Archive for April, 2009

ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი რამე მინდა
ბევრი რამე ბევრი სფეროდან, ხოდა რაა ტეხავს?
არანაირად, პირიქით ასწორებს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი გინდა ესე იგი მით უკეთესად გაქვს განვითარებული ფანტაზია
ერთიორჯერ ასეთი ნახალოვკა ფრაზებიც მსმენია ცხოვრებაში (მერე რა რო მეც ნახალოვკელი ვარ, იმიტომაც ვაღიარებ რომ ეგ არის ჯერ კიდევ ჭაობში ჩარჩენილი უბანი)
ხოდა რას ვამბობდი, ასეთი ნახალოვკური ფრაზები მეთქი: ” რო გინდა უნდა გეკუთვნოდესო”
ეეეეეეეეეეე, ვითომ რით არ მეკუთვნის?
მეც ამ დედამიწელი ვარ ხოდა ყველაფერი მეკუთვნის რაც მინდა
მთავარია ამ მინდას განხორციელება შევძლო, ისევე როგორც მანქანის ყიდვა შევძელი (ესეც ერთი უდიდესი მინდა იყო ჩემთვის)
ხოდა ეხლა რა მინდა, აი ვზივარ სამსახურში, ვაკეთებ საქმეს, გარეთ თბილა, ფანჯარა ღიაა და ტრასის ხმაური შემოაქვს
ხოდა ეს სურვილიც ასე დაიბადა
მინდა: სადმე ევროპის რომელიმე ქვეყნის ძვეეეეეეელ უბანში ვსეირნობდე
სულ 3 დღით ვიყოთ ჩასულები მე და დიმა და ყველაფერი რომ უნდა მოვასწროთ
ისეთ ქუჩებზე ვსეირნობდეთ სადაც ხალხი ძირითადად სულ გარეთ არის ხოლმე, სადაც პატარა კაფეშკებია გარეთ დასაჯდომი და ლავაჩკები სადაც ყველაფერი იყიდება
მინდა რომ არავის ვიცნობდეთ და არავინ გვიცნობდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან გულთბილად ვესალმებოდეთ იქაურებს და ვუღიმოდეთ.
მინდა რომ იქ ვსვამდეთ მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ყავას, იქვე ჩვენს თვალწინ რომ ადუღებენ, თუნდაც ქვიშაში, და ისეთი გემო რომ აქვს რომ ყოველ საათში ერთხელ ნარკომანივით რომ მირბიხარ და კიდევ და კიდევ სვამ. მერე რა რომ ამის გამო ღამე არ გეძინება, სულ 3 დღე გაქვს იქ ყოფნის, ხოდა თვითმფრინავში დაიძინებ ![]()
მინდა რომ ისეთ საჭმელებს ვჭამდე ცხოვრებაში რომ არ მიჭამია, ძალიან გემრიელებს და ძალიან მსუბუქებს
მინდა რომ მთელი ეს 3 დღე რაღაც საოცრებებში ვხვდებოდეთ, და საოცარ ადამიანებთან ვხვდებოდე
მინდა რომ არ ვფიქრობდე რა ვიყიდო საჩუქრებად, იმიტო რო მარაზმია ხოლმე ამ ფინტიკლიუშკების საჩუქრებად ჩამოტანა, თითქმის უსარგებლო ნივთები იმ ადგილების დროშებით და სახელწოდებებით სადაც იყავი.
ყოველთვის მტანჯავდა ხოლმე ეს საკითხი ![]()
რა საჭიროა საერთოდ რომ ჩამოუტანო საჩუქრები?
მაგრამ საქართველოა და ეწყინებათ ![]()
ვსიო, ვსიო… ეს დებილური გადახვევა იყო
ხოდა მინდა 3ივე ღამე გავატაროთ 3 ყველაზე მაგარ ღამის კლუბშ ამ ქალაქის
დავლიოთ ყოველ ღამე სამივეჯერ განსხვავებული გასაბურანებელი საშუალებები, კოქტეილების თუ ტაბლეტების სახით
მერე რა რო ნარკოტიკია, სულ 3 ღამე ხარ იქ და ხომ ყველაფერი უნდა გამოსცადო
ბევრი ლამაზი თავგადასავალი, ბევრი სიყვარული, ბევრი სიგიჟე მინდა ამ 3 დღეში გადაგვხდეს თავს
მინდა დავკარგოთ ან მოგვპარონ ბოლო ფული და ბოლო დღე მშიერები დავხეტიალებდეთ აეროპორტში მისვლამდე, მაგრამ მაინც უზომოდ ბედნიერები ვიყოთ
ხოდა მარტო ეს კი არა, ძალიან ძალიან ბევრი რამე მინდა
მეც ხომ დედამიწელი ვარ
………..
ძალიან მომწონს ხოლმე სხვების ბლოგებზე არსებული To Do List_ების კითხვა
ხოდა დღეს კავკასუსმა 4 საათამდე გლობალი გამითიშა, დშ, დშ, ვერ ვიტან უკვე კავკასუსს
ხოდა უსაქმურობისაგან დავძაბე ტვინი და ჩამოვაყალიბე ჩემი რამდენიმეთვიანი
To Do List:
1. გავაჩინო ბავშვი და მაქსიმალურად შევეცადო არანაირი ყურადღება არ მოვაკლო. მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს ჩემი გაბაბაიაგების ხარჯზე. მინახავს ეგეთებიც: მთავარია ბავშვი იყოს კარგადო და სივდებიან და თმასაც კი არ ივარცხნიან ხოლმე. Pირობას ვდებ ასე არ მოვიქცევი, შევეცდები მაქსიმალურად ვიყო ფორმაში, რისთვისაც ფორუმზე თემაც კი გავხსენი რომ დამხმარებოდნენ:
http://forum.ge/?f=97&showtopic=33960369
2. მშობიარობის შემდეგ გამოვიყვანო გარაჟიდან ჩემი მანქანა, რომელსაც მანამდე იმედია თავის საწყალ მარცხენა ქსენონს აღვუდგენ და შიტოკსაც გავუკეთებ და მონატრებულზე ბევრი ვიქროლო.
3. ძალიან მაგარ ფორმაში დავბრუნდე სამსახურში დეკრეტის მერე, აუცილებლად მივიღო ზაგარი თუნდაც სოლარიუმში, თუ რა თქმა უნდა ბავშვისთვის რძის ჭმევა უკვე დანებებული მექნება, თორე ზაგარს დავთმობ ამ შემთხვევაში.
4. აუცილებლად ვისწავლო მარჯვენა საჭიანი მანქანის ტარება და სამომავლოდ ჩამოვიყვანო ჩემი ოცნების მანქანა იაპონიიდან.
5. დეკრეტის პერიოდში თავისუფალ დროს წავიკითხო სახლში დაგროვებული მასალა მარკეტინგის შესხებ და ვიარო ფიტნეს კლუბში. მითუმეტეს დიმა დამპირდა ბავშვს დავიტოვებ ხოლმეო.
6. გავარემონტოთ კანდელაკის სახლი და სექტემბრიდან გადავიდეთ.
7. უნდა შევისწავლო აუცილებლად საიტების კეთება. მითუმეტეს თუ ჩემი უფროსი თანადაფინანსებაზე დამთანხმდება უფრო დერსკ სასწავლებელს ავირჩევ.
8. აუცილებლად მინდა კიდევ უფრო გავიღრმაო ცოდნა PR_ში და ამიტომ თუნდაც შორეულ პერსპექტივაში უნდა ვისწავლო LSPR_ში
9. უნდა შევაგროვო ფული და ვიყიდო ჩემთვის ფრჩხილების პრინტერი, მას შენდეგ რაც დიმამ ეს საოცარი აპარატი აღმოაჩინა ინტერნეტში, ის ჩემი გონებიდან არ ამოდის. ღადგან ლამაზი ფრჩხილები და საუკეთესო ხარისხის ტუშები არის ჩემი გაფანატების წყარო. და რადგან ტუშების მთელი კოლექცია შევაგროვე, დროა ვიზრუნო ფრჩხილებზეც.
10. აუცილებლად უნდა შევიკერო ულამაზესი ვერცხლისფერი კაბა, ზურგზე ამოჭრილი და ფეხსაცმელები “New Light“_ის 10 წლისთავისთვის, რომელიც 18 ოქტომბერს სრულდება.
დღეისათვის სულ ეს იყოს. იმედია მომავალში ვარდისფერ ლეპტოპსაც ვიყიდი ან მიყიდის ჩემი ქმარუკა.
მომდევნო ლისტში აუცილებლად შევა ეს ლეპტოპი თანაც SONY VAIO ან APPLE მინდა. თან ვარდისფერი …


საოცრებაა, დრო კი არ მიდის მიქრის, არა ქროლვაზე უფრო სწრაფი მოძრაობის აღმნიშვნელი სიტყვა მინდა
ვერ ვიხსენებ, ნუ რაცააა, დრო დროზე სწრაფად მიქრის
თითქმის ყოველი დღე მახსოვს ამ ერთი წლის
საოცრებაა, ისე მახსოვს თითქოს გუშინ იყოო,
დიმასთან ვიყავით სახლში საღამოს, ხოდა კინოს ვუყურებდით მის ოთახში, ნესკაფეს ვსვამდით და სიგარეტს ვეწეოდით.
მერე სახლში წამოსვლის დრო მოვიდა – ტრადიციული დამშვიდობება, ვჯდებოდი მანქანაში, მივქროდი სახლში და ეზოში შესულიც კი არ ვიყავი ეგრევე ვუმესიჯებდი რომ კარგად მოვედი და არ ინერვიულოს.
მაგრამ ამ დღეს წამოსვლამდე რაღაც მოხდა, რაღაც უფრო დიდი და გრანდიოზული, და ძალიან მალე ჩემი ცხოვრებაც შეიჩვალა. თუმცა ერთი შეხედვით არაფერი ყოფილა, მითხრა ძალიან მშვიდად, რომ დაიღალა ასე ცხოვრებით, რომ აღარ უნდა ყოველ ღამე ჩემი გაშვება, ან სახლში დატოვება და უნდა რომ ყოველ ღამე ერთად დავიძინოთ და ყოველ დილით ერთად გავიღვიძოთ.

დამაფიქრა
ძალიან დამაფიქრა,
გრძნობებში ეჭვი არც მე არ მეპარებოდა, მეც ზალიან მიყვარდა და მეც მზად ვიყავი ყოველი დღე მასთან ერთად გამეტარებინა. მაგრამ ეს გათხოვებას ნიშნავდა, და რაღაც SOS ზნაკები ჩაირთო ჩემს ორგანიზმში…
28 წლის ასაკშიც კი არ ვიყავი მზად ამ პასუხისმგებლობისათვის, არ ვიცი მეშინოდა თავისუფლების დაკარგვის, არ ვიცი სხვა რამის…
და წავედი, მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი, ეს სცემა ამერიკულ კინოებში ძალიან სტანდარტულად ხდება ხოლმე, ბეჭდით და მუხლის მოყრით სადმე ძალიან ძვირფას რესტორანში.
მაგრამ ეს ვარიანტი უფრო მომეწონა, უფრო თბილი იყო, უფრო ტკბილი და უფრო ემოციური.
მერე ნელ ნელა უკვე მეტი სერიოზულობით დავიწყეთ ამ საკითხზე მოლაპარაკებები, მერე სახლის ქირაობა გადავწყვიტეთ და მაისში ან ივნისში დაქორწინება.
უცებ აღმოჩნდა რომ დიმა და მისი 4 თანამშრომელი სამსახურიდან სტამბულში მიყავდათ 1 კვირიან ტრენინგებზე ალკატელში. კვალიფიკაციის ამაღლების პონტში კურსები იყო. ძაააალიან გამიხარდა და თან გული დამწყდა, 1 კვირა დიმას გარეშე არ ვყოფილვარ
მთელი შეყვარებულობის წელიწადი და 2 თვის მანძილზე.
თუმცა სისულელეა ეგეთ რაღაცეებზე დაგრუზვა, ჩემი თავი დავარწმუნე რომ ესეც გამოცდილებაა ჩემთვის თუ როგორ გავძლებ დიმას გარეშე და რას გავაკეთებ 1 კვირის მანძილზე, მერე ვიფიქრე საჩუქრებზე რასაც ჩამომიტანდა და ვსიო, შევეგუე აზრს რიომ დიმა არ იქნებოდა ჩემს გვერდით 1 კვირა.
მერე ისევ ვეძებდით სახლს, უკვე დედაჩემს და ჩემს დასაც ვუთხარი, ისინიც მეხმარებოდნენ სახლის ძებნაში, მერე ავად გავხდი, რაღაც ვირუსი შემეყარა 3 დღე მაღალი სიცხეებით ვიწექი. აი ამ 3 დღეში ვნახეთ ინტერნეტის მეშვეობით ჩვენი დიღმის სახლი. გამოვჯანმრთელდი თუ არა წავედით ვნახეთ, ცოტა კედლების შეღებვა უნდოდა თორე სხვა ყველაფერი მოგვეწონა, ავეჯიც და განლაგებაც. სხვა სახლებთან რაც მაგ დღეებში ვნახეთ შედარებაც არ არის.
ხოდა გადავწყვიტეთ დიმა რომ ჩამოვიდოდა მაგ სახლში გვეცხოვრა
მანამ ცოტა რემონტი გავაკეთეთ, კედლები შევღებეთ, შტეფსელ-ჩამრთველები და რა თქმა უნდა განათებები გამოვცვალეთ ყველგან.
ამასობაში დიმას წასვლის დღეც ახლოვდებოდა,
ერთი საღამო იყო, ამ სახლის დალაგებით დაღლილები წამოვწექით ვისვენებდით. ხოდა ვწევართ ჩახუტებულები და უცებ დიმა წამოდგა და ბალიშის ქვემოდან რაღაც ამოიღო და მაწვდის. ვუყურებ თვითმფრინავის ბილეთია, თურქიშ ეარლაინს.
- ვაა, აიღეთ ბილეთები უკვე? _ ვეკითხები ხმის კანკალით
_ხოო, აი გახსენი და ნახე _რაღაც ეშმაკურად მეუბნება
ვხსნი ბილეთს და აშკარად ჩემი სახელი და გვარი აწერია, ვათვალიერებ, პასპორტის ნომერიც ჩემია …
ეეეეეეეეეე, რა ხდებააააააა? ვუყურებ გაოცებული და კითხვებით სავსე თვალებით, თუმცა კითხვაც ვერ გავბედე უცებ.
-მოკლედ შენც ცემთან ერთად მოდიხარ და ეს იქნება ჩვენი თაფლობის თვე
ყბა ჩამომივარდა, რააააააააა? მერე ჩემი სამსახური…
და უცებ გამახსენდა
-მოიცა, მოიცა, შენ ცემი საზღვარგარეთის პასპორტი საიდან გქონდა?, მაგის გარეშე ხო ვერ აიღებდი ბილეტებს?
-ეგ დედაშენთან ჩავაწყვეე _მეუბნება ღიმილით
ნუ ვერ გეტყვით იქ რა ხდებოდა, წივილი – კივილი, ძალიან ძალიან გამიხარდა ეს სურპრიზი. მივქანდი ტელეფონთან ვურეკავ დედაჩემს,
-დედააააააააააააა, შე გამყიდველოოოოო, პასპორტში გამცვალე ხოოოოოოო? _ ვყვიროდი ბოლო ხმაზე
ნუ რა თქმა უნდა სამსახურშიც უპრობლემოდ გამიშვა ჩემმა უფროსმა, რა უნდა ეთქვა …
ხოდა 3 დღეში 28 აპრილი დადგა, აღდგომა დღე იყო და რადგან მეორე დღეს აღარ ვიქნებოდი საქართველოში, ჩემებს ვთხოვე დღეს ავიდეთ მამიკოს სასაფლაოზე მეთქი.
ნუ იქ უკვე ბებიას, მამიდას და მამიდაშვილსაც გავუმხილე და ყველას ძალიან გაუხარდა.
მერე საღამომდე ბარგს ვაწყობდით.
არავინ არაფერი იცოდა, ჩუმად წავედით აეროპორტში, დათომ და ხატიამ წაგვიყვანეს. ხოდა სანამ ზევით ველოდებოდით სხვები როდის მორჩებოდნენ რეგისტრაციას და დაიწყებდნენ ჩასხდომას ავკრიბე მესიჯი ჩემს ტელეფონზე
სადაც ვწერდი რომ ჩვენ მივფრინავთ თაფლობის თვეში, მოგვენატრებით, გკოცნით და სდღაც ღამის 4 საათისკენ დავუგზავნე ყველა ჩვენს მეგობარს. 2მა მოასწრო პასუხი სანამ ტელეფონს გამოვრთავდი და თვითმფრინავში ავიდოდით. მოგვილოცეს მთელი სულით, გულით და უაღრესი გაოცებით, არავინ არ ელოდა
…
ხოდა აი ასე უცებ აღმოვჩნდი გათხოვილი
არ ვნანობ არც ერთ დღეს მასთან გატარებულს, პირიქით 1000-ჯერაც რომ თავიდან დამეწყო ცხოვრება 1000ჯერვე ვისურვებდი რომ ზუსტად ასე იყოს ყველაფერი.
მაგრამ დღეს ძალიან მოწყენილი ვარ საშუქრის გამო ![]()
ის რაც ყველაზე უფრო მინდოდა მეჩუქნა დიმასთვის აღმოჩნდა რომ ადგილზე არ აქვთ და 10 დღე უნდა ჩამოტანას.
რა თქნა უნდა 10 დღეში ჩამოვა და ვაჩუქებ, მაგრამ დილით მილოცვასთან და მილიონ კოცნასთან ერთად ჩემს საჩუქარს უფრო მეტი ეფექტი ექნებოდა ვიდრე 10 დღის მერე…
თუმცა საჩუქარი -საჩუქარია და მაინც ამ დღისთვის იქნება განკუთვნილი
პოსტი ეძღვნება ჩემს უსაყვარლეს ქმარუკას
სურათების გადაღება დიდად არ მეხერხება, არც შედევრები გამომდის, მაგრამ ეს არის ჩემი გადაღებული ჩემი უსაყვარლესი სურათი, ამ ზაფხულს გადავუღე დიმას ანტალიის აკვაპარკში და ძალიან ვამაყობ.

კვირა დრე არის ბოლო 3 წლის მანძილზე ერთადერთი დასვენების დღე კვირაში
ჩემი სამსახურიდან გამომდინარე.
შესაბამისად ეს არის ერთადერთი დღე, როდესაც შემიძლია 1-2 საათამდე ვინებივრო ლოგინში ისე რომ სინდისმაც არ შემაწუხოს და არც მოვალეობებმა. ხოდა მეც მინიმუმ 12 საათამდე არ ვდგები, მითუმეტეს ამ ორსულობისას და მაქსიმუმი 2 საათიც კი ყოფილა, როცა შიმშილმა მაიძულა ამეწია ერტი ადგილი საწოლიდან ![]()
ამავე დროს დიმა ჩემზე უფრო ძილისგუდაა და თუ ზალით არ გავაღვიძე 4 საათამდეც შეიძლება ეძინოს მაგრამ ვინ აცლის ![]()
ხოოდა მოკლედ ყოველ კვირა დღეს ვიღვიძებ მე უფრო ადრე და ვათვითცნობიერებ რომ მაღვიძარამ არ გამაღვიძა და რობოტივით აბაზანისკენ არ უნდა წავიდე, და ვაცნობიერებ რომ როცა მინდა მაშინ ავდგები, რომ დღეს ჩემი დღეა და I AM FREE AS A BIRD.
ამის მერე უკვე აღმოვაცენ რომ ჩენს გვერდით რაღაც თბილი, ძალიან ახლობელი, ძალიან საყვარელი და ძალიან გემრიელი სუნთქავს. ბგიჟდები ამ მომენტებზე. ძალიან ძალიან ფრთხილად მივეწებები ხოლმე ისე რო არ გავაღვიძო და მთელი არსებით ვგრძნობ მის სხეულს, მის სუნთქვას, მის სითბოს.
ზე მომენტია დამერწმუნებით ვისაც გაგიცდიათ. 28 აპრილს გახდება 1 წელიწადი რაც ცოლქმარი ვართ და ძალიან ვნანობ ხოლმე რომ ასეთი უსაყვარლესი მომენტები არ მქონდა მთელი ცხოვრების მანძილზე.
ხოდა ასე მიწებებული ვწევარ ხოლმე და ვნებივრობ სანამ სიყვარულის ბუშტი არ გამეხსნება ხოლმე, მეეეერე უკვე ვახრჩობ ხოლმე კოცნებით და ძირითადად ეგრე ვაღვიძებ.
ხოდა გუშინაც ზუსტად ასეთი დილა იყო, ძალიან ძალიან მაგარი შეგრძნებაა როდესაც გვერდით გიწევს შენი უსაყვარლესი სხეული, რაღაც სულ სხვა სამყაროა, თითქოს თქვენს გარდა დედამიწაზე არავინ და არაფერი არსებობსო.
მოკლედ დიდ გრძნობებს სიტყვით ვერ გადმოსცემენო ასე დამემართა ეხლა მეც, ვეღარ ვაგრძელებ ყველა იმ შეგრძნების გამოხატვას მაგრამ ერტი რამე ვიცი რომ ეს კვირა დილები არასოდეს არ მომბეზრდება ცხოვრებაში, და მინდა რომ ყოველთვის ასეთი ტკბილი იყოს და არასოდეს არ გაიცვითოს ეგ შეგრძნება.
რაღაც ძაან ემოციური პოსტი გამომივიდა მაგრამ დიდი საფუძველი აქვს. უზომოდ მიყვარს ცემი გიჯ-გადარეული ქმარუკა, თავისი კომპიუტერთან თამაშებისას მოღუნული როჟით, მანქანასთან ლოლიაობის შემდეგ მოყოლილი მაზუთის სუნებით, და მთელი თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით
მიყვარსსსსსსსსსსსსსსსსსსს
ხოოოოოოოოდა, ახალი შთაგონებით ავივსე და ვაგრძელებ წერას
შემდეგი მინი დღიური მქონდა 2002 წლის ზაფხულში, როდესაც მე და ჩემი დაიკო ხატია ჩვენს მამიდაშვილთან და მამიდა-ბიძასთან გაგვიშვეს ზაფხულში დასასვენებლად ხარკოვში.
