BE SO KIND – block online shops !!!

გააკეთეთ სიკეთე
დაეხმარეთ
გზააბნეულს
დამიბლოკეთ ონლაინ შოპინგის მაღაზიები

ერხევა ჩემს ფინანსებს …
და გარდერობს, რომელშიც ცოტა ხანში აღარაფერი არ შეეტევა 🙁

ამ ბოლო პერიოდში უკვე მესამე შეკვეთა გავაკეთე OldNavy-ზე.
ყველაფერი იმდენად ზუსტი ზომა, ზუსტი ფერი და კარგი ხარისხის ჩამოდის რომ ყველა ახალი შესვლა საიტზე ახალ შეკვეთებს ბადებს ჩემში.
მართალია პროცესი არის უგემრიელესი, თუნდაც შეკვეთა, თუნდაც ლოდინი და ჩამოსვლა ხო საერთოდ მაგრამ …
ოი ოი ოი ფინანსებს ერხევათ მერე

OldNavy for Vicky1 შეკვეთა ვიკიკოს მივუძღვენი და ისეთი მაგარი რაღაცეები ჩამოვიდა რო აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, მალინისფერი ძალიან ფუმფულა ბეწვიან დუტის ჟილეტზე საერთოდ დავიშოკე, ხოლო ნაცრისფერი პალტოშკა რომ ამოვიღე ყუთიდან თვალებში დამიბნელდა სიამოვნებისგან, რო წარმოვიდგინე ჩემი მოცუცქნული ამ პალტოთი გაზაფხულზე.

2 შეკვეთა ჩემს თავს და დიმას. ჩანთებზე რომ პოსტი დავწერე oldnavy for Taaმანდ ვამბობდი რომ გეგმაში მქონდა ახალი ჩანთის შეკვეთა, ისეთის რომ ჩემს ორ პალტოს მოუხდებოდა. ეს 2 პალტო არის თეთრი და რძისფერი, ხოდა ოლდნეივიზე აღმოვაჩინე სასურველი ჩანთა და არც დავაყოვნე. ეხლა მარტო ჩანთას ხომ არ წამოვიღებდი ხოდა უცებ შევქანდი სხვა აქსესუარებშიც და ლამაზუნა ქამარი ჩავაგდე ჩემს შოპინგ ბეგში.
მერე ვიფიქრე, დიმას დაბადების დღე მოდის – ტვინის ჭყლეტვას რა ვუყიდო რა ვუყიდო ჯობს ისევ რამე საკაიფოს გამოვუწერ მეთქი ხოდა ეხლა მამაკაციბის განყოფილებაში შევხტი. ერთი ნაცრსფერი კურტკა მომეწონა ძალიან მაგრად. თან კურტკა რომელიც უნდა ჩაიცვა უფრო თბილ კურტკამდე, ანუ საშემოდგომო პონტი არ აქვს, ხოდა რაღაც ჯადოსნური მექანიზმებით ეგ კურტკაც აღმოჩნდა კალათში და ჩექაუთ ეგრევე. ეს შეკვეთა გუშინ ჩავიდა ამერიკაში იმ მისამართზე საიდანაც თვითმფრინავით უნდა გამოიგზავნოს.

და ბოლოს მესამე შეკვეთა:
ეს გუშინ მოხდა, შევედი საიტზე რათა გადამემოწმებინა ჩავიდა თუ არა ამანათი დანიშნულების ადგილზე და უცებ ვხედავ საიტზე დიდ ბანერს:

OUTWEAR SALE 50%   – Only 1 week

coat oldnavy for taaხოდა ვინაიდან და რადგან ამ ბოლო დროს გაჭედილი მაქვს ყველანაირ აუთვეარებზე ეგრევე დავიწყე დათვალიერება
ჩემთვის ვნახე ძალიან საყვარელი ნაცრისფერი პალტო, დიმასთვის ცოტათი კლასიკური და უფრო მეტად casual პიჯაკი და ბავშვისთვის ვერცხლისფერი, შიგნიდანაც დათბილული დუტის კურტკა ზამთრისთვის. 2 საათი ვეჭიდავებოდი ჩემს თავს რო ჩავყარე ესენი კალათაში, შევუკვეთო არ შევუკვეთო, გაორება დამემართა მაგრამ ბოლოს საკითხი ასე გადავწყვიტე: შევუკვეთე მეგო ბარათით რომლის შევსებაც ნელ ნელა შემიძლია. ანუ ერთბაშად თუ არ მექნება ფული არავინ არ დამახრჩობს 😀
აი ესეთუ უნებისყოფო ვარ ისეთ საკითხებში როგორიცაა შოპინგი და სიგარეტი ….

ეხლა 2იოდე სიტყვით ჩემს ახალ დაავადებაზე: პირობითად ვარქმევ აუთვეარჰოლიკობას

ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო რომ შარშანდელ წლამდე, თქვენი მონამორჩილი არანაირ ყურადღებას არ აქცევდა აუთვეარებს, არასოდეს მქონია პალტოები და ა.შ. სულ მეცვა კაპიშონიანი მანტოები ან დუტის კურტკები.
შარშან როდესაც ორსულად ვიყავი, სურვილი იმისა რომ კარგად გამოვიყურებოდე გამიასმაგდა. თან მუცელი რომ იზრდებოდა უფრო და უფრო მეშინოდა რომ ფეთხუმურად არ ვყოფილიყავი. და რადგან ორსულობისას სითბო პირველ ადგილას იყო ჩემს ცხოვრებაში დავიწყე აუთვეარებზე და ლამაზ თბილ ქუდებზე ფიქრი. შევიძინე:
1. ლევისის უმაგრესი და უსაყვარლესი თბილი დუტის კურტკა შავი
2. რძისფერი თბილი კლასიკური პალტო
3. ბეწვიანი უსაყვარლესი თეთრი ქუდი
4. ჩემი უსაყვარლესი საგაზაფხულო-საშემოდგომო თხელი მაგრამ ზალიან მაგარი დიზაინის პალტო, რომელიც დიმამ მიყიდა, რადგან მე ფული არ მქონდა მაშინ და საკმაოდ ძვირიც ღირდა.

ეს შარშანდელები…
ეს ჰოლიკობა წელსაც გადმომყვა, ამას წინათ თბილი ზამთრის პიჯაკი ნახე კანისფერ სავი ღილები, ულამაზესი და საშინლად მომინდა, მაგრამ ვერ ვიყიდე, ფული არ მქონდა – და რო მივედი ფულით, გაყიდული დამხვდა 🙁
სამაგიეროდ რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან ცემი დის დაქალმა გამოგზავნა ტანსაცმელები გასაყიდად სადაც უუუუმაგრესი ღია ღია ნაცრისფერი, ძალიან ლამაზი პლაში იდო. ეგრევე დავტაცე ხელი, და რადგან მისი ფულიც შემიძლია ნელ ნელა ვიხადო ახალ წლამდე, მაშინვე შევისყიდე 😀
და ოლოს ეს პალტო რომელიც ოლდნევიზე ვიყიდე 🙂
მოკლედ მთელი კოლექცია დამიგროვდა და ძალიან ბედნიერი ვარ
სამომავლოდ თუ კიდევ რამეს ვიყიდი აუთვეარიდან უნდა იყოს შავი და კლასიკური (არ მაქვს ეგეთი) და რამე 1 ფერადი, ცოტა ხალისიანი. სიჭრელე არ წარმოიდგინოთ 😀

ერთხელ მოვიცლი ყველა აუთვეარებში გადავიღებ სურათებს და დავდებ 🙂

Comments

comments

17 thoughts on “BE SO KIND – block online shops !!!

  1. Sunny says:

    OldNavy როგორ მიყვააარსსს :):) ძალიან მაგარი რაღაცეებია ხოლმე 🙂

  2. tatushka55 says:

    აუ ძაან მაგარი რამე გავჩითე, ეხლა იუთუბზე ვუყურებდი Roberto Cavalli Fall Winter 2009 2010 Full Fashion Show და ჩემი ქამრის ძმა გავჩითე, ანუ 98% ით გავდა და გამიხარდა რაღაცნაირად 😀

  3. Natalia says:

    სულაც არ არის საჭირო დაბლოკვა, თუ ფული გაქვს – იყიდე! რა თქმა უნდა, ზომიერება უნდა დაიცვა, მარა იმხელა სიამოვნებაა ამანათი რომ ჩამოდის და ხსნი, ვერაფერი შეედრება :))

  4. ♥ Malvina ♥ says:

    ძალიან საყვარელი რაღაცეეებია :წუბ:

    შენი მოცუცქნული არ უნდა გვაჩვენო? :წუბ:

  5. antimelancholy says:

    vaime vika manahet paltoshi aucileblad !! enacvalos ibiza deida : *

    mag senit mec var daavadebuli & dges unda vimathovro sahlshi rom movlen iqneb botasebi gamovawerino sruliad arasezonuri mara mainc : D

  6. Lord Vader says:

    ბარათი დაწვი. დაბასტა.

    ისე მეც ვწერდი ონლაინ შოფინგზე პოსტს 🙂 ჯერ ვერ დავამთავრე…

  7. Sophie Golden says:

    ეს ნაცრისფერი პალტო ვიკისია??? ლოლ მეც ჩავიცმევდი ასეთს სიამოვნებით.
    AMAZING!

  8. antimelancholy says:

    antimelancholy

    Magdu, rogor xar?
    Gamogviare ertxel
    _________________________

    me gelodebit rodis gadmohvalt kandelakze 😀

    ginahuelbt aucileblad , MISS worldi momenatra dzalian * & mere ahalclebzec ertad vigijot ; )

    tkven icit aba

  9. კატო says:

    თაა პრივეტ.მომეწონა შენი საიტი და წერის სტილი.ახალი ვარ:)მიხვედბოდი ალბად…მეც ერთი “დაავადება” მჭირს,ნებისმიერი სტრესი მეხსნება ახალი ნივთის შეძენით.ერთი ისაა,რომ online საიტებიდან გამოწერა არ ვიცი(მრცხვენია თუმცა),და შემთხვევით გადაყრილი-საქართველოსში შეძენილი ნივთისაგან ხშირად დავრჩი გულნატკენი,რამდენჯერმე ძალიან ლამაზ ფეხსაცმელზე 1 ან 2 ჩაცმაზევე ქუსლი შუა ქუჩაშიი მომტეხია…
    მინდა ვცადო ინეტით სშეძენა და არ ვიცი როგორ…
    ვერ ამიხსნით როგორ გამოვიწერო და გავაკეთო გადახდა?
    ძალიან გთხოვთ და დიდ ბოდიშს მოგიხდით ასეთი თხოვნისთვის.

  10. katia says:

    თაა პრივეტ.მომეწონა შენი საიტი და წერის სტილი.ახალი ვარ:)მიხვედბოდი ალბად…მეც ერთი “დაავადება” მჭირს,ნებისმიერი სტრესი მეხსნება ახალი ნივთის შეძენით.ერთი ისაა,რომ online საიტებიდან გამოწერა არ ვიცი(მრცხვენია თუმცა),და შემთხვევით გადაყრილი-საქართველოსში შეძენილი ნივთისაგან ხშირად დავრჩი გულნატკენი,რამდენჯერმე ძალიან ლამაზ ფეხსაცმელზე 1 ან 2 ჩაცმაზევე ქუსლი შუა ქუჩაშიი მომტეხია…
    მინდა ვცადო ინეტით სშეძენა და არ ვიცი როგორ…
    ვერ ამიხსნით როგორ გამოვიწერო და გავაკეთო გადახდა?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *