩემთან ასე თავისუფლად თუ ვიქნებით
ნუ მე მთელი ცხოვრება დედასთან მიხცხოვრია და მორიდების მომენტი ნაკლებად მექნება, მაგრამ დიმას სიტუაცია უფრო მაფიქრებს. ვაითუ ვერ შეეგუოს უცხო სახლში ცხოვრებას ![]()
მართალია თავიდან თვითონ შემომთავაზა იქ გადავიდეთო და ქირის ფული რაც შეგვენახება ბავშვს დავახარჯოთო
მაგრამ მაინც ჩემი სიძის გამოცდილებიდან მახსოვს რო მაინც ისე გემრიელად ვერ გრძნობდა თავს ხოლმე, მითუმეტეს დათო უფრო თამამი და მომთხოვნია დიმასთან შედარებით.
ჩვენს შემთხვევაში ერთი პლუსი ის არის რომ საბათის ჩათვლით 7 საათამდე არც ერთი სახლში არ ვართ ხოლმე, და 7ზე ერთდროულად მოვალთ ხოლმე და ჩვენი ოთახი გვექნება, ჩვენი დიდი ბალკონი, ჩვენი ინტერნეტი და იმედია მაინც ცალკე ვიგრძნობთ თავს.
დედაჩემს კიდევ უნდა ვთხოვო რომ დასვენების დღედ შაბათი აიღოს სამსახურში და კვირას იმუშაოს რომ კვირასაც მარტო ვიყოთ. მოკლედ დიდ გაურკვევლობაში ვარ, თან ამის თქმაც მერიდება დედიკოსთვის, არ მინდა იფიქროს თითქოს ზედმეტია. მე ნამდვილად არაფერს მიშლის, დიმაზე ვზრუნავ თორე. ნეტა თვითონ რომ გათხოვდა თვითონაც ეგრე იყო? მამაჩემზე უფრო ზრუნავდა ვიდრე დედამისზე? ისე ერთხელ უნდა მოვაყოლო… კიდევ კარგი ერთი უპრეტენზიო ქალია რომელსაც სხვის საქმეებში არ უყვარს ცხვირის ჩაყოფა, თორე რა მეშველებოდა ზოგიერთებივით ავჩარკა დედა რო მყოლოდა ![]()
ხოდა ეს დღეები დაკავებული ვართ გადაბარგების პროცესით, ნელ ნელა ვაცარიელებთ სახლს და გადაგვაქვს ზოგი რამე კანდელაკზე, ზოგიც დედაჩემთან.
ცალკე კიდევ კანდელაკის სახლი გვაქვს გასარემონტებელი სადაც სექტემბრიდან ვაპირებთ გადასვლას, იქაც 1000 რამეა მოსაგვარებელი. რამდენიმე დღის წინ მუშები ყავდათ და მარტო სახურავის კარგად და საბოლოოდ გაკეთებაში 5000 ლარი მოგვთხოვეს







vai,
exla mivxvdi rodesac gadasulxart dedashentan
ise kai xania rac mand xart ara?
carmomidgenia ra unda grznobde, marto cxovrebas mainc araferi sjobs
აუ როგორ მინდა ახალი სახლი
(