მე ისინი მყავდნენ

დროებით ისევ მომიწევს ბლოგთან დამშვიდობება, ან მხოლოდ week-end_ზე ან კიდევ რამდენიმე დღით
ხვალ მე დიმა და ვიკი ისევ სიონში მივემგზავრებით
ძალიან მოუხდა ჩემს სიხარულს სიონი და გვინდა მაქსიმალურად ისუნთქოს იქაური ჰაერი, ასე რომ რამდენიმე დღით მოიწყინეთ უჩემოდ :D :P

რაც შეეხება ამ პოსტს, ის ეძღვნება რამდენიმე ჩემს მეგობარს, რომლებთანაც 6 უბედნიერესი და ულამაზესი წელი მაკავშირებდა და სამწუხაროდ დღეს იშვიათად ვხედავ მათ.

ყველა ამბობს რომ FACEBOOK ძალიან მაგარია და ვეთანხმები მათ …
ხოდა რა შუაშია ეს საიტები …
რამდენიმე დღეა საოცარი ნოსტალგია მაწუხებს, ნოსტალგია კი არადა მონატრება
საშინელი, ძლიერი მონატრება. მე ისინი მენატრებიან, მენატრებიან ყველანი ერთად და ისეთივე ხალისიანები და უდარდელები როგორებიც მაშინ ვიყავით.

ხოდა ბარემ საქმეზე, პოსტი ეძღვნება ჯულის, მაკოს, ლადოს, გოგიტას და შორეს…

ჩემს ჯგუფელებს და მეგობრებს

good_friends-8167
ერთ მშვენიერ დღეს ჩერეზ, ჩერეზ ჯგუფელები კლასნიკებზე ჩემს პროფაილს დაემატნენ შორეს და მაკოს გაღიმებული სახეები, უბედნიერესი ვიყავი, შორესთან ყოველთვის
ძალიან ახლო ურთიერთობას ვინარჩუნებდი და ისედაც ვიცოდი ყველაფერი. აი მაკოს სახის დანახვა კი მართლა უდიდესი სიხარული იყო ჩემთვის.
შემდეგ Fეისბუქი, იქ ჯული და ლადო ვიპოვე და წრეც შეიკრა …
ერთ მშვენიერ დღეს (რამდენიმე დღის წინ) ჯულიმ ფეისბუქზე რაღაც დაასტატუსა, მერე ლადომ გასცა პასუხი, ვიჯექი კომპთან და ვკითხულობდი, ჯული… ლადო… ძალიან საყვარელი და მოგონებებით სავსე სახელები და უცებ ….
ლადო…
ლადო  და გოგიტა
ლადო & გოგიტა
ორი განუყრელი სახელი ჩვენი სტუდენტობის ბოლო წლებში, აი როგორი განუყრელები იცით, წარმოგიდგენიათ შერლოკ ჰოლმსი ვატსონის გარეშე? მერი პოპინსი ქოლგის გარეშე? კარლსონი პროპელერის გარეშე?
აი ეგრე იყო ხოლმე ლადო და გოგიტა… გოგიტა და ლადო
ხოდა ზუსტად გოგიტა მენატრება
ძალიან, ძალიან მენატრება

აი ზუსტად ფეისბუქზე ჯულის და ლადოს და ჩემი პოსტების შემდეგ მომაწვა ეს მონატრება.
ყველანი მენატრებიან, ყველანი ვინც ჩამოვთვალე და სულ მაკლია ხოლმე ის დრო, მაგრამ გოგიტა ამ წუთას ყველაზე ძალიან მენატრება…
არა, კი არ მომკვდარა, ცოცხალია :) არც საზღვარგარეთაა, უბრალოდ რაღაც დროით მისი ნახვის შანსი არ მაქვს და ამიტომ უფრო და უფრო მაგრად მენატრება

ბაკალავრიატის მეოთხე და მაგისტრატურის ორივე წელი სულ ერთად გავატარეთ ამ ადამიანებმა, განსაკუთრებით მე ჯული გოგიტა და ლადო ვიყავით უფრო ერთად ხოლმე
სად არ დავწანწალებდით, რაღაც პროექტებში ვიღებდით მონაწილეობებს და რავი ძალიან მაგარი იყო
ერთად ვმეცადინეობდით გამოცდებისთვის, ერთად ვუძლებდით გოგიტას აუტანელ დაცინვებს და ლადოს სვანობებს, ალბათ ჩემს რაღაცეებსაც ეგრე იტანდნენ მაგრამ არ ვიცი რას :)

ხოდა მინდა ჯულიზე, ლადოზე და გოგიტაზე გავამახვილო ყურადღება …

მათგან ყველაზე ადრე ლადო გავიცანი, მოსამზადებელზე ვსწავლობდით მეც ლადოც და მაკოც, მე და მაკო ერთ ჯგუფში ვიყავით, ლადო სხვაგან, მაგრამ გვიწევდა ხოლმე შეხვედრა და დავიცანი. მე და თაკო, ჩემი დაქალი ლადოს ზურა ყიფშიზეს ვამსგავსებდით და ორივეს საშინლად მოგვწონდა ხოლმე.
პირველ კურსზე ძაან სხვათაშორის ვკონტაქტობდით და მერე და მერე ძაან დავახლოვდით.
გოგიტა საერთოდ არ მახსოვს როგორ გავიცანი, ერთი სიმპატიური ბუთხუზა ბიჭი იყო ხოლმე თავისი გესლიანი დაცინვებით და ირონიული ხუმრობებით, მაგრამ ნელ ნელა ეგეც ჩემიანი გახდა :D
აი ჯულის გაცნობა (გაცნობა კი არა პირველად მისი არსებობის შეტყობა) იყო ყველაზე პრიკოლი. პირველი კურსის, პირველი კვირაა და პირველი ლექციები, ერთ ერთმა ლექტორმა ამოიკითხა:
გიორგაძე ჯულეტა
ხოოოოოოდა, ეს ჩემი ჯული წამოხტა გაცეცხლებული და მე ჯულეტა კი არა ჯულიეტა ვარო, დაახურა თავზე ლექტორს.
მახსოვს როგორ გამიფართოვდა თვალები, აიიიიიი ეს იქნება რაც იქნება მეთი გავიფიქრე, სწერვა დალშე ნეკუდა თქო
მაგრამ რა სწერვა თურმე უსაყვარლესი და უთბილესი ადამიანია.
კარგად არ მახსოვს როდის და რატომდ დავახლოვდით ეს სასტავი ასე ძაან, ვფიქრობ ალბათ იმიტომ რომ ყველანი კარგად ვსწავლობდით, ყოველთვის მოწინავე სტუდენტები ვიყავით, დეკანატთან რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობები გვქონდა და ყოველივე ამან რაღაცნაირად დაგვაახლოვა. მერე ერთად მეცადინეობები, მერე ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი, სადაც ჯული, გოგიტა და ლადო გავიდნენ, მე ვერ გავედი ხმა დამაკლდა :( , ქეთი დოლიძემ არ მომცა თავისი ხმა, როგორ ცუდად მახსოვს :(
მერე რაღაც პროექტები, მე ლადო და გოგიტა წავედით “კიევი – ოდესა” ტრიპში, ოდესაში კონფერენციაზე ვმონაწილეობდით. ძაააალიან მაგარი დღეები იყო. კიევში ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდით და მე და ლადო გამუდმებით გოგიტას ვეკაიფებოდით ყველაფერი რო ეზიზღებოდა და ვერაფერს ვერ კიდებდა ხელს. სახლში ტუალეტის კარებს ლამის სალფეტკით აღებდა :D არადა საკმაოდ სუფთა სახლი იყო სადაც ვცხოვრობდით.
მერე ოდესაში ჩავედით, გავიცანით კონფერენციის მონაწილეები, წაგვიყვანეს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. მე ვიღაც ავსტრიელ გოგოსთან ერთად მომიწია და საკმაო სისუფთავე დამხვდა, გოგიტა მეხვეწებოდა მეც აქ გადმოვალო, ბიჭებს კიდე არაბებთან მოუწიათ ცხოვრება. მე პირველივე დღესვე სალონები დავთირე, იმ ღამეს ოდესელ სტუდენტებთან ერთად გაცნობის საღამო გვქონდა სადღაც ბარში. მეორე დღეს ეგრევე დილიდანვ გავქანდი სალონში, ვარცხნილობის დასაყენებლად …
რა მიქნეს იციიიიიიიით, დამამახინჯეს, რაღაც ბანძი ხახოლური პრინჩო გამიკეთეს და ეგრე ვიჯექი კონფერენციაზე. ნუ რაც შევძელი ნევეძიმკებით შევილამაზე.
ძალიან მაგარი დღეები იყო, მერე ოდესელი სტუდენტები თბილისში ჩამოვიდნენ, აქ გავაკეთეთ კონფერენციის გაგრძელება, აქაც ძაან მაგარი დროები ვატარეთ მათთან ერთად, მაგ დღეებში დაჟე ლადო და გოგიტას ძმაკაცენთან :ნოდო, სოსოია და ოთოსთანაც მაგრად დავძმაკაცდი. დავდიოდით აღმა-დაღმა რასაც ქვია, ხან კუს ტბაო (ბუნგალო ახალ გახსნილი იყო) ხან “ჯოი”ო და რავი ხან სად ხან სად.
მერე მაგისტრატურაში ჩავაბარეთ ყველამ,  მე მაკომ, შორემ, ჯულიმ , გოგიტამ  & ლადომ
ისევ ერთად ვიყავით, ისევ ერთად დავდიოდით აღმა დაღმა
ამ პერიოდში უკვე ჩვენმა კონფლიქტოლოგიის ლექტორმა შემოგვთავაზა CEP (CENTRAL EUROPEAN UNIVERCITY) რა
ღაც პროექტში მიგვეღო მონაწილეობა, მე გოგიტა და ჯული დავთანხმდით, მაკოს ბავშვი ყავდა მაგ დროს მეორე პატარა, შორე მგონი ეგვიპტეში იყო, ლადო უკვე მუშაობდა ძაან სერიოზულად და დრო არ ქონდა.
ხოდა მე ჯული & გოგიტა სხვა ჯგუფელებთან ერთად დავწანწალებდით კვლევებზე ბათუმში, ლაგოდეხში, ახალციხეში და ძააააან მაგარ დროებს ვატარებდით.
მერე უკვე ჯულიმაც დაიწყო მუშაობა და ისიც ნელ ნელა ძაან busy გახდა და იმდენად ვეღარ ვხედავდით, მერე მე და გოგიტა დავწანწალებდით, ხან მე ვიყავი გოგიტასთან, ხან ბელასთან ავდიოდით ხან ბაძგუსთან და რავი კიდე სად არა.
მერე დაიწყო night clubomania, მანდაც ძირითადად სულ ლადო და გოგიტასთან ერთად დავდიოდი ხოლმე, AJARA MUSIC HALL_ში, თუ მათთან ერთად არა ისე მაინც ვხვდებოდი ხოლმე იქ, იმიტო რო ეგენი სულ მანდ იყვნენ.  ძაააააალიან ძალიან მიყვარს ორივე. რაც უფრო მეტს ვიხსენებ მით უფრო მენატრებიან.
მერე ერთ ზამთარს ბაკურიანში წავედით, ახალ წლებზე, არ მახსოვს მგონი 2004 თუ 2005 წელი მოდიოდა. 31ში ავიბარგეთ დიდი მარშუტკით მთელი ნავაროტკებით და 3მდე ვიყავით ბაკურიანში სასტუმრო ალპინაში. მაშინ ის ახალი აშენებული იყო, ჩვენ პირველი სტუმრები ვიყავით და ასწორებდა ყველაფერი ახალი და სუფთა იყო.
მთელს სასტუმროში ჩვენ ვიყავით 1 ნომრის გარდა, ლადოს უკვე შეყვარებული ყავდა და მასთან ერთად ცალკე ოთახში იყო, მე და გოგიტა და კიდე ერთი ჩვენი მეგობარი როგორც სინგლები ერთ 3 ადგილიან ოთახში ვცხოვრობდით, მაგრამ ზატო ისეთი გემრიელი და თბილი ოთახი გვქონდა რო ყველა გაიღვიძებდნენ თუ არა ჩვენთან მორბოდნენ. უმაგრესი ახალი წელი გავატარეთ ერთად, სასტუმროს საბილიარდოც ქიონდა, საუნაც აუზიც და დაჟე ბურანიც გვათხოვა მეპატრონემ, საიდანაც ერთხელ გოგიტას გადმოვუვარდი :D და ლამის შუა თოვლში დამტოვა :D
ძაან მაგარი დღეები იყო, ერთად ვათენებდით ღამეებს, რაღაც 7-8 კაცი ვიყავით ღამურები, ერთად ვსვამდით უზომოდ, ერთად ვეწეოდით სიგარეტს, ერთად ვსვამდით  აბსენტებს და ვთამაშობდით მაზიანებზე ბილიარდს.
უნივერსიტეტი რო დავამთავრეთ, მერე უკვე მოშნად დაიკლო ჩვენი შეხვედრების სიხშირემ, მერე ჯული ირანში წავიდა, მერე შორე გათხოვდა, მერე ლადომ მოიყვანა ცოლი, მერე ჯული ჩამოვიდა და მალე ისიც გათხოვდა. დავრჩით მე და გოგიტა. მერე გოგიტა სხვაგან გადავიდა სახცოვრებლად და დოლიძეზე თუ ხშირად ავდიოდი ხოლმე, იქ უკვე რაღაც საერთოდ ვერ ავედი, მერე საერთოდ დავიკარგეთ.
ეხლა კიდე ლადო & ჯული ისევ ვიპოვე და ფეისბუქიდან ასე თუ ისე მაინც ვიცი ხოლმე მათ შესახებ რაღაცეები, ლადო ვნახე კიდეც ორსულობისას. ჯულის ეხლა ველოდები, თუმცა ჯულისაც ვნახულობდი ხოლმე სამსახურში. მაკოს მესამე ბავშვი ყავს, შორეს მეორე უნდა უკვე და გეგმავს, მე და ლადოს ჯერ ერთი ბაიები გვყავს.
REZUME : ძალიან მენატრებით ყველანი ერთად, ცალ-ცალკეც მენატრებით მაგრამ ერთად “სულ სხვაა”
დ ა მ ი ბ რ უ ნ დ ი თ

+ დამატება 6 აგვისტო, 2010 წელი

მაიკო და ჯული დავიბრუნე :)



This entry was posted in პირადი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to მე ისინი მყავდნენ

  1. Vladimer Vibliani says:

    მე ვატყობ მალე მეც დამაწყებინებთ პოსტების წერას :) )
    ეხლა მაგარი დაგრუზული სხვადასხვა საქმეებისგან,facebook-შიც კი საქმის გამო შევედი და
    ის საქმეც დამავიწყდა და …
    კიდევ კარგი რომ ლანჩის დრო ახლოვდება, თორემ აზერბაიჯანის საელჩოსთვის მომზადებული საბუთი კინაღამ სამხეთის საელჩოს გადავუგზავნე :დ (წარმოიდგინე რა სახეები ექნებოდათ როცა მიიღებდნენ :დ)
    რამდენი კარგი რამე გაიხსენე თათ და კიდევ რამდენი გვაქვს მოსაგონარი …
    გახსოვს როგორ გაბრაზებდით ხოლმე? განსაკუთრებით გოგიტა
    ანტონი გახსოვს? ან ელეფტერ ქსენაფონტოვიჩი :) :) :)
    ბაკურიანი კი მართლა მაგარი იყო, ალბათ საუკეთესოც სხვა წლებთან შედარებით.
    მახსოვს გასაფორმებლად სჭირო აქსესუარები როგორ ვათრიე გერმანიიდან, კლუბის ბურთიც კი მომქონდა, განატებებზე და ნაძვის ხის სათამაშოებზე რომ არაფერი ვთქვა :)
    მაშინ ამ ყველაფრის ხალისი იყო, თორემ ეხლაც რამდენჯერ მომნდომებია იცი რომ ყველანი შევკრებილიყავით ერთად და რამე მსგავსი მოგვეფიქრებინა, საღამოს პროგრამაც კი მქონდა წარმოდგენილი როგორი იქნებოდა …
    წლების გასვლის შემდეგ ხომ უამრავი რამ ირკვევა ხოლმე ძველ პერიოდზე, თან ისეთი მაშინ რო ვერც კი გაიფიქრებდა ვინმე (აი თუნდაც იმის მსგავსი ზურა ყიფშიძეს რომ ვგავდი თურმე, ძალიან ბევრი ვიცინე :) )
    მომნდომებია და გავაკეთებდი კიდეც მაგრამ გოგიტას გარეშე ის ხალისი იკარგება, რომლის გარეშეც ამ ყველაფრის გაკეთება წარმოუდგენელია. ..
    გმადლობ თათ ამ პოსტისთვის … იმისთვის რომ ცოტა ხნით მაინც დამაბრუნე წარსულში საყვარელ ადამიანებთან ერთად, ალბათ უკვე 3–ჯერ წავიკითხე და კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ. გკოცნი ბევრს

  2. tatusi says:

    სიოონიი,
    მაგარია მომიკითხე სიონი :D მაგრად ეციება ემგონი იქ, კვირას მე ცხვარიჭამიაში მივდივარ ერთი კვირით , ალბათ იქაც ეციება,
    მომენატრა ისე თიანეთი, დამბალ ხაჭო და ჩემი ბებიკოს მიერ გამომვცხვარ უგემრიელესი ხაჭაპურები, ხო კიდევ ნაზუქებიც :S
    mokled ისღა დამრჩენია მაქსიმალურად კარგი დასვენებები გისურვო, ახალი შემართებით და ახალი ძალით დაგვიბრუნდი :)
    უი ჰო იქ ყოფნის დროს სოკოზე არ დადიოდი? :D მე მაგრად მიყვარს , რაღაცნაირად თევზაობის მსგავსია ოღონდ ერთ განსხვავებით თევზაობისას დგეხარ მხოლოდ, თუმცა სიაომოვნება სოკოს მოძებნის, მოკრეფისა და თევზის დაჭერის ერთია , :)
    უჰ რამდენი ვილაპარაკე , :D

  3. tatushka55 says:

    tatusi

    მადლობა ჩემო კარგო,
    სად დადიოდი სოკოზე? მეც მინდა სოკოს დაკრეფა
    სიონში სად უნდა ვიარო იცი ადგილები?

  4. tatusi says:

    სიონში ტყე რომ არის მანდ შედი, წვიმიანი ამინდი რომ იქნება ეგრევე თავს დაესხი იაურობას :D ,
    თუმცა მემგონი ხის სოკოს პერიოდი გავიდა უკვე, მელაკუდა სჰეიდზლება იყოს, მელაკუდა მოყვიტალოა და მიწასჰი სჰეიდზლება არ გამოცჰნდეს ფოტლები ეფარებოდეს,
    http://i062.radikal.ru/0908/12/f8e99286a654.jpg აი ხის სოკო , შარშანდელი სურათია,

  5. vasasi says:

    რა საყვარელი პოსტი იყო.. :( (

    ცუდია, რომ ადამიანები ვიკარგებით ხოლმე, მაგრამ ასე ხდება..

    ყველას ტავისი საქმე გამოუჩნდება და… :უსერ:

  6. tatushka55 says:

    დაიწყე ლად დაიწყე
    მე რო შენი “დაკარგული თაობა” მაქვს წაკითხული, ვხვდები რომ წერა შეგიძლია და საინტერესო რამეებსაც დაწერ :)

    რაც შეეხება ჩვენს ოდესელ მეგობრებს ყველა მახსოვს, ყველა — თათიკოო -როგორ მეძახდა გახსოოვს
    ძაან საყვარლები იყვნენ, რესტორანიც მახსოვს, მესტნი პროკურორებთან ერთად რო გავიჩითეთ :P
    შენ რო გეჩხუბებოდი რაღაცის დათრევა რო გინდოდა ისიც მახსოვს, მერე გაგებუტე და მატარებელში შეგირიგდი

    ხოდააააა, აი რო მაბრაზებდით მაგას რა დამავიწყევს
    განსაკუთრებით ბაძგუს ქორწილი თუ რაღაცა რო იყო, მანდ რო მაბრაზებდით ქალიშვილობაზეეეეეეე
    ძაან გიჟები მყავდით რა ვქნა :P

  7. LeNa says:

    დამბურძგლა და გამაჟრჟოლა ისეთი გრძნობით გაქვს დაწერილი

    ერთ ერთი ყველაზე საუკეთესო პოსტია და ყველაზე გემრიელი, გრძნობიერი და მეგობრული

    ჩემი მეგობრები მომენატრნენ :)
    ყველა აქეთ იქეთაა დაფანტული, ზოგი ოჯახებში, ზოგი სამსახურებში, ზოგი საზღვარგარეთ და ასე შემდეგ

    ნეტა როდესმე ყველა ერთად შევიკრიბებით?

  8. Taa says:

    ლენა

    :დ
    სად ამოქექე ეს თემა
    რამდენი რამე შეიცვალა ამ თემის დაწერის შემდეგ იციიიიი

    მე მაიკო და ჯული დავიბრუნე, საკმაოდ ხშირად ვურთიერთობთ
    მაგრამ ამავე დროს ლადო გაუჩინარდა :(

    შორეს მეორე ბავშვი ყავს უკვე და მასთან წასვლასაც ვგეგმავთ :)
    იმედია ლადო და გოგიტაც მალე დაგვიბრუნდებიან

  9. LeNa says:

    თაა, ეს ის ჯულია?
    ტელევიზორში რომ ჩანდა ხოლმე არჩევნებისას?
    ძალიან სიმპატიური და ჭკვიანი გოგოა
    მომწონს :)

    არ მეგონა ასეთი პატარა თუ იყო :)

  10. მაკო says:

    თაააააააათაააააა, რა საყვარელი ხარ, არ იცი რა დამემართა კითხვის პროცესში, სუ დამბურძგლა და ცრემლები მომადგა თვალზე. ღმერთო, რა მაგარი დრო იყო, რა მაგარიიიიიიიიი.
    ყოველთვის ყველგან ვამბობ,რომ მე ძალიან გამიმართლა უნივერსიტეტის მეგობრებში თქო, და ეს ყველამ კარგად იცის.
    თქვენ მართლა ჩემი უსაყვარლესი ადამიანები ხართ, ჩემი ტკბილი მოგონებები, თათა, ჯული, ლადო, გოგიტა – მიყვარხართ ძალიან!!!

  11. მაკო says:

    შორენაააააააააა, დედას გეფიცები მექანიკურად გამომრჩიიიიიიიიიიი- მიყვარხარ!!!

  12. Taa says:

    LeNa

    კი ლენ, ის ჯულია
    ხედავ რა თემა ამოწიეეე :)
    დიდი მადლობა შენ

    მაკო
    თქვენც ჩემთვის მეთქი რო დავწერო რა აზრი აქვს
    ამხელა გვერდი მიწერია უკვე მაგაზე

    აუ ლადოსთან რო ვმეცადინეობდით ხოლმე გახსოვს?
    ნინო რო გვეკაიფებოდა ხოლმე

    ნინოც მყავს ფეისბუქში, საქართველოშია ახლა

  13. Nino says:

    shemtxvevit cavackdi tata shens blogs
    Chven ert periodshi vscavlobdit unishi
    me sxva facultetze vikavi, magram xshirad shevxvedrivart ertmanets

    shen, julic da maikoc kargad maxsovxart da usakvarlesebi xart
    shorenas ver vixseneb, maxsovda kidev nino tqveni jgufeli
    da bichebidan marto lados vicnobdi

    Dzalian mesikvarula es posti da mec studentoba gamaxsena
    Carmatebebs da sul, sul ertad kopnas gisurvebt koveltvis

  14. Natia says:

    ძალიან ძალიან ტკბილად წასაკითხი თემა იყო
    მიუხედავად იმისა რომ არცერთს არ გიცნობთ

  15. Diana says:

    თაააააააა

    რა საყვარელი ხაააააააარ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>