GLAMOUR is an appearance of enhanced attractiveness (2)

ამ პოსტში მინდა ისევ დავუბრუნდე გლამურის თემას 🙂
მაშ ასე – რა არის კონკრეტულად გლამური? ეს შეკითხვა ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას ბადებს თვით მოდისა და სტილის სპეციალისტებშიც კი. ზოგისთვის გლამური არის ახალგაზრდული, ბრჭყვიალა და ფერადი სტილი, ზოგისთვის კი ფუფუნება და ყველაზე ძვირფასი ნივთები, იქნება ეს ტანისამოსი თუ აქსესუარები.
აი რაც შეეხება საფრანგეთს, ფრანგებს გლამური ცოტა სხვანაირად ესმით, მათთვის ეს არის უფრო ქცევის ნორმა ვიდრე ტანსაცმელი და გარეგნობა. ისინი გლამურს უწოდებენ სილამაზეს რომელიც სავსეა შარმით, მომხიბვლელობით და მაცდურობით.
თუმცა ყველა გაგებით გლამური არის სურვილი იყო გამორჩეული არა მხოლოდ მასებიდან, არამედ შენს მსგავსებს შორისაც.

glamour-1_3478cba

თუ პატარა ისტორიულ ექსკურსს გავაკეთებთ, პირველ გლამურულ ქალბატონებად უდაოდ ითვლებიან კინო ვარსკვლავები, მათი სტილი და ჩაცმულობა ყოველთვის იყო მიბაძვისა და გახილვის საგნები. მათი ჩაცმულობის მიხედვით იცვლებოდა სტილი მაყორებელთა შორისაც, ვამპირული სtილი, ვეერები, ღრმა დეკოლტეები, გრძელი ხელთათმანები, მრავალფეროვანი თავსაბურავები, ამოჭრილ ზურგებიანი კაბები, გრძელი მუნდშტუკები და ასე შემდეგ.
დღეისათვის კი გასული საუკუნის დახვეწილობა და შიკი აბსოლუტურად შეიცვალა გაცილებით ხელოვნურობით და თეატრალობით, აღარ არის ისეთი ქალური როგორც გასულ საუკუნეი. დღევანდელი ვარსკვლავების სამყაროში გლამური იკარგება სინამდვილეში, ტანისამოსს იცმევენ და აქსესუარებს იკეთებენ არა იმიტომ რომ მოსახერხებელია, არამედ იმიტომ რომ სხვებს დაანახონ. დღეისათვის გლამური არის ფარდა რომელიც სინამდვილეს ფარავს გარშემომყოფთაგან (ჩემი სუბიექტური აზრი).
გლამური არის სხვადასხვაგვარი – ზოგი თამაშობს მას ზოგი კი ცხოვრობს გლამურით. ეს თანამედროვე მოდასავიტაა, ზოგი მას აკოპირებს ზოგი კი საკუთარი სტილის მიხედვით იხდენს. თუ ადამიანი ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული, თუ გინდა გქონდეს საკუთარი სტილი, გინდა იყო გლამურული- გამორჩეული სხვებისგან, მაშინ კეთილი იყოს ნeბისმიერი თქვენტაგანის მობრძანება – დაიმახსოვრეთ რომ ნამდვილი გლამური არის დახვეწილი უბრალოება და არა გადმოღებული მანერები და სარკის წინ ნავარჯიშები პოზები.

ჩემი პირადი რჩევები ასეთი იქნებოდა: კარგია გლამურულობა, მაგრამ ადამიანმა ყოველტვის უნდა შეინარჩუნოს თავისი გემოვნება და სტილი, როგორიც არ უნდა იყოს იგი. სხვებისთვის მიბაძვა და სხვებთან გათანაბრების სურვილი უკვე კარგავს შენს პირადულს შენში და უკვე იკარგები როგორც ინდივიდი. ანუ უპირველეს ადგილზე უნდა დააყენო შენი საკუთარი გემოვნება და სტილი. ხოლო დანარჩენს პატარ პატარა მცდელობებით ისედაც მიაღწევ. მაგალითად, იყო გლამურული უკვე ავტომატურად ნიშნავს რომ უნდა გამოიყურებოდე კარგად. კარგად გამოიყურებოდე ნიშნავს იყო ლამაზი, ხოლო სილამაზე კი პირდაპირ კავშირშია თავის მოვლასთან. დაიწერეთ თუნდაც სარკეზე მარკერით, რომ ყოველთვის უნდა იყოთ ფორმაში, არ აქვს მნიშვნელობა სახლში zიხარ, ოფისში, ძაღლის გასასეირნებლად მიხიდარ, პურზე ჩადიხარ თუ სადმე “შიკარნი” წვეულებაზე.
მიხედეთ სხეულის ყველა ნაწილს, გარეგნობის ყველა დეტალს და მხოლოდ შემდეგ ჩაცმულობას. დამიჯერეთ არც ერთი უდახვეწილესი კაბა არ გამოჩნდება ლამაზი თქვენს სხეულზე თუ თმა გექნებათ დaსაბანი ან თუ ქერტლი გექნებათ თმაში.

რატომღაც ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ სილამაზე და თავის მოვლა დაკავშირებულია აუცილებლად ძალიან დიდ თანხებთან, მაგრამ დამიჯერეთ ნამდვილად არ არის ეს ასე. რა თქმა უნდა იმაზე დიდი სიამოვნება არაფერია 1-წლიანი აბონემენტი რომ გაქვს რომელიმე ძალიან მაგარი სპა სალონის, მაგრამ სახლშიც ხომ შეიძლება მოიწყო სპა პროცედურები თუნდაც საკუთარ აბაზანაში ან გაიკეთო სხვადასხვა სახის ნიღბები. რა თქმა უნდა უდიდესი სიამოვნებაა კარგ ფიტნეს კლუბში, კარგ ტრენაჟორებზე, კარგ ინტერიერში, მეგობრებთან ერთად ვარჯიში და სხეულზე ზრუნვა, მაგრამ დამიჯერეთ იგივე შიგიძლიათ საკუთარ სახლში, თუნდაც ჰულა-ჰუპით.

ასე რომ დაიწყეთ ელემენტარულით და მალე პიკებს მიაღწევთ.

გაგრძელება თემაზე “გლამური” აუცილებლად იქნება

Comments

comments

4 thoughts on “GLAMOUR is an appearance of enhanced attractiveness (2)

  1. kikito says:

    respect !!!

    dzalian kai posti iyo, momewona da absoliturad getanxmebi tanxebtan, dzalian bevri ramis gaketeba sheidzleba saxlshi, mtavaria mondomeba 🙂

  2. Lord Vader says:

    მთავარი ყურადღება – აქსესუარებს.
    როგორ :შიკურადაც: არ უნდა ჩაიცვათ, საკმარისია ჯიბიდან გაცრეცილი საფულე ამოიღოთ, რომ…
    სათვალე. ქამარი. საათი.

    და კიდევ ფეხსაცმელი.

    როგორც ერთმა პა’ღიზელმა ქალბატონმა ბრძანა – ეშმაკი დეტალებშიაო 🙂

  3. tatushka55 says:

    გაცრეცილი საფულე

    😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀

    და კიდევ ფეხსაცმელი

    :love: :love: :love: :love: :love:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *