ვაპირებ გამოვაცხო პოსტი აქსესუარებზე, თუმცა როდის მექნება დრო არ ვიცი :)

    როგორც ფეისბუქზე დავწერე გუშინ ვიყავი პროკრედიტის 10 წლის იუბილეზე, ხოდა ძაან უკმაყოფილო წამოვედი რადგან ვიყავი მარტო, სამწუხაროდ მოსწვევები იყო 1 კაციანი. ხოდა წითელი ღვინით და სიგარეტით ხელში ვიდექი რედისონის ვერანდაზე და ვტკბებოდი ქართული ამაოებით.
პ    ატარა მაგიდებზე უხვად ეწყო შოკოლადები წარწერით პროკრედიტბანკი 10 წლისაა, და სტუმრები (ქართველები) მუჭებით იღებდნენ და ჩანთებში იყრიდნენ ამ შოკოლადებს :(
    ამაზრზენი სანახაობა იყო …

     ზატო ძალიან პრიკოლი იყო ჩემი პარკინგის ისტორია :D
მოკლედ 7საათზე გამოპრანჭული, ქუსლოჩკებზე და ამოდეკოლტეებული მივადექი რესპუბლიკის მოედანს იმ იმედით რომ სადმე მანქანას გავაჩერებდი. მაგრამ ამხანაგმა სტაიანშიკმა გადამიწურა იმედები, არსად ადგილები აღარ არის და მანქანას ვერ გააჩერებ მთელს მოედანზეო. ოოლალააა, ვფიქრობ, ნუ განვაგრძე გზა პეროვისკენ, მეთქი სადმეე ხო მაინც გავაჩერებ და უცებ დავინახე ადგილი, სადაც ჩემი მანქანა უპრობლემოდ ჩაეტეოდა, მაგრამ პრობლემა ის იყო რომ ბაიკერების სასტავი აბირჟავებდა სავარაუდოდ ფანებთან ერთად :D

   ნუ ეხლა დიდი სიმორცხვით და დაბნეულობით არასოდეს არ გამოვირჩეოდი, ხოდა გავაჩერე მანქანა და ვათვალიერებ, უცებ მათ შორის ნიკუშა გავშითე, შოთის მეგობარი რომელიც კაკრას 2იოდე დღის წინ გავიცანი ვულკანიზაციაში :D
მოკლედ არ გადმოვედი მანქანიდან და ხელების ქნევით ვეძახი ამ ნიკუშას. მოვიდნენ 2ნი რომლებიც სავარაუდოდ ფანები იყვნენ, მეთქი ნიკუშას დაუძახეთ, სასტავი გაოგნებული მიყურებს, არავინ არ მიცნობს, ნიკუშაც ვერ მცნობს, რაგან ვყევარ ნანახი კეტებში, აწეული კიკინით, უმაკიაჟოდ, ეხლა კიდე ძაან დავარცხნილი თმებით, მაკიაჟით და კაბით იჩითება ვიღაც გოგო მტვრიანი ბეემვეთი და რაღაცას მოითხოვს. ძაან პრიკოლი იყო :D

      მოკლედ როგორც იქნა აწია ნიკუშამ ტაკო თავისი ბაიკიდან და მოვიდა :) ძაან ღიმილად გადავიქეც უცებ და ვეუბნები, ]
- გამარჯობა, მე თათა ვარ, გუშინ გაგიცანი შოთისთან ერთად :)
საბედნიეროდ მიცნო და გამიღიმა
- აუ გხოვთ მანდ დამაყენებინეთ რა მანქანაააა, არსად არ არის ადგილები :)
კარგიო, გაბრუნდა უკან ბიჭებთან, ერთი ორი წუთი რაღაცაზე იჭორავეს, სავარაუდოდ არ უნდოდათ პოზიციების დათმობა, მაგრამ ქართველი ვაჟკაცები გოგოს ხომ არ აწყენინებდნენ, კიდევ სავარაუდოდ მაგრად გამჭორეს, მაგრამ მე ეგეთ რამეებზე არ ვრეაგირებ ხოლმე. ხოდა ბოლო ბოლო ვიშოვე ადგილი რესპუბლიკის მოედანზე ჩემი მანქანისათვის. დიდი მადლობა ნიკუშას და ბაიკერებს.

3 Responses to “s. p.”

Leave a Reply

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
September 2009
M T W T F S S
« Aug   Oct »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930