Summer Pedicure

წელს მართალია გარეთ გასვლა იშვიათად მიწევდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვამჩნევ სამწუხარო და საშინელ ტენდენციას ფეხების მოუვლელობისა ამ ჩვენს დედაქალაქში.
ზაფხულია, ყველას გახსნილი ფეხსაცმელი გვაცვია, ხოდა რატომ გონიათ ზოგიერთებს რომ ფეხებზე არ დახედავენ? და მის მოვლილ ფეხებს თუ ფეხის თითებს არ შეაფასებენ?
კარგით, მესმის, ნორმალური პედიკური მინიმუმ 20 ლარი ღირს, მაგრამ სეზონზე ერთხელ ხომ მაინც შეიძლება ამ თანხის გამოყოფა საკუთარი თავისათვის? თუ არადა სახლში ხომ შეიძლება გამოყო 1 საათი შენი ფეხებისთვის.
მითუმეტეს ამ ზაფხულის ფეხსაცმლის მოდური ტენდენციები თითებმოხსნილ ან საერთოდაც მაქსიმალურად გახსნილი ფეხსაცმლისკენ არის მიმართული. ხოდა მოდით დავუთმოთ მეტი დრო ჩვენს ფეხებს რათა ისინი იდეალურად გამოიყურებოდნენ.
ზაფხულში ყველას ყველაფერი ფერადი აცვია, ასეთია სეზონის ჰიტი, ფრცხილების ლაქიც სესაბამისად ფერადი და კაშკასა გვისვია ყველას. ხოდა უმეტესობა გადაისვამს ამ ლაქს ფეხის თიტებზე და გონია რომ ყველაფერი მოგვარებულია. არადა სწორედ ეს კაშკასა ლაქები წარმოაჩენს ზუსტადაც მოუვლელობის დეფექტებს:ფრჩხილის არასწორი ფორმა, ნახეთქები, მაზოლები, შესიებები,სიწითლეები,დატეხილი ან აქერცლილი ფრჩხილები, მახეთქები ქუსლებზე და ასე შემდეგ.
ეს არის მთელი სია დეფექტებისა რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ.
მე, როგორც ეგეთ დეტალებზე საკმაოდ გაფანატებულმა ადამიანმა გადავწყვიტე რადგან დრო მაქვს (ბავშვს ძინავს 😀 ) დავეხმარო მათ ვისთვისაც ეს ჩინურია.
მაშ ასე ლაქის იდეალური ფერი ზაფხულში ფეხზე წასასმელად:
ესე ერთაზროვნად ვერ ვიტყვი რომ ვთქვათ ვარდისფერი არის იდეალური, არა, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ იდეალურად ითვლება ფეხზე ფრანგული მანიკური, ანუ ბუნებრიობასტან მიახლოებული დეკორი. თეთრი წვრილი ხაზი, რომელმაც ფრჩხილის ფორმას და სიგრზეს უნდა გაუსვას ხაზი და ზევიდან გადასმული ნაზი ვარდისფერი, რძისფერი ან გამჭვირვალე ლაკი. აი ყველა სეზონის იდეალური პედიკური.

summer pedicure

მაგრამ ზაფხულს მრავალფეროვნება უხდება და ჩვენც შეგვიძლია დავიწყოთ იმპროვიზირება.


ყველაზე ლამაზ ტონად ფეხის საზაფხულო მანიკურისთვის ითვლება ალისფერი წითელი და ფორთოხლისფერი. თუმცა წითელი ძალიან მოხსნილ ფეხსაცმელტან საკმაოდ ყვირის ხოლმე, ხოლო ფორთოხლისფერი კი გარდერობის ყველა ნივთს არ შეეხამება.
ზალიან ეფექტური იყო სარსანდელი ზაფხულის პიკი: ლურჯის ტონალობებზე ექპერიმენტები: ცისფერი, ლაჟვარდისფერი, ლურჯი, იისფერი და ასე შემდეგ. ამ ფერებად სეღებილი ფეხის ტიტები იყო 2008 წლის ზაფხულის ჰიტი და დამიჯერეთ მე რაც მინახავს უუულამაზესად გამოიყურებოდა. ასე რომ წელსაც მშვიდად შეგვიძლია გადავისვათ, მით უმეტეს რომ თბილისი ჯინსების ქალაქია და ჯინსებზე ეს ფერები იდეალურად მიდის, ასევე ძალიან მოუხდება სარაფანებს და ზღვის ტანსაცმელს.
გარდა ამისა ზაფხული ხომ პაემნების, წვეულებების, საღამოების პერიოდია და ყოველთვის გვინდა განსაკუთრებულად გამოვიყურებოდეთ. ამისთვის შეგვიძლია ასევე აქტუალურად გამოვიყენოთ ფეხის აქსესუარები როგორებიცაა ცეპი კოჭის ირგვლივ ან ლამაზი პატარა ბეჭედი მეორე თითზე (არავითარ შემთხვევაში თვლიანი 😀 ). ასევე შეგვიძლია დავამშვენოთ ჩვენი ფეხი ტატუთი, თუმცა მე პირადად არ ვაპირებ ტატუს გაკეტებას. არ მხიბლავს ტატუს იდეა.

 

pedicure-main_Full
რაც შეეხება ნეილ არტს ფეხებზე, რა თქმა უნდა დასაშვები და ძალიან ლამაზიც არის, მხოლოდ დაიმახსოვრეთ რომ ის უნდა იყოს მხოლოდ დიდ თითზე და აუცილებლად ზალიან მსუბუქი ნახატი ან კომპოზიციზ და აუცილებლად ზალიან ღია ფერებში. თორე მუქი ფერის ლაქები ფეხის თითზე დამიჯერეთ ძალიან ცუდ სტაბეჭდილებებს აღძრავენ ადამიანებში, მით უმეტეს მათში ვინც შორიდან დაინახავს ტქვენს ფრჩხილებს და არარ ექნება სურვილი კიდევ ერთხელ დახედოს რომ მიხვდეს რომ ეს სოკო და ჯანდაბა კი არა, არამედ პატარა ნახატია უბრალოდ მუქ ფერებში 🙂

 

 

რაც შეეხება ფეხების მოვლას, ჩემი რჩევები ასეთი იქნება:
შეიძინეთ:
ფეხის მასაჟორი
ფეხის ქუსლების სახეხი
ფეხის სკრაბი
ფეხის ფრჩხილების მაკრატელი და ქლიბი
ფეხის თითების დამაშორებელი, რომელიც გაგიადვილებთ ლაქის წასმას.
დაიბანეთ ფეხები ზაფხულში მინიმუმ 3-4ჯერ, ამით თავიდან აიცილებთ ზალიან ბევრ ბაქტერიას და კანს ხელს შეუწყობთ იყოს სუფთა და ნოტიო.
თვეში ერთხელ მაინც ესტუმრეთ სილამაზის სალონს პედიკურის გასაკეთებლად, რადგან ფეხის მასაჟს და სხვა დეტალებს როგორც გამოცდილი ხელოსანი გაგიკეთებთ, ეგრე თქვენ ვერ გაიკეთებთ.

kohler-pedicure-spa

 

 

 

 

 

ხოდა აი აქ მოვრჩი, პატივისცემით თქვენი თაა.
უფფ, ისე გამისწორდა ამ პოსტის წერა რო კიდე ბევრს დავწერ მომავალში თავის მოვლებზე

Comments

comments

12 thoughts on “Summer Pedicure

  1. ჯორჯ პაიკი says:

    კარგი იქნება შენს რჩევებს თუ გაითვალისწინებენ. მეც ხშირად ვაკვირდები ხოლმე მსგავს დეტალებს. ჯინსების ქალაქზეც გეთანხმები, მომენატრა კაბის დანახვა ქალის ტანზე… ეს რა უბედურებაა. ლამისაა შოტლანდიაში წავიდე და კაბიან კაცებს ვუყურო. 🙂

  2. სალ says:

    ჩემი სისუსტება მოვლილი ლამაზი ფეხები და ღია ფეხსაცმელები. ჰოდას იმდენ რამეს ვუშვები ჩემით, მეკითხებიან სად იკეტებო , 😀
    მაგრამ ბუნებრივადაც ისეთი კანი მაქვს ბევრიც ომრ არ მოვუარო მაინც ლამაზად გამოიყურება,
    ჰოდა ერთი დებილობა და მემართა, ახლამა კეტებმა დაღმართზე ბევრი სიარულისას დამაჭირა ცერა თითზე და გამიკეთდა დიდი სისხლჩაქცევა, :(( 2 კვირაა ნელ ნელა გადის,მაგრამ გამჭვირვალე მანიკურს ვეღარ ვისმევ ;/ არ მტიკვა ,უნბრალოდ ულამაზოა და არ ვიცი რა ვუშველო მალე რომ ალაგდეს ..შენ ხომ არ იცი რამე თაა??

  3. tatushka55 says:

    სალ

    სამწუხაროდ სისხლჩაქცევების ნამდვილად არაფერი ვიცი
    დაელოდე ჯობია თვითონ მოგირჩეს ან ექიმს მიმართე
    შენით არ დაუწყო ჩალიჩი, რამე არ დაიზიანო, უარესი არ იყოს

  4. antimelancholy says:

    გაიხარე რა : * მეც ვერ ვიტან მოუვლელ ფეხებს არადა მინახავს, რომ შეხედავ & კარგ ვიდზე რომ არის & ფეხებზე შავი ფრენჩი რომ აქვს( ანუ ჭუჭყები ფრჩხილქვეშ 😀 )

    აჰლა რამდენად ვაკმაყოფილებ:
    მასაჟორი არ მაქვს : (
    თითების დამაშრობელი რა არის ვაბშე? o_O??

    სკრაბუშკა მაქვს ძაან საყვარელი
    სახეხი მაქვს
    ქლიბი მაქვს
    მაკრატელი მაქვს
    ნუნები არ მეზრდება ფეჰზე =\
    კიდევ მაქვს ე.წ თითსაფარჩხი 😀
    & ფეხის კრემი.
    & რაც მთავარია ამ ყველაფერს ვხმარობ 😀
    ლაქი თითქმის სულ მისვია
    & კიდე ჩამწკრივებული თითები მაქვს.
    ფეჰის სამკაულები არ მევასება.
    არტი ერჰელ მაქვს მარტო გაკეთებული ფეხზე.

  5. Natalia says:

    მე ბეჭედი მომწონს ფეხის თითზე ძალიან, მაგრამ არ მაქვს სამწუხაროდ. აი ძეწკვი ადრე მეკეთა ხოლმე, მაგრამ ეხლა გავიზარდე და აღარ მეტევა ფეხზე, წონაშიც მოვიმატე :user:

    p.s ’დაიბანეთ ფეხები ზაფხულში მინიმუმ 3-4ჯერ’ – თუ არ დაუკვირდები, ისე ჟღერს, თითქოს მთელი ზაფხულის განმავლობაში მხოლოდ 3-ჯერ უნდა დაიბანო 😀 😀

  6. tatushka55 says:

    antimelancholy

    თითების დამაშრობელი რა არის ვაბშე?

    თითების დამაშრობელი = თითსაფარჩხი

  7. antimelancholy says:

    უი დამაშ-ო-რებელი წერია 😀
    დამაშრობელი წავიკითხე & მეთქი ჩამოვრჩი ცხოვრებას ))

  8. CosmicGirl says:

    კარგი ფოსტია მადლობა:) მეც მიყვარს მოვლილი ფეხები და ხელებიც რა თქმა უნდა:)
    თაა, სად აკეთებენ კარგ პედიკიურს თავისი მასაჯით და ყველაფრიანად?
    წინასწარ მადლობა:)

  9. Taa says:

    CosmicGirl

    გამარჯობა
    მე პედიკურს ამჟამად ჰეარჰაუსში ვიკეთებ და კმაყოფილი ვარ
    მაგრამ მასაჟებს არ აკეთებენ

  10. CosmicGirl says:

    გასაგებია:) მე უფრო მასაჟით მაინტერესებს. მაგრამ სხვათაშორის რაც ვნახე მაგათ საიტზე ფასები, ძალიან მომეწონა, აუცილებლად მივალ და შევადარებ ხარისხს:)

  11. თაკო გვაზავა says:

    ძაან კარგი თემა წამოჭერი თათ, მეც ძალიან მაწუხებს ქართველ ქალებში ფეხების და კერძოდ, პედიკურის მიმართ გულგრილობა. ბევრზე შემიმჩნევია, რომ ასხმული აქვს სამკაულები, სახეზე ადევს 3 სანტიმტრიანი მაკიაჟი და ფეხები კი მოუვლელი აქვს. კატასტროფაა! ვერ დავიმახსოვრეთ ქალებმა, რომ ქალის მთავარი სექსუალურობა და სილამაზე მდგომარეობს მოვლაში, ხომ იცით, როგორც ნათქვამია: არსებობენ ლამაზი და ზარმაცი ქალები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის დახვეწილ და მოვლილ ტერფებს.მე მაგალითად, ახლა ზამთარშიც მისვია შინდისფერი მანიკური, რომელიც ძალიან ლამაზად მოჩანს კალგოტკიდან. ზაფხულში კი გაცილებით მრავალფეროვანი პედიკური მაკვს, ნაზი არტი, ფრანგულები, მუქი ლაქები და ა.შ. რაც შეეხება კანის მოვლას, ყველა ქალს ვურჩევ vichy-ს ფეხის კრემს გამომშრალი კანისთვის. წარმატებებს გისრურვებთ 🙂

  12. Taa says:

    თაკო გვაზავა

    კეთილი იყოს შენი ფეხი აქ 🙂
    პედიკური ჩემთვის სიამოვნების ერთ ერთი წყაროა – ზამთარი ზაფხული არ ვიცი მე …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *