საყვარელი სხეული

პოსტი ეძღვნება ჩემს უსაყვარლეს დიმას
სურათების გადაღება დიდად არ მეხერხება, არც შედევრები გამომდის, მაგრამ ეს არის ჩემი გადაღებული ჩემი უსაყვარლესი სურათი, ამ ზაფხულს გადავუღე დიმას ანტალიის აკვაპარკში და ძალიან ვამაყობ.

ddd

კვირა დღე არის ბოლო 3 წლის მანძილზე ერთადერთი დასვენების დღე კვირაში
ჩემი სამსახურიდან გამომდინარე.
შესაბამისად ეს არის ერთადერთი დღე, როდესაც შემიძლია 1-2 საათამდე ვინებივრო ლოგინში ისე რომ სინდისმაც არ შემაწუხოს და არც მოვალეობებმა. ხოდა მეც მინიმუმ 12 საათამდე არ ვდგები, მითუმეტეს ამ ორსულობისას და მაქსიმუმი 2 საათიც კი ყოფილა, როცა შიმშილმა მაიძულა ამეწია ერთი ადგილი საწოლიდან :D
ამავე დროს დიმა ჩემზე უფრო ძილისგუდაა და თუ ძალით არ გავაღვიძე 4 საათამდეც შეიძლება ეძინოს მაგრამ ვინ აცლის :)
ხოოდა მოკლედ ყოველ კვირა დღეს ვიღვიძებ მე უფრო ადრე და ვათვითცნობიერებ რომ მაღვიძარამ არ გამაღვიძა და რობოტივით აბაზანისკენ არ უნდა წავიდე, და ვაცნობიერებ რომ როცა მინდა მაშინ ავდგები, რომ დღეს ჩემი დღეა და I AM FREE AS A BIRD.
ამის მერე უკვე აღმოვაჩენ რომ ჩენს გვერდით რაღაც თბილი, ძალიან ახლობელი, ძალიან საყვარელი და ძალიან გემრიელი სუნთქავს. ვგიჟდები ამ მომენტებზე. ძალიან ძალიან ფრთხილად მივეწებები ხოლმე ისე რო არ გავაღვიძო და მთელი არსებით ვგრძნობ მის სხეულს, მის სუნთქვას, მის სითბოს.
ზე მომენტია დამერწმუნებით ვისაც გაგიცდიათ.

28 აპრილს გახდება 1 წელიწადი რაც ცოლქმარი ვართ და ძალიან ვნანობ ხოლმე რომ ასეთი უსაყვარლესი მომენტები არ მქონდა მთელი ცხოვრების მანძილზე.
ხოდა ასე მიწებებული ვწევარ ხოლმე და ვნებივრობ სანამ სიყვარულის ბუშტი არ გამეხსნება ხოლმე, მეეეერე უკვე ვახრჩობ ხოლმე კოცნებით და ძირითადად ეგრე ვაღვიძებ.
ხოდა გუშინაც ზუსტად ასეთი დილა იყო, ძალიან ძალიან მაგარი შეგრძნებაა როდესაც გვერდით გიწევს შენი უსაყვარლესი სხეული, რაღაც სულ სხვა სამყაროა, თითქოს თქვენს გარდა დედამიწაზე არავინ და არაფერი არსებობსო.
მოკლედ დიდ გრძნობებს სიტყვით ვერ გადმოსცემენო ასე დამემართა ეხლა მეც, ვეღარ ვაგრძელებ ყველა იმ შეგრძნების გამოხატვას მაგრამ ერთი რამე ვიცი რომ ეს კვირა დილები არასოდეს არ მომბეზრდება ცხოვრებაში, და მინდა რომ ყოველთვის ასეთი ტკბილი იყოს და არასოდეს არ გაიცვითოს ეგ შეგრძნება.
რაღაც ძაან ემოციური პოსტი გამომივიდა მაგრამ დიდი საფუძველი აქვს. უზომოდ მიყვარს თავისი კომპიუტერთან თამაშებისას მოღუნული როჟით, მანქანასთან ლოლიაობის შემდეგ მოყოლილი მაზუთის სუნებით და მთელი თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით
მიყვარსსსსსსსსსსსსსსსსსსს

This entry was posted in პირადი. Bookmark the permalink.

5 Responses to საყვარელი სხეული

  1. თაა says:

    სად არის და რა გიშლის ხელს? :kiss:

  2. utvino says:

    რაღა დაგიმალო და ძლიერ შემშურდა
    ბოლო დროს საშინლად მაქვს აკვიატებული სურვილი, ვუყურო როგორ სძინავს, ან როგორ იშვნეტს თვალებს
    მთლიანად ვიგრძნო მისი ცხელი სხეული დილით

  3. utvino says:

    აქვეა ახლოს
    ჩემთან
    უბრალოდ სხვადასხვა სახლებში ვიღვიძებთ დილაობით ;)

  4. Roisin says:

    ძალიან გემრიელი და თბილი პოსტი გამოგივიდა:))) ვგიჟდები ამ წუთებზე… (ნუ როცა მქონდა :P ) რომ ძინავს და სუნთქვა რომ გეკვრება, რომ არ გააღვიძო, ჯასთ უყურო და დატკბე.მიეკრა ტკბილაად))hope sometimes that moments will come again :) ))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>