Archive for August, 2009

                    აუუუუუუუუუუ, დღეს ღიპები, ყოფილი ღიპები და მომავალი ღიპები იკრიბებოდნენ ავლაბარში რარაც კაფეში ვერანდაზე. სულით და გულით მინდოდა წასვლა მაგრამ რადგან ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა ვერ გავრისკე ვიკისთან ერთად წასვლა
        მეთქი იქ ტირილი არ დაიწყოს მეთქი, მაინც დისკომფორტია ბავშვი რომ ტირის თან კაფეში, სადაც ხალხი ძირითადად დასასვენებლად და განტვირთვისათვის მიდის.
               ხოდა ამიტომ უარი ვთქვი წასვლაზე და გულდაწყვეტილი ვიჯექი სახლში. შუადღეზე ჩამოვიკიდე კენგურუ, გავიკეთე ნაუშნიკები და მე და ვიკი წავედით კიკვიძეში სასეირნოდ, ბევრი ვიბოდიალეთ, დავიღალეთ და მოვედით სახლში.
            მერე ხატიამ დაგვირეკა ზოოპარკში მივდივართ მე და ტეო ბავშვებითო და წამოდით შენ და ვიკიცო
ხოდა გაიღვიძა თუ არა ვიკიმ, ვაჭამე, ჩავაცვი და გავგაზეთ ზოოპარკში.
             აუ, იმდენი ხალხი იყო მანქანა ლამის ვარაზისხევზე გავაჩერე. შევედით, ხატია, თეო და თამთა დამხვდნენ ბავშვებთან ერთად, ბავსვები კატაობდნენ ესენი ბლიტებზ მიირთმევდნენ. ძალიან გემრიელი ბლიტები იყიდება ზოოპარკში. სულ მინდება ჭამა ხოლმე, ბავშვობაში ერთი ზღაპარი მაქვს წაკითხული, გოგონას რომ შვიდფერა ყვავილი აქვს და ყველა ფურცელი რო სურვილებს უსრულებს. ხოდა ეგ ყვავილოი როგორც მახსოვს გზაზე იპოვა როცა ბლითების საყიდლად მიდიოდა.
ხოდა ამ ზღაპრის მერე მაგრად მიყვარს ბლითები, თან ბავშვობას მახსენებს.
              ზოოპარკში ბევრი ვისეირნეთ მე და ვიკიმ გოგოებთან ერთად, მერე სურათები გადავურეთ ბავშვებს ერთად, მერე ვიკი ჩემს დას დავუტოვე და მე ბავშვებთან ერთად ვკატაობდი კარუსელებზე. ვაფანატებ ყველანაირ საქანელაზე და კარუსელზე.  ხოდა გადავწყვიტეთ გოგოებმა სანამ აცივდება, შემდეგ კვირას ბომბორას პარკში ავიდეთ და ბევრი ვიკატაოთ ბავშვებთან ერთად. ტან ცემმა დამ ახალი მანქანა იყიდა HONDA CR-V  და ყველანი ვეტევით უკვე :)
               მერე ბავშვები ატყდნენ მაკდონალდში წაგვიყვანეთო, ნუ დაითანხმეს მშობლები, მე სახლში ვაპირებდი წასვლას ვიკის პონტში, მაგრამ გოგოებმა არ წახვიდეო არ გამიშვეს, როგორღაც გავართობთ მაგ ბავშვს არ ვატირებთო. ჩემი მანქანა დავტოვეთ სადაც იდგა და ხატიას ახალი მანქანით წავედით ყველანი, სულ მესამედ იჯდა მაგრამ ამუღამებს ნელ ნელა, ტან იოლია ეს ავტომატიკაა, მაგრამ ჯიპი როა მაინც ცოტა გაბარიტებში ვერ ზომავს ხოლმე :D

                მივედით საბურთალოზე მაკდონალდში, დავსხედით გარეთ და სადღაც 1 საათზე მეტი ვიყავიტ და სულ 2 ჯერ თუ წამოიტირა პატარამ. ძაან გული დამწყდა რომ გოგოებთან არ წავედი ფორუმელებთან, ესე თუ მოიქცეოდა ვიკი ხო იქაც ვიქნებოდი გემრიელად. მართალია ეხლა ხან თამთას ეჭირა ვიკი, ხან ხატიას და ხან თეოს მაგრამ ესე თუ იქნებოდა იქაც დავაწყნარებდი. ნუ ესეც გამოცდილებაა და ამის მერე მეცოდინება რომ სემიძლია ვერანდული ტიპის და გარე კაფეებში ვიკისთან ერტად სიარული. დახურულ სივრცეებში მეეჭვება ჩუმად გაჩერდეს, უფრო გარეთ არის ხოლმე ჩუმად :)
                DSC04106მერე მე მიმიყვანეს ჩემს მანქანასთან, გადავჯექით, ვიკი ჩავსვი თავის სავარძელში და წამოვედით სახლისაკენ, წერეთელზე უკვე საშინლად ატირდა ბავშვი, უკვე შიოდა და აღარ ჩუმდებოდა, ხოდა შემეცოდა და გავაჩერე მანქანა, გადავსკუპდი უკანა სავარძელზე და ვაჭამე იქვე. ამასობაში ტუალეტშიც მოუნდა და პამპერსებიც გაგვივსო. პამპერსიც იქვე მანქანაში გამოვუცვალე უკანა სიდენიაზე და ყველაფერი ამის შემდეგ გაღიმებული რომ ჩავსვი თავის სავარძელში, თავი გმირი დედა მეგონა :D და ამაყად გადმოვსკუპდი წინ და წამოვედით სახლისაკენ. 


                    გუშინ კიდევ კუს ტბაზე მყავდა საღამოს, 2 კრუგი ისე დავარტყით ერთი კენგურუთი და მეორე ჩემს ხელებში რომ ერთხელ წამოიტირა ოდნავ. მოკლედ აშკარად დედას ემსგავსება, სულ გარეთ უნდა ბავშვს :) სახლი არ უყვარს :D
                               გუშინ თან ძიძა გვყავდა პირველად, დედაჩემი და დედამთილიც აქ იყვნენ გავაცანი ორივეს და რავი კმაყოფილები დარჩნენ, მე წასული ვიყავი და ეგენი უყურებდნენ როგორ უვლიდა, გემრიელად დააწყნარა, დააძინა. დაჟე ხელოვნური კვებაც კი ვერავინ რომ ვერ ვაჭამეთ ალიონამ აჭამა. ხოდა რავი ნელ ნელა ვნახავთ გამოჩნდება ყველაფერი. მე ამასობაში თბილი ზმანუშკჯები ვუყიდე ვიკის და დიდი გასეირნება მოვიწყვე გუშინ, აქამდე ხო ჭამის გამო 2 საათზე მეტი ხნით ვერ გავდიოდი.                     

               ხვალი ისევ მოვა ძიძა და ისევ დიდ გასეირნებას ვაკეთებ, სალონში მივდივარ მანიკურ-პედიკურზე და მერე თმა უნდა შევისწორო და დავივარცხნო. მერე მოვალ და მერე ისევ უნდა წავიდე თარხნიშვილზე ჩექმების შეკვეთა უნდა მივცე. მერე რიგებია ხოლმე და აგვიანებენ ხოლმე და ეხლა ჯერ ჩექმები არ ექნებათ ბევრი და მალე შემიკერავენ.
                                                  ზეგ სამსახურში გავდივარ …

   დღეს მინდა დავწერო პატარა მოგზაურობა ტუჩების შესახებ. სიონში ჩემმა ერთდღიანმა ტრიპმა და ღრუბლების ქვეშ პლაჟზე წოლამ ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო. დავდივარ აჭრელებული სახის კანით, დასუსხული და დაბერილი ტუჩებით :(
მატყუარა ამინდმა, როცა მეგონა რო ვიწექით და გვცივაო სასტიკად დამწვა :(
გუშინწინ სარკეში რომ ცავიხედე დილით გული კინაღამ გამისკდა, მარჯვენა ლოყა სულ აქერცლილი მაქვს და ტუჩები დამწვარი. თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიაო და მეც ამ ტუჩების დანახვამ პოსტის იდეა გამიჩინა – დამეწერა ტუჩებზე და მათ მოვლაზე.

Lips_005

 

 
ყოველდღიურად ჩვენი ტუჩები აკეთებენ რამდენიმე ათას მოძრაობას : ჭამის, ლაპარაკის, ღიმილის და ასე შემდეგ დროს. ჩვენ ვიკვნეტთ, ვილოკავთ ტუჩებს და საერთოდაც ჩვენს ტუჩებს საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვთ მოძრაობის მხრივ, საერთოდ არაფერი რომ არ ვთქვა კოცნაზე.
 ჩვენი ტუჩები თითქმის ყოველთვის შიშველია და მზის, ქარისა და ყინვის პირდაპირი მსხვერპლი ხდება ხოლმე, რის გამოც ხდება მათი გამოშრობა და აქერცვლა.

ყოველივე ამის გამო ჩვენს ტუჩებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება რათა ყოველთვის მოვლილად, მიმზიდველად და “სვეჟად” გამოიყურებოდეს. გაგიკვირდებათ და ტუჩების მოვლაში უდიდესი მნიშვნელობა უჭირავს წყალს, რაც მეტ წყალს დავლევთ დღის მანძილზე მით უფრო დატენიანებული იქნება როგორც ჩვენი ორგანიზმი ასევე ჩვენი ტუჩები.

Read the rest of this entry »

აუუ რამდენი რამე მაქვს დასაწერი და სამწუხაროდ დროის ნასახი არ მაქვს ხოლმე რომ დავწერო. ამ წუთასაც ვიკის ძინავს გაურკვეველი დროით, შეიძლება ამ პოსტის დაპაბლიშებაც ვერ მოვასწრო. ეს დღეები ისეთი გადატვირთული მაქვს რო საერთოდ ვერ მოვდივარ კომპთან. ბავშვი ძაან მაგრად იზრდება უკვე, ნელ ნელა რარაც ბგერებს გამოსცემს, თამაში უნდა, ღიმილებს არ იშურებს არავისთვის და ვერ ვცილდები ხოლმე გვერდიდან. ისეთი საყვარელია, ისეთი რო რო გაიზრდება ეს პერიოდი უზომოდ მომენატრება ხოლმე. ნელ ნელა ვარჯიშებს ვაკეთებინებ, აერობიკულ ვარჯიშებს, მინდა რო მოქნილი ბავშვი გაიზარდოს. დღითი დღე უსაყვარლესი ხდება და დღითი დღე უზომოდ მიყვარდება.
ლოგინზე დავაწვენ ხოლმე და ძალიან ბევრს ვთამაშობთ, საათები, მაგრად ვერთობი ხოლმე ვიკისთან თამაშით, სათამაშოებიდან მარტო ერთი მოწონს, დანარჩენი ჯერ ნერვებს უშლის, მაგრამ ხელსი ჯერ არც ამას არ იღებს, მუსიკები აქვს კიდევ თავისი, რატომღაც ჩემი მობილურის მუსიკებიდან ეს 2 გამოარჩია Hotel Martinez – In your eyes  და Frank Sinatra – Girl from Ipanema, დანარჩენი არ ევასება და რო ვრთავ სხვებს ჭიჭყინებს ხოლმე. ნელ ნელა აქტიურად ვავარჯიშებ და ხელებს ჩავაკიდინებ ჩენს თითზე და ჰაერშიც ვწევ ხოლმე და დაფრინავს, ხანდახან თავდაყირა ვკიდებ ხოლმე და რო დავაწვენ მაგარს იცინის. ბანაობითაც ყოველდღე ვაბანავებ და ძალიან უყვარს, რო ამომყავს წყლიდან და პირსახოცს რო შემოვახვევ ხოლმე ტირის, კიდე წყალში უნდა :) რაღაცა რო არ მოეწონება შეკივლება ისწავლა და ისეთს შეჰკივლებს ხოლმე რო ვკვდები სიცილით.
სამშაბათს, 1 სექტემბერს უკვე სამსახურში გავდივარ ნახევარ განაკვეთზე და უამრავი რამე მაქვს გასამზადებელი და მოსაწესრიგებელი მანამდე. 2 დღის წინ ბოლო თვეების ოცნება ავისრულე და საშოპინგოდ წავედით მე ხატია(ჩემი და) და ვიკი.
ჩემმა დამ პლეხანოვზე აღმოაჩინა ერთი მაღაზია სადაც საკმაოდ კარგი ტანსაცმელი და შიგადაშიგ ბრენდებიც იყიდება საკმაოდ მიმზიდველ ფასებში. მივედით, ვიკი ხატიას ეკავა მე კიდე მონატრებული ამ პროცესს ხამივით ლამის ყველაფერი ჩავიცვი რაც მომეწონა :) . იქვე რამდენიმე ფეხსაცმელიც იყიდებოდა, ერთი ვარდისფერი ფეხსაცმელი ამოვიცვი მაღალ ქუსლებზე, რომელიც უნდა აღვნიშნო რომ ულამაზესი იყო და მხოლოდ 100 ლარი ღირდა, და დავიწყე იუბოჩკების მოზომება, რადგან ძირითადად იუბოჩკები მინდოდა. ვიყიდე 1 თეთრი, ერთი კრემისფერი ძაან ლამაზი საოფისე და ერთი GUESS-ის ნაცრისფერი იუბოჩკა, რომელიც ცოტა დიდი მაქვს მაგრამ ისე მომეწონა რომ მაინც ვიყიდე და უნდა გადავაკეთო.

მერე ამ იუბოჩკებს შევურჩიე საროჩკის მსგავსი მაიჩკა, კრემისფერ თეთრი-შავში “სტაიაში” საყელოთი და მკერდის ქვეშ ლამაზუნა  ლენტოჩკით რომელიც წინ ბაფთად იკვრება, მერე გადავიღებ სურათებს და დავდებ. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი გამოვედი  მაღაზიიდან.
Kodak Theatre ცხოვრებაში კიდევ ერთი გართულება მაქვს, გართულება კი არა მანია, ეს არის თეთრეულის, ე.წ. საცვლების “underwear”-ების ყიდვა. შეიძლება ქუჩაში ან მაღაზიაში დავინახო რამე ტანსაცმელი რომელიც უზომოდ მომეწონოს და ზაან მომინდეს რომ მქონდეს, მაგრამ აი ლამაზ ტრუსებზე და “ლიფჩიკებზე” (სიტყვა ბიუსტჰალტერს ვერ ვიტან :D ) სუნთქვა მეკვრება ხოლმე.

ერთხელ მახსოვს რაღაც ფილმში შარლიზ ტერონს ეჩვა ზალიამ მაგარი ტრუსები, აი მაგაზეც სუნთქვა შემეკრა, მეორე დღესვე გადავატრიალე მაღაზიები და ბაზრობაც და 10 ცალი ტრუსი ვიყიდე იმიტომ რომ რაღაცით მაინც გავდნენ იმას :)

ხოდა ხატიას ვუთხარი აჰა მანქანა მეთქი, ბავშვი ჩავსვი თავის სავარძელში და სახლში წადი და მალე მოვალ მეთქი და 20 წუთში უკვე ბაზრობაზე ვიყავი თეთრეულების რიგებში :)

315473222_e3b272b420

სამწუხაროდ ჯერ ჯერობით ლიფჩიკებს ვერ ვყიდულობ, რადგან არ ვიცი რა ზომაზე დარჩება ცემი მკერდი მას შემდეგ რაც ვიკა ძუძუს დაანებებს თავს, ხოდა ვდგევარ და ნერწყვები მომდის ხოლმე ლამაზ – ლამაზ ლიფჩიკებზე. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ეგ სურვილიც ავიხდინე ბაზრობაზე და ახალი თეთრეულიც შევიძინე.

ეხლა TO DO LIST_ ში მაქვს ასევე დახურული ფეხსაცმლის ყიდვა და ჩექმების შეკერვა.

ხოოოო, კიდევ ვარცხნილობა უნდა შევიცვალო.

კიდევ მანიკური – პედიკური სამსახურისთვის.
მმმმმმმმმმმ, კიდე რა მინდა? ხო მანქანას აქვს რაღაცეები გასაკეთებელი და ეგენი უნდა გავაკეთო სამშაბათამდე, ბენდექსი აქვს გასაკეთებელი, რა ჯანდაბად უნდათ ამ BMW-ებს ეს ბენდექსი ნეტა გამაგებინა, სტარტერითაც ხო მშვენივრად იქოქებიან. აუ დაქოქვაზე გამახსენდა, სიონში ერთ დღეს ტბაზე მივდიოდით გოგოები,ჩავხტით მანქანაში, ხოდა მაცვია ჩუსტები, შლოპკები, ვაიმეე ეს რა უჟასი იყო, ძლივს გავატარე მანქანა. მაგრად ტეხავს შლოპკებით ტარება, ნუ მე მაგრად არ გამისწორდა.

supernanny_s ხო, გუშინ მქონდა კიდევ ძალიან საინტერესო დღე, კონკრეტულად კი ძიძების კასტინგი. მოკლედ ვიკის ხო ჭირდება ძიძა სანამ მე სამსახურში ვარ, ხოდა მივმართე ახლობელს რომელსაც აქვს თავისი ძიძების სააგენტო და ვუთხარი დროები, თანხა რაც მაწყობდა და ბავშვის ასაკი და მომიძებნა 2 მსურველი ძიძა. უმეტესობა რატომღაც უფრთხის თვეების ბავსვთან ურთიერთობას და 1 წლამდე ბავშვს არ უვლიან ხოლმე.
ნუ მოვიდნენ ეს ორნი, ცალ ცალკე ყავდა მაკას დაბარებული. ჯერ ალიონა მოვიდა 34 წლის ფაშფაშა-პუტკუნა ქალი. ვიკი ორივეს ძაან მაგრად მოეწონა. ნუ ამ ალიონამ რაც ილაპარაკა მაგრად დამევასა ყველაფერი, ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო ოდნავ, ძაან ოდნავ დაკრავდა კილოსავით. ოჩამჩირიდან ვართო წარმოშობითო და ძირითადად რუსულენოვანი ვარო, ალბათ მოვთხოვ რომ რუსულად ეკონტაქტოს ბავშვს, დიმას დედამაც ხო არ იცის ქართული და მაინც მოუწევს ვიკის რუსულის სწავლა. ამ ალიონამ გამომართვა ბავშვი მოეფერა, ხელზე გადაიწვინა, მიუალერსა და ბავშვმა უცებ დაიძინა, ჩააწვინა გვერდზე გემრიელად. ეს მომეწონა.
მერე მოვიდა მეორე ქალი ნუნუკა, იმან ენა არ გააჩერა იმდენი იბაზრა ასეთი ვარ ისეთი ვარო, ტერიტორიულად აქ რო ხართ მე მაწყობსო და კანდელაკზე რო გადახვალთ მერე გზის ფული დამიმატეთო. თან ამ ყველაფერს ისეთ სოფლურ კილოზე ბაზრობდა რო გული გამისკდა. ვიკი მასაც ძაან მოეწონა, გამომართვა ბავშვი ცოტას ეფერებოდა და უცებ ვიკიმ ტირილი დაიწყო, ამ ნუნუკამ კიდე ეგრევე უკან მომაწოდა ბავშვი. აი ეს უკვე მაგრად არ მომეწონა, თუ არ შეგიძლია ბავშვის დაწყნარება მაშინ რა ძიძა ხარ არაა.. ხოდა თან ეს კილო, თან ეს უკან ბავშვის მოწოდება, თან ეს უაზროდ ბევრი თვითრეკლამა და 350 ლარის გულისთვის რომ ვიმუშაო მეცოდება ჩემი თავიო, აი ამან გამაგიჟა და ეგრევე გადავხაზე ძიძების სიიდან. ხოდა ეხლა შაბათს დავიბარე ალიონა სამუშაოდ, შევხედავ და თუ მომეწონება ავიყვან, თუ არადა კიდევ ვინმე სხვა უნდა ვიპოვო.
ეს კასტინგი ძაან დამღლელი იყო, მიუხედავად იმისა რომ სამსახურში მე მულტიფუნქციური კადრი ვარ და HR-საც ვითავსებ და ბევრი ახალი ტანამშრომლის გასაუბრებასაც დავსწრებივარ, ეს ყველაზე დამღლელი და საპასუხისმგებლო გასაუბრება იყო ჩემთვის, რადგან საქმე ეხება ჩემს მოცუცქნულს.
ყველაფერი გამოვკითხე ამ ალიონას და რავი პირველი შთაბეჭდილებები ნორმალური იყო, თუმცა ეს სიტყვიერად და საქმით უკვე შაბათს ვნახავ. მითუმეტეს გავაფრთხილე რომ ვიკი არის ძალიან სათუთი და მტირალა ბავშვი და თან ეს დამატებაც რომ რაღაცნაირად უნდა აჭამოს, რადგან ჩვენ ვერ ვაწამეთ :( . მაგრამრავი გავუმკლავდები მაგ ყველაფერსო, თანაც წინა 2 ოჯახშიც სადაც მუშაობდა იქაც ასეთი პატარა ბავშვები ყოლია.
ხოდა ეგეთ გაწამაწიებში ვარ სამსახურის დაწყების წინ.

