- იყიდეთ დომენი და დააინსტალირეთ ვორდპრესი
- თუ ფული არ გაქვთ ან გეზარებათ, გამოიყენეთ Blogger-ი. იგი ადვილია, უფასოა და Google-ისაა. ამიტომაც ძიებისას თქვენი ბლოგი უფრო ზედა რეზულტატებში გამოჩნდება.
- მოიფიქრეთ ბლოგის მახვილგონივრული აღწერა (tagline)
- ფოკუსირება მოახდინეთ ნიშურ თემაზე
- გაუღიმეთ საძიებო სისტემებს – გამოიყენეთ ტეგები
- მოფიქრეთ სხარტი სათაურები პოსტებისთვის
- პოსტებში აუცილებლად დალინკეთ შიდა გვერდები და ძველი პოსტები
- პოსტების ბოლოს განათავსეთ ”მსგავსი პოსტების” ჩანართი.
- ებრძოლეთ სპამს!
- იყავით ფოკუსირებული ბლოგის განვითარებაზე
- დაიცავით ბლოგი უცხო პირთა შეჭრისგან – დააყენეტ ძნელად გამოსაცნობი პაროლები
- იფიქრეთ პრემიუმ დიზაინზე
- კარგად შეახამეთ ბრენდინგის ელემენტები
- გადაიტანეთ RSS Feedburner-ზე
- მიეცით მკითხველებს საშუალება გამოიწერონ ბლოგი იმეილით
- მიეცით მკითხველებს კომენტარების გამოწერის საშუალება
- დარეგისტრირდით Google Analytics-ზე
- გახადეთ პოსტები სკანირებადი და კითხვადი
- გაათავისუფლეთ ბლოგი ზედმეტი ნაგვისგან
- შეინახეთ პოსტების და კომენტარების სამარქაფო ვერსია (ყოველი შემთხვევისთვის)
- პოსტი გააფორმეთ მინიმუმ 1 სურათით
- ატვირთეთ ისინი თქვენს საკუთარ სერვერზე ან ბლოგერის უფასო სერვისით ისარგებლეთ.
- არ გამოიყენოთ უფასო იმიჯ-ჰოსტინგები
- დაიცავით თვით-დისციპლინა
- დარეგისტრირდით blogroll.ge-ზე
- ბლოგიდან მოაცილეთ გაფუჭებული ბმულები რომლებიც არსად არ ილინკება.
- უპასუხეთ მკითხველის კომენტარებს
- დაწერეთ მიწვეული-პოსტი რომელიმე პოპულარულ ბლოგზე
- იკითხეთ სხვა ბლოგები ახალი იდეებისთვის
- იყავით აქტიური ინტერნეტში და ცხოვრებაში
- გამოძვერით ”ტექსტი მეფობს”- ჩარჩოდან
- შექმენით ალიანსი სხვა ბლოგერთან
- შეიძინეთ ახალი უნარ-ჩვევები – შეისწავლეთ ბლოგის ტექნიკური მხარეები
- გახადეთ მკითხველისთვის ადვილი თქვენთან დაკავშირება
- იქონიეთ გამზადებული მედია კიტი რეკლამის დამკვეთებისთვის
- გადაიღეთ ვიდეო-პოსტი
- არ იპასიუროთ, დაარეკლამეთ თქვენი ბლოგი
- მადლობა გადაუხადეთ თქვენს სტუმრებს
- დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაავრცელეთ უფასოდ.
- მკითხველის რომელიმე საინტერესო კომენტარს ახალ პოსტში ციტირება გაუკეთეთ და განავრცეთ
- არ შეიქმნათ ზედმეტი წარმოდგენები მკითხველის შესახებ, თქვენ მათ ჯერ კიდევ არ იცნობთ. – ამიტომ ნუ დაიწყებთ პოსტებს შემდეგი ფრაზით – “როგორც უკვე იცით, …” აუხსენით მათ ყოველი დეტალი.
- დაილაგეთ სამუშაო მაგიდა
- სპონსორი გჭირდებათ? მოიძიეთ!
- გამორთეთ კომენტარების მოდერაცია
- არ მოიხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ ვერ პოსტავდით. ეს არავის აინტერესებს. უბრალოდ დაწერეთ ახალი პოსტი. პაუზას ვერავინ შეამჩნევს.
- დარეგისტრირდით Twitter-ზე. (აქვე არ დაგავიწყდეთ ჩემი ჩამატება – Sweet)
- წაიკითხეთ წიგნი
- გაყიდეთ ან გააჩუქეთ ტელევიზორი
- იკითხეთ პრო-ბლოგერების ბლოგები და ისწავლეთ მათგან
- მეტი კომენტარების მოსაპოვებლად პოსტებში დასვით შეკითხვები
- დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაყიდეთ
- შეწყვიტეთ დაგეგმვა, დაიწყეთ წერა!
- წერეთ ყოველ დღე
- თუ ფიქრობთ, რომ კარგად წერთ, წერეთ დღეში ორჯერ
- არ უთხრათ თქვენი ბლოგის შესახებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შეყვარებულს, თანამშრომლებს.
- თუ ისინი მაინც აღმოაჩენენ მას, სთხოვეთ დაივიწყონ თქვენი ბლოგის მისამართი.
- გალინკეთ სხვები. გალინკეთ ყველა ვინც გაგლინკავთ. ლინკებით განსხვავდება ბლოგერი მაიმუნისგან.
- დაწერეთ რამე რეალური თქვენს შესახებ!
- თუკი კვირაზე მეტია არ დაგიწერიათ სექსზე, პოლიტიკაზე და რელიგიაზე ესე იგი ”სუფთა თამაშს” თამაშობთ, რაც იმას ნიშნავს რომ #55 რჩევის შესრულებისას ჩაიჭერით. გააკეთეთ ახალი ბლოგი და ამჯერად ენას კბილი დააჭირეთ.
- დააყენეთ მთვლელი და მიეცით საშუალება ყველას ნახოს თქვენი სტატისტიკა.
- თუ არ იცით როგორ კეთდება ეს – ისწავლეთ. იმ წუთიდან რაც ბლოგს გააკეთებთ კარგი რაღაცეები მოხდება, მათ შორის ის, რომ ახალ რამეებს ისწავლით.
- სანამ ”გამოქვეყნებას დააჭერთ. მონიშნეთ მთელი პოსტი და დააჭირეთ CTRL+C-ს. ეშმაკს არ სძინავს!
- წერეთ გულწრფელად. ყოველი პოსტი წინაზე გულწრფელი უნდა იყოს.
- ცვალეთ წერის სტილი. წერეთ ლამაზი ზღაპრები. იოცნებეთ სახალხოდ. გამოფინეთ ყველაზე ჭუჭყიანი თეთრეული. სახელებით მოიხსენიეთ კონკრეტული პიროვნებები. იტირეთ, იჩხუბეთ, იმღერეთ, არ მოგერიდოთ, რომ ვინმე დაგცინებთ.
- კვირაში ერთხელ მაინც ჩაწერეთ აუდიო პოსტები.
- არ იზარმაცოთ!
- დასასვენებლად მიდიხართ? არ მოკლათ ბლოგი! – დაუტოვეთ იგი ალიანსელს (იხ. #32) ან წინასწარ დაწერეთ სამომავლო პოსტები და გადაანაწილეთ თქვენს შვებულებაზე.
- დაწერეთ ღია წერილები. გააკეთეთ სიები. წერეთ სხვის შეცდომებზე.
- გამოიგონეთ საკუთარი თავი.
- წერა დაიწყეთ იმ ამბით, რაც დღეს გადაგხდათ.
- როცა არ იცით რა დაწეროთ, დაწერეთ მიმოხილვები, მაგალითად მიმოიხილეთ გუშინ ნანახი ფილმი.
- ხშირად წერეთ იმ ქალაქზე, სადაც ცხოვრობთ.
- გამოააშკარავეთ საკუთარი თავი. მოყევით თქვენი საიდუმლოებები. ამ პოსტების წაშლა შემდგომში ყოველთვის შეიძლება.
- არ გამოაქვეყნოთ თქვენი ნამდვილი სახელი. არ ილაპარაკოთ სამსახურზე თუ გაწუხებთ სამსახურიდან გამოგდების საკითხი.
- არ გამოაქვეყნოთ თქვენი ლექსები, მათ არავინ წაიკითხავს. განსაკუთრებით – თუ ისინი გენიალურია. გამოაქვეყნეთ მხოლოდ სასაცილო და იდიოტური ლექსები.
- მოყევით თქვენი მეგობრების შესახებ
- შეიყვარეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ!
- წაიკითხეთ ათასობით ბლოგი და დატოვეთ სასიამოვნო კომენტარები
- ამობეჭდეთ ეს სია, გაიკარით სამუშაო მაგიდასთან და ყოველდღე გადახედეთ!
- შთაგონებისთვის – იკითხეთ Sweet.ge
P.S. PROBLOGGER – ები ვინ არიან?







აქ ფერები საერთოდ არ ჩანს, ან შენი კომენტარები
)
პ.ს. პროფესიონალი ბლოგერები
xaxaxaxaxa, marTali xar, aq im Zvels davlinkav
tore mezareba amaTi gaferadeba
http://tatushka55.wordpress.com/2009/10/22/done-25/