Archive for October, 2009
რამდენიმე წუთის წინ საშნელი ავარია მოხდა ახალ ნათებასთან, ტიპი ტროიკით გასწრებას ცდილობდა და ფოლცვაგენთან მაგრად მოუსრიალდა, გვერდული სრიალით გამოიარა რამდენიმე მეტრი თან საოცარი სისწრაფით და ახალი ნათების წინ შეასკდა განათების ბოძს. მძღოლი ცოცხალია, მაგრამ რა სჭირს არ ვიცი. საშინელება ხდებოდა, ძლივს ამოყავდათ. მთელი საპატრულო და სახანძრო აქაა.
ახალი ნათების გარე კამერამ დააფიქსირა ავარია, ზუსტად იქვე იდგა ჩემი მანქანა, მილიმეტრებითაა გადარჩენილი.
ნახეთ ვისეო, ლურჯი ბეემვე, განაპურას რო დგას, შეჯახებასთან იქვე არის ჩემი. საოცრად გადარჩა ჩემი მანქანა
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=vDutUQFUuZA]
ხალხო წესიერად იარეთ რაააააააააა
ათასჯედ დასმულა ეს კითხვა და კიდევ ერთხელ ვსვამ: რამდენი ფული (ჩემს შემთხვევაში ხელფასი) უნდა ქონდეს ადამიანს რომ ეყოს.
ითვლება რომ მე მაქვს ნორმალური ხელფასი, დიმასაც, არადა ფაქტია რომ არაფერში არ გვყოფნის ..
თვის ბოლოსკენ უკვე ეკონომიები მეწყება რომ ელემენტარულად ბენზინის ფული მქონდეს ხოლმე რომ სამსახურში ვიარო.
არადა ამ დროს ვერც იმას ვიტყვი რომ უაზროდ ვფლანგავ მეთქი, პირიქით უკვე ძალიან მიზანმიმართულად და უფრო საოჯახო საჭიროებისამებრ ვხარჯავ ფულს.
დიმა პირიქით, მთელს ფულს ბანკებში უშვებს, იმიტომ რომ იმდენი კრედიტი აქვს რომ თვითონაც ვერ ითვლის ხოლმე. ერთი არის მანქანა, რომელიც ჩემი აზრით არის ყველაზე გამართლებული კრედიტი რაც უნდა აეღო, აი დანარჩენი კიდე წუნინგ ნაწილების ვალები ზალიან მაღიზიანებს ხოლმე რო ვიხსენებ. მაგრამ უკვე რაღა დროსია, ვალები აღებულია და ისღა დარჩენია იხადოს.
არადა ეხლა სერიოზული ხარჯის წინაშე ვდგავართ, ეს არის რემონტი.
გუშინ მეტალო პლასტმასის ხელოსანი გვყავდა, ნაცნობი გავჩითეთ რომ ამ სფეროში მუშაობს და საკმაოდ ხარისხიანი მასალა დაგვითვალა 800$. სულაც არ არის კატასტროფა, მეტს ველოდი. თან კარგი ფასი მოგვცა ამ ბიჭმა, თან განვადების პონტშიც გაგიკეთებთო ახლობლობითო, ანუ 50% წინასწარ ვიხდით და მერე თვეში 100-150$. ძალიან მაგარი პირობებია, მაგრამ საქმე იმაშია რომ ახლა ეს ფულიც არ გვაქვს. ხოდა სერიოზულ საგონებელში ვარ ჩავარდნილი ![]()
გუშინ ვის უნდა 20 000-ს ვუყურებდი და მერე მთელი ღამე ვფიქრობდი, 7 შვილიან ოჯახს 400 ლარი აქვს შემოსავალი და ბავშვებიც იზრდებიან და ოჯახიც კმაყოფილია და მამა რომელიც “სვარშიკი” იყო როგორც მივხვდი, საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა. ამ დროს კიდე ჩვენ რომლებსაც მინიმუმ 5ჯერ მეტი გვაქვს ოჯახის შემოსავალი თვის ბოლომდე არ გვყოფნის ფული.
მოკლედ სერიოზული კრიზისი მაქვს ფულის, არა საარსებო და აუცილებელის, მაგრამ აი რემონტის ფულის კრიზისი ნამდვილად მაქვს.
როგორ ვიშოვო 3000$ (მინიმუმ)

მინდა დავუბრუნდე ჩემს საყვარელ თემებს და დავწერო პოსტი სახის მოვლაზე, კონკრეტულად კი სახის მასაჟზე. არავისთვის უცხო არ არის რომ ზამთარში სახის კანს განსაკუთრებული მოვლა ჭირდება. თითოეული ჩვენთაგანის სახის კანს განსაკუთრებით სიამოვნებს და უყვარს მასაჟი, დამიჯერეთ …
სახის მასაჟი ეს ის პროცედურაა რომელიც 100%-ით აერთიანებს სასიამოვნოს და სასარგებლოს. ალბათ გაგიწმენდიათ სახე რომელიმე ძალიან კარგ კოსმეტოლოგთან, სახესაც რო გიმასაჟებენ, ხელის გულები რომ თბება და უზომოდ რომ გსიამოვნებთ მასაჟი თბილი ხელებით. ეს პროფესიონალური მასაჟია, მაგრამ არსებობს მინი მასაჟები რომლებიც ჩვენ თვითონ შეგვიძლია ჩავუტაროთ ჩვენს კანს კვირაში რამდენიმეჯერ. მასაჟი ხომ ეხმარება ჩვენს კანს შეინარჩუნოს სიმკვრივე და ახალგაზრდობა.
მოდა არ აისახება მხოლოდ ტანსახმელში, ფეხსაცმელსა თუ აქსესუარებში. მოდა ეხება ინტერიერსაც. დღეს თუ შავ-თეთრი ინტერიერია მოდაში, ხვალ ეს ყველაფერი შეიძლება აბსულუტურმა სიჭრელემ შეცვალოს, შემდეგ შეიძლება პასტელური ფერები შემოვიდეს, შემდეგ გოთიკა ან ისევ კლასიკა და ასე შემდეგ.
ისევე როგორც სამოსის სამყაროში, ავეჯისა და განათების სამყაროშიც არიან ბრენდები რომლებიც კარნახობენ მსოფლიოს მოდას. ერთ ერთი მათგანია ჩემი მუზა … FLOS
ბრენდი რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქსელში არ მოიპოვება საოცარი სიძვირისა და საკმაოდ მცირე ასორტიმენტის გამო.
FLOS _ ბრენდი რომელმაც შეცვალა განათების კონცეფცია. ბრენდი რომელსაც ყავს საკმაოდ ძლიერი დიზაინერები, რომლებიც არ ერიდებიან ყველაზე პროვოკაციული მოდელების შექმნასაც კი. ბრენდი რომელიც მუდმივად ეძებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მასალებს.
ფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხი, ინოვაციური განათება, რომელიც შექმნილია იმისათვის რომ მოერგოს ნებისმიერ გარემოს და ინტერიერს. არჩევანი რომელიც იწყება საშუალე ფასებიდან (რაც ჩვენთვის უკვე ძვირია) და ადის ფუფუნების საგნებამდე(LUXURY LIGHTING). ეს არის სრულყოფილი დიზაინი და ბალანსირებილი განათება ნებისმიერი სივრცისათვის.
Fლოს 1962 წელს მერანოში დაარსდა DINO GAVANA-სა და CESARE CASSINA-ს მიერ, რომლებსაც სურდათ ეწარმოებინათ თანამედროვე სანათები. ახალი განათების კონცეფციების განვითარებისათვის მათ თავი მოუყარეს ცნობილ დიზაინერებს :
ACHILLE CASTIGLIONI, PIER GIACOMO CASTIGLIONI & TOBIA SCARPA. პირველი მათი მონაპოვარი იყო ე.წ. აბრეშუმის ჭიის პარკი “COCOON” ძალიან დამყოლი მასალა.

ვიპოვე მეგობარი ბლოგერი
და რატომ კონკრეტულად ეს ბლოგერი?
1. საინტერესო თემებზე წერს
2. საინტერესოდ წერს
3. არასოდეს არ დამიწყევს საუბარს რა საზიზღრები არიან ბიჭები და სხვა ქალურ თემებზე… ასეთები ისედაც ბევრი მყავს
4. ბაღიდან მოყოლებული ბიჭებთან უკეთესად გამომდიოდა მეგობრობა
THAT’S ALL



