მეექვსე ნაწილი უკვე დასასრულია მთელი ისტორიის
აი დასასრულების წერა კი ყოველთვის მიჭირს ხოლმე, სტანდარტი არსებობს რომ დასასრული უნდა იყოს ან კარი (ჭირი იქა ლხინი აქა ან HAPPY END) ან კიდევ ცუდი.
მაგრამ ჩვეულებრივი დასასრულები არავის არ უყვარს ![]()
თუმცა ჩვენი ისტორიის შემთხვევაში ცხოვრება გრძელდება, LOVE STORY გრძელდება ამიტომ დავწერ მხოლოდ დაქორწინებამდე და HAPPY END იქნება ქორწინება
24 თებერვალი, 2007 წელი
თაკოს (ჩემი დაქალი და მეჯვარე) დაბადების დღე იყო.
7 დაქალოჩკა გავიზმანეთ და წავედით რესტორან ბაბილოში. ვჭამეთ, დავლიეთ, ვიცეკვეთ ,დავიმხეთ. უუუუუუგონოდ მთვრალები ვიყავით. სმა ჯერ კიდევ მანამ დავიწყეთ სანამ საჭმელს მოგვიტანდნენ. იისე გადავთვერით ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი
.
სადღაც ღამის 3 საათი იქნებოდა და ძააალიან, ძალიან მომინდა დიმას ნახვა. ნუ ეხლა სიმთვრალე და გრძნობები ყველამ იცით რო სამმაგდება და ათმაგდება.
დავუმესიჯე სად ხარ რას აკეთებ მეთქი. სახლში ვარო კომპთან ვზივარ რაღაცას ვჩალიჩობო.
- სურვილი რომ მაქვს მოგებული ხომ არ დაგავიწყდა მეთქი
- არაო
- ხოდა მეთქი ეხლა წამოხტი მაგ კომპიდან, დაქოქე შენი ნინჯა და მომაკითხე ბაბილოში ვართ მეთქი.
რა დაუნდობლობაა, ჯერ თებერვალი, ღამე, ყინვა და ისიც 3 საათზე გამოიყვანო ადამიანი თბილი სახლიდან.
ხოდა რას იზამდა ეხლა, სურვილი სურვილია და უნდა აესრულებინა, ჯომოლუნგმა დალაშქრე მეთქი ხომ არ მითხოვია ![]()
კანდელაკიდან დიღომში მოდი მეთქი და სახლში წამიყვანე მეთქი
სადღაც 40 წუთში მოვიდა, თაკო გავაფრთხილე მე წავედი მეთქი (თაკოსთან უნდა დავრჩენილიყავი იმ ღამეს, ხოდა მეთქი სახლში წავალ მერე) და ჩავედი, კინოებში რო მთვრალებს ანსახიერებენ ხოლმე მსახიობები – აი ეგრე დავდიოდი ზუსტად ![]()
დიმა სიცილით მოკვდა რო დამინახა, რაამდენი დალიეთო.
ნუ წავედით, ვიარეთ… ვიარეთ… ვიარეთ… ვიარეთ… ძაააალიან ბევრი
არ მახსოვს რამდენი საათი დავდიოდით, ხან ვჩერდებოდით, მთელი გზა ენა არ გამიჩერებია
ვქაქანებდი, ვქაქანებდი, ვქაქანებდი, რაღაცეებს ვებოდიალებოდი ტვინს ვუღუნავდი.
სადმე განათებულ ადგილას თუ გააჩერებდა ვჭედავდი, მანდ არ გაჩერდეეეე, ვიცოდი რო მთელი ალკოჰოლი სახეზე მეხატა და არ მინდოდა სინათლეში დგომა
მოკლედ რამდენი საათი ვუღუნე ტვინი ეხლაც არ ვიცი, დღემდე მეკაიფება ხოლმე, ერთადერთ I LOVE YOU HONEY მეთქი არ მითქვამს პირდაპირ თორე დანარჩენი ყველაფერი. თან თვითონ არ ვალაპარაკებდი
არ ვაჩერებდი ენას რო რაღაც ისეთი არ ეთქვა რო მე არ მესიამოვნებოდა ![]()
ბოლოს გავჩუმდი ………..
როგორც იქნა, ალბათ დიმას ყურებმაც დაისვენა. ხოდა ეხლა მაგის ჯერი იყო რო რამე ეთქვა…… მაგრამ ჩამეძინა
![]()
არ ვიცი სად ვიდექით, მაგრამ რო გავიღვიძე აშკარად დილა იყო და დიმასაც ეძინა ![]()
ძაააააან პრიკოლი დილა იყო, თან კვირა დღე იყო, რუსთავში უნდა წავსულიყავით.
გავაღე მანქანა გადავედი, ძალიან მრცხვენოდა, მეთქი რა სისულელეა, დათრობა და ესეთი ტრიუკების ჩატარება. თან ყველაფერი მტკიოდა, იმ ერთი ციდა მანქანაში ძილი ცოტა რთულია
ხოდა ნუ რამდენ ხანს ვიდგებოდი ეგრე, ჩავჯექი ისევ მანქანაში
დიმას უკვე ეღვიძა, ძაან საყვარლად გამიღიმა, უუფ ისე გამიხარდა – რაღაც უცებ კარგ ხასიათზე დავდექი
დავიწყეთ ფიქრი რა გვექნა, ცოტა უნდა გამოვფხიზლებულიყავით
წავედით მაკდონალდში, ჯერ ერთი საათი ტუალეტიდან არ გამოვდიოდით, სანამ დავიბანე სახე – ხელები მოვიწესრიგეთ თავი, თმა დავივარცხნე, მაკიაჟი მოვიშორე წინა ღამის და განვიახლე.
მაკდონალდში კაციშვილი არ იყო ჩვენს გარდა, კიდე კაი თორე მაგარი სასაცილოები ვიქნებოდით.
მერე ყავები დავლიეთ, ვჭამეთ და უკვე ძააააააან მაგარ ხასიათზე წავედით რუსთავში ტრეკზე.
ამის მერე ყველაფერი რაღაც უცნაურად და თავისთავად ხდებოდა. თუ სადმე მივდიოდით მივდიოდით ერთად, თუ რამე ხდებოდა ვიყავით ერთად და საერთოდაც ნელ ნელა ძაან ძაან ერთად ვიყავით.
ერთად ვაკეთებდით ყველაფერს, ვეხმარებოდით ერთმანეთს ყველაფერში, ერთად ვატარებდით ყველა საღამოს.
ხოდა ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და დღემდე ძალიან გვიყვარს.

დღეს ამ პოსტს გადავხედე უკვე მეოთხე წელი წავიდა რაც ცოლქმარი ვართ, ჩვენი ურთიერთობის ანგარიშზე დევს 1 ულამაზესი შვილიკო, უამრავი წყენა, უამრავი ჩხუბი, უამრავი ბედნიერი დღე, 2 თვე ცალ – ცალკე ცხოვრება და კიდევ ბევრი ბევრი ნიუანსი ურთიერთობის, მაგრამ უკვე 1 კვირაა ყველაფერი თავიდან დაიწყო, უზომო სიყვარულებით და სითბოებით, ჩახუტებული ძილით, ღიმილიანი გაღვიძებებით და ასე შემდეგ
ვნახოთ რა იქნება შემდეგ …
THE END …





:jump:
როგორ ველოდებოდი ბოლო ნაწილს!
მაგრამ რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა ისე დასრულდა, იმედია დააედითებ კიდევ
)
cota ganavrce
momewona ise
xoooo, egrec mivxvdi
ar mexerxeba raa dasasrulebis cera
sweet
)
აუ დაგლიჯა, ძაან მაგარი ისტორიაა!!!
მაგრად ვიხალისე, თან რაღაც კეთილი ამბავია და კარგადაა მოყოლილი
დაახლოებით გამახსენდა ჩემი ამბავი, შარშან, გაგანია ომის დროს, დილის 4 საათზე, გაღუნული მთვრალები წყნეთიდან სიღნაღში რომ წავედით, ვითომ ხელის მოსაწერად…
:):)
Dv0rsky
mere ra qenit? rogor dasrulda?
Chvenc signagshi movaceret xeli
მაგარი ღადაობაა))))
the end კი არა, ახლა იწყება თვდავიწყება. ეგ ყველაფერი იყო პრელუდია.
ძალიან საყვარელი და სიმპათიური წყვილი ხართ, ვიკიკო ხომ საერთოდ, უსიმპატიურესი გოგოშკაა <3
წარმატებები თქვენ
და ისა, ჰო, ერთი პოსტიც ქორწილზე რა, მზადებაზე, ნერვიულობაზე და ა.შ.
სუ-რა-თე-ბით!!!
აუუ, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა ნაწილი. ძალიან მაგარია. <3
მადლობა ყველას