თუ არ ვცდები ეს იყო ჩემი პირველი გასვლა ქვეყნიდან ![]()
ცავედით ხარკოვში სადაც ზაფხულის უმეტესი ნაწილი გავატარე და ვიყიდე ლამაზუნა რვეული რომელსაც BAYWATCH_ის კადრები ეხატა და ვწერდი იქ ყოველდGიურ თუ არა, რაღაც დროგამოშვებით მაინც სიახლეებს. Iქ იმდენად ახალი იყო ჩვენვის ყველაფერი, იმდენად თავზე მხობა დროებს ვატარებდით, იიიიიისეთი პოპულარულები ვიყავით ეს 3 ქართველი და 1 უკრაინელი გოგო მთელს ჩვენს უბანში რო, სასტავები კოღოებივით გვეხვეოდნენ.
ძალიან მაგარი ბანდა ჩამოვყალიბდით, მე, ხატია, ტეო და ქსიუშა _ იგივე გაგიმარჯოს ცადი ტრაკში
ქსიუშას დავარქვით ასე, რადგან ყველას ვინც მიესალმებოდა და ქართული არ იცოდა ასე პასუხობდა სალამზე.
მოკლედ ის დღიური სავსე არის ტბებზე სიარულებით, ზაგრაობებით, დისკოტეკებით, პარკებში გულაობებით და ქალაქსი დათვალიერებებით, ზანგი პაკლონიკებით, ჩემი ხარკოველი პაკლონიკის დაცინვებით, არადა რას ვერჩოდი მშვენიერი სიმპოტიური ხახოლშიკი იყო
და რავი მსგავსი დვიჟენიებით. უფრო გასართობი სახის დღიური იყო ![]()
ყველაზე მეტად ხარკოვში კლუბები დამამახსოვრდა და იქაურ კლაბერებთან ტუსოვკები საღამოობით. ყველა როლიკებით დადიოდნენ და დაჟე შიგნითაც როლიკებით ცეკვავდნენ.

ამის შემდეგ 2003 წელს რომ დავიწყე მთელი 3-4 წელი შევჯექი რასაც ქვია ჩემს დღიურებზე
ყველგან თან დავათრევდი სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველაფერს ვწერდი, აბსოლუტურად ყოველ დღე ვპოულობდი დროს ჩანაწერებისათვის.
ხოდა წუხელ ზუსტად ამ დღიურის კითხვა დავიწყე. 3 თუ 4 ტომი მაქვს დღოურების:
2003
2004
2005
2006 ში შევწყვიტე როგორც მახსოვს და 2008წლის ივნისში მაისპეისზე რომ ბლოგი გავჩითე იქამდე არ მიწერია.
ნელ – ნელა ყველაზე მარგალიტ დღეებს და მომენტებს მოვინიშნავ ჩემი დღიურებიდან და დავდებ ხოლმე აქ ბლოგზე.
გუშინ მაგალითად ძალიან ბევრი ვიკაიფე მთელ რიგ რაღაცეებზე: თურმე ძააააალიან ხშირად ვუყურებდი ტელევიზორს, დღეს კი საერთოდ აღაც ვიხედები მისკენ. ვუყურებდი ენ რაოდენობით ფილმებს, ვმეცადინეობი ძალიან ბევრს. ვჭამდი დეში 4ჯერ მაინც, ერთადერთხელ ცხოვრებაში შევიღებე თმა, მქონდა გახდომის პრობლემა, და რავი ძალიან ბევრი საგულისხმო მომენტები აღმოვაჩინე.
კიდევ აღმოვაჩინე რომ ძალიან ახლოს ვიყავი ჩემს მეზობელ ბიჭებთან, ერთად ვბირჟაობდით ეზოში და ერთმანეთის სახლებში.
და ყველაზე მეტად რაც მეტკინა ეს იყო ჩანაწერები ჩემს მამიკოზე ![]()
მაშინ ჯერ კიდევ მყავდა ჩემი მამიკო …
ჰმ, საიდან სად წავედი..
მოკლედ მაგრად ასწორებს დღიურები, არადა მაშინ რამდენს დამცინოდნენ ხოლმე ![]()



