
გუშინდელი დღე ჩემს მომავალ პატარას მივუძღვენი
4 საათზე დიმამ მომაკითხა და წავედით სერგოსთან ეხოზე, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი სიმპატიები მაგ ადამიანთან დაკავშირებით.
ძალიან საყვარელი კაცია, ძალიან კარგი მიდგომა აქვს ადამიანებისადმი
ბაია ამოტრიალდა როგორც იქნა რამაც ძალიან გამაბედნიერა, თუმცა ამჯერად მეორე ფაქტორი ამოქმედდა
რამდენადაც ეხოზე ჩანს და იზომება, ჩემი ბაია უკვე 3100გრამია, რაზეც სერგომ მითხრა რომ საკმაოდ დიდია უკვეო და 6 საათის მერე წყლის გარდა ყველაფერი ამიკრძალა, რო ძალიან არ გაიზარდოს კიდევო.
მერე ვთხოვე სურათი გადამიღე ბავშვის მეთქი და მაგარი დამცინა
37 კვირაზე რა სურათი გინდა ამ კამერის დიამეტრში რაც იღებს მარტო თავიც არ დაეტევა იმხელააო უკვეო
ხოდა მაინც გადავაღებინე და ჩემი გოჭი “IT უცხოპლანეტელი” რო იყო, მაგას გავს
მოვკვდით სიცილით მე და დიმა კინაღამ სახელი გადავიფიქრეთ და IT დავარქვით.
მერე დიმამ უბანში დამტოვა, შევქანდი ეგრევე PSPში და მთელი სია ვიყიდე სამშობიაროში წასაღები ნივთების
აქაც ვაკოპირებ რაიცი როდის დაგჭირდებათ
თათასთვის: (ბრენდებსაც ვწერ )
ანტიპერსპირანტი DOVE ლურჯთავსახურიანი (ვაფანატებ მაგ სუნზე, მესამე წელია არ ვცვლი
კბილის პასტა პარადონტაქსი
კბილის ჯაგრისი Colgate 360 ყველაზე რბილი ფუნჯებით
პაკეტები Kotex ყველაზე დიდი ზომა
პერანგი (ძაან სასაცილოა ფართხუნა ატლასის) დედაცემმა გამომიჩხრიკა
პიჟამა (მეორე მესამე დღისთვის – ვერ ვიტან პერანგებს) (Victoria’s secret)
საპონი _ Palmolive ქაშმირი კრემ-საპონი როა რბილი და ნაზი
ოთახის შლოპკები (OLDNAVY)
აბაზანის შლოპკები (შოდი)
პირსახოცი დიდი (noname )
ჰიგიენური პომადა (AVON)
სავარცხელი (Oriflame made of wood)
შამპუნი (გლისკურს და BC_s ვხმარობ მხოლოდ)
მკერდის საფენები (NOLKEN BABY LINE)
საბუთები (გაცვლა-გამოცვლის ბარათი + ქორწინების მოწმობა + პირადობა)
რძის საწველი აპარატი (Chicco)
და 1500 ლარი (Kor Standard Bank)
ვიკისთვის (Victoria’ს ვარქმევ )
სველი სალფეტკები (Jonson’s Baby)
ბაიას გამოსაყვანი სეტი (BabyMallOnline) და ჩემმა დამ ძაან საყვარელი გამოსაყვანი რაღაცა მომიტანა დღეს
ტალკი ბაიასთვის (Jonson’s Baby)
საპინი ბავშვის (Jonson’s Baby)
მერე ავედი სახლში, მთელი დღე არაფერი არ მქონდა ნაჭამი, ვჭამე შემწვარი კარტოფილი და წავედი კიკვიძის ბაღში
ჩავრთე ფორტუნა + და 4 დიდი წრე დავარტყი ბაღს ნაუშნიკებთან ერთად, თან ვფიქრობდი რაღაცეებს ბაიაზე და მომავალზე და ძალიან მესიამოვნა ესე ბოდიალი, სახლში ასვლაც არ მინდოდა.







უიიი
უკვე მალე ელოდები ხო?
ჩემმა დეიდაშვილმა გუშინ გააჩინა :ლოვე:
ერთი გამოცდილი დედიკო ამბობს, რასაც ექიმი გეტყვის ზუსტად ის უნდა გააკეთო და ადვილად გამოვა ყველაფერიო
მალე და მშვიდობიანად გადედიკოებას გისურვებ
პ.ს. შენს ქმარს უთხარი დაპოსტოს რომ გააჩენ
ძალიან მაინტერესებს როდის იქნება და როგორ :*
:love: you both
:kiss: you both
dddd dddd dddd dddmmmm!!!!!!
aba shen ici!!
yvelaferi kargad chaivlis ai naxe da male chaixuteb shen pacusos :kiss:
აუ, რა მაგარია! ისეთი სიამოვნებით ჩავიკითხე შენი სია
მიყვარს მეც საყიდლები :ლოლ: მართალია ჯერ ეგეთი ნივთები არ მჭირდება.
ისე გამიხარდა, რომ ამოტრიალდა შენი ბავშვი. სახელიც მომეწონა, ვიქტორია მშვენიერი, თანაც საერთაშორისო სახელია და სადაც არ უნდა წავიდეს, პრობლემა არ ექნება ბავშვს
:love: :hugs: :kisses:
Sophie Golden
ხოო საყიდლების სიყვარული ყველა ქალში დევს მგონი
ისე აფთიაქებმა ძაან სწორი მარკეტინგული გათვლა გააკეთეს ჰიგიენის რაღაცეები რომ შეიტანეს
აშკარად გაეზარდათ გაყიდვები
ნუ რაც შეეხება “ეგეთ ნივთებს” დაგჭირდება სად წახვალ
ხოდა რო დაგჭირდება იპოვე ეს პოსტი და იხელმძღვანელე
hi
ეგ ტესტი 1 კვირის წინ გავაკეთე მგონი
სიმართლე გითხრა , არ მახსოვს რა ვუპასუხე, მარა შედეგმა რომ გამაკვირვა,ის კი მახსოვს
ბედნიერ დედიკოობას გისურვებ, იმედია ყველაფერი წარმატებით ჩაივლის
მომინდა ფეხმძიმე ვიყოო
ერთ ერთი ყველაზე სასარგებლო პოსტია ქალებისთვის
ყოჩაღ თაა
შენ ნამდვილად ზრუნავ ჩვენზე