Why wearing H&M is prestigious (part2)

2007 წლის გაზაფხულზე კიდევ ერთი საინტერესო თანამშრომლობა და პროექტი შედგა M by Madonna, ეს იყო გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი კოლექცია ვიდრე მანამდე განხორციელებულა. მადონა თავად ინტენსიურად თანამშრომლობდა H&M -ის დიზაინერთან მარგარეტა ვან დენ ბოხთან რათა შეექმნა ტანისამოსისა და აქსესუარების ეს ხაზი.

ამავე წელს H&M -ის მაღაზიათა ქსელში გაჩნდა რობერტო კავალის one-off კოლექცია. კოლექცია არ იყო სპეციალურად დამუშავებული, არამედ კავალის ყველა ნამუშევრებს შორის შეირჩა 20-30 მდე ვესიები ქალისა და მამაკაცის სამოსში, აქსესუარებსა და თეთრეულში. აღნიშნულ კოლექციაში მოხვდა კავალის ზოგიერთი ძალიან წარმატებული მოდელი, რომლებითაც წითელ ხალიჩაზეც კი გამოჩენილან.
თავად რობერტო, რომელიც ამ დროს პირველი იტალიელი დიზაინერი იყო H&M პროექტში, დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა საქმეს, მან აღნიშნა რომ უყვარს თავისუფლება და გამოწვევა, ბარიერების დარღვევა და ექსპერიმენტები და ამიტომ ორმაგად მოხარული იქნებოდა ახალი პერსპექტივებით.

2008 წელს H&M -სათვის  ქალისა და მამაკაცის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები ამჯერად უკვე Comme des Garçons’ის დამფუძნებელმა რეი კავაკუბომ (სახელმა არ შიგიყვანოთ შეცდომაში, ქალბატონია) გააკეთა. კოლექციაში ძალიან მცირედ იყო ასევე საბავშვი ტანისამოსი და აქსესუარები.
კოლექციის დებიუტი ტოკიოში ახალი მაღაზიის გახსნას დაეთმო, იუთუბზე არის ვიდეოები სადაც შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ, რამდენი ხნი და რამდენი ადამიანი ელოდა ამ მაღაზიის გახსნას. კავაკუბოს კოლექცია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა როგორც H&M  მაღაზიათა ქსელისათვის ასევე დიზაინერისათვის. კავაკუბო ყოველთვის გამოირჩეოდა ავანგარდული მიდგომით ტანისამოსისადმი და ამხელა შეკვეთები მისი მუსაობისათვის აქამდე უცხო იყო.

და ბოლოს 2009 წლის ყველაზე ცხელი კოლაბორაცია, უნიჭიერესი ქალბატონი სონია რიკელი. კოლექცია რომელის სპეციალურად ამ კოლაბორაციისათვის იქმნება გაეშვება H&M  1500მდე მაღაზიაში მთელს მსოფლიოში და თავად სონიას ყველა ბუტიკშიც.
კოლექციის პირველი ნაწილი მოიცავს თეთრეულს და მასთან დაკავშირებულ აქსესუარებს, ხოლო მეორე ეტაპი განახლდება გაზაფხულზე 2010 წელს და აქ ძირითადად აქცენტი გაკეთებული იქნება ნაქსოვ პროდუქციაზე.

ამავე წელს H&M დაიწყო თანამშრომლობააქსესუარების მწარმოებელ ისეთ ცნობილ ბრენდთან როგორიცაა Jimmy Choo. სადაც ძირითადად წარმოდგენილი იქნება ფეხსაცმელები და ჩანთები. როგორც ჯიმიმ თავად აღნიშნა ეს იქნება ერთ ერთი ყველაზე გლამურული კოლექცია რასაც ამ მაღაზიათა ქსელში შემოუღწევია.

რაც შეეხებოდა 2009 წლის გაზაფხულ ზაფხულს, ამ კოლექციის შესაქმნელად მოწვეული იყო მეტიუ ვილიამსონი, ბრიტანელი დიზაინერი
ასე რომ არ გამოტოვოთ სიახლეები H&M-ის მაღაზიათა ქსელში, თქვენ აქ საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები გელით და რაც მთავარია საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად

Comments

comments

5 thoughts on “Why wearing H&M is prestigious (part2)

  1. Sophie Golden says:

    ვგიჟდები ეიჩ ენდ ემ-ზე! რამდენადაც არაფეშენ ადამიანი ვარ, იმდენად ამ მაღაზიას გულგრილად ვერ ვუვლი გვერდს.
    სხვათა შორის, ძალიან ლამაზი purple მინი-პალტო ვიყიდე სეილზე და ჩემზე ბედნიერი არავინ დადის ბერლინში!!!
    თაა, + ბევრი ამ პოსტისთვის!!!

  2. Natalia says:

    შოპინგზე წასვლა მომინდა ბოლო 2 პოსტის შემდეგ 😀 მაგრამ საქართველოში არა 😛

  3. Taa says:

    Lord Vader

    უკვე წავიკითხე 🙂
    და დავაკომენტე კიდეც 🙂

  4. Nin says:

    წავიკითხე შენი წერილებიც და ის წერილიც. საინტერესო დისკუსიაა.
    კიდევ გააგრძელეთ. კარგად გამოგდით.
    🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *