Archive for July, 2009
მეექვსე ნაწილი უკვე დასასრულია მთელი ისტორიის
აი დასასრულების წერა კი ყოველთვის მიჭირს ხოლმე, სტანდარტი არსებობს რომ დასასრული უნდა იყოს ან კარი (ჭირი იქა ლხინი აქა ან HAPPY END) ან კიდევ ცუდი.
მაგრამ ჩვეულებრივი დასასრულები არავის არ უყვარს ![]()
თუმცა ჩვენი ისტორიის შემთხვევაში ცხოვრება გრძელდება, LOVE STORY გრძელდება ამიტომ დავწერ მხოლოდ დაქორწინებამდე და HAPPY END იქნება ქორწინება
24 თებერვალი, 2007 წელი
თაკოს (ჩემი დაქალი და მეჯვარე) დაბადების დღე იყო.
7 დაქალოჩკა გავიზმანეთ და წავედით რესტორან ბაბილოში. ვჭამეთ, დავლიეთ, ვიცეკვეთ ,დავიმხეთ. უუუუუუგონოდ მთვრალები ვიყავით. სმა ჯერ კიდევ მანამ დავიწყეთ სანამ საჭმელს მოგვიტანდნენ. იისე გადავთვერით ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი
.
სადღაც ღამის 3 საათი იქნებოდა და ძააალიან, ძალიან მომინდა დიმას ნახვა. ნუ ეხლა სიმთვრალე და გრძნობები ყველამ იცით რო სამმაგდება და ათმაგდება.
დავუმესიჯე სად ხარ რას აკეთებ მეთქი. სახლში ვარო კომპთან ვზივარ რაღაცას ვჩალიჩობო.
- სურვილი რომ მაქვს მოგებული ხომ არ დაგავიწყდა მეთქი
- არაო
- ხოდა მეთქი ეხლა წამოხტი მაგ კომპიდან, დაქოქე შენი ნინჯა და მომაკითხე ბაბილოში ვართ მეთქი.
რა დაუნდობლობაა, ჯერ თებერვალი, ღამე, ყინვა და ისიც 3 საათზე გამოიყვანო ადამიანი თბილი სახლიდან.
ხოდა რას იზამდა ეხლა, სურვილი სურვილია და უნდა აესრულებინა, ჯომოლუნგმა დალაშქრე მეთქი ხომ არ მითხოვია ![]()
კანდელაკიდან დიღომში მოდი მეთქი და სახლში წამიყვანე მეთქი
სადღაც 40 წუთში მოვიდა, თაკო გავაფრთხილე მე წავედი მეთქი (თაკოსთან უნდა დავრჩენილიყავი იმ ღამეს, ხოდა მეთი სახლში წავალ მერე) და ჩავედი, კინოებში რო მთვრალებს ანსახიერებენ ხოლმე მსახიობები – აი ეგრე დავდიოდი ზუსტად ![]()
დიმა სიცილით მოკვდა რო დამინახა, რაამდენი დალიეთო.
ნუ წავედით, ვიარეთ… ვიარეთ… ვიარეთ… ვიარეთ… ძაააალიან ბევრი
არ მახსოვს რამდენი საათი დავდიოდით, ხან ვჩერდებოდით, მტელი გზა ენა არ გამიჩერებია
ვქაქანებდი, ვქაქანებდი, ვქაქანებდი, რაღაცეებს ვებოდიალებოდი ტვინს ვუღუნავდი.
სადმე განათებულ ადგილას თუ გააჩერებდა ვჭედავდი, მანდ არ გაჩერდეეეე, ვიცოდი რო მტელი ალკოჰოლი სახეზე მეხატა და არ მინდოდა სინათლეში დგომა
მოკლედ რამდენი საათი ვუღუნე ტვინი ეხლაც არ ვიცი, დღემდე მეკაიფება ხოლმე, ერთადერთ I LOVE YOU HONEY მეთქი არ მითქვამს პირდაპირ თორე დანარჩენი ყველაფერი. თან თვითონ არ ვალაპარაკებდი
იმენნა არ ვაჩერებდი ენას რო რაღაც ისეთი არ ეთქვა რო მე არ მესიამოვნებოდა ![]()
ბოლოს გავჩუმდი ………..
როგორც იქნა, ალბათ დიმას ყურებმაც დაისვენა. ხოდა ეხლა მაგის ჯერი იყო რო რამე ეთქვა…… მაგრამ ჩამეძინა
![]()
არ ვიცი სად ვიდექით, მაგრამ რო გავიღვიძე აშკარად დილა იყო და დიმასაც ეძინა ![]()
ძაააააან პრიკოლი დილა იყო, თან კვირა დღე იყო, რუსთავში უნდა წავსულიყავით.
გავაღე მანქანა გადავედი, ძალიან მრცხვენოდა, მეთქი რა სისულელეა, დათრობა და ესეთი ტრუკების ჩატარება. თან ყველაფერი მტკიოდა, იმ ერთი ციდა მანქანაში ძილი ცოტა რთულია
ხოდა ნუ რამდენ ხანს ვიდგებოდი ეგრე, ჩავჯექი ისევ მანქანაში
დიმას უკვე ეღვიძა, ძაან საყვარლად გამიღიმა, უუფ ისე გამიხარდა – რაღაც უცებ კარგ ხასიათზე დავდექი
დავიწყეთ ფიქრი რა გვექნა, ცოტა უნდა გამოვფხიზლებულიყავით
წავედით მაკდონალდში, ჯერ ერთი საათი ტუალეტიდან არ გამოვდიოდით, სანამ დავიბანე სახე – ხელები მოვიწესრიგეთ თავი, თმა დავივარცხნე, მაკიაჟი მოვიშორე წინა ღამის და განვიახლე.
მაკდონალდში კაციშვილი არ იყო ჩვენს გარდა, კიდე კაი თორე მაგარი სასაცილოები ვიქნებოდით.
მერე ყავები დავლიეთ, ვჭამეთ და უკვე ძააააააან მაგარ ხასიათზე წავედით რუსთავში ტრეკზე.
ამის მერე ყველაფერი რაღაც უცნაურად და თავისთავად ხდებოდა. თუ სადმე მივდიოდით მივდიოდით ერთად, თუ რამე ხდებოდა ვიყავით ერთად და საერთოდაც ნელ ნელა ძაან ძაან ერთად ვიყავით.
ერთად ვაკეთებდით ყველაფერს, ვეხმარებოდით ერთმანეთს ყველაფერში, ერთად ვატარებდით ყველა საღამოს.
ხოდა ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და დღემდე ძალიან გვიყვარს.
რაღაც კარგად ვერ ვწერ ამ დასასრულს, რაღაც ბანალური არ მინდა გამოვიდეს.
მოკლედ ესეთი იყო ჩვენი სიყვარულის ისტორია 2005 წლიდან დაწყებული

თუ მომავალში მუზები მომივა უკეთესად დასრულების დავაედიტებ
)
THE END …
გარეთ წვიმს, გვიანი შემოდგომის ამინდია
სახლში მე და მოცუცქნული ვართ მარტო, მოცუცქნულს ძინავს უკვე მესამე საათია, ეტყობა გაუსწორდა რო არ ცხელა და გემრიელად ძინავს
სვითი უნდა გამოსულიყო, მასაც დაეზარა ამ ამინდში …
მეც დამეზარებოდა სადმე წასვლა, ბუხრის ამინდია, წითელი ღვინო, ბუხარი და სიყვარული
არადა ბუხარიც მაქვს და წითელი ღვინოც ![]()
ხოდა დიმას მოსვლაღა დარჩა, რო ბუხარი აანთოს, დანარჩენი უკვე მარტივია
რაც ვიკი მეყოლა გუშინ პირველად ვუყურეთ მე და დიმამ ფილმს დაწოლილებმა კომპში, ისე რო ბავშვი არ ტიროდა.
ძაან მაგარი იყო. გვერდით მოცუცქმულს ეძინა, ჩვენ ჩახუტებულები ვიწექით და ფილმს ვუყურებდით.
ასწორებს
ერთი სული მაქვს როდის გაიღვიძებს, ეს ბოლო დღეები დღისით ძაან ცოტა ხანი ეძინა ხოლმე, ვერაფერს ვერ ვასწრებდი ხოლმე
ეხლა კიდე რო გაუგრძელდა უკვე მენატრება ![]()
მინდა გაიღვიძოს და ჩავკოცნო.
უკვე ღიმილიც ისწავლა და სიცილიც ოღონდ ხმის გარეშე, ანუ მთელს პირს რო გააღებს ღიმილის ნიშნად მაგას სიცილს ვეძახი.
უკვე ჩვენც გვხედავს კარგად, ოთახში ვერ ვიპარები ხოლმე რო არ დამინახოს
ხმებიც უკეთესად ესმის.
მაგრამ ყველაზე საოცრება მისი გაღვიძებაა, ჯერ 10 წუთი მარტო იზმორება ისე საყვარლად რო მინდა ეგრევე დავტაცო ხოლმე ხელი, მერე თვალებს ახელს ნელ-ნელა, ჯერ ერთს მერე მეორეს. მერე ირგვლივ იყურება და ისმენს რა ხდება ირგვლივ, თუ სიჩუმეა დიიიდ ხმაზე იწყებს ტირილს
გავიღვიზე მომხედეთ დედიკო მამიკო სად ხართო, პამპერსი გამომიცვალეთ, მაჭამეთ, დამბანეთ, მასეირნეთ ხელშიო.

თუ იქვე ხმები ისმის ანუ ახლოს ვართ და პატარა ხმაზე ჭუჭყუნებს იგივე მიზეზით
ბანაობა ძალიან უყვარს, უკვე წყლიდან ამოსმისას ტირის ხოლმე. თუ ბანაობისას მამიკო სახლშია მაშინ მამიკო აცურავებს ხოლმე და ბაყაყებს აკეთებენ წყალში.
დიმას ძმაკაცმა კიევიდან ძაან მაგარი საჩუქრები გამოუგზავნა, მათ შორის Mothercare_ის უმაგრესსუნიანი შამპუნი, ლოსიონი და კრემი. ხოდა ეხლა ქალბატონს თავისი პირველი კოსმეტიკა აქვს და კვირაში ერთხელ თავს შამპუნით ვბან და ზაან მაგარი სუნი ასდის ხოლმე. დანარჩენი დღეები ისე წყლით ვბან, ასე გვირჩია პედიატრმა.
ხოდა ცხოვრებაც მიდის ნელ-ნელა
თითქმის ყოველდღე რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე ბავშვში და ჭკუას მაკარგვინებს
ერთხელ შეიძლება მართლა შემომეკბიჩოს
ძალიან მიყვარს, აი რაღაც სულ სხვა სიყვარულია, აქამდე ესეთი არ განმიცდია, რაღაცნაირი ზეგრძნობაა.
ტვალებში რო გიყურებს პატარა უსუსური არსება და მთელი პირით რო იღიმის, ზაააააააააააააააან მაგარია
ტეხავს რო სურათი არ მაქვს სადაც იღიმება, რამდენჯერმე ვცადეთ მე და დიმამ გადაღება მაგრამ ამაოდ, სპიშკაზე სერიოზულდება ხოლმე

MY FACEBOOK QUIZ RESULT

დავივიწყე ჩემი ბლოგი
კი არ დავივიწყე უფრო სწორად სულ მახსოვს, უბრალოდ დრო არ მაქვს იმდენი რომ მოვიკრიბო მუზები, დავჯდე და დავწერო
ეხლა ბავშვი დავაძინე აივანზე კალიასკაში, დიმა გონკებს თამაშობს, ყველა ნაჭამია… და ცოტა დრო მაქვს რომ რაღაცა დავწერო
მაგრამ იმდენად ცოტა რომ ვერც ლავ სტორის გავაგრძელებ და ვერც რამე საინტერესოს დავწერ.
ეს დღეები სულ ჩემი ბავშვით ვიყავი დაკავებული რადგან 9ის ნახევრამდე სულ მარტოები ვართ ხოლმე
ვიკი ხელში ყოფნას მიმიჩვიეს და ეხლა თუ არ ძინავს მაშინ სულ დედიკოს ხელებშია და თუ რამე მაქვს გასაკეთებელი ცალი ხელით ვაკეთებ ხოლმე.
ამ დღეების მანძილზე ბავშვი როგორც კი იძინებდა მაშინვე მამა.რუ_ზე ან სადმე უცხოურ საიტებზე დავძრომიალობდი ხოლმე და ძალიან ბევრი ეფექტური ინფორმაცია ვიპოვე ბავშვების შესახებ. მეც ნელნელა ვიყენებ ყველაფერ ამას პრაქტიკაში.
ეს დღეები ბავშვის გარდა რემონტის საქმეებითაც ვართ დაკავებული მე და დიმა. ჯერ სახურავის ხელოსანს ვეძებდით მთელი ერთი კვირა, დიმა მოვიდოდა მერე ისევ წასასვლელი იყო რო მორიგი ხელოსნისთვის ეჩვენებინა სახურავი. დაზიანებულია და მაგარი წვიმისას წყალი ჟონავს ხოლმე. ნუ ძლივს ვიპოვეთ შედარებით გამოცდილი რომელმაც დამაჯერებლად გველაპარაკა და გაგიკეთებთო გვითხრა, სადღაც 1700-1800 ლარი ჯდება ![]()
ხვალ უნდა დაველაპარაკოთ როდიდან დაიწყებს.
მერე შიდა რემონტს დავიწყებთ, ვერაფრით ვერ მოვიფიქრე დიდი ოთახის კედლები რა ფერი უნდა იყოს, პირველად ცხოვრებაში ფანტაზია მღალატობს. იქნებ დამეხმაროთ. განათებები (ჭაღი, ტორშერი, ნაჩნიკი) და ავეჯიო გვაქვს ხისფერი, დივან კრესლოები მინდა ვიყიდო სალათისფერი, ან ლურჯი (უფრო სალათისფერი), თავიდან კედლებიც მინდოდა სალათისფერი, ეხლა კიდე ვერ აღვიქვავ როგორი უნდა იყოს. გუშინ ელიავაზე ვიბოდიალეთ ვარცევდით რაღაცეებს. კარებებიც ვნახეთ. მოკლედ ერთ ორომტრიალში ვართ.
გუშინ ვიკის მანქანის სავარძელი ვუყიდეთ 
და მერე ზოოპარკში წავიყვანეთ მე და დიმამ. მაგრად გრილოდა გაგვისწორდა მაგრად, ბლითებიც მივირთვით იქვე გამომცხვარი და ძაან კმაყოფილები წამოვედით.
ვიკის ისე სასაცილოდ ეძინა მამიკოს ხელებში რო მთელი ზოოპარკი ჩვენ გვიყურებდა.

შაბათ-კვირა განსაკუთრებით მიყვარს დიმა რომ არის სახლში, უფრო საინტერესოდ და ხალისიანად გადის დრო.
ეხლა რადგან უკვე სავარძელი გვაქვს ეხლა შემეძლება მარტოც ვატარო ბაია, თუმცა აგვისტოში მგონი მაინც არსად მექნება წასასვლელი
ყველა დასასვენებლად წავა.
2006 – 2007 წლის დეკემბერი – იანვარი გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენს ურთიერთობებში.
უფრო სწორად მე მივხვდი რომ შემიყვარდა ადამიანი, რომლის შეყვარებასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი.
მთელი დეკემბრის ბოლო და იანვარი SRG (Street Racing Georgia) სულ ერთად გავატარეთ, ასეთი ერთსულოვანი ეს კლუბი არასოდეს ყოფილა, ყოველ დღე, ტოველ სარამოს, ყოველ ვიქენდზე, ხან ერთმანეთის სახლებში, ხან ერთმანეთის დაჩებზე, ხან ბირჟაზე, სულ, სულ ერთად ვიყავით.
მაქსიმალურად ვცდილობდით ყველაფერში დავხმარებოდით ერთმანეთს და არაერთხელ გამოგვივიდა კიდეც. ძალიან მაგარი დღეები იყო და ძალიან მაგარი მოგონებები მაქვს.
თავიდან დიმასთან იგივენაირად ვკონტაქტობდი როგორც კლუბის სხვა წევრებთან, მერე არ ვიცი რატომღაც ვიგრძენი რომ ერიდებოდა ცემთან ახლო კონტაქტს და ამან უფრო დამაინტრიგა. ნელ-ნელა, ნელ-ნელა აღმოვაჩინე რომ გაცილებით მეტს ვფიქრობდი ამ ადამიანზე ვიდრე სხვებზე, მერე დავფიქრდი, მივხვდი რო 1 დღეც თუ არ ვნახავდი რაღაცნაირად მენატრებოდა, რა საბაბს არ ვპოულობდი ხოლმე რო დამერეკა, მაშინ მე მანქანა არ მყავდა და თუ სადმე მივდიოდით ყველანი დიმას მანქანაში ეგრევე ჩემი ჩანთა იდო ხოლმე, მერე ნელ ნელა შეეჩვია ყველა რო იქ მე ვიჯექი და აღარ მეცილებოდნენ ![]()
უზომოდ შემიყვარდა PiterFM_ის საუნდტრეკი Город 312 – Вне зоны доступа , რაც დიმას მობილურზე ეყენა ზუმერად.
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=tImMp4F_9jw]
იანვრის ბოლოს უკვე ზუსტად ვიცოდი რო ეს ადამიანი ძალიან ძალიან მიყვარდა და ყოველ დღე უფრო ვრწმუნდებოდი ამაში. ეხლა უნდა გამერკვია მისი გრძნობები.
მაგ პერიოდში გურიჩას მანქანა ჩამოუვიდა და დიმა და გურიჩა წავიდნენ 2 დღით ფოთში
………….. არ მახსოვს ის 2 დღე როგორ გავძელი რო დიმას არ ვნახულობდი, სამსახურსი იმენნა ვერ ვმუშაობდი, სულ მაგათ ვურეკავდი, ხან ვითომ როგორ მგზავრობდნენ, ხან ვითომ როგორ ჩავიდნენ, ხან საბაჟოზე პრობლემები ხომ არ შეექმნათ, მერე მანქანა როგორ მოეწონათ და ა.შ. მიზეზს რა დალევს ადამიანს თუ ფანტაზია გაქვს ![]()
ნუ ბოლო-ბოლო ჩამოვიდნენ და რესპუბლიკის მოედანზე მოვიდნენ ბირჟაზე, იასნია ერთი ფეხით რო სამსახურიდან გამოვედი, მეორე ფეხით უკვე რესპუბლიკის მოედანზე ვიყავი. შოთის ვთხოვე ჩემს თანამშრომელს და თავისი ბაიკით წამებში მიმაქროლა.
დიმა რაღაც ძალიან ჩვეულებრივად, სხვათაშორის შემხვდა, იდგა იქ სიგარეტს ეწეოდა და რარაცეებს უყვებოდა ბიჭებს…
ძაააააან გავბრაზდი, გავბრაზდი კი არა გავმწარდი, მეთი მე შენ გასწავლი ჭკუას მეთქი …
მე ხომ მსოფლიო ეგოიზმის შემოტევები ხშირად მემართება და ასეთ იგნორს როგორ ავიტანდი ?????
ნუ ამის მერე ხო საერთოდ თავს არ დავანებებდი
მოკლედ ყველანაირად ვცდილობდი რომ ეს ბიჭი დამებრუნებინა ჩემი თავისთვის ![]()
სადღაც თებერვლის დასაწყისში ჩავატარეთ SRG_ს ტურნირი ბილიარდში საბილიარდო RIO_ში
ძააან მაგარი დრო ვატარეთ ძაან გავერთეთ. ფინალში მე და ერთი ბავშვი გავედით და ფინალი მომიგო.
მერე ნელ ნელა დანარცენებიც დაიშალნენ სახლებში, დავრჩით მხოლოდ მე დიმა, ფრანცუზა და გურიჩა.
მე დიმას ვეთამასებოდი მაზიანებზე, ტავისი სურვილი იყო რო სურვილებზე ვითამაშოთო, დღემდე არ ვიცი რას ისურვებდა ![]()
მე მოვუგე ხოდა ეხლა უკვე სურვილები მქონდა
ჰა-ჰა-ჰა :ბოროტისმაილი:
აი როდის და როგორ გამოვიყენე ეგ სურვილი —————— წაიკითხეთ შემდეგ ნაწილში
საერთოდ ცუდ სიტყვებს არ ვხმარობ ხოლმე
არ ვიყენებ უფრო სწორად, მაგრამ ის რაც ეხლა გავიგე ამაზე უარესია რაც ეხლა დავწერე

თავიდან დავიწყებ, გუშინ სარამოს ჩვენს ოთახში განმარტოვებულებს დედაჩემი შემოგვივარდა ბედნიერი სახით და სამსახურში ახალ ადგილზე გადავყავარო გვახარა
ნუ რა თქმა უნდა გაგვიხარდა, მივულოცეთ და ხვალ გაირკვევა ზუსტადო გვითხრა და გავიდა.
დღეს დილით ბაია ექიმთან მიმყავდა, მოვიდა ჩემი დედამთილი, რო გვერდით დამჯდომოდა მანქანაში რო ბავშვი დაეჭირა
ჩავიცვი, გავიპრანჭე, ჩავედი მანქანასთან და რას ვხედავ:
კოშმარ No1
მანქანა რას გავს იციიით, აი მსგავს სიბინძურეს ვერ ნახავთ ნიუ იორკის ნაგავსაყრელზეც კი, მაშინ როცა მე ცემს ბავშვს 30 წუთი ვპრანჭავდი, 3ჯერ გამოვუცვალე რა უფრო მოუხდებოდა 1 თვის ბაიას, მაშინ როცა 40 წუთი მე თვითონ ვიპრანჭე და სარკის წინ ვიტრიალე, მაშინ როცა ორიცე დედიკოც და შვილიკოც უსუფთავესები და ძაან ვიდებზე გავიჩითეთ, აღმოჩნდა რომ უნდა გვევლო სუპერ ჭუჭყიანი მანქანით. მაგრამ ყველაზე გულისამრევი ის იყო რო, რო ჩავჯექი და დავქოქე, შევამჩნიე რომ წინა შუშაზე მთელი ბეჟანიშვილის ანა ექიმთან და თან ბაია უნდა მენახებინა
კოშმარ No2
რომ გამოვექუჩის ფრინველთა სამყაროს ფეკალური მასები იყო ასახული.
მაააგრად მომინდა ტირილი, რა უბედური ვარ მეთქი, მითუმეტეს ვიცოდი რო მიუხედავად თხოვნისა დიმას არც კი გახსენებია ცემი მანქანის შუსების საწმენდში წყალი ჩაესხა
გადმოვედი, ავიღე ბოთლით წყალი და ვიტანჯულე, დავასხამდი შუშას, ცავჯდებოდი ცავრთავდი დვორნიკებს, გადმოვიდოდი დავასხამდი და ისევ დვორნიკები, და აი ესე ვასხი სანამ წყალი არ გამითავდა.
მივედით ექიმთან, ბაიას 780 გრამი აქვს მატება, 2 სანტიმეტრი სიგრძეში, ჩააწვეთეს K ვიტამინი, გასინჯეს და ყველაფერი წესრიგში აქვსო, ვკითხე და შეგიძლიათ ქალაქგარეთაც გაიყვანოთო, თუნდაც სიონშიო.
რო წამოდევით ვაჟაზე უნდა ავსულიყავით, ჩემი ფეხმძიმობის ისტორია უნდა დამეხურა ნ
დით ლარისა დეიდა მეუბნება რომ ლენას გავუაროთო, მერე შენ ბავშვს მიგაყვანინებთო და ჩვენ საქმეზე ვართ წასასვლელებიო. არადა როგორ მეგონა რო ცოტა მაინც ეცლებოდა, ეს ისტორია უკვე 1 თვეა დასახური მაქვს და არც კი მივსულვარ. ძაან ტეხავს უკვე, უსინდისობაა. თან დილით ვფიქრობდი რო მერე ვაჟადან ზოოპარკში გავივლიდით მეთქი მე და ბაია და ლარისა, თათულის დავპირდი თუ შევძლებ განახებ მეთქი ბაიას. მოკლედ ეს გეგმებიც ჩამეშალა.
კოშმარ No3 & ყველაზე მთავარი:
სახლში რომ მოვედი, გამოვიცვალე და დედაცემმა დარეკა, რა გითხრათ ექიმმაო, ნუ მოვუყევი. მერე უცებ მეუბნება: მე უკვე გადამიყვანეს დღესვე ახალ სამსახურშიო და ის 10 საათზე მთავრდებაო და სახლში 11სკენ მოვალო. აი ბავშვს ვფიცავარ ტელეფონი როგორ დავდე და ცრემლები როგორ წამომივიდა არ მახსოვს. თავი ვიგრძენი ყველასგან მიტოვებულად, თითქოს მე და ცემი შვილი არავის არაფერში არ ვჭირდებოდით და იმენნა სულ მარტო უნდა ვყოფილიყავით. საღამოობით ერთი სული მქონდა ხოლმე 6 საათი როდის გახდებოდა რო დედაჩემი მოსულიყო სამსახურიდან, ეგრევე ბავშვს მას ვაბარებდი და ან საბანაოდ შევდიოდი, ან რამე სხვა საქმე მქონდა ხოლმე, ან მაღაზიაში ან აფთიაქში მაინც ჩავდიოდი ხოლმე. ნუ ბოლო ბოლო ბალკონზე ვიჯექი და ვკითხულობდი ან ვისვენებდი მაინც. თან ამ ბოლო დროს ხერხემალი ძალიან მაგრად მტკივა ხოლმე და ბავშვის ჭერა 10 წუთზე მეტხანს არარ შემიძლია, მერე თაბრუ მეხვევა ხოლმე ტკივილებისგან. ხოდა აი ასეთი საყვარელი სურპრიზები მაქვს დღეს, არადა ჯერ 2 საათიც არაა…
საინტერესოა გაგრძელება იქნება? ??????


