08:30 ძალიან შემთხვევით გავიღვიძე, ბავშვის მოძრაობამ გამომაფხიზლა, საოცარი სისწრაფით ჩავიცვი და მოვწესრიგდი და გავექანე სამსახურში
09:00 ფურშეტის ხალხი დამხვდა, შევედით დაიწყეს მაგიდების გაშლა. ბუშტების და კონფეტების ხალხიც მოვიდა და მათაც დაიწყეს ბუშტების გირლანდების დაწვნა და განლაგება დარბაზში. მე დავიწყე სცენის მოწყობა, საჩუქრები ლამაზად განვალაგე.
მერე კიდევ რაღაცეებს ვალაგებდით და ვაწესრიგებდით.
11:00 სასწრაფოდ გავქანდი სალონში, რომელშიც ჩემს პარიკმახერთან ჩაწერა დავაგვიანე და ერთ ქალთან მომიწია თმის დაყენება, თავიდან ძალიან არ მომწონდა და ნერვოზი დავმართე ქალს, ლამის გამომაგდო. საბოლოოდ ნორმალურად დამიყენა და გავქანდი სახლში
12:00 დიმა კანდელაკზე იყო ბავშვი წაიყვანა, მე დავიწყე ჩაცმა და მაკიაჟის კეთება, ამასობაში დიმაც მოვიდა, მაინც ვაგვიანებდი
12:50 როგორც იქნა მოვაღწიე 20 წუთის დაგვიანებით, ავიღეთ მე და ნინომ გათამაშების ბილეთები და დავიწყეთ დარიგება.
13:30 ავიღე ჩემი სიტყვა და გავემართე სცენისკენ, მოვუწოდეთ ყველა სტუმარს შემოსულიყვნენ და დაიწყოოო, ჯერ მე მისალმება, მერე ჩვენი ხელმძღვანელის სიტყვა, მერე უცხოელი სტუმრები, მერე ისე სტუმრები ან თანამშრომლები ვისაც უნდოდა კომპანიისათვის მილოცვა.
14:00 შემდეგი პროგრამაში იყო ქართული ცეკვების ანსამბლი ცეკვით დავლური ქართული, ძაან მაგრად იცეკვეს, ძალიან მოეწონა ყველას
14:15 დუეტი Georgia 2 ქართული სიმღერით
14:30 ქართული ცეკვა მოხევური
14:45 And the game began … ძააააააალიან მაგარი იყო, მე და შოტას მიგვყავდა ერთად და ძაან კარგად შევეწყვეთ ყოველგვარი რეპეტიციების გარეშე. 10 უმაგრესი საჩუქარი გათამაშდა და სტუმრები კმაყოფილი დარჩნენ.
15:35 ისევ ცეკვა, ამჯერად მთიულური თავისი ხანჯლაობებით, რაც ძაან ეფექტური აღმოჩნდა, განსაკუთრებით აღფრთოვანებული უცხოელი სტუმრები დარჩნენ, გაფართოებული თვალებით უყურებდნენ მოცეკვავეების ფარიკაობას, თან ეს ბოლო ცეკვა საკმაოდ ხანგრძლივი იყო, ცეკვავდა საკმაოდ ბევრი ადამიანი და მომენტებში შემოდიოდნენ სოლოებით პატარები. ისეთი საყვარლები იყვნენ ხოლმე რო დარბაზი იყო აღფრთოვანებული.
16:00 ჯერ კიდევ სცენაზე ვიყავი ჯერ არ იყო დასრულებული პროგრამა, თუმცა უკვე წითელ ღვინოს ვწრუპავდი ნელ ნელა, ამასობაში ჩვენმა ბიჭებმა ქვემოდან საჩუქრები ამოიტანეს და ყველა დამსწრეს დავურიგეთ. მერე დუეტმა Georgia კიდევ 3 სიმღერა იმღერა, ის რაც იურმალაზე იმღერეს.
16:35 საიუბილეო ტორტი დავწერით კონფეტების წვიმის ქვეშ. მერე მე და დიმა დავბოდიალობდით ჭიქებით, ხალხს ვესაუბრებოდით, უცხოელები გავაცანი, მერე სურათებს ვიღებდით და გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი, მეძინებოდა.
მივედი სახლში დავწექი 15 წუთიც ვერ ვიძინე. ავდექი ვისადილეთ, დიმა ბოლო NEED FOR SPEEDს თამაშობდა. მე ჩავიცვი და წავედით კანდელაკზე ბავშვთან. ბევრი ვეთამაშეთ და მერე 8ის ნახევარზე დიმამ TIFLIS PALACE-ში წამიყვანა, იქ იუბილეს გაგრძელება იყო მხოლოდ უფრო ვიწრო წრეში. სასტუმროს ერთ ერთ ვერანდაზე ვიჯექით უმაგრესი ხედით ვტკბებოდით, მუსკატს ვსვამდი და ბევრს ვიცინოდით რაღაც მხიარულება სუფევდა. მერე დავიშალეთ სახლებში, მეც ჩემი ბაია წამოვიყვანე და წამოვედით სახლში.
მინდა დავწერო შთაბეჭდილებები მაგრამ რაღაც არ გამომდის. იყო რაღაც ხარვეზებიც რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ ამხელა ღონისძიების ორგანიზებისას, მითუმეტეს როდესაც წინა დღეს მთელი 12 საათი დაძაბულ რეჟიმში მუშაობ რომ ყველაფერ მოესწროს, ეს წვრილმანები იმდენად არც ჩანს.
თუმცა ეს უკვე პირობაა იმისა რომ სამომავლოდ კიდევ უფრო კარგად ორგანიზებულ ევენტ-ს გავაკეთებ…
ეძებეთ აქ
დამიკავშირდით
COMMENTS
დღის ვიზიტორები
-
ბოლო პოსტები
FACEBOOK
კატეგორიები
- FASHION (267)
- Life, as it is … (31)
- Office Girl (56)
- გართობა (61)
- პირადი (276)
- სილამაზე, თავის მოვლა (106)
PageRank
Like This On FACEBOOK
-
-
-
Blogroll
FOLLOW ME
Archives
- May 2012
- April 2012
- March 2012
- February 2012
- January 2012
- December 2011
- November 2011
- October 2011
- September 2011
- August 2011
- July 2011
- June 2011
- May 2011
- April 2011
- March 2011
- February 2011
- January 2011
- December 2010
- November 2010
- October 2010
- September 2010
- August 2010
- July 2010
- June 2010
- May 2010
- April 2010
- March 2010
- February 2010
- January 2010
- December 2009
- November 2009
- October 2009
- September 2009
- August 2009
- July 2009
- June 2009
- May 2009
- April 2009
- March 2009
- February 2009
- January 2009
- December 2008
- November 2008







dzaan kargat gamoiyurebi : *