Lips Like Sugar

დღეს მინდა დავწერო პატარა მოგზაურობა ტუჩების შესახებ. სიონში ჩემმა ერთდღიანმა ტრიპმა და ღრუბლების ქვეშ პლაჟზე წოლამ ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო. დავდივარ აჭრელებული სახის კანით, დასუსხული და დაბერილი ტუჩებით 🙁
მატყუარა ამინდმა, როცა მეგონა რო ვიწექით და გვცივაო სასტიკად დამწვა 🙁
გუშინწინ სარკეში რომ ცავიხედე დილით გული კინაღამ გამისკდა, მარჯვენა ლოყა სულ აქერცლილი მაქვს და ტუჩები დამწვარი. თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიაო და მეც ამ ტუჩების დანახვამ პოსტის იდეა გამიჩინა – დამეწერა ტუჩებზე და მათ მოვლაზე.

Lips_005


ყოველდღიურად ჩვენი ტუჩები აკეთებენ რამდენიმე ათას მოძრაობას : ჭამის, ლაპარაკის, ღიმილის და ასე შემდეგ დროს. ჩვენ ვიკვნეტთ, ვილოკავთ ტუჩებს და საერთოდაც ჩვენს ტუჩებს საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვთ მოძრაობის მხრივ, საერთოდ არაფერი რომ არ ვთქვა კოცნაზე.
ჩვენი ტუჩები თითქმის ყოველთვის შიშველია და მზის, ქარისა და ყინვის პირდაპირი მსხვერპლი ხდება ხოლმე, რის გამოც ხდება მათი გამოშრობა და აქერცვლა.

ყოველივე ამის გამო ჩვენს ტუჩებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება რათა ყოველთვის მოვლილად, მიმზიდველად და “სვეჟად” გამოიყურებოდეს. გაგიკვირდებათ და ტუჩების მოვლაში უდიდესი მნიშვნელობა უჭირავს წყალს, რაც მეტ წყალს დავლევთ დღის მანძილზე მით უფრო დატენიანებული იქნება როგორც ჩვენი ორგანიზმი ასევე ჩვენი ტუჩები.

ეხლა მინდა გასწავლოთ ერთი კარგი бабушкины რეცეპტი, რაც ტუჩების აქერცვლას და გამოშრობას უშლის ხელს, ასევე ამასაჟებს, ზედმეტ მკვდარ უჯრედებს აახალგაზრდავებს ან აქრობს და ტუჩებს სირბილეს უბრუნებს : ონდა აურიოთ ერთმანეთში ცოოტა თაფლი და ცოტა ზეითუნის ზეთი, ეს ნარევი უნდა დაასხათ ძალიან რბილ კბილის ჯაგრისზე, წასივათ ტუჩებზე ამავე ჯაგრისით და ძალიან ნაზი მოძრაობებით დაიმასაჟოთ ტუჩები რამდენიმე წუთი. მერე ცამოიბანეთ. რამდენიმე მასაჟსაც კი უკვე კარგი ეფექტი აქვს.

sexy20lips1

ძალიან მოუხდება ჩვენს ტუჩებს ასევე ტუჩის მასკები რადგან ზაფხულში ტუცები ზალიან შრება ხოლმე,მზის ზემოწმედებისაგან, ეს მასკები საკმაოდ გემრიელად გამოიყურება, მაგალითად არეული ხაჭო და ნაღები. თაფლი, სტაფილოს წვენი, ლიმნის წვენი. თუმცა დღესდღეისობით ისეთი დამცავი საშუალებები არსებობს ჩვენი ტუჩებისათვის რომ ეს ბაბუშკინი რეცეპტები არარც გვჭირდება, მაგრამ ეს მათთვის ვისაც კოსმეტიკურ საშუალებებზე ალერგია აქვთ.
ზამთარში ძალიან კარგია პომადის ქვეშ ცოტა პუდრის ან ტონალურის წასმა, ხოლო ზაფხულში კი მხოლოდ დამატენიანებელი საშუალებების წასმა.

რამდენიმე რჩევა:
თუ თქვენი პირი და ტუჩები გეჩვენებათ რომ არის დიდი ტუჩის საცხი, პომადა ან ბლესკი წაისვით მხოლოდ ცენტრალურ ნაწილში და გვერდები დატოვეთ როგორც არის.
ღია და მბზინავი ტონები ვიზუალურად ზრდიან ტუჩებს და მუქი ტონები კი აპატარავებენ.
პატარა პირი რომ უფრო დიდად წარმოაჩინოთ ამაში ვარდისფერი და მარჯნისფერი პომადა დაგვეხმარება, ისინი წავისვათ მთელს ტუჩზე და ბლესკსაც თუ გადავატარებთ ზემოდან უკეტეს შედეგს მივიღებთ.
ტუჩებს ასევე ადიდებს კონტურული ფანქარი, მაგრამ მე ძალიან არ მომწონს, რაც არ უნდა ღია ფერის იყოს მაინც არ მიყვარს კონტურიანი ტუჩები, და მუქი კონტური ხო საერთოდაც ვულგარულად გამოიყურება ჩემს თვალში

http://www.ehow.com/video_2275594_apply-pouty-lips-makeup.html

ვინც პომადას ხმარობს მათთვის ზალიან მნიშვნელოვანი პომადის ფერის შერჩევაში არის მათი თმის ფერი:
ქერებს ზალიან უხდებათ თბილი ფერის პომადები: ატმისა და ვარდისფერის ტონალობები.
წითურთმიანებისათვის რეკომენდირებულია მოწითალო – მოყავისფრო პომადები
აი “ბრუნეტკებს” კი ამ მხრივ ძალიან გაუმართლათ, მათ თმას უხდება ნებისმიერი ფერის პომადა.

და ბოლოს ტუჩების მოვლის რამდენიმე ოქროს წესს დავწერ:

1. დატენიანება

უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი, რადგან პირის ზონა მეორეა სახეზე სიმშრალით, თვალების ირგვლივ ზონის შემდეგ. ტუჩის კანი ზალიან ნაზია და ძნელად უმკლავდება ისეთ დამანგრეველ ფაქტორებს როგორებიცაა ქარი, სიცივე, ყინვა, მზე, კონდიციონერი. ტუჩის კანს ყოველთვის ჭირდება ჩვენი დახმარება. ეს ორმხრივად შეგვიძლია გავაკეთიოთ როგორც გარეგანად ასევე შინაგანად. შინაგან დახმარებას რაც შეეხება უკვე დავწერე რომ წყალი არის ამისთვის პირველი, და 4-8 ჭიქა წყალს თუ მივიღებთ დღეში მაჩინ ჩვენი ტუჩებიც დაცული იქნება გამოშრობისაგან, ხოლო გარეგან დატენიანებას რაც შეეხება ამისათვის არსებობს დამატენიანებელი ჰიგიენური პომადები და ტუჩის ბალზამები. ხოლო სახლის პირობებში კი ძალიან სასარგებლო კომპრესი არის ბამბის ტამპონი დასველებული ჩვეულებრივი ან მწვანე ჩაის ნაყენით.

2. პილინგი

მართალია ტუჩის კანი ზალიან სუსტია, მაგრამ ნაზ პილინგს მაინც აიტანს. ეს საჭიროა მკვდარი უკრედების მოსაშორებლად და ტუჩებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. მართალია ამისთვისაც არსებობს სპეციალური სასუალებები, მაგრამ მე თბილი წყლით დასველებულ ტუჩებზე ზალიან რბილი კბილის ჯაგრისით მასაჟს ან კიდევ ცოტა უხეში პირსახოცის ნაწრით მასაჟს ვჯერდები. კარგად დავიმასაჟებ ხოლმე, განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ, როდესაც ორთქლით ისედაც დარბილებულია კანი, და მერე რამეს გადავისმევ ხოლმე. მე ძალიან მშრალი კანი მაქვს ტუჩებზე, თან სულ ვილოკავ ხოლმე და უარესად ვაშრობ. ამიტომ სულ რარაცას ვისვამ ხოლმე რო არ ამექერცლოს.

3. კვება და დარბილება

რაც უფრო ერთგვაროვანი და რბილია ტუჩის კანი, მით უფრო მიმზიდველად და სექსუალურად გამოიყურება ტუჩები. თუ პომადას ხმარობთ მითუმეტეს, რადგან პრიალა ტუჩზე პომადა ბევრად ლამაზი ცანს, რადგან აქერცლილი ნაწილები პომადაში ეგრევე იკვეთება და ძალიან უსიამოვნო საყურებელია. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვკვებოთ ტუჩები დამარბილებელი ეფექტის მქონე საშუალებებით. მაგალითად:  ნაღების მასკა, ცხიმიანი ხაჭოს მასკა, გახეხილი სტაფილოს მასკა ან სტაფილოს წვენის კომპრესი, თაფლი.

4. UF ფილტრები
მზის ზემოქმედების ქვეშ ტუჩები კარგავენ ფერს, უფერულდებიან. ამიტომ ზაფხულში შეიძინეთ ისეთი საშუალებები რომლებსაც აქვთ მზისგან დამცავი ეფექტი

Comments

comments

8 thoughts on “Lips Like Sugar

  1. პერწკლი says:

    მიყვარს შენო ბლოგი : )))
    პ.ს. მე ტუჩებზე თაფლს ვისმევ ხოლმე, ყველაზე კარგად ეგ მშველის დახეთქვისას.

  2. mscoraline says:

    ნივეას პომადას ვისმევ ხოლმე გარეთ როცა გავდივაარ და მეხმარება რაღაც მხრივ : )

    ამის გარდა ვცდილობ ხოლმე არ მოვიჭამო და მოვიკვნიტო ტუჩები : D მაგრამ ეს ნაკლებად გამომდის :))))

  3. რუსკა says:

    ვაიმე ჩემ ტუჩებს ისეტი ჭირთ როო… სულლ ვიჭამ და ვიკვნიტავ… და სულლ დამწვარი მაკ ხოლმე მზისგან:)

  4. ქეთა says:

    თააა ხო არ იციიი ტუჩის კონტურს სად აკეტებენ და რა ღირს?:):)

  5. Taa says:

    ქეთა

    ხვალ გამახსენე რაა FB-ზე და მოგწერ
    ჩემმა დამ გაიკეთა
    ძალიან მინდა მეც მაგრამ ვერ ვრისკავ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *