Archive for June, 2009
მინდა ყველაფერი დაწვრილებით დავწერო, არ მინდა რაიმე დამავიწყდეს ოდესმე. ეს დღეები ხომ ჩემთვის ყველაზე, ყველაზე ემოციური იყო ცხოვრებაში.
ათასჯერ ემოციური ვიდრე მისარები გამოცდები, ან ვიდრე პირველი შეგრძნება იმისა რომ მე ორსულად ვარ, ან პირველი გაფართხალება ბავშვისა მუცელში.
“მატყუარა დედიკო”_ს კომენტარებში დავწერე უკვე რომ 17ში საღამოს ტკივილების დაწყების გამო პირველად წასული ექიმთან, უკან დამაბრუნეს. მოვედი ისევ დავწექი, ხან ვიარე, მერე ვივახშმე, ხან ვწვებოდი, ხან ვდგებოდი, ჩემს სერიალსაც ვუყურე მაგრამ არა – ტკივილები არ მიცერდებოდა. მერე გარგარი ვჭამე, რომელიც ასე მენატრებოდა მთელი ეს პერიოდი და ვიცოდი რომ თუ ბავშვი ძუძუზე მეყოლებოდა ვერ შევჭამდი, და აი ამისრულდა და საბურთალოს ბაზართან ვიყიდე და ვჭამე გემრიელად. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ტკივილები მიმატებდა და მიმატებდა, გაუსაძლისი არ იყო მაგრამ ყოველ 5-6-7 წუთში მეორდებოდა.
ბელას ველაპარაკე და წადი ისევ ექიმთან, წინ მტელი ღამე გაქვს და მაინც დაიზღვიე ტავიო.
წავედით, ნინო ექიმი იყიო მორიგე ისევ, გამსინჯა და ისევ ისე ხარო, მერე გადაწყვიტა ბავშვის გულისცემას დავითვლი ეხოზეო, მაგრამ მთელი 40 წუთი ეცალიჩა და აპარატი ვერ ჩართო (ნეტა ჩაერთო, 2 დღიან წამებას გადავრჩებოდი
)
ამასობაში ხატია და დათო მოვიდნენ, გარეთ ვიდექით და ვლაპარაკობდით, ტკივილი კიდე არ მეშვებოდა, ნინო ექიმმა გადაწყვიტა სახლში შენ მაინც ვერ დაიძინებ აქ დაგტოვებთ ამაღამო. ზევით ავიდა და სანიტარი გამომიგზავნა წასაყვანად. აი მანდ შემეშინდა პირველად მთელს ორსულობაში, დაბლა ვტოვებდი დიმას, დედიკოს, ხატიას, დათოს და მივდიოდი სადღაც შეუცნობლისკენ, იქ სადაც არავის არ ვიცნობდი და ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა უნდა შეექმნათ.
ჩემებისთვის მარტო იმის თქმა მოვახერხე დილამდე არაფერი არ იქნება სახლში წადით მეთქი, დიმას ვერც დავემშვიდობე
და ამიყვანეს.

შემიყვანეს ინტენსიურ პალატაში თუ რაღაც მაგდაგვარში, საკმაოდ მრაჩნი ადგილი იყო იმ წუთას ჩემთვის, იქ იდგა რრაც აპარატურა, დიდი საწოლი, გასასინჯი დივანის, გინეკოლოგიური კრესლო, და რავი კიდე რარაცეები. შემავსებინეს საბუთები, ჩამაცვეს თავიანთი პერანგი, გამიზომეს სიცხე და გულისცემა, მოისმინეს ჩემი და ბაიას გულისცემა, მერე რამდენიმე წუთში გამიკეთეს ოყნა და დამაწვინეს იმ შუა დიდ ლოგინზე, თან ზეწარზე რარაც დამიფინეს ნახევრად პარკი იყო და სულ ვეწებებოდი – საშინელება იყო
, ეს ყველაფერი ისე მალე და ბურანში მოხდა რო გააზრებასაც ვერ ვასწრებდი, რარაცნაირად ნახევრადგათიშულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი.
ნინო ექიმი კიდევ ერთხელ შემოვიდა, ჟანგბადის მილი გამიკეთა ცხვირში და მთხოვა დაიძინე რადგან დილამდე მინიმუმ არაფერია მოსალოდნელიო და ეს ტკივილებიც ჯერ არ არის ის ტკივილი რაც წინ გელოდება, ამიტომ დაისვენეო, და თუ რამეა ჩვენც აქვე ვართო.
საშინელი ღამე გავატარე, ვერც დაწოლილი ვისვენებდი, ვდგებოდი – ფანჯარასთან მივდიოდი – ვსუნთქავდი ჰაერს ზალიან ბევრს, ის ჟანგბადის მილი მოვიძრე, მე ცხვირით არ მევასება სუნთქვა პირით ვსუნთქავ ხოლმე და ის კიდე ცხვირში გარჭობილი საშინლად მაწუხებდა და გამოვიძრე და სადღაც მოვისროლე. ძალიან განვიცდიდი ჰაერის უკმარისობას და ამიტომ ხშირად ვიყავი ხოლმე ფანჯარასთან და მტელი ფილტვებით ვსუნთქავდი ჰაერს. მერე ტუალეტში შევიდოდი, მერე ისევ ლოგინზე ამოვბობღდებოდი და ცოტათი ჩამეძინებოდა. ასეთ ტანჯვაში გავატარე მთელი ღამე დილის 6 საათამდე. პლუს ამ ყველაფერს იმ ოთახის ფანჯრები რომელშიც მე ვიწექი ლიანდაგების მხარეს გადიოდა და მთელი ღამე მატარებლის კივილი და ღმუილი მაღვიზებდა ხოლმე. რომ გათენდა, ნელ-ნელა მთელმა სამშობიარომ დაიწყო გაღვიძება. მე ტკივილები ნელ ნელა ჩამიქვრა და უკვე 15 წუთიანი შუალედებით მტკიოდა ხოლმე. დილის 7 საათისკენ ნინომ ისევ გამსინჯა და და არანაირი პროგრესი არ იყო, ყელი ისევ ისე იყო გახსნილი, ყველას უკვირდა მთელი რამე ტკივილების მერე რატომ არ იხსნებაო. დილის 9სკენ ცემებმა დამირეკეს როგორ ხარო, სად ხარო, ჩვენ აქ ვართო და საით მხარეს წევხარ ფანჯრიდან ვერ გადმოიხედავო?. ავუხსენი საითაც ვიყავი და გადავეყუდე ფანჯარაში ისე მენატრებოდა მათი დანახვა.
გამოვიდნენ უკანა მხარეს და დავინახე:დიმა, დედაცემი, ხატია, დათო და ჩემი დედამთილი და ჩემი მული. რარაც ძალიან დავიგრუზე მათ დანახვაზე და სახლში მომინდა საშინლად, მათტან ერთად ყოფნა, ისე დავიგრუზე რო ნორმალურად ვერც ველაპარაკებოდი, რაღაც ბურთი რო იჭედება ხოლმე ყელში, აი ეგ მქონდა და ტირილი მინდოდა, მაგრამ მათ ხო არ დავანახებდი ცრემლებს.
10 საათიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი. შემოყავდათ მთელი სამშობიაროს გოგოები და ქალები რომლებსაც უკვე გაჩენილი ყავდათ შვილები და უმუშავებდნენ ჭრილობებს. მე კიდე ისეთი საცოდავი ვიყავი ყველაფერ ამას რომ ვუყუყრებდი. ეს ბედნიერები შემოდიოდნენ რაღაცეებს კითხულობდნენ, ტავის თავზე, ბავშვებზე და ბედნიერები გადიოდნენ უკან, მე კიდე ვიწექი იმ დიდ ლოგინზე საოცარ გაურკვევლობაში, თითქოს მსოფლიოსგან მივიწყებული, ჩემი წილი მოვლითი ტკივილებით და არც კი ვიცოდი როდის დამთავრებოდა თუ დაიწყებოდა ეს ყველაფერი? ცოტა ხანში ექიმების სმენაც შეიცვალა და სულ უცხო ხალში მოვიდა, უკვე ძალიან დამეძაბა ნერვები, უკვე ვერარანაირად ვერ ვაკონტროლებდი ჩემს ემოციებს, შემოდიოდნენ დამხედავდნენ, ვინ არის? მშობიარეა? საკეისროა? მე კიდე ვიწექი ერთი ციდა მუცელგაბერილი ადამიანი ამ დიდ საწოლში ჩაკარგული, ცრემლებით სავსე თვალებით და მათგან ველოდი შველას. მალე ისეთი ტირილი ამიტყდა თავს ვერ ვყოფდი გადასაფარებლის ქვეშიდან, არადა ექიმები, მედდები, სანიტრები შემოდიოდნენ და გადიოდნენ იმ ოთახიდან. ყველას რაღაცა საქმე ქონდა და ყველა ისე მათვალიერებდა, და მე კიდე უფრო და უფრო მეტირებოდა. მერე ტუალეტში გავედი, სახე დავიბანე ცივი წყლით, მაგრამ მაინც ისტერიულად ვტიროდი, ცრემლები თავისით მოდიოდა. ყველა მამჩნევდა მაგრამ კიდევ კარგი არავინ არაფერს მეკითხებოდა, თორე ალბათ ვაფშე პატარა ბაიასავით ავბღავლდებოდი. მერე ცვლის ექიმი შემოვიდა, მნახა, მეთქი არარ მაქვს ისეტი ტკივილები და სახლში გამიშვით მეთქი. ამირანის გარეშე ვერსადაც ვერ გაგიშვებთო. 12ზე მოვიდა ამირანი, ნახევარ საათსი შემოვიდა ჩემთან, შემამოწმა და ისევ ისე ხარო ძალიან გაკვივებულმა მითხრა. მერე ძალიან ვთხოვე აქ ვეღარ ვძლებ და სახლში გამიშვი მეთქი, . რა აზრი აქვს მოგიმატებს ტკივილები და ისევ აქ უნდა გამოიქცეო. მეთქი ჩემთვის აქვს აზრი, სულ რომ 1-2 საათი მომიწიოს სახლში ყოფნა მაინც სახლში მირჩევნია მეთქი და კაიო დამთანხმდა, კარგად დაისვენე, თბილი აბაზანა მიიღე, ჭამეო და დაელოდე ტკივილებსო, ოღონდ ნამდვილ ტკივილებსო.
დიმას დავურეკე სახლში მოვდივარ მეთქი, მაგრად გაუკვირდათ ყველას, წამებში ჩავიცვი, ასეთი სწრაფი თუ ვიყავი არ ვიცოდი. ჩავედი დაბლა, ყველანი ჯერ კიდევ იქ იყვნენ, დიმა რო დავინახე და ცავეხუტე იმენნა ვგრძნობდი რომ ისტერიკა მეწყებოდა, მაგრამ ირგვლივ იმდენი უცხო ხალხი იყო რო თავი მოვთოკე და ჩუმად ავცრემლდი.
მოვედით სახლში, ცოტა ვჭამე და დავწექით, დიმაც და დედაჩემიც უძილოები იყვნენ. საღამოს 7 საათამდე გაგუდულებს გვეძინა ორივეს, მე შიგადაშიგ ტკივილები მაღვიზებდა მაგრამ რომ ვახელდი თვალებს და სახლში ვიყავი და დიმაც აქვე იწვა ვმშვიდდებოდი და ეგრევე ისევ ვიძინებდი. რომ გავიღვიძე ცოტა ვჭამე გრეჩიხა, ფორუმს ჩავუჯექი ცოტა ხნით და ისევ დავწექი. ცოტა ხანში მაგრად გაწვიმდა და აცივდა, და ცოტა ხანშივე დაიწყო არდავიწყება. აიიიიიიიიი ტკივილები ეს იყო, ასეთი არაფერ მიგრძვნია ცხოვრებაში, ჯერ ყველა 15 წუთში ერთხელ, საერთოდ რომ ითიშები ადამიანი ქვეყნიერებიდან ეგეთი ტკივილები იყო. მერე უფრო გახშირდა და გახშირდა …

ვერ ვასრულებ ჩემს დაპირებას რომ მალე დავწერდი ბევრ სასარგებლო რამეს და ჩემს ისტორიას მოვყვებოდი.
ჩემს ცუცქნას მიაქვს მთელი დრო და ენერგია
და საღამოობით უკვე ისე ვარ ხოლმე თავბრუ მეხვევა დაღლილობისგან ხოლმე.
ერთადერთი რისი დაწერაც სასწრაფოდ მინდა რომ გაგაფრთხილოთ ესაა გაუტკივარების გაკეტება
სისულელეა და არ გაბედოთ არავინ, ჩემი გამოცდილებიდან გაძლევთ რჩევას
4ის წუთებზე გამიკეთეს, ტკივილს მაინც გრძნობ მაგრამ ზალიან ზალიან ყრუდ ისე რო არ გაწუხებს, მაგრამ ზატო დილის 6 საათის მერე უკვე მაგარი ტკივილები რო დამეწყო, უკვე 3 თითის ტკივილები, ეგ გაუტკივარება უკვე ვერაფერს ვერ მშველოდა, წამალიც დამიმატეს და რავი რა აღარ იღონეს მაგრამ ტკივილები უფრო მიძლიერდებოდა. მერე კიდე ბოლოს 10 საათისკენ იმ ბიჭმა მითხრა რო ამდენი წამალიც არ შეიძლეობაო. მოკლედ ძალიან დავიტანჯე რააა.
მაგრამ თურმე ჯერ სად ხარ, ნარკოზიდან გამოვედი თუ არა, ამ გაუტკივარებამ საოცარი ტკივილები დამიტოვა ფეხის კუნთებში, მუხლს ზემოთ კუნთები რომაა
აი საოცარი ტკივილი, ჭრილობასაც კი მავიჭყებდა ხოლმე ისეთი საშინელებაა და კიდევ უკან წელის არეში ტკივილები და დაჭიმულობა დღემდე მაქვს.
მოკლედ განაჩენი გამოტანილია : გაუტკივარება SUCKS
ჩემი ბაიას სურათები




რამდენი რამე მაქვს დასაწერი, რამდენი რამე მოხდა ამ დღეებში ჩემს ცხოვრებაში
ძალიან ტკივილიანი, ძალიან ცრემლიანი და ძალიან ბედნიერი დღეები
ცრემლიანი დღეები ორნაირი იყო: თავიდან ტკივილის ცრემლები და მერე უკვე ბედნიერების და აღტაცების ცრემლები
დღეს მოვედით ჩვენს სახლში როგორც იქნა 6 დღის ლოდინის შემდეგ
დღეს არ მაქვს თავი ბევრის დაწერის, ადაპტაციის და თავის მოვლის პროცესს გავდივარ, ხვალ იმედია დავწერ ბევრ სასარგებლო რამეს რაც შემდეგ ორსულებს გამოადგებათ

მოკლედ ისე დავიღალე ჩემი სანატრელი გოგონას ლოდინით, რომ გადავედი პირაპირ გამოტყუების მეთოდებზე …
აი ბავშვები ხო იცით რა როჟები არიან, კანფეტებით და ბრჭყვიალა რაღაცეებით რომ მოიტყუებ ხოლმე
ხოდა მეც 2 რამეა ვიტყუებ ჩემს გოგონას გარეთ:
გუშინწინ ავიღე მისი საწოლიდან ბალიში დემონსტრაციულად, ძალიან საყვარელი ბალიში აქვს, ხოდა რო დავწექი თან ველაპარაკებოდი რო ეს ლამაზუნა – პაწაწკუნტელა ბალიში შენია და დროა ტავი დადო მეთქი და შეეჩვიო მეთქი, ხოდა რო დავწექი გვერდულად, დავიდე ეს ბალიში და მუცელი დავდე ზედ, და თან ვეფერებოდი ბაიას და ვაძინებდი თავის ბალიშზე.
დილით კიდე გავიღვიძე და რას ვხედავ, დიმას ჩაუხუტებია ჩემი ბაიას ბალიში და ძინავს გაღიმებულს, ეეეეეეეე – მეთქი ჩემ ბაიას რატო წაართვი თავისი ბალიში. რავი რო გამეღვიძა აქ იდოო და ძალიან საყვარელი იყოო და ჩავეხუტე და დავიძინეო.
წუხელ უფრო მაგარ შეტევაზე გადავედი და უკვე საბანიც ავიღე და დავაფარე, ბალიში უკვე თავისტავად, არც დამვიწყნია, ხოდა ეს საბანიც დავაფარე
თან ამასაც ველაპარაკებოდი რო ეს საბანიც მისია და რო გამოძვრება ლამაზუნა ლოგინში უნდა დაიძინოს ლამაზუნა თეთრეულში.
ხოდა ამ დილით გამთენიისას ჯერ კიდევ რო ბნელოდა რარაც მუცლის ტკივილმა გამაღვიძა, წამოვხტი გავქანდი ტუალეტში, ცოტა მომიარა ამ ტკივილმა, დაიარა მუცლის ქვედა ნაწილი და წელი და გაჩერდა. დავწექი – ჩამეძინა.
რაღაც დროის მერე კიდევ განმეორდა.
ვაა მეთქი ნიუჟელი დაიწყოოოო, მერე 10 ის წუტებზეც განმეორდა და დიმას სამსახურში ვერ ვუშვებ, რა იცი რა ხდება.
ეხლა ვწევარ, რადგან არ მესიამოვნა რო ავდექი და გავიარ გამოვიარე, დავაკვირდები თუ კიდე დაიწყებს მოვლებს, თუ არადა ესე იგი ლოჟნაია ტრივოგაა და გავუშვებ სამსახურში. არადა დიდი სიამოვნებით გავაცენდი თუნდაც ეხლავე რო წავიდეთ.
იმედია ეს გამოტყუების მეთოდები გაამართლებს და დღეს მომევლინება შვილუკა.
ხვალიდან ვხდები 40 კვირის, საინტერესოა როდის იკადრებს ქალბატონი გამობრძანებას
საერთოდ ყველაფერი ვიყიდე და ყველაფრამდე ვარ მზად
ჩანთა ჩალაგებული ბოლომდე
დაჟე ფული და საბუთებიც უკვე დევს
საწოლი აწყობილი
“კალიასკა” აწყობილი
უბორკა სახლშიც და დედიკოს სხეულშიც ბოლომდე ჩატარებული
აი რაღა ვაკეთო აღარ ვიცი

************
ეს დღეები კიდევ საქმეებში გადავატარე, ხან ლოგინის აწყობაო, ხან სახლის ლაგებაო, ბაიას ტანსაცმელების გარეცხვა, ცანთის ცალაგება სამშობიაროსთვის, ორთოპედული მატრასის ძებნა და ყიდვა. მერე ჩემს თავსაც მივხედე, გადავიხალისე მანიკურ -პედიკურები და ეხლა ისღა დამრჩენია ვიჯდე და ველოდო.

**************
ხოდა მოკლედ მოვაბი თავი რა მინდოდა მომეყოლა პირველ სამშობიაროზე
ის რომ ადამიანები სოციალურ ფენებად იყვნენ, არიან და იქნებიან დაყოფილი, ეს ვერც ერთმა წყობილებამ ვერ შეცვალა. მართალია აღარ არის ბატონ-ყმობა, აღარ არის თავად-აზნაურობა და ასე შემდეგ რეჟიმები. მაგრამ დღესაც ადამიანები ფენებად იყოფიან შემოსავლების მიხედვით.
პატარა დაყოფას მოვახდებ კონკრეტულად იმ თემის ირგვლივ რომელზეც მინდა დავწერო:
1. არსებობენ ადამიანები რომლებსაც იმდენი შემოსავალი აქვთ რომ, ცოლის მშობიარობისათვის საკუთარ კლინიკას ააშენებენ და მსოფლიოს ყველაზე საუკეტესო ექიმებს მოიწვევენ.
2. არსებობენ ადამიანები რომლებსაც იმდენი შემოსავალი აქვთ რომ, ცოლის მშობიარობისათვის გაიკითხავენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში რომელია ყველაზე საუკეთესო სამშობიარო და უცებ იქ გადააფრენენ თავის მეუღლეს.
3.არსებობენ ადამიანები რომლებსაც იმდენი შემოსავალი აქვთ რომ, ცოლის მშობიარობისათვის თავისივე ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია ჩაიყვანონ მეუღლე საუკეთესო-პრესტიჟულ სამშობიაროში და მოუწყონ საუკეთესო პირობები.
4.არსებობენ ადამიანები რომლებსაც იმდენი შემოსავალი აქვთ რომ, ცოლის მშობიარობისათვის უბრალოდ აარჩევენ ყველაზე უსაფრთხო სამშობიაროს, რომელზეც ყველაზე მეტი კარგი თქმულა და შეუძლიათ იქ აურჩიონ მომსახურების ყველაზე საუკეთესო პაკეთი, ლუქსი ან VIP პალატებით და ასე შემდეგ.
5. არსებობენ ადამიანები რომლებსაც იმდენი შემოსავალი აქვთ რომ, ცოლის მშობიარობისათვის არ შეუძლია საუკეთესო სამშობიაროს არცევა და ირჩევს უბრალოდ შედარებით სანდოს და ყველაზე დაბალფასიან მომსახურების პაკეტს.
6. და ბოლოს არსებობენ ადამიანები რომლებსაც ცხოვრებაში უდგათ ისეთი პერიოდი როდესაც საერთოდ შემოსავალი არ აქვთ და იძულებული არიან ცოლის მშობიარობისათვის აირჩიონ ეგრეთ წოდებული უფასო პაკეტები რომლებიც 400-500 ლარი მაინც ჯდება.
სწორედ ამ ბოლო პუნქტის შესაძლებლობის ადამიანებს მიეკუთვნებიან ჩემი ისტორიის გმირები, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი კახა და მედო.
სანამ ცოლს მოიყვანდა კახას მშვენიერი სამსახური ქონდა, ნორმალური ხელფასი და დედიკოს და მამიკოს ხარჯზე არ მოუყვანია თავისი უსაყვარლესი ადამიანი ცოლად. მაგრამ მერე დაიწყო ეს საშინელი კრიზისი და უეცრად მაშინ როდესავ მედო მხოლოდ 4 თვის ფეხმძიმე იყო კახამ სამსახური დაკარგა. თან დაკარგა ისე რომ არანაირი თანხა არ ქონდა გადანახული სამომავლოდ.
არადა ისინი რაიონში ცხოვრობენ, სადაც ახალი სამსახურის ძებნა საოცრად ძნელია და თითქმის შეუძლებელი ამ პერიოდში.
ნუ ერთადერთი იმედი ამ დროს კახას მამა იყო რომელიც ერთ ერთ სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობდა და ამ კომპანიაში არ მოხდა კადრების დათხოვნა, ხოდა ამათმაც გადაწყვიტეს ჩამოეყვანათ მედო თბილისში რატა ემშობიარა პირველი სამშობიაროს უფასო განყოფილებაში, სადაც მიუხედავად იმისა რომ უფასოა 470 ლარს იხდი
.
უფასოა ხო? 470 ლარი ზოგიერთისთვის ხელფასზე მეტიცაა ამ პერიოდში.
მოკლედ ერთ მშვენიერ დილას, წინა კვირას მედოს უთენია ასტკივდა მუცელი და წაიყვანეს სამშობიაროში, ნუ აიყვანეს ბლოკში და მორჩა – არავის აღარ უშვებენ. არადა ჯერ მშობიარობამდე ადრეა, და ექიმებიც ნორმალურად არც კი სცემენ ხმას საწყალ დამფრთხალ გოგოს, რომლისთვისაც ეს პირველი შვილია და გონზე არაა რა უნდა ქნას.
უკვე 4-5 საათი იყო გასული რაც მედო შეიყვანეს და თავის ქმარს ტელეფონით უთხრა რომ, ექიმები მეუბნებიან ბავშვი არ არის ამოტრიალებულიო და შეიძლება საკეისრო დაგჭირდესო 2 საათში თუ არ ამოტრიალდებაო. არადა ამ დროს ეხოსკოპიაზე რომელიც წინა კვირაში გაიკეთა სერგო მათათაშვილთან, ბავშვი მშვენივრად იყო ამოტრიალებული და მზადაც იყო ფიზიოლოგიური მშობიარობისათვის. და ბატონი სერგოს პროფესიონალიზმში კიდე იმედია ეჭვი არავის ეპარება.
მოკლედ ავიდა ზევით კახას დედა, დაიწყო მოლაპარაკებები მსინაგ ექიმებთან, რომლებმაც ეგრევე თანხა დაუსახელეს რომ საკეისროს შემთხვევასი გადასახადი იქნებოდა 470 ლარი კი არა არამედ 1100 ლარი, რა უნდა ექნა საწყალ ქალს, დათანხმდა
6ის ნახევარზე მედოს უკვე სამშობიარო ტკივილები დაეწყო, ამ დროს ბალეშიკებიდან 2 ადამიანი აიპარა ზევით ამბების გასარკვევად. თანაც ორივე საკმაოდ თამამი და ისეთი ადამიანი, ბოლომდე რო მიყავთ ხოლმე ნებისმიერი სირთულის საქმე. მოკლედ მათ ცამოიტანეს ამბავი რომ ბავშვი ამოტრიალდა როგორც ექიმები ამბობენო (საინტერესოა საერთოდ იყო კი პირიქით ამოტრიალებული, თუ ესეც ნიადაგის მოსასინჯად იკითხეს ფულის დამატებას თუ შეძლებენო) და სავარაუდოდ 2- 3 საათში გაჩნდება ფიზიოლოგიურადო.
მშობიარობა აშკარად უკეთ წარიმარტა, მედომ საბოლოოდ დაურეკა კახას და კი ეწუწუნა აქ ეს ექიმები რაღაცეებს ჩურჩულებენ და მაგრად მაშინებენო, და მალევე ტელეფონი გამოართვევინეს.
10ის ნახევარზე ბაია გაჩნდა, მთელი დღის წვალებისა და ტკივილების შემდეგ, მშვენიერი 3800 გრამიანი ცისფერთვალება ქეთევანი.

ამ დროს კახას დედა და ხატია (ცემი და ზევით იმყოფებოდნენ), ჯერ არ ჩამოუშვეს ქვემოთ სანამ არ დაიბარეს ექიმთან და არ მოსთხოვეს 200 ლარი თანხის დამატება – სუპერ ნაგლობა.
ხატიამ უცებ გაჭედა – მე საგადასახადოსი ვმუსაობო, დაწერეთ ყველაფერი რაც ოფიციალურად არის გადასახდელი და მხოლოდ იმას გადავიხდით და არც ერთი თეთრით მეტსო, თორე კარგი დღე არ დაგადგებათო. მანდ ეგ საუბარი თანხის დამატებაზე მოკვდა. მაგრამ ექიმმა რომელმაც ამშობიარა მედო, მაინც მოითხოვა დამატებით 100 ლარი, რომელიც გადაიხადეს. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც ცოტა დაისვენა და ტელეფონი ცაართვევინეს, მედო კახას ურეკავს და ეუბნება, კახა გთხოვ ფული შემომაწოდე აქ მყოფი ბებიაქალები ფულებს მთხოვენო.
წარმოგიდგენიათ? !!!!!!!!!!!!!!!!
ახალნამშობიარები ადამიანი, 15-16 საათიანი ტკივილების მერე, იმის თავიც რომ არ გაქვს ბაიას დახედო ნორმალურად, ჩახევებით და ნაკეტებით რომ ხარ და ეს სვავი უსინდისო ბებიაქალები რომ თავზე გადგანან მიქელ-გაბრიელივით და ფულს რო გთხოვენ ასე ნაგლად.
არ ვიცი მე რო ვყოფილიყავი ალბათ უკანასკნელ ძალებს მოვიკრეფდი და ერთ ერთს მაინც რაღაცას გადავალეწავდი თავზე ასე უსინდისოდ ფულის მოთხოვნისათვის.
* * * * * * * * * * * * * * * *
არც კი ვიცი ამ თემის რეზუმედ რა დავწერო, დანარჩენი თქვენთვის მომინდია კომენტარებში.
ერთადერთი საშინელება ისაა რომ მეც უკვე დღე დღეზე ველოდები მშობიარობას და საინტერესოა ჯანმრთელობის სახლშიც ხომ არ ხდება მსგავსი რამეები?
ძალიან საყვარელი სიმღერაა, აუცილებლად უსმინეთ, კარგი განწყობა გარანტირებულია
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=Sru8z6XNTIU]
მეორე დღეა უკვე მთელი ფორუმის მშობელთა განყოფილების გოგოები აჟიტირებულები ვბალეშიკობთ ონლაინ რეჟიმში ლელას, ცქნაფოს და ნიას.
ცქნაფომ გუშინვე გააჩინა ბაია, ლელა გუშინწინდელი ღამის მერე სამშობიაროშია და ჯერ კიდე ტკივილებს ებრძვის
ნია დღეს წაიყვანეს და დღეიდან მთელი ფორუმი ვბალეშიკობთ
საოცარი სითბოთი აღსავსე გვერდებია მათი ბალეშიკობის.
http://forum.ge/?f=97&showtopic=33977850 _ SoulTaker AKA ლელა
http://forum.ge/?f=97&showtopic=33978174 _Liliana AKA ნია
ო სახლში ვიჯექი კომპთან, ამ თემების შემხედვარე ყურებამდე გახეული პირით და რაღაც უჩვეულო სითბოს და მხარდაჭერას ვგრძნობდი ჩემთვის თითქმის უცნობი ადამიანებისაგან.
წარმომედგინა ჩემი თავი ლელას და ნიას ადგილზე, როდესაც ამდენი უცხო ადამიანი ამხელა ყურადღებას და სითბოს გამოხატავს და კიდევ ერთხელ და მეათასეჯერ ვრწმუნდები რომ ცხოვრება მშვენიერია.
არადა ერთი შეხედვით რა მარტივი სქემაა, სიყვარული – ოჯახი- ბავშვი…
მაგრამ აბა შეეცადოს თითოეული ჩაწვდეს და მთელი პირამიდაა სირთულეების.
იყო ორი შეყვარებული ადამიანი, უყვარდათ უყვარდათ, კოსნეს, ეფერეს, ეხუტნენ, დაწვნენ და უცებ ბრახ და დედამიწაზე გაჩნდა პატარა მარცვალი.
პატარა საყვარელი მარცვალი რომლის შესახებ სარაც 1 თვე არც კი იცის არავინ ხოლმე, არის თავისთვის დაფუთფუთებს ცხოვრობს არსებობს
და უცებ მის შესახებ გაიგებს დედიკო, მერე მამიკო და მანდ იწყება უკვე მთელი რგოლი.
9 თვე ეს საოცარი მარცვალუშკა ზის დედიკოს მუცელში არსებულ გამოქვაბულში, ჭამს, იზრდება, თხრის გამოქვაბულს ადიდებს თავის სამყაროს, გვიბრახუნებს, მამიკოს ხელებს ეფერება ხოლმე, დედიკოს ყოველ გაფართხალებაზე გულს სიყვარულით უვსებს. იზრდება, იზრდება და გამოჩეკის დროს მოდის. ხოდა უცებ გადაწყვეტს რო ჯერ კიდევ უნდა თავის გამოქვაბულში და ბოლო წუთებამდე იხანგრძლივებს იქ ყოფნას.
ჩვენ კიდე ამ დროს ვეხვეწებით, ტკივილებს ვუმკლავდებით, არადა რა ქნას პატარამაც, რა იცის გარეთ რა ელოდება, ხოდა ეშინია. იქ სადაცაა იცის რომ კარგადაა და ზრუნვა არ აკლია.
ამ დროს კიდე მე ერთი სული მაქვს როდის გამოსკუპდება ჩემი გოგონა რო დავინახო როგორია და ჩავეხუტო და დავკოცნო.
ცხოვრებაში საერთოდ არ მიფიქრია ბაიაზე, დაჟე გათხოვების პირველ პერიოდშიც ვერ ვრისკავდი და ვერ ვწყვიტავდი, მაგრამ ბოლოს უცებ ძალიან მომინდა და შედეგსაც ველოდები უკვე იმედია 1 კვირაში მაქსიმუმ. თორე მე დღესაც მზად ვარ.
მთავარია თვითონ მოინდომოს გამოსკუპება.
წუხელ ვეუბნებოდი ზუსტად დიმას, რო გაიზრდება გოგონა ჩემი ბლოგი უნდა ვანახო მეთქი, როგორ ველოდებოდით და როგორ გვიყვარდა მეთქი, როგორ კოცნიდა მამიკო მუცელზე ხოლმე, და ფეხს რო ამოიშვერდა როგორ ვასცრებდით მე და მამიკოს მის დაწერას, რო უფრო რეალურად გვეგრძნო მეტQი.
ხოდა ყველას ვინც ამამს წაიკითხავს, დედიკოს თუ მამიკოს, მომავალ დედიკოს თუ მამიკოს მინდა ძალიან დიდი სიყვარულით ვუსურვო ამ ყველაფრის განცდა
იმიტო რო მეც მეგონა მთელი ცხოვრება ამისთვის არ ვარ მზად მეთქი, ჩემგან რა დედა უნდა გამოვიდეს ღამის კლუბების და გონკების იქეთ არაფერი არ მახსოვს მეტქი. მაგრამ თურმე ყველას ცხოვრებაში დგება ეს მომენტი და წინ მთელი თავგადასავალია ![]()
P.S. ლელას და ნიაკოს ბაიებო, გამოდით მალე, მარტო დედიკო-მამიკოები კი არა ამდენი ხალხი გელოდებით უკვე სიყვარულებით