ჩამოვედით
უკვე მეორედ ვწერ ჩამოვედით მეთქი
პარასკევს რომ ჩავედით სიონში საღამო იყო უკვე და საკმაოდ ციოდა
ბავშვები გამოვკვებეთ მე და თეომ (ვიკი & მარიამი) დავაძინეთ და მერე მე დიმა და თეო ჩაისთან ერთად ძაან გვიანამდე ვსაუბრობდით.
გაასწორა მაგრად, ზაან მენატრება ხოლმე რაღაც სხვა ტემებზე საუბარი, მომავლის დაგეგმვა (ფანტაზიორობა)
მოსაბეზრებელია მარტო პამპერსებზე და გაზგამყვანებზე საუბარი, ხოდა მაგრად განვიტვირთე და ძაან გემრიელად დავიძინეთ.

VIKI & MARIAM

DSC04007

დილით ავდექით, ბავშვი ღამე რამდენჯერმე იღვიძებს, დილით 9ისკენ ვაჭამე
ტიროდა, რაღაც ისევ ჭიჭყინა გახდა ამ ბოლო დროს და ძაან მწყდება გული, მეგონა დაჭკვიანდა – გაიზარდა და ყველგან წავიყვან მეთქი, მაგრამ არაააა
ისევ ტირის ხოლმე ყველაფერზე :(
ხოდა რო ვაჭამე ჩავიცვი და ჩავიყვანე ეზოში, ბალახი ჯერ კიდევ ცვრიანი იყო, მზეს ჯერ ძალა არ ქონდა, საკმაო სუსხი იყო, კარგად შევფუთე ვიკი და ჰამაკში ჩავჯექით
დიმა ამასობაში სათევზაოდ იყო, სადღაც 7 საათზე ვიკის რო ვაჭმევდი გააღვიზა ბავშვის ტირილმა და გადაწყვიტა სათევზაოდ წასვლა
DSC03928ვიკი ჰამაკში ჩავაძინე და ავიყვანე ჩავაწვინე ჩემს ლოგინში კარგად ჩავფუთნე
სადღაც 1 საათი მეც ვეწექი გვერდით და ვეფერებოდი და ვტკბებოდი მისი თვალიერებით
მერე ნელ-ნელა მზე გამოვიდა და მეც ავდექი
მოვწესრიგდი, პირი დავიბანე, იცით რა ცივი წყალი მოდიიიიიიის, გაყინული, აი უგაყინულესი
მერე საუზმე გავამზადე ჩემთვის, თეოსთვის, მარიამისთვის, ამასობაში დიმაც მოვიდა და იმ მცხობელ ქალთან წავიდა რულეტებს რომ აცხობს ნიგვზიანს და ჯემებიანს
ვინც სიონში ისვენებთ ხოლმე გეცოდინებათ გეცოდინებათ
ხოდა მეც დავასხი ვისთვის ყავა ვისთვის ჩაი და ვისაუზმეთ, მერე ცოტა დავალაგეთ ჩვენი ოთახი, 12სკენ ბავშვს ვაჭამე და მე და თეო წავედით ტბაზე
მიუხედავად სიცივისა პლაჟი სავსე იყო დამსვენებლებით, მზეს ღრუბელი როგორც კი მიეფარებოდა ეგრევე ვიყინებოდით და მაიკას ვიმევდი მომენტალურად იმიტო რო მართლა სერიოზული სიცივე იყო
მერე ნელ ნელა გავმრავლდით პლაჟზე, რუსკა ჩამოვიდა, მერე ხათო, მერე მაია, ირაკლი, ირინკა და ბავშვები
დიმას დავუმესიჯე ბავშვს თუ აჭამე მეთქი, ფორუმზე მომწერეს რო ხელოვნურს შენ ვერ აჭმევ ბავშვსო რადგან რძის სუნი აგდისო
ამიტომ დიმას გადავაბარე ჰიპის ჭმევა ბავშვისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერც დიმამ ვერ აწამა და ვართ ასე ჰაერში, არ ვიცით რა ვიღონოთ
მაგრამ არც ტირისო ეხლა დაიძინაო და იყავიო მომწერა ხოდა 4 საათამდე ვიწექი, ბავშვს სულ ეძინა
მაგრამ მერე მე თვითონ გულმა აღარ გამიძლო 4 საათი იყო უჭმელი ვიკი და წამოვედი სახლში
მიუხედავად ასეთი ამინდისა ისეთი დავიხრუკე რო სახე ეხლაც კი წითელი მაქვს :)
სახლში რო მოვედით თაზოც ჩამოვიდა მალე, ვაჭამეთ მამრებს მე და რუსკამ და წავიდნენ სათევზაოდ, მე გადავივლე, გამოვიცვალე და კენგურუში ჩასმული ვიკითურთ წავედი სასეირნოდ.
 კოტეჯებში ავიარეთ ნატა და ლალი ვინახულეთ, მერე ვიბოდიალეთ კიდე და ამასობაში მაგრად აცივდა გამოვქანდი სახლისაკენ. ბავშვს ვაჭამე და დავაძინე, მე წიგნს ვკითხულობდი.  სათევზაოდ წასულების ნაწილი უკან მოვიდა ვერ გაძლეს, მზე რო გადადიოდა ნელ ნელა სასინელი სიცივე იწყებოდა, ისეთი სიცივე რო ეტყობოდა ღამე გავიყინებოდით. დიმა და ვატო დარჩნენ და საკმაოდ გვიან ამოვიდნენ გაყინულები, მაგრამ 20მდე შამაია მოიყვანეს.
 რუსამ და თაზომ შეწვეს ეს  თევზები და ღამე ბალკონზე დასხდნენ, ბიჭებმა არაყი იყიდეს და ჩაუჯდნენ. მალე ისეთი გამყინვარება დაიწყო რო ვერ ვთბებოდი ვერაფრით. 2 სვიტრი მეცვა და ძაან თბილი სპორტული კურტკა ზევიდან მაგრამ ვიყინებოდი, ოთახიდან ცხვირს ვერ ვყოფდი გარეთ. ბავშვს რო ვაჭმევდი მვეყინეთ ლამის ერთმანეთს. ზალიან თბილად შევახვიე და ვაძინებდი მაგრამ ბერ დავაძინე, არ ეძინებოდა, არადა მე უკვე თვალებს ვერ ვახელდი ისე ვიყავი დაღლილი, დამწვარი და გაყინული. თეომ გამომართვა ვიკი მე დავაძინებო, ერთი ისღა მახსოვს თბილად დააფარე მეთქი ვუთხარი და გავიგუდე ძილში. ისე მეძინა როგორ სემოვიდა დიმა და დაწვა არ გამიგია. ისე ყინავდა რო დიმაც ჩემს ლოგინში იწვა და მაინც ძლისვ ვთბებოდით, ცხვირები გვეყინებოდა. ღამე ვიკიმ რო გაიღვიზა საბანში გახვეულს ვაჭამე, რაც ძაან დისკომფორტი იყო, მაგრამ რა გვექნა.
  მე და თეო ვაპირებდით 27 აგვისტომდე დარჩენას, დიმა კიდე სამსახურის გამო კვირას სარამოს მოდიოდა თბილისში. მაგრამ კვირა დღეც ისეთი გათენდა რო მაგრად ციოდა და ყველამ გადავწყვიტეთ წასვლა. დიმა სათევზაოდ იყო ისევ წასული ვიტოსთან ერთად, მე თეო და რუსკა ბალკონზე მზეს ვეფიცხებოდით და ვჭორაობდით.
ამასობაში თეოს მამამთილი ჩამოვიდა, თეომ მთელი ბარგი ჩაალაგა და გაატანა, მარიამიც ბაბუას გაყვა.
 ჩვენ დავალაგეთ ოთახი, ვისადილეთ ყველამ ერთად ბალკონზე, დიმა და ვატომ ძაააან ბევრი თევზი მოიტანეს, მეც კი ვჭამე თევზი და დამევასა რატომღაც. მერე ჩავდეთ ბავშვის ეტლი და რაღაცეები ჩემს მანქანაში და დავემშვიდობეთ ჩვენს მეზობლებს.რაღაც ძაან გულისამაჩუყებელი დამშვიდობება იყო, ალბათ შემდეგ წლამდე ვერც ვნახავთ. ეგენი ყოველ წელს მაგ სახლში ისვენებენ და ზაფხულობით როგორც ერთი ოჯახი ისე ცხოვრობენ ხოლმე.
მერე ზევით ავიარეთ მაიასთან, მაგათაც დავემშვიდობეთ და გამოვგაზეთ თბილისისკენ.
  ამით დასრულდა 2009 წლის საკურორტო სეზონი მე და ვიკისთვის
სიმართლე გითხრათ ამასაც თუ მოვახერხებდით არ მეგონა :)

დროებით ისევ მომიწევს ბლოგთან დამშვიდობება, ან მხოლოდ week-end_ზე ან კიდევ რამდენიმე დღით
ხვალ მე დიმა და ვიკი ისევ სიონში მივემგზავრებით
ძალიან მოუხდა ჩემს სიხარულს სიონი და გვინდა მაქსიმალურად ისუნთქოს იქაური ჰაერი, ასე რომ რამდენიმე დღით მოიწყინეთ უჩემოდ :D :P

რაც შეეხება ამ პოსტს, ის ეძღვნება რამდენიმე ჩემს მეგობარს, რომლებთანაც 6 უბედნიერესი და ულამაზესი წელი მაკავშირებდა და სამწუხაროდ დღეს იშვიათად ვხედავ მათ.

ყველა ამბობს რომ FACEBOOK ძალიან მაგარია და ვეთანხმები მათ, მაგრამ უმეტესობა ამბობს რომ odnoklassniki.ru სიბანზეა და მეც ვერ ვიტანდი პირველად რო დავრეგისტრირდი და ტვინი რო წამიღეს ვიღაც დეგენერატებმა. ხოდა ავდექი და წავშალე. მაგრამ დღეს არარ ვფიქრობ რომ ეს სიბანძეა რადგან odnoklassnik_ებში უამრავი ადამიანი გავაცოცხლე, რომლებთანაც საერთოდ არ მქონდა კონტაქტი, ესენი ჩემი კლასელები და ჯგუფელები არიან და ასევე ადამიანები რომლებთანაც ოდესმე ვმეგობრობდი და ისინი საზღვარგარეთ წავიდნენ. მე ისინი სწრედ კლასნიკების მეშვეობით ვიპოვე და როდესაც პროფილი წავშალე, 2-3 კვირაში მივხვდი რომ უკვე მენატრებოდა მათთან ურთიერთობა და სადღაც 3 კვირის წინ ისევ აღვადგინე (Taa თაა).
 ხოდა რა შუაშია ეს საიტები …
 რამდენიმე დღეა საოცარი ნოსტალგია მაწუხებს, ნოსტალგია კი არადა მონატრება
საშინელი, ძლიერი მონატრება. მე ისინი მენატრებიან, მენატრებიან ყველანი ერთად და ისეთივე ხალისიანები და უდარდელები როგორებიც მაშინ ვიყავით.

ხოდა ბარემ საქმეზე, პოსტი ეძღვნება ჯულის, მაკოს, ლადოს, გოგიტას და შორეს…
ჩემს ჯგუფელებს და მეგობრებს

good_friends-8167
ერთ მშვენიერ დღეს ჩერეზ, ჩერეზ ჯგუფელები კლასნიკებზე ჩემს პროფაილს დაემატნენ შორეს და მაკოს გაღიმებული სახეები, უბედნიერესი ვიყავი, შორესთან ყოველთვის ზალიან ახლო ურთიერთობას ვინარცუნებდი და ისედაც ვიცოდი ყველაფერი. აი მაკოს სახის დანახვა კი მართლა უდიდესი სიხარული იყო ჩემთვის.
 შემდეგ Fეისბუქი, იქ ჯული და ლადო ვიპოვე და წრეც შეიკრა …
 ერთ მშვენიერ დღეს (რამდენიმე დღის წინ) ჯულიმ ფეისბუქზე რარაც დაასტატუსა, მერე ლადონ გასცა პასუხი, ვიჯექი კომპთან და ვკითხულობდი, ჯული… ლადო… ძალიან საყვარელი და მოგონებებით სავსე სახელები და უცებ გაგრძელებაც გამახსენდა
ლადო…
ლადო  და გოგიტა
ლადო & გოგიტა
ორი განუყრელი სახელი ჩვენი სტუდენტობის ბოლო წლებში, აი როგორი განუყრელები იცით, წარმოგიდგენიათ შერლოკ ჰოლმსი ვატსონის გარეშე?, მერი პოპინსი ქოლგის გარეშე? კარლსონი პროპელერის გარეშე?
აი ეგრე იყო ხოლმე ლადო და გოგიტა… გოგიტა და ლადო
ხოდა ზუსტად გოგიტა მენატრება
ძალიან, ძალიან მენატრება

აი ზუსტად Fეისბუქზე ჯულის და ლადოს და ჩემი პოსტების შემდეგ მომაწვა ეს მონატრება.
ყველანი მენატრებიან, ყველანი ვინც ჩამოვთვალე და სულ მაკლია ხოლმე ის დრო, მაგრამ გოგიტა ან წუთას ყველაზე ძალიან მენატრება…
არა, კი არ მომკვდარა, ცოცხალია :) არც საზღვარგარეთაა, უბრალოდ რარაც დროით მისი ნახვის შანსი არ მაქვს და ამიტომ უფრო და უფრო მაგრად მენატრება

ბაკალავრიატის მეოთხე და მაგისტრატურის ორივე წელი სულ ერთად გავატარეთ ამ ადამიანებმა, განსაკუთრებით მე ჯული გოგიტა და ლადო ვიყავით უფრო ერტად ხოლმე
სად არ დავწანწალებდით, რაღაც პროექტებში ვიღებდით მონაწილეობებს და რავი ძალიან მაგარი იყო
ერთად ვმეცადინეობდით გამოცდებისთვის, ერთად ვუძლებდით გოგიტას აუტანელ დაცინვებს და ლადოს სვანობებს, ალბათ ჩემს რარაცეებსაც ეგრე იტანდნენ მაგრამ არ ვიცი რას :)

ხოდა მინდა ჯულიზე, ლადოზე და გოგიტაზე გავამახვილო ყურადღება …

მათგან ყველაზე ადრე ლადო გავიცანი, მოსამზადებელზე ვსწავლობდით მეც ლადოც და მაკოც, მე და მაკო ერთ ჯგუფში ვიყავით, ლადო სხვაგან, მაგრამ გვიწევდა ხოლმე შეხვედრა და დავიცანი. მე და ტაკო, ჩემი დაქალი ლადოს ზურა ყიფშიზეს ვამსგავსებდით და ორივეს სასინლად მოგვწონდა ხოლმე.
პირველ კურსზე ძაან სხვათაშორის ვკონტაქტობდით და მერე და მერე ძაან დავახლოვდით.
 გოგიტა საერთოდ არ მახსოვს როგორ გავიცანი, ერტი სიმპატიური ბუთხუზა ბიჭი იყო ხოლმე თავისი გესლიანი დაცინვებით და ირონიული ხუმრობებით, მაგრამ ნელ ნელა ეგეც ჩემიანი გახდა :D
აი ჯულის გაცნობა (გაცნობა კი არა პირველად მისი არსებობის შეტყობა) იყო ყველაზე პრიკოლი. პირველი კურსის, პირველი კვირაა და პირველი ლექციები, ერთ ერთმა ლექტორმა ამოიკითხა:
გიორგაძე ჯულეტა
ხოოოოოოდა, ეს ჩემი ჯული წამოხტა გაცეხლებული და მე ჯულეტა კი არა ჯულიეტა ვარო, დაახურა თავზე ლექტორს.
მახსოვს როგორ გამიფართოვდა თვალები, აიიიიიი ეს იქნება რაც იქნება მეთი გავიფიქრე, სტერვა დალშე ნეკუდა ტქო
მაგრამ რა სწერვა თურმე უსაყვარლესი და უთბილესი ადამიანია.
  კარგად არ მახსოვს როდის და რატომდ დავახლოვდით ეს სასტავი ასე ძაან, ვფიქრობ ალბათ იმიტომ რომ ყველანი კარგად ვსწავლობდით, ყოველთვის მოწინავე სტუდენტები ვიყავით, დეკანატთან რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობები გვქონდა და ყოველივე ამან რაღაცნაირად დაგვაახლოვა. მერე ერთად მეცადინეობები, მერე ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი, სადაც ჯული, გოგიტა და ლადო გავიდნენ, მე ვერ გავედი ხმა დამაკლდა :( , ქეთი დოლიძემ არ მომცა თავისი ხმა, როგორ მახსოვს ცუდად :(
მერე რაღაც პროექტები, მე ლადო და გოგიტა წავედით კიევი – ოდესა ტრიპში, ოდესასი კონფერენციაზე ვმონაწილეობდით. ძაააალიან მაგარი დღეები იყო. კიევში ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდით და მე და ლადო გამუდმებით გოგიტას ვეკაიფებოდით ყველაფერი რო ეზიზღებოდა და ვერაფერს ვერ კიდებდა ხელს. სახლში ტუალეტის კარებს ლამის სალფეტკით აღებდა :D არადა საკმაოდ სუფთა სახლი იყო სადაც ვცხოვრობდით.
  მერე ოდესაში ჩავედით, გავიცანით კონფერენციის მონაწილეები, წაგვიყვანეს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. მე ვიღაც ავსტრიელ გოგოსტან ერთად მომიწია და საკმაო სისუფთავე დამხვდა, გოგიტა მეხვეწებოდა მეც აქ გადმოვალო, ბიჭებს კიდე არაბებთან მოუწიათ ცხოვრება. მე პირველივე დღესვე სალონები დავთირე, იმ ღამეს ოდესელ სტუდენტებთან ერტად გაცნობის საღამო გვქონდა სადღაც ბარში. მეორე დღეს ეგრევე დილიდანვ გავქანდი სალონში, ვარცხნილობის დასაყენებლად …
რა მიქნეს იციიიიიიიით, დამამახინჯეს, რაღაც ბანძი ხახოლური პრინჩო გამიკეთეს და ეგრე ვიჯექი კონფერენციაზე. ნუ რაც შევძელი ნევეძიმკებით შევილამაზე.
ძალიან მაგარი დღეები იყო, მერე ოდესელი სტუდენტები თბილისში ჩამოვიდნენ, აქ გვაკეტეთ კონფერენციის გაგრძელება, აქაც ზაან მაგარი დროები ვატარეთ მათტან ერთად, მაგ დღეებში დაჟე ლადო და გოგიტას ძმაკაცენთან :ნოდო, სოსოია და ოთოსთანაც მაგრად დავძმაკაცდი. დავდიოდით აღმა დაღმა რასაც ქვია, ხან კუს ტბაო (ბუნგალო ახალ გახსნილი იყო) ხან ჯოიო და რავი ხან სად ხან სად.
  მერე მაგისტრატურაში ჩავაბარეთ ყველამ,  მე მაკო, შორე, ჟული , გოგიტა & ლადო
ისევ ერთად ვიყავით, ისევ ერთად დავდიოდით აღმა დაღმა
ამ პერიოდში უკვე ჩვენმა კონფლიქტოლოგიის ლექტორმა შემოგვთავაზა CEP (CENTRAL EUROPEAN UNIVERCITY) რარაც პროექტში მიგვეღო მონაწილეობა, მე გოგიტა და ჯული დავთანხმდით, მაკოს ბავშვი ყავდა მაგ დროე მეორე პატარა, შორე მგონი ეგვიპტეში იყო, ლადო უკვე მუშაობდა ძაან სერიოზულად და დრო არ ქონდა.
ხოდა მე ჯული & გოგიტა სხვა ჯგუფელებთან ერთად დავწანწალებდით კვლევებზე ბათუმში, ლაგოდეხში, ახალციხეში და ძააააან მაგარ დროებს ვატარებდით.
 მერე უკვე ჯულიმაც დაიწყო მუშაობა და ისიც ნელ ნელა ძაან busy გახდა და იმდენად ვეღარ ვხედავდით, მერე მე და გოგიტა დავწანწალებდით, ხან მე ვიყავი გოგიტასთან, ხან ბელასთან ავდიოდით ხან ბაძგუსთან და რავი კიდე სად არა.
მერე დაიწყო night clubomania, მანდაც ძირითადად სულ ლადო და გოგიტასთან ერთად დავდიოდი ხოლმე, AJARA MUSIC HALL_ში, თუ მათთან ერთად არა ისე მაინც ვხვდებოდი ხოლმე იქ, იმიტო რო ეგენი სულ მანდ იყვნენ. პირველად მათთან ერთად დავლე ექსტაზი და მახსოვს ტირილით რო ვეხვეწებოდი სახლში არ წავიდეთ ჯერ მეთქი :D ეგ დღე არასოდეს დამავიწყდება. ძაააააალიან ძალიან მიყვარს ორივე. რაც უფრო მეტს ვიხსენებ მით უფრო მენატრებიან.
 მერე ერთ ზამთარს ბაკურიანში წავედით, ახალ წლებზე, არ მახსოვს მგონი 2004 თუ 2005 წელი მოდიოდა. 31ში ავიბარგეთ დიდი მარშუტკით მთელი ნავაროტკებით და 3მდე ვიყავით ბაკურიანში სასტუმრო ალპინაში. მაშინ ის ახალი აშენებული იყო, ჩვენ პირველი სტუმრები ვიყავით და ასწორებდა ყველაფერი ახალი და სუფთა იყო.
მთელს სასტუმროში ჩვენ ვიყავით 1 ნომრის გარდა, ლადოს უკვე შეყვარებული ყავდა და მასთან ერთად ცალკე ოთახში იყო, მე და გოგიტა და კიდე ერთი ცვენი მეგობარი როგორც სინგლები ერთ 3 ადგილიან ოთახში ვცხოვრობდით, მაგრამ ზატო ისეთი გემრიელი და თბილი ოთახი გვქონდა რო ყველა გაიღვიზებდნენ თუ არა ჩვენთან მორბოდნენ. უმაგრესი ახალი წელი გავატარეთ ერთად, სასტუმროს საბილიარდოც ქიონდა, საუნაც აუხიც და დაჟე ბურანიც გვათხოვა მეპატრონემ, საიდანაც ერთხელ გოგიტას გადმოვუვარდი :D და ლამის შუა თოვლში დამტოვა :D
  ძაან მაგარი დღეები იყო, ერთად ვათენებდით ღამეებს, რაღაც 7-8 კაცი ვიყავით ღამურები, ერთად ვსვამდით უზომოდ, ერთად ვეწეოდით სიგარეტს და ოლანს, ერთად ვსვამდით  აბსენტებს და ვთამაშობდით მაზიანებზე ბილიარდს.
   უნივერსიტეტი რო დავამთავრეთ, მერე უკვე მოშნად დაიკო ჩვენი შეხვედრების სიხშირემ, მერე ჯული ირანში წავიდა, მერე შორე გათხოვდა, მერე ლადომ მოიყვანა ცოლი, მერე ჯული ჩამოვიდა და მალე ისიც გათხოვდა. დავრჩით მე და გოგიტა. მერე გოგიტა სხვაგან გადავიდა სახცოვრებლად და დოლიძეზე თუ ხშირად ავდიოდი ხოლმე, იქ უკვე რაღაც საერთოდ ვერ ავედი, მერე საერთოდ დავიკარგეთ.
 ეხლა კიდე ლადო & ჯული ისევ ვიპოვე და ფეისბუქიდან მაიც ვიცი ხოლმე მათ შესახებ რარაცეები, ლადო ვნახე კიდეც ორსულობისას. ჯულის ეხლა ველოდები, თუმცა ჯულისაც ვნახულობდი ხოლმე სამსახურში. მაკოს მესამე ბავშვი ყავს, შორეს მეორე უნდა უკვე და გეგმავს, მე და ლადოს ჯერ ერთი ბაიები გვყავს.
  REZUME : ძალიან მენატრებით ყველანი ერთად, ცალ-ცალკეც მენატრებით მაგრამ ერთად “სულ სხვაა”
  დ ა მ ი ბ რ უ ნ დ ი თ

 

ჩემი ავატარები ფორუმებზე სხვადასხვა დროს :)

 

anm7778e98df0119e85

     956109102

press_logo2_jpg1

press_logo3_jpg1press_logo7_jpgpress_logo14_jpg

press_logo4_jpg

მოგეხსენებათ რომ სიონში წავედი იმედით რომ ჩამოვიდოდი მინიმუმ კარგი ზაგრით და მაქსიმუმ მულატკობაზე პრეტენზიით :D
მაგრამ კაცი ბჭობს და ღმერთი იცინისო და 10 დღიდან რაც მე იქ ვიყავი 8 დღე მინიმუმ 3 რამე მეცვა რომ გავმთბარიყავი ისე ციოდა
ხოდა მხოლოდ 2ჯერ ვიყავი პლაჟზე გასული, ნუ შევიზაგრე ოდნავ, მაგრამ …….. უკეთესი მინდოდა

წასვლამდე ვაპირებდი ამ პოსტის დაწერას მაგრამ მოუცლელობის გამო ვეღარ დავწერე, მაგრამ ეხლა უფრო მეტი ხალისით ვწერ
რატომ?
იმიტომ რომ იმ 2მა დღემ რაც მე პლაჟზე გავატარე სტიმული მომცა სერიოზული
აღმოვაჩინე რომ ზაგრის მირების სურვილი უკვე 3 ან 4ჯერ მეტ მამრს აქვს ვიდრე ეს წინა წლებში იგრძნობოდა ხოლმე
და საკმაოდ ბევრ მამრს ვხედავდი იმენნა საზაგრაოდ გაშხლართულს
ერთ ერთი მათგანის ტექსტიც კი გავიგე რომ უნდოდა მაგრად დაზაგრულიყო და რომ ჩალიჩობდა ამაზე
ასე რომ ეს პოსტი გამოადგება ორივე სქესის წარმომადგენლებს ვისაც უყვარს გარუჯვა :)

tanned-bikini-body 

 

         ამჯერად მინდა დავწერო ჩემი პატარა გამოკვლევის შედეგებზე …
კონკრეტულად კი: როგორ შევინარჩუნოთ რუჯი, რაც დამეთანხმებით ძალიან რთული და მტკივნეული ტემაა
15 დღე მზეზე ვიხრუკებით ხოლმე რომ კარგად გავირუჯოთ და მერე ძალიან მალე გადადის ეს რუჯი

 
ამიტომ რამდენიმე რჩევა მაქვს :
1. ვიტამინი A, გარუჯვისას კანი შრება და ხდება უფრო მყიფე, ამიტომ ძალიან სასურველია ვიხმაროთ კრემები და ლოსიონები რომლებიც შეიცავს ვიტამინ A_ს, ან მივიღოთ საკვები და ვიტამინების კომპლექსი რომლებიც შეიცავს ამ ვიტამინს
2. შევიცვალოთ რაციონი და გავამდიდროთ იგი ყვითელი და წითელი ხილით და ბოსტნეულით, ასევე მივიღოთ ძროხის ღვიძლი (მეზიზღება), ისპანახი, სტაფილო, რძე და კვერცხი
3. აუცილებლად წავისვათ ხოლმე გარუჯვის შემდეგ სხეულზე დამატენიანებელი კრემი ტანისთვის.
4. დაზაგრულებმა არ იაროთ საუნაში და არ იჭყუმპლაოთ ცხელი წყლით, ეს აუცილებლად გააფერმკრთალებს რუჯს.
5. კარგია თუ აბაზანის მიღებისას წყალში შეურევთ ცოტა ყავას ან ჩაის. შეიძლება ასევე გაყინული ჩაიანი ან ყავიანი წყლის კუბიკების წასმა კანზე, ესეც ეფექტურია
 
ზაფხულის დადგომისთანავე კიარადა, ქართველები გაზაფხულის შუისკენ უკვე ვფიქრობთ როგორ და როდის მივიღოთ ზაგარი.
ეს ჩისტა ქართული მანიაა, სხვები ამაზე მხოლოდ ზაფხულში ფიქრობენ დამიჯერეთ, უბრალოდ საქართველოში ზაგარია მოდაში, თან გოგოებს შორის,
რაც უფრო მაგარი ზაგარი გაქვს მით უფრო მაგარი ტიპშა ხარ
თუმცა უნდა აღვნიშნო რომ ბევრ მამაკაცს სულაც არ მოსწონს ჩვენი გარუჯული ტალახისფერი სხეულები, აი ზააააალიან ბევრ მამაკაცს
ჩვენ რომ არც კი გვგონია ისე ბევრს
თუმცა ეს არაფერს წყვიტავს ალბთ, მე მაგალითად ჩემი თავი გარუჯული უფრო მომწონს ვიდრე ნატურალური თეთრი, როგორიც ვარ :)
დღესდღეისობით საკმაოდ დიდი დავა არის ატეხილი მზის სხივების ზემოქმედების სესახებ ადამიანის კანზე, თუნდაც ის რომ კანის კიბოს აცენსო, თუნდაც ის რო ბრაზილიელებივით აჭრელებული ივლითო, თუმცა ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მზის მაცოცხლებელი ძალა და ენერგია და D ვიტამინი რომლებიც მის სხივებს მოჰყვება ჩვენამდე :)
ყოველივე ამის გარდა მზის სხივს აქვს კიდევ დადებითი მხარეებიც, ის ამაღლებს ფერმენტების აქტიურობას და იმუნიტეტს. ხოლო ვიტამინი D არის სასიცოცხლო მნიშვნელობის კუნტებისა და ძვლებისათვის და ასევე გვეხმარება დეპრესიასთან ბრძოლაში და ქმნის კარგ განწყობას :)
ეს ყველაფერი კარგი მაგრამ საშიშროება მართლაც არსებობს, ესენია: მელანომა, მკერდის კიბო, კანის დაბერება, მზისა თუ სითბური დარტყმები.
ამიტომ სასურველია რომ ზაგარი მივიღოთ გონივრულად :) (მე ვის რას ვეუბნები)
ამიტომ არავიტარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ გარუჯვის წინ, განსაკუთრებით პირველ დღეებში წაისვათ სახეზე და ტანზე მაღალი SPF იანი კრემები ან ზეთები.
მე ასე მოვიქეცი სიონში, წავისვი 20SPFიანი კრემი და ვიწექი შუადღის მზის ქვეშ, არანაირი დამწვრობა :)
 
ჩემი უსაყვარლესი ბრენდები
 
clinicue        estee
 
 
 
 P.S.  დღეს საბავშვო ანაბარი გავუხსენი ვიკის პროკრედიტში :)