გამოკითხვა

მინდა პატარა mგამოკითხვა ჩავატარო ჩემი ბლოგის მკითხველებს შორისდოდის ბლოგი რომ ვნახე ძალიან მომეწონა ეს კომენტარები და აქტიურობა და გადმოვბარგდი wordpress_ზე და ჩემი ბლოგ სხვებისთვის მისაწვდომიც გავხადე. მართალია დღემდე უმეტესაც დღიურულ რარაცეებს ვწერ ხოლმე, ჩემს ყოველდღიურობაზე, ოჯახზე, ფეხმძიმობაზე, შვილზე და შიგადაშიგ საზოგადო რარაცეებზე, მაგრამ მკითხველი ამ პირადულ პოსტებსაც გაუჩნდა და ძალიან მიხარია. თავიდან მახსოვს რა ბედნიერი ვიყავი ხოლმე თითოეული ახალი კომენტარი რო გაჩნდებოდა ხოლმე. დრესაც ძალიან მახარებს ნებისმიერი კომენტარი და მხარდაჭერა მკითხველის მხრიდან.

მე როდესაც ბლოგის წერა დავიწყე myspace-ზე, მაშინ ეს მხოლოდ ჩემი დღიური იყო და მხოლოდ მე ვკითხულობდი ხოლმე. მერე

ხოდა რადგან ეს ყველაფერი ასე მსიამოვნებს მინდა გამოკითხვა ჩავატარო რომ თქვენც გასიამოვნოთ. დამიწერეთ რაზე გინდათ რომ დავწერო პოსტები, თუმცა პროგილი პოსტების საკმაოდ ვიწროა: და ძირითადად თავის მოვლას და მსგავს რამეებსაც შეეხება. თუმცა წერა ატას რამეზე სემიძლია.
ვერასოდეს ვერ დავწერ პოლიტიკაზე, ომებზე, კონფლიქტოლოგიაზე, სამართალზე, ფსიქოლოგიაზე, ოზონის ხვრელზე, კვანტურ ფიზიკაზე და ასე სემდეგ რარაცეებზე რადგან ეს თემები არც მაინტერესებს და არც ვიცი.
ვერც რელიგიაზე გესაუბრებით რადგან დიდად რელიგიურობით არ გამოვირჩევი, ვერც მუსიკაზე დავწერ რადგან ადრე თუ საკმაოდ მელომანი ვიყავი, დღეს ჩემი მუსიკები მობილურში რამდენიმე საყვარელი ტრეკით შემოიფარგლება.
დანარენზე კიდე ასე თუ ისე შემიძლია ვწერო.

ჩემი ოცნება იცით რა არის?   მქონდეს უდიდესი და ყველაფრამდე აღჭურვილი ფიტნეს კლუბი და ვიყო მისი მეპატრონეც და PR მენეჯერიც. მინდა ისე ავაშენო რომ ქალი რომელიც შემოადგამს ფეხს გასვლა არ უნდოდეს და ყველაფრამდე კმაყოფილი რჩებოდეს და ბედნიერი. თან მინდა რომ ისეთი ფასები მქონდეს რომ საშუალო ფენისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი ეს ყველაფერი. მინდა დიდი სტარბაქსის კაფე გავხსნა პირველ სართულზე სადაც ადამიანები ნამდვილი ყავის გემოს შეიგრძნობდნენ და ხმელთაშუა ზღვისა და აზიური სამზარეულო, სადაც უმეტესად ფიტნეს საკვები იქნება, ვიტამინებით მდიდარი და დაბალი კალორიებით.

ოხ რამდენი მიოცნებია ასეთ რამეებზე. ძალიან მიყვარს “ჩემი მშვენიერი ლედი” რომ იყო გადაცემა, მაგ სტილის გადაცემები. თინეიჯერობიდან მოყოლებული გატრუნული ვუყურებდი ხოლმე ეგეთ გადაცემებს ქართულ, რუსულ და უცხოურ არხებზე. ოხ როგორ მომწონდა ხოლმე ვიღაც კრახაბორი რო მივიდოდა და მისგან მშვენიერ ქალბატონს რომ გამოაცხობდნენ ხოლმე.

ძალიან მიყვარს FTV და გადაცემები თავის მოვლაზე, მაკიაჟზე.
როგორ მინდა რომ გოგონები და ქალები რომლებიც ჩემს ფიტნეს კლუბში შემოვიდოდნენ ახალშობილებივით გადიოდნენ, საოცრად თავდაჯერებულები და მოვლილები. როგორ მწყდება გული რომ ქართველ ქალებს ძალიან აკლიათ ეს გრძნობა რასაც პრანჭიაობა ქვია. რატომ უნდა ქონდეს ქალს ხელზე თმა, მაშინ როდესაც ეპილაციის მილიონი საშუალება არსებობს? რატომ უნდა ქონდეს ქალს ღიპი როცა ათასი მეთოდი არსებობს მისი დაგდების? რატომ უნდა დადიოდნენ ქერტლიანი და დატეხილი თმებით როდესაც თუნდაც ოჯახურ პირობებში ატასი რამის გაკეთება შეიძლება თმის მოსავლელად? და ათასი ასეთი წვრილმანი
ყველა ადამიანი ლამაზი არ იბადება, ბუნება ყველას რაღაცა კანონზომიერებით უნაწილებს გარეგნობას. მაგრამ ყველა ქალი შეიძლება ლამაზი გახდეს თუ თავს მოუვლის.
ხოდა მინდა ვწერო ასეთ თემებზე და ასევე პირადულ რამეებზეც.

ამიტომ მოგმართავთ ჩემს მკითხველებს :
მომწერეთ თემები რაც გაინტერესებთ და სიამოვნებით დავწერ მათ შესახებ 🙂

პატივისცემით თქვენი თაა

Comments

comments

20 thoughts on “გამოკითხვა

  1. Sophie Golden says:

    რა საყვარელი ხარ!!!
    გააკეთე ეგეთი რამე რა, მოვალ დიდი სიამოვნებით!!!
    ეგ იმის ბრალია, რომ დღეს საქართველოში ქალების უმეტესობა საკმაოდ მძიმედ მუშაობს და ვერ ასწრებს გაპრანჭვას, ვინც არ მუშაობს – ის ხომ საერთოდ, ფეხსაც ვერ შედგამს სალონში. მაგრამ იმ დღეს ქალი ვნახე მარშუტკაში, ეტყობოდა, რომ სოფლიდან იყო, ხელები გაუხეშებული ჰქონდა, მზეც ცუდად მოკიდებული, მაგრამ თმა ძალიან სუფთად ჰქონდა და პომადაც ლამაზად ესვა, რაღაცნაირად თან გული დამწყდა, მის ხელებს რომ შევხედე და თან მესიამოვნა, რომ მაინც იპოვა ამ ქალმა ძალა და გაიპრანჭა, რაც მთავარია, სუფთად ეცვა და სუნიც არ ასდიოდა, ეს რამხელა მიღწევაა ჩვენში, ხომ იცით 🙁
    მოკლედ, სოციალურ-პოლიტიკური თემაა, რაც შენ დაწერე 😐 მაგალითად, გერმანიაში, ბევრი არც თმას იღებავს და გაპრანჭვაზეც ნაკლებად ფიქრობენ, რუსეთში კიდევ პირიქით, დღისით ისე დადიან, თითქოს საღამოზე მიდიოდნენ… მოკლედ, ინდივიდუალურია ყველაფერი, მეც არ მიყვარს მაკიაჟები და მილიონტრისტა მოვლის საშუალებები, უბრალოდ სასიამოვნოა, როცა ქალი ლამაზად გამოიყურება და სახეც ბედნიერებისგან უბრწყინავს.
    წარმატებები წარმატებები წარმატებები და მთელი გულით მინდა ახდეს შენი ოცნებები და სურვილები 🙂

  2. Natalia says:

    მე ძალიან მომეწონა შენი პოსტები თავის მოვლის სხვადასხვა მეთოდებზე.. მაგ კუთხით თუ გააგრძელებ, კარგი იქნება 🙂

  3. Candy says:

    მე კიდე ძალიან მინდა შენ შენი ფიტნეს კლუბი გქონდეს, მე კიდე შენი ვიაიპი ვიზიტორი ვიქნები ხოლმე 🙂

  4. Tamuna says:

    ravi ertaderti shenishvna racaa, cota kidev ufro XSHIRAD cere.. 🙂 me piradad sul vkitxulob da maxalisebs… tmebic, sheni ojaxis ambebic da yvelaferi 🙂 zalian kargi iyo, tqveni love story rom cavikitxe…. 🙂 shegrznebit, rom titqos tqventan ertad gavdiodi yvelafer amas.. 🙂 gaixare 🙂

  5. Sal says:

    ყველაზე დიდი სიამოვნებით ზუსტად იმ პოსტებს ვკითხულობ რაც პრანჭჳაობაs/თავის მოვლას და მსგავს რამეებს ეხება. იმედი მაქვს აიხდენ შენს ოცნებას ფიტნეს კლუბთან დაკავშჳრებით და შენი ხშჳრი სტუმარი გავხდები ^ ^ 🙂
    ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა სხეულის კანის მოვლაზე რამერუმეებს თუ დაწერ. ყოველთვის რაღaც პატარა პრობლემა მაქვს რომელიღაც დეტალზე ხოლმე. თეთრი კანი,უნაზესი და ძალიან პრობლემური. რთჲლად მოსავლელი. 😀

  6. antimelancholy says:

    სთარბაქსის იდეა მეც მქონდა ))
    მე ჩემი კაფე მინდა , ავტომობილისტური. თანაც ჩემს უზარმაზარ სარდაფში უნდა გავაკეთო ))) თითოეული ნივთი რომ მანქანებს უკავშირდება )
    კიდევ მინდოდა დენსინგ სქულის გახსნა )
    პროფილაქტიკა
    სილამაზის სალონი
    ფსიქო-სოციალური პრობლემების აღმოფხვრაზე ორიენტირებული პატარა ორგანიზაცია, kind of ფილმებშI რომ არის კრუგომ რომ სხედან & ბაზრობენ : D

    თათა არ გიფიქრია რომ შენ შეგიძლია მართლა Fიტნეს კლუბის გაკეთება?
    რატომ არის ოცნება?
    ცოტა გარისკვა, ცოტა თანადგომა სხვებისგან, ცოტა დროსი გამოყოფა & დაჯდომა უნდა 🙂

    მეც მოგეხმარები რაც შემეძლება, ცეკვის ინსტრუქტორი ვიქნები & დამლაგებლობას შევითავსებ 😀

    ho martla, minda wero imaze,razec shen ginda, imitom rom yoveltvis momwons sheni nablogari )

  7. zamiran says:

    თაა, სიამოვნებით ვკითხულობ შენს ბლოგს, მადლობა!

    კომენტარი არასდროს არცერთ ბლოგზე დამიწერია, მაგრამ ამ თემაზე არ შემეძლო არ დამეწერა 🙂
    მეც ოცნება მაქვს რომ ფიტნესს კლუბი გავხსნა საქართველოში, ოღონდ აქცენტი ტენისზე უნდა გავაკეტო. ძალიან მინდა ეს სპორტი ცოტა უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი გახდეს.
    იმედია ოდესღაც ჩამოვალ და განვახორციელებ.

  8. Leonard Shelby says:

    რაზეც წერ ისევ იმაზე გააგრძელე წერა. ნებისმიერი საინტერესო სტატია თუ პოსტს იმისათვის რომ ის კარგი იყოს სჭირდება გმირი. შენ კი სხვაგან არასოდეს ეძებ გმირს და შენ თავს სვამ პერსონაჟად შენი ოჯახის წევრებთან ერთად. ადრეც მითქვამს შენთვის და ეხლაც იგივეს დავწერ, ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ბლოგია შენი ბლოგი, ყოველთვის ვკითხულობ სიახლეებს, რაღაც ძალიან ქალური ბლოგია და მომწონს მაგ პონტში. : )

  9. Katten Försvann says:

    რაც მაინტერესებს იმ თემებზე თავად ვწერ და არ მესმის სხვას რატომ უნდა ვუთხრა ამაზე წერეთქო. სხვისი ბლოგების კითხვა სწორედ იმიტომ მიყვარს რომ არ ვიცი რას ვნახავ იქა.

  10. tatushka55 says:

    ცოტა ვერ გამიგეთ, ეს კითხვა უფრო თავის მოვლის თემებს ეხება.
    ანუ მომაწოდეთ იდეები მეტქი კონკრეტულად რაზე დავწერო თორე უკვე იმდენი იდეა მაქვს რო ავიბნიე და ამასთანავე დრო მაქვს ნაკლები წერისთვის.
    ამიტომ როცა მეცოდინება რომ მაგალითად ტომუშკას აინტერესებს როგორ მოვუაროთ სიტყვაზე მკერდს, არ დავიზარებ და დავწერ.
    ხოდა ეგრე.
    ანუ თუ კონკრეტულად რამე ეგეთი გაინტერესებთ სიამოვნებით დაგეხმარებით.

  11. tamtamunia says:

    Taa
    Minda mogiloco_ceris manera da temebi iseti sainteresoa, imaze gacilebit meti mkitxveli gkavs , vidre ggonia_carmoidgine tqvenobit arc mifiqria momemarta:))) agmovachine, rom mgonia zalian kargad gicnob ukve. kidev Vicky sarzlod momcons zalian:))))))))))))
    Kvela tema_rac shen gacuxebs igivea, rac nebismier chvengans sheizleba acuxebdes,kargia, rom ase detalurad cer bavshvtan dakavshirebul niuansebs_sanam baia mekoleboda(miuxedavad imis, rom uamravi literatura da internet masala mqonda nanaxi bavshvis movlaze) mashin rom camekitxa, mecodineboda, rom bavshvma sheizleba mteli dge da game itiros gazebis gamo da amaze isterika ar unda dagemartos:((( me es ukve gaviare da vici rogor daexmareba sxvebs sheni chanacerebi.
    Kidev erti_ amas fsiqologiurad “emociuri gadamisamarteba ” qvia_shen dagrovil shemoqmedebit emociebs am blogshi atavseb jer jerobit,magram vxedav da mgonia, rom ufro seriozuli saqmeebshi shegizlia am energiebis chadeba(tundac fitness klubshi:)))), rac shens blogs ase cocxals , tbils da erti amosuntqvit casakitxs xdis
    Mgoni kvela dametanxmeba:
    CERE CHVENZE_QALEBZE DA QALUR TEMEBZE!!!
    DA IKAVI ISEV ISETI TAA, ROGORIC AQAMDE:)))
    GOOD LUCK!….
    P.SVicktoria Elizabet unaxavad mikvars:)))

  12. tatushka55 says:

    უიჰ 🙂
    ძალიან დიდი მადლობა
    ყურებამდე გამაღიმა და გამბადრა შენმა კომენტარმა.
    ეხლა წამიერად შემოვედი სამსახურიდან და მართლა კარგ ხასიათზე დავდექი.
    დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის

  13. sophya says:

    თათ, შენთვის რამდენად აქტუალურია, მარა მე პირადად ვისურვებდი დიეტის შესახებ პოსტს.
    დიეტაც ხომ თავის მოვლაა, ფიგურა მგონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნეოლვანია.

  14. antimelancholy says:

    1 posti fehebis movlaze getayva & angarishi momitanet 😀
    *

    erthel unda chamovwero & dzaladobrivad ganvatavso aq imis argumentacia, tu ratom har MISS BLOGGER : *

    magis werisas vinc subieqturi iyos, imas ar egirsos agarc erti komplimenti cHovrebashi ))

  15. mscoraline says:

    დღეს ვნახე შენი ბლოგი და ძალიან მომეწონა : ) ძალიან საყვარელი ხარ : ) ყველაფერზე რაზეც წერ ჩემთვის საინტერესოა : )

  16. ელლი says:

    გუშინ შეიძლება ითქვას,რომ სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ გვერძე და თვალი გადავავლე 🙂 იცით თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი,ყოველთვის ამდაგავარ საიტებზე დავძვრები,ვგიჟდები პრანჭიკელობაზე,თუ სადმე რაიმე სიახლეს ვნახავ და მომეწონება მაშინვე ექსპერინენს ვატარებ საკუთარ თავზე და თითქმის ყოველთვის კმაყოფილი ვრჩები 🙂 თაა ძალიან მოხარული ვიქნები თუ ერთ დღესაც გავიგებ,რომ შენი ოცნება აისრულე,ისე გამოგიტყდები და ჩემი ოცნება ძალიან ჰგავს შენსას 🙂 რაც შეეხება თემას,განსაკუთრებით აქტუალური ხდება ზაფხულში იდეალური კანი,იქნებ დაგეწერა ეპილაციის სახეობებზე,მათ ეფექტურობებზე და ფასებზე. მე პირადად ეპილატორს ვიყენებ,მაგრამ დიდად კმაყოფილი არ ვარ 🙁

  17. Taa says:

    ელლი

    უდიდესი მადლობა
    ეს ცოტა მოძველებული თემაა, შენ ალბათ საძიებო სისტემებიდან მოხვდი
    ჩემი ფიტნეს კლუბი ჯერ სამწუხაროდ არ მაქვს
    მაგრამ მაქვს ენთუზიაზმი რომ ვწერო და ვიოცნებო
    გადახედე შედარებით ახალ თემებს
    ეპილაციის ერთ სახეობაზე უკვე მიწერია
    მეორე სახეობის გამოცდას ამ დღეებში ვაპირებ და დავწერ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *