ONLY FOR GIRLS


თავის მოვლებზე, პრანჭვებზე, სალონებზე, ტანსაცმელზე, ფიტნესზე, აერობიკაზე და სპა რაღაცეებზე რომ გაგიჟებული ვარ ალბათ ეტყობა ჩემს ბლოგს. თუ არადა პირდაპირ ვაღიარებ, ძალიან მიყვარს ეგეთი რამეები და სამწუხაროდ ძალიან დიდ ფულს ვხარჯავ ხოლმე ეგეთ რაღაცეებზე. სამწუხაროდ იმიტომ რომ მერე ეტყობა ხოლმე ეს ყველაფერი ჩემს ჯიბეს.
ეხლა რამ გამახსენა ეს თემა, ერთ ერთ მეგობარ ბლოგზე ვნახე ძალიან გოგოშკური და ძალიან საინტერესო პოსტი და ვიდეო, ხოდა გავფანატდი – სადამდე მიდის ადამიანის ფანტაზია:
http://tomushka.blogspot.com/2009/05/blog-post_14.html

აააუუ ცილებლად უნდა ვცადო და გავიკეთო ეს ვარცხნილობა :)

* * * * * * * * * * * * * *
რადგან ამ თემაზე დავიწყე გაგანდობთ კიდევ ერთ ჩემს ოცნებას, რომლის არსებობის შესახებ რამდენიმე თვის წინ შემთხვევით გავიგეთ მე და დიმამ ინტერნეტში ძრომიალისას. ეს არის “Nail Art Printer”, რომლის ფასი 1000$ დან იწყება, რაც ძალიან მაშინებს :( . თუმცა იმედს არ ვკარგავ რომ ოდესმე მაინც მექნება

Digital_Nail_Art_Printer Magical_Nail_Art_Printer
* * * * * * * * * * * * * *
თან ეხლა ორსულობის პერიოდში მომაკლდა სპა პროცედურები, ფიტნესები, საუკუნეა საუნაში არ ვყოფილვარ :( საუკუნეა აერობიკით არ დავკავებულვარ და ერთი სული მაქვს ხოლმე რომ ჩემს ფიტნეს კლუბს და ჩემს ინსტრუქტორ მაიკოს დავუბრუნდე. საოცარი გოგოა, მე რო გამეხსნა ჩემი ფიტნეს კლუბი აუცილებლად მოვიპარავდი მაიკოს იმ კლუბიდან და ჩემთან წამოვიყვანდი. საოცრად მენატრება მასაჟები, ლიზიკოს ძლიერი ხელები - ტყავს რო მაძრობდა ხოლმე.
მენატრება სამსახურიდან 10 წუთით ადრე გაქცევები რომ ფიტნეს კლუბში ზუსტად 7 საათზე ვყოფილიყავი და არ დამეგვიანა, თუმცა მაინც სულ ვაგვიანებდი :( . მენატრება საუნა ჩვენივე ფიტნეს კლუბის, მე და თაკო მაგარს რო ვგიჟობდით ხოლმე შიგნით.

massage
* * * * * * * * * * * * * *
მენატრება აუზზე სიარული. ზაფხული მოვიდოდა თუ არა ეგრევე შლოპკებზე და პირსახოცებზე ჩალიჩს რო ვიწყებდი. მენატრება საზაფხულო შოპინგები, მაგრამ ჯერ ვერ დავიწყე რადგან ღიპუცას გამო ზომებს ვერ ვხვდები :) . მენატრება ზაფხულის დასვენების დაგეგმვა, სად წავიდეთ- ფიქრები, და იასნია რომ ზღვისპირეთი იგულისხმებოდა.

swimmingPool

* * * * * * * * * * * * * *
მართალია ჩემს სალონში ჯერ კიდევ დავდივარ და ძალიან მიყვარს მანდ ყოფნა, მანიკური, პედიკური, თმა. მაგრამ ეხლა სოლარიუმის პერიოდი მოდის და ეგეც მომენატრება, იმიტომ რომ არ შეიძლება. ამიტომ მთელს ენერგიებს თმაზე და ფრჩხილებზე ვხარჯავ ხოლმე. ამჟამად  ვიყიდე ძალიან მაგარი თმის მასკა, რომელსაც საოცრად კარგი სუნი აქვს და თმის ბოლოებს იცავს, ჩამობანა არ უნდა, თმას კვებავს და საოცარ ბლესკს აძლევს. ასევე კვირას უნდა ვიყიდო შვარცკოფის BC ბევრი ვიტამინებით, რადგან ამბობენ ბავშვი რო ძუძუზე გეყოლება თმები ცვენას იწყებსო და გავაფრენ კიდეც.

sauna_solarium

news_bc_time_restore

იმედია ბაია არ შემიშლის ყოველივე ამაში ხელს :) და ფულის გადანახვასაც მოვახერხებ ხოლმე ჩემი თავის მისახედად :)

fitness-mom

highres_3619637

This entry was posted in სილამაზე, თავის მოვლა and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ONLY FOR GIRLS

  1. anuki says:

    უი, ეგ ვარცხნილობა მეც ვახე და მეორე დილით ორი საათი ვჩალიჩობდი,
    მაგრამ საკმარისი რაოდენობის სამაგრები არ მქონდა მგონი,
    აწი რო გადავწყვეტ თმის გაბანტვას ბეეევრ ნევეძიმკებს დავილაგებ :)

    ჰო, ფრჩხილების რაღაც ყუთს რაც შეეხება :(
    საშინლად არ მომწონს ნახატებიანი ფრჩხილები, რა მაგარი ნახატიც არ უნდა იყოს, ან თუნდაც ორნამენტი, მაინც ცუდად ვხდები :)

    ნუ, ეს ჩემი აზრით :)

  2. ისეთი მოტივირებული ადამიანი მგონიხარ, ბავშვის გაჩენის შემდეგაც მოახერხებ თავის მოვლას. მე მგონია, რომ ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული, თუ სურვილი აქვს, თავს ყოველთვის მიხედავს. მასაჟი მეც ძალიან მიყვარს და საერთოდ არ მჯერა, როგორ შეიძლება ადამიანს (ქალი იქნება თუ კაცი) არ სიამოვნებდეს საკუთარი სხეულის “პატივისცემა”. ამიტომ მომწონს შენი “პრანჭიული” პოსტები :love: :hugs:

  3. anuki says:

    რაღაც საეჭვოდ არ ჩანხარ თაა :)
    ხომ არ??

    :კოცნები:

  4. tatushka55 says:

    არა საყვარელო ჯერ ალბათ მინიმუმ 10 დღე არაფერი :)
    ჩემი დისშვილი მყავს დატოვებული მეორე დღეა და კომპთან არ მიშვებს :)

  5. ai xom xedav ra uceb chadeqi formashi
    shen tvitonac ar gegona albat
    axla fitnes clubsac shearchev sadme da mere gagvaxaliseb fitnesuri postebit

    ise tu ase gaxdi fitnesi ragad ginda?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>