Seduction by Morgan

              მე მინდა დავწერო ბრენდზე, რომლის ოქროს წლები 90-იანებში დაიწყო და შეიძლება დასრულდა კიდეც, მაგრამ მიუხედავად ამისა ის აგრძელებს მოღვაწეობას მოდის სფეროში, თუმცა სამწუხაროდ ვეღარ ისე წარმატებით როგორც ადრე. იყო დროები როდესაც ლეტისი კასტასთან და იანიკ ნოასთან ერთად მორგანის სარეკლამო პროდუქციას ანალოგი არ ყავდა, თუმცა ყველაფერს თავისი ლოგიკური დასასრული აქვსო და ეს ბრენდიც თავისთვის წყნარად და ვეღარ ისეთი დიდებით აგრძელებს მოღვაწეობას მოდის გიგანტებს შორის.
                 მორგანი, ბევრისთვის საყვარელი ფრანგული მარკა. ახალი სახე სერბი მოდელი დანიელა დიმიტროვსკა.
                 ამ ბრენდზე დაწერის იდეა გუშინ გამიჩნდა როდესაც მათ საიტზე ძლიან სახალისო რამე-რუმეები გავჩითე. ეს არის კომპანიის ერთგვარი ძლიან ინტერაქტიური რეკლამა, რომელიც კომპანიამ გაზაფხული-შემოდგომის კოლექციის მხარდასაჭერად გაუშვა. საიტზე შესულ მომხმარებელს მშვენიერი დანიელა გეგებებათ მცირე ფრანგული ტექსტით, რომელიც სამწუხაროდ ვერ ვთარგმნე ფრანგულის უცოდინარობის გამო და ძალიან დამწყდა გული. და ნუ რაღაც საერთაშორისო სიტყვებით მივხვდი რომ ეს გოგონა გვთავაზობს მასთან ერთად შევისწავლოთ ცდუნების (მოხიბვლის, соблазн) ხერხები. სწორედ ეს გაკვეთილებია მთელი რეკლამის ხერხემლი 🙂

morgan2

                ტრენინგების დაწყების წინ გთავაზობენ გამოავლინოთ თქვენი სუსტი ადგილები. გაკვეთილები სამ მოდულად იყოფა: სიარული, ხმა და კამერის წინ პოზირება. ხო აუცილებელი ატრიბუტებია მიკროფონი და ვებ კამერა. ხმას ავარჯიშებ მიკროფონის მეშვეობით ვირტუალურ მამრზე :). ხოლო პოზირება გიწევს თითქმის რეალური ფოტოგრაფის წინ, რომელიც იღებს ფოტოებს თქვენივე ვებ კამერის მეშვეობით.
             საიტი დაკავშირებულია ფეისბუქთან, შეგიძლია შეხვიდე ფეისბუქზე და იქ აირჩიო საცდუნებელი ადამიანი 😛
              ტრენინგების შემდეგ კი მოდის მთავარი ნაწილი, უნდა აირჩიო ცდუნების იარაღი ანუუუუუუუუუუუ – ნივთები მორგანის კოლექციიდან და ვუალააააა, წადი დაიპყარი მსოფლიო.
               გუშინ შევედი, ფეისბუქის მეშვეობით ვიპოვე დიმა და უცებ იჩითება google earth_ის ვარიანტი, ეძება, ეძება ჩემი მეუღლე და ეს საოცარი ქვეყანა რომელსაც საქართველო ქვია ვერ იპოვა 🙁
               მერე რაღაცეები დამიწერა რაც ვერ ვთარგმნე 🙁 და ძალიან დამწყდა გული.
       მოკლედ ძალიან სახალისო რეკლამაა და ეს ყველაფერი კომპანიისგან რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაბანკროტების საშიშროების წინ იდგა.
 დღეისათვის ეს მარკა არის Beaumanoir Groupe -ის მფლობელობაში, რომლებიც სერიოზულად მუშაობენ ახალი კოლექციების ჩაშვებაზე, ახალი მაღაზიების გახსნაზე და ხელახალ მსიოფლიო ცნობადობაზე. ეს კრეატიული რეკლამა უკვე  ამ მიზნებს ემსახურება და მე ძალიან მოხარული ვიქნები ამ ბრენდის ხელახალი აღორძინებით

morgan5

Comments

comments

3 thoughts on “Seduction by Morgan

  1. რიდერ says:

    ლინკი ნეტა დაგედო ვერ მივაგენი მაგ ‘ტრენინგების’ გვერდს 🙁

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *