რა ვიცით თაფლის მასაჟის შესახებ?

თაფლის მასაჟი არის ძალიან ეფექტური ცელულიტის შემთხვევაში,
გარდა ამისა, გამოყავს ტოქსინები და შლაკები და კვებავს კანს.
ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
კანი ხდება ბევრად უფრო გლუვი და რბილი (და გემრიელი
)
თაფლის მასაჟი ეფექტურია 15 სეანსიანი კურსის შემთხვევაში, თანაც სეანსები უნდა კეთდებოდეს არა ყოველ დღე, არამედ დღეგამოშვებით. ამის გამო მასაჟი დრძელდება მთელი თვის მანძილზე.
ეს დაკავშირებულია იმასთან რომ შლაკები და ტოქსინები ამოდიან კანის და ცხიმის ქვედა ღრმა ფენებიდან ზევით, გაწმენდილ ადგილებში და ამისათვის მათ უნდა მივცეთ დრო. თუ ასე გაანაწილებთ თაფლის მასაჟებს, მერწმუნეთ ბევრად კარგ ეფექტს მიიღებთ, ვიდრე ყოველდღიური მასაჟისგან.
თაფლი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი, მთავარია ის იყოს საკმარისად თხევადი იმისათვის რომ დაიტანოთ სხეულზე.
ერთი მასაჟისათვის: თეძოზე, დუნდულებზე,და მუცელზე დაგჭირდებათ 3 სუფრის კოვზი თაფლი. ძალიან კარგი ანტიცელულიტური თვისებები აქვს თაფლში 3-5 წვეთი გრეიფრუტის, ფორთოხლის ან ლავანდის ზეთის დამატებას. (კოსმეტიკური ზეთები რომაა).
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=ZLNXQkqZe6M&feature=related]
ნაზი მეთოდი : დაიტანეთ ხელისგულზე თაფლი და ის შეიძილეთ კანში 5-10 წუთის მანძილზე მსუბუქი დარტყმებით, რამდენიმე წუთი კიდევ განახორციელეთ ეს მსუბუქი დარტყმები თაფლწასმულ ადგილებზე და შემდეგ ნაზი “მაჩალკით” ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ წაისვით კანზე დამატენიანებელი რძე.
უხეში მეთოდი: უფრო ძლიერი გაწმენდისათვის, ასევე დარტყმებით შეიძილეთ კანში თაფლი, შემდეგ ხელებით მაგრად დააწექით თაფლწასმულ ადგილებს და უცებ აირეთ ხოლმე. მალე კანის ზედაპირზე უნდა გაჩნდეს თეთრი მასა, ეს თაფლს ამოაქვს ორგანიზმიდან შლაკები. 15 წუთში უნდა დაასრულოთ სეანსი და ისევ თბილი წყლით ჩამოიბანოთ და წაისვათ დამატენიანებელი კრემი ან რძე. უხეში მასაჟი გაცილებით მტკივნეულო და უსიამოვნოა და ტოვებს სისხლცაქცევებს და დალურჯებებს კანზე, მაგრამ ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე ნაზი მასაჟი, განსაკუთრებით ცელულიტთან ბრძოლისას.

ამით თაფლის დადებითი თვისებები სილამაზისათვის ბრძოლაში არ ამოიწურება.
თაფლი აქტიურად გამოიყენება დიეტებშიც, სხვადასხვა კრემებსა და თავის მოვლის საშუალებებში.
ამავდროულად ტკბილეული ძალიან ბევრ დადებით მუხტს აძლევს ჩვენს ორგანიზმს, ვართ უკეთეს ხასიათზე, უკეთ მუშაობს ტვინი, უფრო მაღალი გვაქვს ტონუსი და ა.შ.
ამიტომ მეცნიერებმა იპოვეს გამოსავალი თაფლის სახით, ეს არის ერთადერთი ტკბილეული რომელიც არ შეიცავს გასუქების საფრთხეს.
კალორიების ცხრილების მიხედვით, 100 გრამ თაფლს აქვს მხოლოდ 300 კალორია და ამიტომ მისი გამოყენება არაჩვეულებრივად შეიძლება განტვირთვის დღეებში.
არსებობს ერთი უსაფრთხო ექსპრეს დიეტა თაფლის შემცველობით, მათთვის ვისაც კვერცხი უყვარს. მე პირადად კვერცხის ატანა არ მაქვს არანაირი სახეობით.
საუზმე: 2 კვერცხის გული + 1 ჩაის კოვზი თაფლი გათქვიფეთ მიქსერით და ისაუზმეთ ამით ჩაისთან ან ყავასთან ერთად (უშაქრო)
სადილი იგივე (ოღონდ მხოლოდ ჩაი, მწვანე ჩაი, ან მინერალური წყალი დააყოლეთ)
ვახშამი: იგივე + მინერალური წყალი და დრის მანზილზე სვით ბევრი მინერალური წყალი, ისეთი ძლიერი დიეტაა რომ შესაძლებელია დღეში 800 – 1000 გრამის დაკლება.
მათთვის კი ვისაც ღამე ჭამა უყვარს და ვერ ანებებს თავს ამ ცუდ ჩვევას:







au ver vitan tkbili rom mxvdeba xelze an vafSe tanze, magas evr gavuZleb me
Ui, dzalian kargi postia
zustad am dgeebsi vfiqrobdi rom unda daviwyo masajebi imitom rom dundulebis datxeleba ashkarad mesachiroeba..
ise mainteresebs mucelzec tu aketeben, mgoni ara xom?
da tu ici, vinme kargi specialisti am mxriv?
indievidi
ის რომ მუცელზე არ კეთდება მასაჟი არის დიდი ტყუილი
მუცელზე კეთდება მასაჟი როგორც გასახდომი ასევე სამკურნალო
მუცელზე არ კეთდება მასაჟი ორსულობისას და მენსტრუაციის პირველი 2 დღის მანძილზე
მასაჟისტკა მყავს, მე ძალიან მომწონს პირადად
ეხლა უნდა დავიწყო ხელახლა მასთან
ხო, გამახსენდა რომ მეც კი მიკეთებდნენ მუცელზე ადრე..
მოკლედ, შეგიძლია რომ იმ მასაჟისტკის კოორდინატები მომწერო? რადგან შენ თვითონაც აპირებ სიარულს, ესეიგი ეფექტური იყო -)
E-mailze mogcer nomers
amboben dzalian efeqturiaooo
me ar gamiketebia arc salonshi arc Tavad. siamovnebit vsinjavdi!
საინტერესო პოსტია.
უნდა ვცადო აუცილებლად.
სტრიებზე რამე დადებით გავლენას ახდენს, ნეტავ? გუშინწინ აღმოვაჩინე ტანზე 4 ცალი სტრია და გული წამივიდა …
თაფლი ისე მიყვარს, ამელოკინება :ლოლ:
უუუ, მასაჟს რა ჯობია… მე ტერფებზე მიყვარს განსაკუთრებით, სასწაულად ასვენებს.
hehe mominda zaan…
) magra momcons eseti postebi, sxvata shoris sxva informaciebisgan gansxvavebit, nayofieria da piradi gamocdilebac etyoba ashkarad..
)
Go girl, Go!…
)
თათუ
გყავს ვინმე რომ მირჩიო?
ძალიან მომეწონა,
შეგიდზლიათ მასჟისტის კოორდინატები მომწეროთ???
momceret ra mag masajistis nomeri:)
რატომ არ მიხსნის ამ პოსტს თაფლის მასაჟთან დაკავშირებით?
ნინო
არ ვიცი
ჩემთან ჩვეულებრივად ხსნის