Why wearing H&M is prestigious

-H&M-Logo.jpgH&M მაღაზიათა ქსელი რომელიც ხშირად ხდება ახალი ამბების ეპიცენტრში. ეს არის მაღაზიები რომლების წინ მომხმარებელი საათობით მდგარა რიგში ახალი კოლექსიის მოლოდინში
საოცარი მასალა დევს თუნდაც იუთუბზე ამ რიგების შესახებ 😀

2004 წლიდან Hennes & Mauritz -მა თანამშრომლობა დაიწყეს რამდენიმე მსოფლიო დონის დიზაინერთან, მათი იდეა იყო H&M მარკის ქვეშ შექმნილიყო სხვადასხვა პროექტები ცნობილი დიზაინერებისა და მოდელების მონაწილეობით.
გადაწყვეტილება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მოწვეულმა რამდენიმე ტოპ დიზაინერმა საკმაოდ მალე გახადა H&M პოპულარული.
პროექტში დიდი ადგილი ეკავა ასევე ფასის მიხედვით შედარებით ხელმისაწვდომი კოლექციების შექმნას.
H&M დღეისათვის მოიცავს ისეთ წარმატებულ დიზაინერებს როგორებიცაა:
Sonia Rykiel

Jimmy Choo

Matthew Williamson

Rei Kawakubo

Madonna with Margareta van den Bosch

Roberto Cavalli

Karl Lagerfeld

Viktor & Rolf

Stella McCartney

karl lagerfield for H&M

2004 წლის ნოემბერში განხოციელდა ამ თანამშრომლობის პირველი ეტაპი. ეს იყო კარლ ლაგერფილდის ექსკლუზიური კოლექცია მაღაზიათა H&M ქსელში. კოლექცია მოიცავდა ქალისა და მამაკაცის ტანისამოსს, აქსესუარებს და სუნამოს. და ეს იყო პირველივე წარმატება ამ თანამშრომლობის ქსელში, პროდუქცია არნახული წარმატებით გაიყიდა ორიოდე დღეში. ეს წარმატება ელვის სისწრაფით გავრცელდა მედიაში და უამრავი სტატია თუ გადაცემა დაეთმო, თუმცა თავად კარლ ლაგერფილდი არ დარჩა ამ თანამშრომლობით კმაყოფილი და განაცხადა რომ აღარასოდეს ითანამშრომლებდა H&M –თან, ეს მან ახსნა იმით რომ კოლექცია დამზადებული იქნა შედარებთ დიდი ზომებით ვიდრე კარლს ქონდა ჩაფიქრებული და ასევე იმით რომ კოლექცია გამოიშვა შეზღუდული რაოდენობით. ლაგერფილდი ყვებოდა რომ ის ქმნიდა ამ ტანისამოსს კოხტა ტანწერწეტა ადამიანებიისათვის და თანაც გათვლები ქონდა გაკეთებული უფრო მასიურ წარმოებაზე, ამიტომ ის ამ თანამშრომლობით უკმაყოფილო დარჩა. თუმცა აღსანიშნავია რომ კლიპი რომელიც ამ კოლაბორაციის გასარეკლამებლად გადაიღეს 2005 წელს კანის ფესტივალზე აღმოჩნდა და ვერცხლის პრიზი მოიპოვა

2005წ აღსანიშნავი იყო სტელა მაკარტნისთან ურთიერთობით, თუმცა აქ საინტერესო არ ყოფილა თავად კოლექცია, საინტერესო იყო ამ თანამშრომლობის გარეკლამების ისტორია. სარეკლამო სახედ აირჩიეს კეიტ მოსი, რომელის სულ მალე დაადანაშაულეს კოკაინის მოხმარებაში. ასობით პრიალა ჟურნალი და მედიის სხვა საშუალებები ელოდებოდნენ აღნიშნულ რეკლამებს, მაგრამ H&M მარკეტინგმა სწრაფად ირეაგირა და გამოაცხადა, რომ კომპანია სასტიკი წინააღმდეგია ნარკოტიკების გამოყენებისა და მოხმარებისა, ამიტომ მიუხედავად უამრავი ხარჯებისა მათ სასწრაფოდ გააქრეს სარეკლამო რგოლები და ფოტოები კეიტ მოსის მონაწილეობით.

viktor & rolf for h&m2006 წელს H&M  მაღაზიათა ქსელში გამოჩნდა ძალიან მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც აგებული იყო სიყვარულის თემაზე.  ეს იყო ვიკტორ & როლფის კოლექცია რომელიც შეიცავდა როგორც სრულ სამოსს ასევე სხვადასხვა ნაწილებისაგან, კოქტეილის კაბებისაგან, აქსესუარებისა და თეთრეულისაგან.
რაც შეეხება სიყვარულის თემას, კოლექციიდან ქალის ყველა სამოსზე რაღაცნაირად მაინც იყო გამოსახული გული, ხოლო მამაკაცის სამოსზე ისარი.

