Archive for November, 2009
ინტერნეტს რომ განუსაზღვრელი ძალა აქვს და ძალიან ბევრ რამეში გვეხმარება ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით. მაგრამ ნამდვილად სიურპრიზი იყო ჩემთვის ფეისბუქზე მეგობრებს შორის სილამაზის სალონის გამოჩენა, რომელსაც ვეწვიე კვირას.
ეს არის სალონი Hairhaus, რომელიც ორიოდე კვირის წინ დამემატა მეგობრებში. არ გეგონოთ რომ სათაურში შეცდომა მაქვს, ჰაუზ – ამ შემთხვევაში გერმანულად წერია
.
სალონი მდებარეობს სპორტის სასახლესთან რაც ძალიან მიმზიდველია ჩემთვის ტერიტორიული თვალსაზრისით.
Read the rest of this entry »
მე მინდა დავწერო ბრენდზე, რომლის ოქროს წლები 90-იანებში დაიწყო და შეიძლება დასრულდა კიდეც, მაგრამ მიუხედავად ამისა ის აგრძელებს მოღვაწეობას მოდის სფეროში, თუმცა სამწუხაროდ ვეღარ ისე წარმატებით როგორც ადრე. იყო დროები როდესაც ლეტისი კასტასთან და იანიკ ნოასთან ერთად მორგანის სარეკლამო პროდუქციას ანალოგი არ ყავდა, თუმცა ყველაფერს თავისი ლოგიკური დასასრული აქვსო და ეს ბრენდიც თავისთვის წყნარად და ვეღარ ისეთი დიდებით აგრძელებს მოღვაწეობას მოდის გიგანტებს შორის.
მორგანი, ბევრისთვის საყვარელი ფრანგული მარკა. ახალი სახე სერბი მოდელი დანიელა დიმიტროვსკა.
ამ ბრენდზე დაწერის იდეა გუშინ გამიჩნდა როდესაც მათ საიტზე ძლიან სახალისო რამე-რუმეები გავჩითე. ეს არის კომპანიის ერთგვარი ძლიან ინტერაქტიური რეკლამა, რომელიც კომპანიამ გაზაფხული-შემოდგომის კოლექციის მხარდასაჭერად გაუშვა. საიტზე შესულ მომხმარებელს მშვენიერი დანიელა გეგებებათ მცირე ფრანგული ტექსტით, რომელიც სამწუხაროდ ვერ ვთარგმნე ფრანგულის უცოდინარობის გამო და ძალიან დამწყდა გული. და ნუ რაღაც საერთაშორისო სიტყვებით მივხვდი რომ ეს გოგონა გვთავაზობს მასთან ერთად შევისწავლოთ ცდუნების (მოხიბვლის, соблазн) ხერხები. სწორედ ეს გაკვეთილებია მთელი რეკლამის ხერხემლი

ტრენინგების დაწყების წინ გთავაზობენ გამოავლინოთ თქვენი სუსტი ადგილები. გაკვეთილები სამ მოდულად იყოფა: სიარული, ხმა და კამერის წინ პოზირება. ხო აუცილებელი ატრიბუტებია მიკროფონი და ვებ კამერა. ხმას ავარჯიშებ მიკროფონის მეშვეობით ვირტუალურ მამრზე
. ხოლო პოზირება გიწევს თითქმის რეალური ფოტოგრაფის წინ, რომელიც იღებს ფოტოებს თქვენივე ვებ კამერის მეშვეობით.
საიტი დაკავშირებულია ფეისბუქთან, შეგიძლია შეხვიდე ფეისბუქზე და იქ აირჩიო საცდუნებელი ადამიანი ![]()
ტრენინგების შემდეგ კი მოდის მთავარი ნაწილი, უნდა აირჩიო ცდუნების იარაღი ანუუუუუუუუუუუ – ნივთები მორგანის კოლექციიდან და ვუალააააა, წადი დაიპყარი მსოფლიო.
გუშინ შევედი, ფეისბუქის მეშვეობით ვიპოვე დიმა და უცებ იჩითება google earth_ის ვარიანტი, ეძება, ეძება ჩემი მეუღლე და ეს საოცარი ქვეყანა რომელსაც საქართველო ქვია ვერ იპოვა ![]()
მერე რაღაცეები დამიწერა რაც ვერ ვთარგმნე
და ძალიან დამწყდა გული.
მოკლედ ძალიან სახალისო რეკლამაა და ეს ყველაფერი კომპანიისგან რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაბანკროტების საშიშროების წინ იდგა.
დღეისათვის ეს მარკა არის Beaumanoir Groupe -ის მფლობელობაში, რომლებიც სერიოზულად მუშაობენ ახალი კოლექციების ჩაშვებაზე, ახალი მაღაზიების გახსნაზე და ხელახალ მსიოფლიო ცნობადობაზე. ეს კრეატიული რეკლამა უკვე ამ მიზნებს ემსახურება და მე ძალიან მოხარული ვიქნები ამ ბრენდის ხელახალი აღორძინებით

გუშინდელმა საღამომ გადამაწყვეტინა რომ კიდევ ერთი მიმართულებით წავიყვანო ჩემი ბლოგი
ეს არ იქნება ძალიან აქტიური მხარე ბავშვის და მოუცლელობის გამო
მაგრამ შიგადაშიგ დავწერ ხოლმე თემებს სერიალიდან სად გავერთოთ …
დაბადების დღის გადახდა რაღაც არ მიყვარს
ცხოვრებაში სულ 3 დაბადების დღე მახსოვს ნათელ ფერებში და შთაბეჭდილებებით
1. მგონი 20 წლის გავხდი და ჯოი რომ ბობოქრობდა მანდ გადავიხადე დაბადების დღე და ძაააააან სუპერსკი ფართი გამოვიდა
2. მგონი 26 წლის რომ გავხდი, კოსმო გვქონდა მაშინ ამოჩემებული, მე და დიმას შეყვარებულობის პირველი სერია იყო, მადაც ძალიან მაგარი დრო ვატარე
3. 28 წლის რომ გავხდი, მე და დიმას შეყვარებულობის მეორე სერია იყო, ძალიან დიდი დაბადების დღე გადავიხადე რომელიღაც რესტორანში არ მახსოვს სახელი. მახსოვს ყველა იქ იყო ვინც მიყვარდა, საკმაოდ ვეცრნი შევიკრიბეთ და ძალიან ძალიან მაგარი დრო ვატარეთ
აი ასეთ დაბადების დღეებს შეუერთდა გუშინდელი საღამოც, არასდროს რომ არ დამავიწყდება. სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება და ძალიან მაგარი და დასამახსოვრებელი შედეგი.
სამსახურიდან რომ მივედი სახლში ძიძა ბავშვს აჭმევდა და დიმაც მოსული იყო. ჩემები სადღაც იყვნენ და სახლში ძალიან სასიამოვნო იდილია სუფევდა. ცოტა ხანში ძიძაც წავიდა და ჩვენც უცებ გადავწყვიტეთ კანდელაკზე გავიდეთო. წავედით კანდელაკზე ვიჯექით ჩაის ვსვამდით და უცებ გადავწყვიტეთ რომ ბავშვი ბებოს დავუტოვოთ და წამო სადმე წავიდეთ, მაინც დაბადების დღეა გაქვსო ![]()
გამოვედით, ჩავჯექით მანქანაში და დადგა საკითხი სად წავიდეთ. დიმას რამდენიმე კვირის წინ წყნეთში შეუმჩნევია საკმაოდ კარგი შენობა წარწერით ბოულინგი, წამო იქ ავიდეთო.
წავედით და ძააააააალიან სასიამოვნო სურპრიზი დამხვდა. მთელი უზარმაზარი გასართობ – რელაქსაციური კომპლექსი კოპალა: ბოულინგი, ბილიარდი, კინო, სათამაშო აპარატები, კაფე, რესტორანი, სილამაზის სალონი, ფიტნეს კლუბი, აუზი და ნომრები. რა გინდა ამაზე მაგარი. ძალიან ვინანეთ რომ მთელი ღამით არ ვიყავით წამოსულები.
შევედით ბოულინგი ვითამაშეთ. ოპერატორი ბიჭი ძალიან საყვარელი ადამიანი იყო დეტალურად აგვიხსნა ყველაფერი. ადრე პავლოვზე დავდიოდი ხოლმე, მაგრამ ეს გაცილებით უფრო მაგარი კლუბია. დაახლოებით 1 საათი ვითამაშეთ, 45 ლარი ღირს 1 საათი. თავიდან მე ვიგებდი ხოლმე, მაგრამ დიმამ ნელ ნელა დაამუღამა და ცოტა ხანში ისეთ სტრაიკს ხსნიდა რო ლამის გავებუტე. მაგრამ უზომოდ ვისიამოვნე, თავიდან ჯლახუნით ვაქანებდი ხოლმე ბურთს, მერე ნელ ნელა უფრო კარგად დავამუღამე. მაგრამ ერთი რჩევა გოგონებს, არ ითამაშოთ ბოულინგი გრძელი ფრჩხილებით, გუშინ ერთი ჩემი ფრჩხილი ემსხვერპლა ბოულინგის ბურთს
ძალიან მაგრად ვისიამოვნე, აუცილებლად გავხდები მაგათი ხშირი სტუმარი, ძალიან გემრიელი ყავაც მივირთვი. მერე გამოვედით და საბილიარდოში შევქანდით. აი მანდ უკვე ვაჯობე დიმუს და 3:1 მოვიგე.
მერე გამოვედით და დიმა მეუბნება მოდი ნიდ ფორ სპიდში შემეჯიბრეო. ავიღეთ ჟეტონები და დავიწყეთ გონკაობა აპარატზე, აუ ძალიან მაგრად ვისიამოვნე ამ თამაშით. მე RX-7ით ვგონკაობდი, მაგრამ დიმამ მაჯობა, თავისი სფეროა მაინც. გამოსვლისას კიდევ ერთი ძაან მაგარი აპარატი შევნიშნე, ბაიკის ფორმა აქვს და ვითომ მოტოთი გაზაობ. შემდეგ ასვლაზე გავტესტავ, ვნახოთ ვისწავლი თუ არა ოდესმე მოტოს ტარებას
არადა სამომავლო გეგმებში მაქვს ნამდვილად. გვინდა ოჯახში ერთი ბაიკი და ერთი სუბარუ ფორესტერი ![]()
უკან რომ მოვდიოდით იქ მომსახურე პერსონალს ვესაუბრეთ ფასების შესახებ. გზაში ვგეგმავდით რომ ერთ დღეს ისე ამოვსულიყავით რომ ყველაფრით დავმტკბარიყავით, აუზითაც, უი ხო გამომრჩა – საუნაც აქვთ, ფიტნეს კლუბითაც, ფილმსაც ვუყუროთ და დაჟე ღამეც რომ დავრჩეთ.
ამისთვის საჭიროა ვინმეს დავუტოვოთ ვიკიკო 1 ღამით და ფული გვედოს ჯიბეში მინიმუმ 300 ლარი …
ბრრრრრრრრრ
29 უკეთ ჟღერდა
აშკარად
არადა დღეიდან რომ ვინმე მკითხავს რამდენი წლის ხარო – უნდა გავიღიმო და 30ის მეთქი ისე უნდა ვუთხრა რომ თან ვიგულისხმო ვიცი რომ არ მეტყობათქო ![]()
მდაააა
არ მომწონს ეს 30, მაგრამ სად გავექცევი, დაბადების მოწმობას ხომ არ გადავიკეთებ
არადა, თავმდაბლობა იქეთა ფლანგზე დავტოვოთ და რა მეტყობა ეხლა მე 30 წლის რომ ვარ ???
არც გარეგნულად
არც ქცევებით
არც სხვა რამით
პირიქით მგონი უფრო ვახალგაზრდავდები და ბავშვური ვხდები
უკურეგირებს ჩემი ტვინი და სხეული
რა მოვასწარი:
მყავს უსაყვარლესი მეუღლე
უსიცოცხლესი შვილიკო
მაქვს სამსახური, ჯერ არ ვეძებ უკეთესს
ვარ მშვენიერ ფორმაში ![]()
ვარ იმაზე გამხდარი ვიდრე ბოლო 9 წლის მანძილზე
ვსწავლობ, ვვითარდები
რა მაქვს მოსასწრები:
მინდა ჩემი სახლი
მინდა ახალი მანქანა
მინდა ბევრი მოგზაურობა
(გუშინდელი ღამის შემდეგ მეორე შვილი აღარ მინდა
აღარ შემიძლია ვერ გავუძლებ)
მინდა საკუთარი სპა სალონი
მინდა საკუტარი ფიტნეს კლუბი
მინდა LSPR-ში სწავლა
ბევრი რამის დაწერა მინდოდა კიდევ მაგრამ ტელეფონს მიფეთქებენ მოლოცვებით
HAPPY BIRTHDAY TAA …
Lela Rose dress, $1,695
Karl Donoghue jacket, $1,105
Christian Louboutin shoes, $895
Chanel clutch, $17
Vintage Collection ring, $3,000



