Taa.ge

დღეს taa.ge დავარეგისტრირე, იმედია მოვიცლი და ნელ ნელა გადავბარგდები
თუმცა ამის დრო როდის მექნება ზუსტად არ ვიცი
დღეს თბილისურ ლავ სტორიზე ვაპირებდით წასვლას, მაგრამ ბლოგებზე ისეთი ამბავია ატეხილი ამ ფილმზე, და ისე უნიჭობად და საშინელებად მოიხსენიებენ რომ გადავწყვიტეთ არ წავიდეთ და “გაღმა ნაპირს” ვუყუროთ.
სვითის გაკვეთილებს ისევ მივყვები და გუშინ გესტ პოსტი დავწერე ჩემი ამიგო ბლოგერის ბლოგზე 🙂

http://lifestylebox.wordpress.com/2009/11/03/men-perfume/


ძლივს ნორმალურ ამინდს ვეღირსეთ, თორე ეს წვიმა ყელში იყო უკვე ამოსული.
კვირას თმა შევიჭერი რადგან ბავშვის გამო, ძალიან მცვიოდა და გარდერობი შევივსე სიახლეებით 😀
დანარჩენი ცხოვრება ჩვეული კალაპოტით მიდის, სამსახური – სახლი – ბავშვი, არაფერი ახალი და საინტერესო არ ხდება…
ერთადერთი დიმას ნაკლებობას განვიცდი ხოლმე, სულ მენატრება ამ ბოლო დროს, სამსახურში 9 საათზე მიდის, ადრე 10ზე მიდიოდა და ერთად ვახერხებდით ყავის დალევას, ამ ბოლო დროს კიდე დილით ვერც ვხედავ ხოლმე და ძალიან მენატრება ერტად ყავის დალევა და სიგარეტის მოწევა დილაობით.
და ძალიან მენატრება მარტო რო ვცხოვრობდით ის დრო, თან ეხლა ჩენი და,სიძე და დეაკოც ჩვენთან არიან –  რემონტი აქვთ სახლში და ჩვენთან ისეთი აურზაურია რო სახლშიც ვიღლები ხოლმე 🙁
მარტო მინდა დიმასთან და ვიკიკოსთან ერთად ცხოვრება და სიმშვიდე მინდა …

Comments

comments

6 thoughts on “Taa.ge

  1. Natalia says:

    რა საშინელებაა სახლში ბევრი ხალხი – მე დეპრესიაში ვვარდები ამ დროს 🙁

  2. tatushka55 says:

    candy

    ეჰჰ, ანუშკა საყვარელო…
    მე თვითონ აღარ მჯერა მაგის უკვე 😀
    მაგრამ თავს არ მოიკლავს ქართველი არა 😀

    WE JUST NEED SOME TIME AND MORE PATIENCE

  3. i am NOT popular says:

    უი ge. როგორ დაარეგისტრირე? : )

    მეც მინდა დარეგისტრირება მარა ვერ გავიგე ნორმალურად რა როგორ და რა ღირს : (

  4. tatushka55 says:

    30 ლარი ღირს წელიწადში.
    უნდა მიხვიდე რუსთაველზე ფოსტაში რომ კაუკასუს ონლაინის ოფისია, შეავსო რაღაც ფორმა და დაელოდო მეილზე კონფირმაცას 🙂
    ძალიან მარტივია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *