9 ლარი დამენანებოდა

არ ვიცი რა ღირდა ბილეთი გუშინდელ პრემიერაზე, Twilight, New Moon – მაგრამ მე რომ მეყიდა ბილეთი აშკარად დამენანებოდა ის 9,10, თუ 12 ლარი. ნუ რაც არის …

პარადოქსია მაგრამ ვერც ერთი ქართული კინოთეატრი ვერ უძლებს პრემიერებს. გუშინ აღვნიშნავდით მე და დიმა ზუსტად, პოპკორნის უზომოდ დიდი რიგები და ყველაფერი წამდაუწუმ თავდება. თან პოპკორნი ერთი აპარატიდან დარბაზის გამოვლით ბარში მოქონდათ. მაგარი დისკომფორტია …

მეორე უსაშინლესი მომენტი იყო თინეიჯერებით გატენილი დარბაზი. თინეიჯერი მეც ვყოფილვარ მაგრამ არა ასეთი უაზრო, უზრდელი და შეუგნებელი როგორებიც გუშინ კინოში. ერთ ამბავში იყვნენ, ჯერ კოცნებზე ხო სტვენებს ტეხავდნენ, ედვარდის გამოჩენაზე ტაშის კვრა დაიწყეს და საერთოდაც ერთი რაღაც სისულელეს წამოიწყებდა ხოლმე მსგავსს და მთელი დარბაზი მათ ყვებოდა …

საით მივექანებით მე არ ვიცი

შუქები რომ აინთო და გამოვდიოდით ხო საერთოდ მაგ დროს არ გამეხედა არსად ჯობდა. მეგონა დიდ ბუნკერში ვიჯექი იმდენი ნაგავი ეყარა ირგვლის. არავის თავში არ მოსვლია რომ თუნდაც პოპკორნის ყუთი ან სასმელის პაკეტი გამოეტანა და ნაგვის ყუთში ჩაეგდო, არა იმენნა მიმოფანტული იყო ყველაფერი უაზროდ ირგვლივ 🙁

ახლა კი რაც შეეხება თავად ფილმს …

Twilight coupleბევრი რომ არ ვწერო და არ მივედ-მოვედო, არ წახვიდეთ, არ გადაყაროთ ფული. არაფერი საინტერესო არ ხდება. ასეთი სისულელისთვის კარგა ხანია არ მიყურება, ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა. უშინაარსო და საოცარი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნების დამტოვებელი ფილმია. სულ ელოდები რომ რაღაცა დაიწყება და შენც არ მომიკვდე… ისე დამთავრდა ფილმი ვერაფერზე ვიკაიფე პორშეს გარდა.

ხო, კიდევ ძალიან ძალიან მომწონს ედუარდის და, შავთმიანი, არ მახსოვს ელისი ქვია მგონი. უსაყვარლესი ტიპშაა და ძალიან მაგარი როლი აქვს, ვითამაშებდი მაგ როლს. დანარჩენი მთელი ფილმი არის ნული …

ასევე გამოვარჩევდი Kristen Stewart-ს, ბელის როლის შემსრულებელს, არა როგორც უნიჭიერეს მსახიობს ან ლამაზ ქალს. არა, მე რაღაცნაირად მხიბლავდა მისი ქვედა ყბის მოძრაობები. ოდნავ წამოწეული ქვედა ყბა და მიმიკები რომელსაც ის აკეთებდა. რაღაც არის შარმი ამ გოგოში სწორედ ამ მიმიკების გამო.

რაც შეეხევა ფილმს, დღეს ჰარპერს ბაზაარში წავიკითხე რომ ამჟამად მიმდინარეობს მესამე ნაწილის Eclipse- ს გადაღებები, ვანკუვერში.სადაც მსახიობები შერატონში ცხოვრობენ, მაგრამ საცოდავად აღნიშნავენ რომ გარეთ გასვლასაც ვერ ბედავენ უამრავი პაპარაცის გამო.

http://www.harpersbazaar.com/magazine/cover/robert-pattinson-kristen-stewart-new-moon-1209

მეტს ამ ფილმზე არაფერს დავწერ, არ იმსახურებს
ალმოდოვარი მომენატრა …

Comments

comments

13 thoughts on “9 ლარი დამენანებოდა

  1. Sweet says:

    მეც არ გადავიხდიდი ფულს მაგრამ ბილეთებით მასპონსორებს კინმოთეატრი და უნდა წავიდე ერთი რა ხდება მაინტერესებს 😀

  2. Sophie Golden says:

    თაა, ო მაი გუდნეს! რამ წაგიყვანა ამ პრემიერაზე?
    აქაც მთელი ამბები იყო.
    თინეიჯერებზე არ გამკვირვებია, ეგენი ყველგან ველურები არიან 😀 აქ უნდა ნახო, რა ღრიანცელი აქვთ ხოლმე, მომწონს კიდეც, ჰორმონები უდუღთ, რა ქნან.
    კრისტინ სტიუარტი რაღაც ფილმში მყავს ნანახი და იმდენად უფერული, ცარიელი თვალები აქვს, რომ მარტო ყბა არ შველის 😀

  3. Taa says:

    ყბა აქვს რაღაცნაირი, თორე ისე მართლა ძალიან ცარიელია.
    წავედი იმიტომ რომ – მუქთა კუბოც ასწორებსო ხო გაგიგია 😀
    დამპატიჟეს ადამიანებმა გულით და წავედი

  4. ვასასი says:

    უზრდელები არიან..

    კი არა, აგრესიულები..

    და სხვადასხვაგვარად გამოხატავენ..

  5. Leonard Shelby says:

    კინოში რამ წაგიყვანა ამ საზიზღრობაზე. მე პირადად თუ წავალ თვაილაითზე(რომლიმე ემგობარი თუ წამირებს ძალით), ალბათ სეანსის დროს ინსულტით მოვკვდები. :დ
    პირველი ნაწილი ამაზრზენია, მეორის ტრეილერი კიდევ უფრო საშინელი სანახავი იყო.

  6. Lord Vader says:

    მე არ წავედი.
    არა იმიტომ რომ 9 ლარი დამენანა 🙂

    ეს დიზაინი ყველა წინანდელს ჯობია.
    +

  7. Dissolved girl says:

    იგივე უაზრობად მიმაჩნია მე თვაილაითის პირველი ნაწილიც 😀 გულწრფელად მაინტერესებს, რატომ იხევს ხალხი სახეს ამ ფილმის გულისთვის 😐 არც ყბაჩო და წარბა ედვარდი მიზიდავს და არც უემოციო, ცივი, მშრალი ბელა 😐
    რაც შეეხება ნაგავს და სიტუაციას კინოთეატრებში, მაგას იმდენად მივეჩვიე, რომ უკვე ნერვიც აღარ მიტოკდება (ოდნავ ავღელდი მაშინ, როცა 2012ზე გასვლისას ავზე დამაყარა მავანმა გოგომ პოპკრონი 😀 ).

  8. სალ says:

    მიკვირს თვაილაითის ფანები არ შემოგეჭრნენ წივილ კივილით 😀

    დიდი ხანი ვფიქრობდი რა აჭედინებს ამ ხლახს ამ ჩვეულებრივ მორომანწიკო რაღაცაზეთქო, ვუყურე ფილმებს და წავიკითხე,,,
    ვაყ, დრო დავხარჯე ტყუილად ;/

  9. Taa says:

    სალ

    წაკითხული ნამდვილად არ მაქვს ამიტომ შესაბამისად სტეფანი მეიერსაც ვერ შევეხები
    მაგრამ ფილმი რო მართლა მარაზმია ფაქტია

    ალბათ ტინეიჯერი უნდა ვიყო რომ მომეწონოს 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *