გიყვარდეს თმა შენი 2

მოკლედ ეხლა პირდაპირ თმის მოვლას რაც შეეხება მაგაზე გადავალ

გუშინ ცოტა სიცხე მქონდა და ვეღარ დავასრულე წერა, ესეც რო დავწერე კიდე მიკვირს.

ისევ ზაფხულზე დავციკლები, იმიტომ რომ ზაფხულში თმის მოვლას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს
ჩვენი თმა სიცხისგან ისევე წუხდება ზაფხულში და უწყლობას ისევე განიცდის როგორც ნებისმიერი ჩვენი ორგანო, იმისთვის რომ არ დაკარგოს თმამ ბზინვარება, არ გახდეს მტვრევადი და გაყოფილი, ცოოტა მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება მათ მოსავლელად,  სამაგიეროდ შემოდგომაზე ჩვენი თმაც ისეთივე მშვენიერი და დასვენებული იქნება, როგორიც თითოეული ჩვენგანი შვბულების ან არდადეგების შემდეგ 🙂
რჩევა პირველი : არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ თმის ქიმიური დახვევა ზაფხულში
რჩევა მეორე: ზაფხულში არავითარ შემთხვევაში არ შეიღებოთ თმარადიკალურად განსხვავებულ ფერში

დავიწყოთ თმის დაბანის პროცედურით, თუ რამდენჯერ უნდა დაიბანოთ თმა ეგ თქვენი გადასაწყვეტია, რაც უფრო თხელია თმა ჯობს უფრო იშვიათად დაიბანოთ ზაფხულში,  რაც უფრო სქელია მით უფრო ხშირად, მით უმეტეს რომ ზღვის მარილი სქელ თმაში უფრო მეტად რჩება.
სასურველია გამოვიყენოთ სპეციალურად არსებული საზაფხულო შამპუნები, მე პირადად თბილისში არ შემხვედრია ჯერ 🙁 თუმცა ვიცი რომ სანსილკს აქვს და კიდევ ბევრ ბრენდა, აწერია კიდეც რომ მზისგან დამცავი დამატებითი ეფექტი აქვს- UV ფილტრი და სპეციალური დამატენიანებელი. მე თვითონაც უცხოურ ფორუმზე გავიგე ამის შესახებ. დიდი სურვილი მაქვს მქონდეს საზაფხულო შამპუნი.

თუმცა მხოლოდ საზაფხულო შამპუნი ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს, სიტყვაზე ივლისის და აგვისტოს მზის ქვეშ, ჩვენი თმის სრულ დატენიანებას, ამიტომ ზღვაზე წასვლისას კიდევ ერთი ფლაკონი ან სპეციალური ბალზამი ან მასკა რომ ჩავიგდოთ ჩანთაში, ალბათ ძალიან არ დავმძიმდებით.
აი რამდენიმე საზაფხულო შამპუნის სურათი ამოვაგდე გუგლში

052708_lanza_400x400532520155_23b9d7ae2e12200004425

გარდა ამისა სასურველია საერთოდ მოვერიდოთ ფენის ხმარებას ზაფხულში, განსაკუთრებით თუ ზღვაზე ვართ დასასვენებლად წასულები, რადგან ფენი ისედაც აშრობს თმას და მზის სხივებთან ერთად ეს კიდევ დამატებითი სტრესია თმისათვის.

ეხლა რაც შეეხება მზისგან დაცვას, ამისათვის რა თქმა უნდა ყველაზე ეფექტური საშუალებაა თავსაბურავები.
სასურველია ნატურალური ნაჭრის კეპები, ბენდენები ან მსგავსი რამ ან ყველაზე საუკეთესო ჭილოფის შლაპები
და ასევე სასურველია ეს ყველაფერი იყოს ღია ფერებში და გვეხუროს წყალშიც, რაც საქართველოში ალბათ წარმოუდგენეია 😀

თუ ვთქვათ წავედით ისე რომ დაგვრჩა ეს ყველაფერი, არსებობს მაინც ჯერ კიდევ ერთი გამოსავალი, ესაა სუპერმარკეტი
ჩავირბენთ და ვიყიდით ზეითუნის ზეთს, წავისვამთ დაბანამდე ნახევარი საათით ადრე და ეგაა 🙂
თუმცა სპეციალიზირებული სპრეები და მასკები ჯობია ყოველთვის რადგამ მათ რამდენიმე ფუნქცია აქვთ ყოველთვის დამცავი, მკვებავი და დამატენიანებელი.

მაგალითად Vichy _ს აქვს თმის დამცავი ძალიან სერიოზული ხაზი

123

და ბოლოს მინდოდა დამეწერა 2009 წლის მოდაზე, მაგრამ რაც არ წავიკითხე რამე განსაკუთრებული ვერ ვნახე, ერთადერთი განსხვავებული ის იყო რომ 2009 წელს უფრო მოკლე თმაა მოდაში. ხოლო მათთვის ვინც ვერ ელევა გრძელ ტმებს, რეკომენდირებულია ასიმეტრიული ვარცხნილობები.


Comments

comments

23 thoughts on “გიყვარდეს თმა შენი 2

  1. Natalia says:

    მე მაქვს სქელი თმა და თან ძალიან მალე ხდება დასაბანი, ისე მიჭირს მოვლა.. მოკლედ შეჭრას აზრი აქვს – არ მომიხდება.

    მოკლედ, ძალიან მაწვალებს.

    ეხლა ვაპირებ შეჭრას, ვარცხნილობა ვერ მოვიფიქრე ოღონდ.

    პ.ს იმედია შენ და ვიკი კარგად ხართ ეხლა :*

  2. antimelancholy says:

    tata mayureblis dajinebuli thovnit frcHilebze(helis) & fehebis(mteli fehi ra) movlazec unda dawero aucileblad..

    :aghfrtovanebul:

    im ishviat dedatagani har romelsac bavshvis gachenis mere gababaiagebis tendencia ar aqvs.

  3. tatusi says:

    mokled, tma chemtvis yvelaze mnishvnelovania, 😀
    yvelaze metad miyvars, tu ki vinmes bolochamiebs shevamchnev makratlit davdev :D,

  4. tatusi says:

    minda mec mogcet rcheva imat, visac dazianebuli boloebi gaqvt, dabanamde 30 wutit adre gawuret kombosto da misi wveni tmis boloebshi sheizilet, tumca arc tu ise advilia kombostos gawurva emrwmunet 😀

  5. Sophie Golden says:

    ისე მომწონს ეს პოსტები, კიდევ დაწერე კიდევ!!!
    მოკლედ, მე ყველა ზემოთ ჩამოთვლილ რჩევას ვითვალისწინებ.
    პლუს, ახლა შევიმოკლე თმა სადღაც 5-7 სანტიმეტრით და ბევრად უფრო ცოცხლად გამოიყურება.

    მოკითხვა ვიკის და მოფერება ლამაზ თმებზე 🙂

  6. antimelancholy says:

    sevicheri & ese maqvs 😐
    [IMG]http://i202.photobucket.com/albums/aa38/piglet_photos_album/tmebi.jpg[/IMG]

  7. Marika says:

    შვარცკოფის გარდა თავზე არ ვიკარებ არაფერს

  8. ნიკა-ბი says:

    მე ვიშის შამპუნებს და თმის მოვლის საშუალებებს ვხმარობ

  9. მარინა says:

    მე კი ეს საშუალებები მომწონს ძალიან, თმა გამომიცოცხლა, ხალხი ვეღარ მცნობს.
    ადრე თუ გაქუცული თმებით დავდიოდი, თმას ვერ ვიზრდიდი, ახლა შეჭრას ვერ ვასწრებ ისე სწრაფად მეზრდება:
    http://faberlicc.blogspot.com/2012/04/blog-post_25.html

  10. თაკო says:

    მე მაქვს ძალიან სქელი თმა თან ათასნაირი სამპუნი ვიხმარე და ვერცერტი სამპუნი ვერ მოვიხმარე ზალიან მალე მიცხიმიანდება ტმა იქნებ მირცჰიოტ რამე გტხოვტ

  11. ანნნნნ ოოოოოო says:

    თმა შევიღებე და მოკლედ კაი ფერრი ვერ დავიისვი რა )) ერთ კვირაში 6-ჯერ მომიწიია შეღებვა და პლიუს გაამოოღიავება , თმას რომ ვიბან დამდნარია და ისედაც სულ დამწვარი მაქვს :((( რა ვუუშველოო..დამეხმარეთ

  12. Taa Morchiladze says:

    სად იღებავდი თმას და რატომ გაბედე ერთ კვირაში ამდენჯერ ძალადობა შენს თმაზე?
    სასწრაფოდ უნდა მოირგო ნიღბები თმის მიხედვით. მიდი ნატალიში ან დესანჟში და ჯერ თმის შემოწმებას გაგიკეთებენ სპეციალური აპარატით და მერე გირჩევენ.

  13. ანნნნნ ოოოოოო says:

    Taa Morchiladze salonshi 😀 samjer da samjer me tviiton shevigebe , saxlshii 😀 desanji teriitoriulad sad ariis ? anu mand daamexmarebian xo?

  14. Tata Morchiladze says:

    გამარჯობა, ნატალის ქსელში იყიდება "ფრამეზი" იტალიური ბრენდია დაზიანებული თმისთვის არის საუკეთესო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *