სად გავერთოთ

გუშინდელმა საღამომ გადამაწყვეტინა რომ კიდევ ერთი მიმართულებით წავიყვანო ჩემი ბლოგი
ეს არ იქნება ძალიან აქტიური მხარე ბავშვის და მოუცლელობის გამო
მაგრამ შიგადაშიგ დავწერ ხოლმე თემებს სერიალიდან სად გავერთოთ

დაბადების დღის გადახდა რაღაც არ მიყვარს
ცხოვრებაში სულ 3 დაბადების დღე მახსოვს ნათელ ფერებში და შთაბეჭდილებებით
1. მგონი 20 წლის გავხდი და ჯოი რომ ბობოქრობდა მანდ გადავიხადე დაბადების დღე და ძაააააან სუპერსკი ფართი გამოვიდა
2. მგონი 26 წლის რომ გავხდი, კოსმო გვქონდა მაშინ ამოჩემებული, მე და დიმას შეყვარებულობის პირველი სერია იყო, მადაც ძალიან მაგარი დრო ვატარე
3. 28 წლის რომ გავხდი, მე და დიმას შეყვარებულობის მეორე სერია იყო, ძალიან დიდი დაბადების დღე გადავიხადე რომელიღაც რესტორანში არ მახსოვს სახელი. მახსოვს ყველა იქ იყო ვინც მიყვარდა, საკმაოდ ვეცრნი შევიკრიბეთ და ძალიან ძალიან მაგარი დრო ვატარეთ

აი ასეთ დაბადების დღეებს შეუერთდა გუშინდელი საღამოც, არასდროს რომ არ დამავიწყდება. სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება და ძალიან მაგარი და დასამახსოვრებელი შედეგი.

სამსახურიდან რომ მივედი სახლში ძიძა ბავშვს აჭმევდა და დიმაც მოსული იყო. ჩემები სადღაც იყვნენ და სახლში ძალიან სასიამოვნო იდილია სუფევდა. ცოტა ხანში ძიძაც წავიდა და ჩვენც უცებ გადავწყვიტეთ კანდელაკზე გავიდეთო. წავედით კანდელაკზე ვიჯექით ჩაის ვსვამდით და უცებ გადავწყვიტეთ რომ ბავშვი ბებოს დავუტოვოთ და წამო სადმე წავიდეთ, მაინც დაბადების დღეა გაქვსო 🙂
გამოვედით, ჩავჯექით მანქანაში და დადგა საკითხი სად წავიდეთ. დიმას რამდენიმე კვირის წინ წყნეთში შეუმჩნევია საკმაოდ კარგი შენობა წარწერით ბოულინგი, წამო იქ ავიდეთო.
KOPALA TSKNETIწავედით და ძააააააალიან სასიამოვნო სურპრიზი დამხვდა. მთელი უზარმაზარი გასართობ – რელაქსაციური კომპლექსი კოპალა: ბოულინგი, ბილიარდი, კინო, სათამაშო აპარატები, კაფე, რესტორანი, სილამაზის სალონი, ფიტნეს კლუბი, აუზი და ნომრები. რა გინდა ამაზე მაგარი. ძალიან ვინანეთ რომ მთელი ღამით არ ვიყავით წამოსულები.

Photo0231 შევედით ბოულინგი ვითამაშეთ. ოპერატორი ბიჭი ძალიან საყვარელი ადამიანი იყო დეტალურად აგვიხსნა ყველაფერი. ადრე პავლოვზე დავდიოდი ხოლმე, მაგრამ ეს გაცილებით უფრო მაგარი კლუბია.  დაახლოებით 1 საათი ვითამაშეთ, 45 ლარი ღირს 1 საათი. თავიდან მე ვიგებდი ხოლმე, მაგრამ დიმამ ნელ ნელა დაამუღამა და ცოტა ხანში ისეთ სტრაიკს ხსნიდა რო ლამის გავებუტე. მაგრამ უზომოდ ვისიამოვნე, თავიდან ჯლახუნით ვაქანებდი ხოლმე ბურთს, მერე ნელ ნელა უფრო კარგად დავამუღამე. მაგრამ ერთი რჩევა გოგონებს, არ ითამაშოთ ბოულინგი გრძელი ფრჩხილებით, გუშინ ერთი ჩემი ფრჩხილი ემსხვერპლა ბოულინგის ბურთს 🙁

Photo0223ძალიან მაგრად ვისიამოვნე, აუცილებლად გავხდები მაგათი ხშირი სტუმარი, ძალიან გემრიელი ყავაც მივირთვი. მერე გამოვედით და საბილიარდოში შევქანდით. აი მანდ უკვე ვაჯობე დიმუს და 3:1 მოვიგე.
მერე გამოვედით და დიმა მეუბნება მოდი ნიდ ფორ სპიდში შემეჯიბრეო. ავიღეთ ჟეტონები და დავიწყეთ გონკაობა აპარატზე, აუ ძალიან მაგრად ვისიამოვნე ამ თამაშით. მე RX-7ით ვგონკაობდი, მაგრამ დიმამ მაჯობა, თავისი სფეროა მაინც. გამოსვლისას კიდევ ერთი ძაან მაგარი აპარატი შევნიშნე, ბაიკის ფორმა აქვს და ვითომ მოტოთი გაზაობ. შემდეგ ასვლაზე გავტესტავ, ვნახოთ ვისწავლი თუ არა ოდესმე მოტოს ტარებას 😀 არადა სამომავლო გეგმებში მაქვს ნამდვილად. გვინდა ოჯახში ერთი ბაიკი და ერთი სუბარუ ფორესტერი 😀
უკან რომ მოვდიოდით იქ მომსახურე პერსონალს ვესაუბრეთ ფასების შესახებ. გზაში ვგეგმავდით რომ ერთ დღეს ისე ამოვსულიყავით რომ ყველაფრით დავმტკბარიყავით, აუზითაც, უი ხო გამომრჩა – საუნაც აქვთ, ფიტნეს კლუბითაც, ფილმსაც ვუყუროთ და დაჟე ღამეც რომ დავრჩეთ.
ამისთვის საჭიროა ვინმეს დავუტოვოთ ვიკიკო 1 ღამით და ფული გვედოს ჯიბეში მინიმუმ 300 ლარი …

Comments

comments

14 thoughts on “სად გავერთოთ

  1. mako says:

    ძალიან საყვარელი ბლოგები,საკუთარი თავი, ქმარი და ბაია გყავს 🙂

  2. Lord Vader says:

    პულს ამერიკელებმა მიმაჩვიეს. საკაიფო გასართობია… სნუკერს ვერ ვამუღამებ ეგრე, მაგრამ პული ასწორებს ლაითი სათამაშოა.

    აი ბოულინგის ფანი არ ვარ.

  3. Taa says:

    mako

    მადლობა მთელი გულით

    Lord Vader

    სნუკერი საკმაოდ რთულია
    პული და 9-იანი საკაიფოა და ლაითი

  4. ნინო says:

    გილოცავ დაბადების დღეს!
    მიყვარს ნოემბერში დაბადებული ხალხი :)))

  5. BloggerGirl says:

    თაა, გთხოვ დროს რომ ნახავ ან შრიფტს ან ბექგროუნდს რამე უქენი.
    ხომ იმისთვის წერ რომ ჩვენ წავიკითხოთ, ამჯამად ამის გაკეტება ძალიან ძნელია. 🙁

  6. Taa says:

    ტომუშკაააააააააააააა

    აბა უკეთესად ამიხსენი
    ვერ მივხვდი რა პრობლემაა? ვერ ხედავ? მუქი ბექგრაუნდი რომაა მაგიტომ?
    🙁

  7. მაგდუ says:

    კოპალა უდზერსკესია წელს წყნეთში საჭმელს არ ვჭამდი & სიგარეტზე ფულს ვზოგავდი რომ მანდ ჩავსლიაყვი ხოლმე 😀 აი ბოულინგი არ მიყვარს ))

    მიხარია რომ სასიამვნო & memorable დღე იყო

    უფრო ბეეეევრები & უფრო მაგრები მემეტება შენთვის *

    კაკრაზ ახლა იწყება დასხმა-დალევა-აბობოქრების სეზონი )))
    new year is approaching : )

  8. მაგდუ says:

    ჰო მართლა, სად გავერთოთ-ის იდეას ვუერთდები.. სიამოვნებით ვიაქტიურებ მსგავს პოსტებზე..

    სად გავერთოთ, სად დავლიოთ, სად ვიცეკვოთ, სად შევჭამოთ, სად მოვსხდეთ სად განვიცადოთ განტვირთვა, სად დავიღალოთ დადებითად : D

  9. Lord Vader says:

    კოსმოს პერიოდიმაგარიიყო თბილისში…
    ორი კლუბი იყო სულ, სამი ბარი,ერთი ალბატროსი და ერთი ბაბილონი სადაც იზმანებოდა მთელი თბილისი და წითელი ფუჯიქსები ზამთარში 🙂

    და ჩაბნელებული ქალაქი.
    ნიულაითი არ არსებობდა ჯერ და მიტომ. ნათურას ვერ იყიდდდი ვერსად და ვიჯექით ბლენაში.

  10. Taa says:

    Lord Vader

    ენას ამოგაძრობ 😀

    ეჰ, შენ არ იცი და მაგდუმ ისტორიული ჭეშმარიტება ამოქექა ერთ ერთი არქეულოგიური გათხრებისას
    ალექსანდრიის შუქურა ნიუ ლაითს შეუკვეთეს
    აბააააააააააა

  11. jellyboss says:

    ვააა ბოულინგიიიიი ეს რა აღმოვაჩინე და როგორ გამიხარდა… აუცილებლად ავალ… ყურებჩამოყრილი ვარ მას მერე რად ყაზბეგზე დაიხურა 🙁

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *