To Do List

ძალიან მომწონს ხოლმე სხვების ბლოგებზე არსებული To Do List_ების კითხვა
ხოდა დღეს კავკასუსმა 4 საათამდე გლობალი გამითიშა, დშ, დშ, ვერ ვიტან უკვე კავკასუსს
ხოდა უსაქმურობისაგან დავძაბე ტვინი და ჩამოვაყალიბე ჩემი რამდენიმეთვიანი


To Do List:

1. გავაჩინო ბავშვი და მაქსიმალურად შევეცადო არანაირი ყურადღება არ მოვაკლო. მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს ჩემი გაბაბაიაგების ხარჯზე. მინახავს ეგეთებიც: მთავარია ბავშვი იყოს კარგადო და სივდებიან და თმასაც კი არ ივარცხნიან ხოლმე. Pირობას ვდებ ასე არ მოვიქცევი, შევეცდები მაქსიმალურად ვიყო ფორმაში, რისთვისაც ფორუმზე თემაც კი გავხსენი რომ დამხმარებოდნენ:

http://forum.ge/?f=97&showtopic=33960369
2. მშობიარობის შემდეგ გამოვიყვანო გარაჟიდან ჩემი მანქანა, რომელსაც მანამდე იმედია  თავის საწყალ მარცხენა ქსენონს აღვუდგენ და შიტოკსაც გავუკეთებ და მონატრებულზე ბევრი ვიქროლო.

3. ძალიან მაგარ ფორმაში დავბრუნდე სამსახურში დეკრეტის მერე, აუცილებლად მივიღო ზაგარი თუნდაც                                                    სოლარიუმში, თუ რა თქმა უნდა ბავშვისთვის რძის ჭმევა უკვე დანებებული მექნება, თორე ზაგარს დავთმობ ამ შემთხვევაში.

4. აუცილებლად ვისწავლო მარჯვენა საჭიანი მანქანის ტარება და სამომავლოდ ჩამოვიყვანო ჩემი ოცნების მანქანა იაპონიიდან.

5. დეკრეტის პერიოდში თავისუფალ დროს წავიკითხო სახლში დაგროვებული მასალა მარკეტინგის შესხებ და ვიარო ფიტნეს კლუბში. მითუმეტეს დიმა დამპირდა ბავშვს დავიტოვებ ხოლმეო.

6. გავარემონტოთ კანდელაკის სახლი და სექტემბრიდან გადავიდეთ.

7. უნდა შევისწავლო აუცილებლად საიტების კეთება. მითუმეტეს თუ ჩემი უფროსი თანადაფინანსებაზე დამთანხმდება უფრო დერსკ სასწავლებელს ავირჩევ.

8. აუცილებლად მინდა კიდევ უფრო გავიღრმაო ცოდნა PR_ში და ამიტომ თუნდაც შორეულ პერსპექტივაში უნდა ვისწავლო LSPR_ში

9. უნდა შევაგროვო ფული და ვიყიდო ჩემთვის ფრჩხილების პრინტერი, მას შენდეგ რაც დიმამ ეს საოცარი აპარატი აღმოაჩინა ინტერნეტში, ის ჩემი გონებიდან არ ამოდის. ღადგან ლამაზი ფრჩხილები და საუკეთესო ხარისხის ტუშები არის ჩემი გაფანატების წყარო. და რადგან ტუშების მთელი კოლექცია შევაგროვე, დროა ვიზრუნო ფრჩხილებზეც.

10. აუცილებლად უნდა შევიკერო ულამაზესი ვერცხლისფერი კაბა, ზურგზე ამოჭრილი და ფეხსაცმელები “New Light“_ის 10 წლისთავისთვის, რომელიც 18 ოქტომბერს სრულდება.


დღეისათვის სულ ეს იყოს. იმედია მომავალში ვარდისფერ ლეპტოპსაც ვიყიდი ან მიყიდის ჩემი ქმარუკა.
მომდევნო ლისტში აუცილებლად შევა ეს ლეპტოპი თანაც SONY VAIO ან APPLE  მინდა. თან ვარდისფერი …


macbookairpink


sony-vaio-pink-laptop1

This entry was posted in პირადი. Bookmark the permalink.

4 Responses to To Do List

  1. ჰეჰ. მეც მაქვს to do list.

    და იმის გადახედვა მიყვარს ხოლმე. 1 წლის წინ გავაკეთე.
    ბევრი რამე მიწერია და საკმაოდ ბევრიც შესრულდა. :) )))

    I’m so happyyy

  2. AnnA says:

    hiiiiiii :D

    axlaxans aRmovaCine Seni blogi da Zalian momwons :D aucileblad gaagrZele wera :D baias ras arqmevT? :D

    me maqvs sony vaio :D imxela gansxvavebaa sxva firmebTan, namdvilad Rirs Zviris gadaxda :D cnobilia, rom sony vaios yidvisas ramdenime aseul evros mxolod markaSi ixdi ;)

    zustad igive xdeba appleze :D

  3. piccolina says:

    საიტების კეთება ინეტშიც შეგიძლია ისწავლო )))

    ლისტს რაც შეეხება, ეგ კარგი მეთოდია იმისთვის, რომ გაიფიქსირო შენი მიზნები და როცა ასე კონკრეტულად გაქვს ჩამოწერილი, უფრო ნათლად ჩანს, უფრო კარგად გამახსოვრდება და უფრო უკეთ აღწევ იმ მიზანს
    ხო

  4. Pingback: To Do List – Result 1 « თაა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>