To be continued ….

Comments

comments

23 thoughts on “Why wearing H&M is prestigious

  1. candy says:

    აუ აუ აუ. აი თბიილსში რომ გაიხსნება ეგ მაღაზია მე ვიქნები ყველაზე ბედნიერი მომხმარებელი ინ და ვორლდ 😀

  2. Taa says:

    პოსტის მეორე ნაწილი ჯერ კიდევ მუშავდება, იქ უფრო საინტერესო დიზაინერები ჩითავენ
    მოდით გავხსნათ ეგ მაღაზია 😀

  3. ნასტასია says:

    h&m-ის მთავარი მაგნიტი ფასია და ის,რომ ძალიან ბევრგან არის,ზოგ ქალაქში ორი ან სამი მაღაზია და რიგები ახალი კოლექციის მოლოდინში არა,მაგრამ სალაროებთან და გასახდელებთან მართლა დაუმტავრებლად არი…

    მეც მოვითხოვ თბილისში…:P

  4. რიდერ says:

    რა კარგია bold-ით რომ აღარ წერ.. 🙂

    ხოდა H&M მეც ძალიან მომწონს.. სულ ვათვალიერებ მაგათ საიტს და აღტაცებული შევცქერივარ ხოლმე :)))

  5. chaotic says:

    ერთ-ერთი საშუალოზე დაბალი ფენისთვის ხელმისაწვდომი ლებელია საშინელი ხარისხით (GAP-ის კოლექცია რომ გამოვტოვოთ) და კლონების შემქმნელი მოდის ხაზით, ყველაფერი უკლებლივ made in 3.World country, იქ ასაქმებენ ვითომ ხალხს და 1 ევროდ აწყვეტინებენ წელს. ის ლაგერფელდები და ეგეთები რომ ქმნიან კოლექციას,მაღაზიის საქონლის 2%-საც არ შეადგენს. ახლა ჯიმი ჩუ-ს ფეხსაცმელები რომ იქნება, სულ ალბათ 20 ცალი და აწყვეტინებენ ხალხს ერთმანეთს, ჯასთ ეტყობა მაგრად ჩანს და გასდით რა :D.

    საქართველოში რატომ ითვლება მაგარ ლეიბლად, ჯერ ვერ ჩავწვდი. ისევე როგორც, ZARA-ს 5 ევროიანი მაისური რატომ ღირს მანდ 70 ლარი და რატომ აწყდება ხალხი მაინც.

  6. antimelancholy says:

    არის ჰაუნდემის მსგავსი ბარნოვზე, მრგვალ ბაგტან ზუსტად, ოღონდ საზიზღარი ფასებია.

    ძალიან მიყვარს მე : * & ბევრი რაღაცეები მაქვს.. დედაჩემმაც უამრავი რაც ჩამომიტანა ამასწინათ & კარგად ვხმარობ რა : )

  7. tami says:

    H&M ბავშვების კოლეკცია კარგი აქვთ. მე ხშირად ვყიდულობ ჩემს ბიჭს შმოტკებს მანდ. მაგრამ ისე რა ქალთა კოლეკცია. ალბათ იმიტომ თუ რომ დაბალი ფასები აქვთ და ხესლმისაწვდომია ყველასათვის. რა ,პრობლემაა თბილისში მაგ მაგაზიის გახსნა? მანდ რომ ვიყო ვიფიქრებდი გახსნაზე.კარგი იდეაა.

  8. Sophie Golden says:

    ქაოტიკ, რა მკაცრი ხარ! 😛

    “ზარა” ჯობია “ეიჩ & ემ”-ს ხარისხით და ფასებიც უფრო მაღალია, მაგრამ სხვა ლეიბლებთან შედარებით იაფია და უმეტესობა ამ მაღაზიებს იმიტომ აწყდება. საბედნიეროდ, ბერლინში ბევრი ისეთი მაღაზიაა, რომელშიც საკაიფო ტანსაცმელს ნორმალურ ფასად იყიდი, მაგრამ ეს ორი მაღაზია მაინც ძალიან ცნობილია და თვალი/ხელი/ფეხი თავისით გაგირბის მათკენ. რაც შეეხება მესამე სამყაროს ქვეყანაში შეკერვას, ეგ ცნობილია, რომ ყველა დიდი დიზაინერი იქ აკერინებს, რა მნიშვნელობა აქვს სად შეკერავენ, თუ ქსოვილი ხარისხიანია.

  9. chaotic says:

    სოფი, 😀

    საქმეც სწორედ იმაშია, რომ ქსოვილია ცუდი ხარისხის და ასევე იმაში, რომ მესამე სამყაროში ნაკლები გადასახადი, მცირე ხელფასის ხარჯზე ადამიანის (ხშირ შემთხვევაში ბავშვების) წელში გაწყვეტა და გარემოს ისე დაბინძურება, რომ ეპიდემიები ჩნდება, კეთილშობილი საქციელის მანტიაში გაახვიეს და რაღაც ნაგავს გვაცმევენ. 😀 აქ კი არის იმის საშუალება, რომ კარგი ხარისხის ტანსაცმელი შეიძინო თუნდაც ფასდაკლებისას, მაგრამ საქართველოში “H&M” რომ ერთ-ერთ ხარისხიან, მოდურ და პრესტიჟულ ლეიბლად ითვლება, ცოტა არ იყოს და გასაკვირია.

  10. Taa says:

    chaotic
    საქართველოში “H&M” რომ ერთ-ერთ ხარისხიან, მოდურ და პრესტიჟულ ლეიბლად ითვლება, ცოტა არ იყოს და გასაკვირია.

    არა მარტო საქართველოში 🙂
    საქართველოში უმეტესობამ საერთოდ არ იცის რა არის H&M

  11. Lord Vader says:

    მაგ ფასებს შედარებით ხელმისაწვდომი არ ქვია 🙂
    მაგ ფასებს ქვია იაფი… ნუ რამე უი-ჟუი კორპის მიერ შანხაის პადვალში შეკერილ “დოლჩე და გაბანას” არ ვგულისხმობ.

    რაც შეეხება გეფს – ხარისხით H&M-ს ჯობია.
    ზარას ფასებშიც აქ და იქ პრაქტიკულად ასევე განსხვავება არაა.

    თუმცა მთავარი გამსაზღვრელი აქ სხვაა. ეგ ფირმები აწარმოებენ მას-პროდუქტს. რეკორდულ დროში და კოლექციას ყოველ კვირა ცვლიან ლამის. ეს არის კონვეიერი, რომელიც შემოქმედებას გამორიცხავს სრულად.
    ყველა მესამე სამყაროში კერავს. მაგრამ ზარა კერავს 5-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე საშუალოზე მაღალ საფასო კატეგორიის ბრენდები. ეს რა თქმა უნდა ხარისხზეც მოქმედებს.

  12. Roisin says:

    მე მაინც ზარა მირჩევნია, სტილითაც.მაგრამ ცუდი ნამდვილად არაა))) ბევრიც მაქვს)))

  13. chaotic says:

    Taa, უკლებლივ ყველა ქვეყანაში, რომელშიცვყოფილვარ, H&M ითვლება ერთ-ერთ მორიგ იაფფასიან ლეიბლად. 🙂

    რაც შეეხება ხარისხს: იგივე ბრენდის კოლექციები, რომლებიც აქაა ჩამოთვლილი და რომლებიც H&M-ისთვის ქმნიან კოლექციებს, არის უხარისხო თავიანთ ძირითად ხაზთან შედარებით. მაღალი მოდისთვის ისინი ხშირად არა ფაბრიკულ, არამედ ხელით ნალოლიავებ სამოსს ქმნიან. 🙂

    იგივე, ან თუნდაც მსგავსი გულისხმევა რომ შემოეთავაზებინათ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ძალიან მისასალმებელი იქნებოდა. ახლა კი, ისეთი შეგრძნება შეიძლება დარჩეს ადამიანს, რომ ვიღაცამ მადლის თვალით გადმოგვხედა, მოგვიგდო ძონძები და კიდევ ფეხები უნდა ვუკოცნოთ.

    p.s. ლაგერფელდის და მადონას კოლექციების შემთხვევაში პირადი მაგალითით ვმსჯელობ. მხოლოდ ფოტოზე არ მინახავს კოლექცია და თან კარგა ხანი ეკიდა სხვათა შორის ეგ ტანსაცმელი და არ ყოფილა დიდი მოთხოვნა.

    ერთადერთი რაც მართლა კარგი აქვთ, არის ბავშვის სამოსი. თავს ვდებ მაგაზე და ვენდობი თვალდახუჭული ყოველთვის. ხო, და კიდევ კოლგოტები 😀

    რაც შეეხება მასაზე გათვლილ ლეიბლებს, ვეთანხმები სრულიად 🙂

  14. Taa says:

    chaotic

    ხო იცი კამათში იბადება ჭეშმარიტებაო და ცოტა შეგეკამათები 🙂

    “არის უხარისხო”
    ვერ დაგეთანხმები, რამდენიმე ცალი სამოსი მაქვს და არც ერთის ხარისხს არ ვუჩივი და არც დიზაინს 🙂

    “მაღალი მოდისთვის ისინი ხშირად არა ფაბრიკულ, არამედ ხელით ნალოლიავებ სამოსს ქმნიან.”
    ამაში არ გედავები და H&M_ს მაღალ მოდას არც მივაკუთვნებ 🙂

    “რაც შეეხება მასაზე გათვლილ ლეიბლებს, ვეთანხმები სრულიად”
    ხო, მასაც ადამიანები არიან, რომლებსაც აქვთ გემოვნება (არა ყველას)და არ აქვთ შესაძლებლობა რომ იარონ ოსკარ დე ლა რენტასთან

    უფფ, მიყვარს ეს პოსტი. როგორი ცოცხალი პოლემიკა მიდის 🙂
    მადლობა ლორდ ვადერს და ქაოტიკს 🙂

  15. Tamt says:

    მე პირადად ძალიან მიყვარს ეს ბრენდი 🙂 და ძალიან მაგარი იქნებოდა აქ რომ გაიხსნას მაღაზია, ნუ ეხლა არაფერი თქვათ მრგვალ მაღთან რომ არის 5მაგი ფასი რომ ადევს :))

  16. ბზიკი says:

    გვეშველა ქართველებს როგორც იქნა H&M ჩვენს ქვეყანასაც ესტუმრება და აწი ნახეთ თხვენ ჩემი ჯიბეების გამოცარიელება…რამდენი ვინმე მინდოდა დამერცმუნებინა რომ ეს ბრენდი აქ დაბადებულიყო …მადლობა თკვენ…

  17. ნენე says:

    H&M ძალიან ძალიან მიყვარს
    და ლანვინის ცართვის მერე ხო საერთოდ

  18. თაკო გვაზავა says:

    აქ რა ცხელი კამათი ყოფილა. H&M არის მსოფლიოში ერთ-ერთი უიაფესი ბრენდი, მანგოზე და ზარაზე უფრო იაფი და ნაკლებ ხარისხიანიც, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად მრავალფეროვანია, და მართლაც იმდენი რამეა, რომ მაინც ვარჩევ ყოველთვის შედარებით ხარისხიანს, ნუ ფეხსაცმელები აქვთ ძალიან დაბალი ხარისხის, თუმცა მათშიც შეიძლება არჩევა. საბოლოო ჯამში, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენთვის, “ბაზრობის ტრფიალი ქართველებისთვის” მაინც დიდი შეღავათია ეს ბრენდი, ძალიან ხელმისაწვდომია და მეტნაკლებად ნუ ხარისხიც მისაღები. ბავშვის ტანსაცმელი მართლა კარგი აქვთ, რაც მთავარაი უმეტესი ნაწილი არის ბუნებრივი ტექსტურის და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს პირადად ჩენთვის.

  19. გიგი says:

    მე მიყვარს ჰ&მ 🙂

    გერმანიაში ისეთ მაგარ რამეებს ვყიდულობდი მაგათ მაღაზიებში რო გავარტყი ბევრ სხვა ბრენდს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *