მატყუარა დედიკო :)

მოკლედ ისე დავიღალე ჩემი სანატრელი გოგონას ლოდინით, რომ გადავედი პირაპირ გამოტყუების მეთოდებზე …
აი ბავშვები ხო იცით რა როჟები არიან, კანფეტებით და ბრჭყვიალა რაღაცეებით რომ მოიტყუებ ხოლმე
ხოდა მეც 2 რამეა ვიტყუებ ჩემს გოგონას გარეთ:

გუშინწინ ავიღე მისი საწოლიდან ბალიში დემონსტრაციულად, ძალიან საყვარელი ბალიში აქვს, ხოდა რო დავწექი თან ველაპარაკებოდი  რო ეს ლამაზუნა – პაწაწკუნტელა ბალიში შენია და დროა ტავი დადო მეთქი და შეეჩვიო მეთქი, ხოდა რო დავწექი გვერდულად, დავიდე ეს ბალიში და მუცელი დავდე ზედ, და თან ვეფერებოდი ბაიას და ვაძინებდი თავის ბალიშზე.
დილით კიდე გავიღვიძე და რას ვხედავ, დიმას ჩაუხუტებია ჩემი ბაიას ბალიში და ძინავს გაღიმებულს, ეეეეეეეე – მეთქი ჩემ ბაიას რატო წაართვი თავისი ბალიში. რავი რო გამეღვიძა აქ იდოო და ძალიან საყვარელი იყოო და ჩავეხუტე და დავიძინეო.

წუხელ უფრო მაგარ შეტევაზე გადავედი და უკვე საბანიც ავიღე და დავაფარე, ბალიში უკვე თავისტავად, არც დამვიწყნია, ხოდა ეს საბანიც დავაფარე
თან ამასაც ველაპარაკებოდი რო ეს საბანიც მისია და რო გამოძვრება ლამაზუნა ლოგინში უნდა დაიძინოს ლამაზუნა თეთრეულში.
ხოდა ამ დილით გამთენიისას ჯერ კიდევ რო ბნელოდა რარაც მუცლის ტკივილმა გამაღვიძა, წამოვხტი გავქანდი ტუალეტში, ცოტა მომიარა ამ ტკივილმა, დაიარა მუცლის ქვედა ნაწილი და წელი და გაჩერდა. დავწექი – ჩამეძინა.
რაღაც დროის მერე კიდევ განმეორდა.
ვაა მეთქი ნიუჟელი დაიწყოოოო, მერე 10 ის წუტებზეც განმეორდა და დიმას სამსახურში ვერ ვუშვებ, რა იცი რა ხდება.
ეხლა ვწევარ, რადგან არ მესიამოვნა რო ავდექი და გავიარ გამოვიარე, დავაკვირდები თუ კიდე დაიწყებს მოვლებს, თუ არადა ესე იგი ლოჟნაია ტრივოგაა და გავუშვებ სამსახურში. არადა დიდი სიამოვნებით გავაცენდი თუნდაც ეხლავე რო წავიდეთ.
იმედია ეს გამოტყუების მეთოდები გაამართლებს და დღეს მომევლინება შვილუკა.

This entry was posted in პირადი. Bookmark the permalink.

19 Responses to მატყუარა დედიკო :)

  1. antimelancholy says:

    tata ra medgari xar !! tu ar vici ra vtkva ra :D

  2. Sweety says:

    ვაიმე როგორ გბალეშიკობ!!!!

    გამოძვერი! გა-მო-ძვე-რი!

  3. tatushka55 says:

    წავედი ჯანმრთელობის სახლში და ისევ მოვედი
    ბიძაშვილი მყავს გინეკოლოგიური სფეროდან და მირჩია მაინც მიდი გაგსინჯავენ, ბაიას მდებარეობას და გულისცემას ნახავენო და უფრო კარგად დაგაკვალიანებენო, ხოდა წავედი
    მივედი მორიგე ექიმი დამხვდა ძალიან კარგი ქალი
    ქორიზეც იქ იყო, მაგრამ ოპერაციაზე იყო შესული, მოკლედ ამ ქალმა მომისმინა ყველაფერი
    მერე ამასკუპა იმ დებილ სკამზე, არავის რო არ უყვარს და ხელით გამსინჯა, ოდნავაც კი ერთი ბეწოზეც კი არ მეტკინა
    ერთადერთი რაც ვიგრძენი იყო რო ეს ქალი რაღაცას ზუსტად ისევე მიაწვა ქვევიდან, როგორც ჩემი ბაია აწვება ხოლმე იგივე რაღაცას ზევიდან
    საშვილოსნო დაბლა არის დაწეულიო, და ყელი 1 თითზე არის გახსნილიო

    შემდეგ კიდე რაღაც კითხვები დამისვა და ავიდა ქორიძესთან კონსულტაციაზე
    ჩამოვიდა მალევე, ისევ იგივე ოთახში შემიყვანეს, ვიღაც ქალიც იყო ექთანი ნემსით ხელში
    ვაიმეეე, მეთქი რა ხდება ჩემს თავს, პანიკურად მეშინია ნემსის
    ხოდა მოკლედ კუნთში გამიკეთეს ნოშპა, თან ამიხსნეს რო ყოველ 5-6 წუთში რო დამეწყებოდა ტკივილი მერე მოვსულიყავი
    რაც სავარაუდოდ ხვალამდე არ მოხდებაო
    ხოდა აი ასე დავბრუნდი და ეხლა კიდე ხვალინდელ დღეს ველოდები

  4. თათა, უსაყვარლესი პოსტი იყო და ნამდვილად ბედნიერი იქნება შენი ლამაზი ვიკა, ასეთი დედიკო რომ ეყოლება :)
    მაგარი ხარ და ასე განაგრძე!!!
    Love & hugs!!!

  5. piccolina says:

    აააააა
    დოდკასაც ასწავლეთ ეს მეთოდი, იქნება იმანაც გამოიტყუოს ბავშვი )))

    გბალეშიკობ, თათ
    მალე გააჩინე და მერე ბაიას სურათები გვაჩვენე
    იმედია, დიდხანს არ გაგაწვალებს )))

  6. utvino says:

    მუცელზე გადავისვი ხელი, მაგრამ ამაოდ
    იქ არაფერი მელოდება : -
    მოკლედ უმტკივნეულო მშობიარობას გისურვებ

  7. antimelancholy says:

    vaime ukve 1 titze anu maole gaachens ho? dges gaachens? kargia ho 1 titze rom aris? vinmem mipasuhet kompetenturma ))))))))

    pregbari 100%ze avidaaaaaaaaaa

  8. piccolina says:

    გუშინ 5ის მერე არაფერი დაუპოსტავს
    შეიძლება ახლა მშობიარობს, ან უკვე გააჩინა
    თათ, თუ ჯერ არც დაწყებულა, დაი ნამ ზნაკ ))

  9. busuna says:

    vax sayvareli
    gamozvreba ukve sad cava!!!

    vaime xval rom arafers dacer eseigi ukve patara gamomzvrali iqneba da ignavlebs shens xelebshi <3

  10. addicted says:

    გაჩნდა ხალხო გაჩნდააა !!!!!!!!!

    თაათ აქაც გილოცავ :) ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გოგო გაგიზარდოს :)

  11. გილოცავ, თაა!!! მიხარია, რომ გამოვიდა შენი ლამაზი ვიკა baby :)
    ჯანმრთელად ხართ, იმედია, ორივე!!!

  12. გილოცავ მეც, მოკლედ ბლოგზე ჩემი პირველი ორი მილოცვა ბავშის გაჩენასთან იქნა დაკავშირებული, არადა აქამდე მსგავსი რამ 4-5ჯერ თუ მაქვს სულ მილოცილი ვინმესთვის :) )))
    ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ შენს პატარასთან ერთად

  13. iron fish says:

    gilocav sexnia- TaTa :)
    bednierebas gisurveb patarastan da ojaxtan erTad :)

  14. tiny says:

    აუ თათ როგორ გამიხარდა დილით რომ გავიგე შეენი ამბები : )) გავიგე რთული მშობიარობა გქონია, მაგრამ ყოჩაღ შენა :*

    ლავიუ

  15. antimelancholy says:

    velit vickusias photoeebs..
    Taa 1 shvili gaachine , amgram chemtvis mainc gmiri deda har :D

  16. gilocav bikos :)
    imedia male gamoxval samshobiarodan da dagvenaxvebit shen da bavshvi

  17. zina says:

    თაა, გილოცავ! კომენტარებში წავიკითხე, რთული მშობიარობა გქონია, რაც მთვარია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა! :) პაწაწუნა ყველაფერს დაგავიწყებს, მენდე! :)

  18. kanario says:

    shen ukve xar chemi blogerta siashi, tu moisurveb, damamate shenc :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>