Hairhaus

ინტერნეტს რომ განუსაზღვრელი ძალა აქვს და ძალიან ბევრ რამეში გვეხმარება ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით. მაგრამ ნამდვილად სიურპრიზი იყო ჩემთვის ფეისბუქზე მეგობრებს შორის სილამაზის სალონის გამოჩენა, რომელსაც ვეწვიე კვირას.
hh1 ეს არის სალონი Hairhaus, რომელიც ორიოდე კვირის წინ დამემატა მეგობრებში. არ გეგონოთ რომ სათაურში შეცდომა მაქვს, ჰაუზ – ამ შემთხვევაში გერმანულად წერია :).
სალონი მდებარეობს სპორტის სასახლესთან რაც ძალიან მიმზიდველია ჩემთვის ტერიტორიული თვალსაზრისით.

fasebi თავიდან მიმიზიდა ფეისბუქზე მოსულმა შეტყობინებებმა ფასების შესახებ, რადგან მე თვის მანძილზე საკმაოდ ბევრჯერ ვსტუმრობ სილამაზის სალონებს, ძირითადად თმის და ფრჩხილების მოვლისათვის, შესაბამისად ხარჯიც საკმაოდ დიდი მაქვს და ფასებმა მიმიზიდა და გადავწყვიტე წავსულიყავი და ადგილზე მენახა რას მთავაზობდნენ.
პირველი ძალიან სასიამოვნო სიახლე იყო პარკინგი, იმდენი და იმხელა ადგილია, რომ 7 მანქანით რომ მიხვიდე შვიდივეს დატევ. ადრე ჩემს სალონებში ეგ პრობლემა ყოველთვის იყო ხოლმე.
შევედი სალონში, საკმაოდ თბილი გარემო დამხვდა, თბილ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი, საკმაოდ ხალხი იყო. მივედი და დავჯექი მოსაცდელ ადგილზე, კიდევ 2 გოგო ელოდებოდა თავის რიგს. მაშინვე მომაქციეს ყურადღება, ერთ ერთი თანამშრომელი მოვიდა ძაან თბილად, დაინტერესდა რა მინდოდა, ყავა შემომთავაზა, რომელიც მერე რომ დავლიე უგემრიელესი იყო. ეს გოგო თავად სალონის დირექტორი აღმოჩნდა ქეთი, ძალიან თბილი და საყვარელი არსება. დამიჯდა მელაპარაკა, ვეკითხებოდი რა მომსახურეობები აქვთ, მომიყვა ყველაფერი. ძალიან გაუხარდა რომ გაიგო რომ ფეისბუქიდან მოვედი. ინტერნეტში რეკლამირება ტყუილად არ ჩაივლის ხოლმე, სადღაც ვიღაცას მაინც “წამოიკიდებ” – უხეშად რომ ვთქვათ.
hh2 აღმოჩნდა რომ სალონი სულ რამოდენიმე, მგონი 5 თვის გახსნილია, ხალხი ისე დღეებში უფრო ნაკლები დადის და მირჩია სამუშაო დღეებში მევლო, მაგრამ ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია. შემდეგ შევყევით და ვიჭორავეთ ძალიან ბევრ რამეზე, ცოტა ხანში ისე მეგონა რომ ქეთის უკვე დიდი ხანია ვიცნობდი. ეს პროცესი ძალიან მესიამოვნა, ზოგადად ძალიან არ მიყვარს ლოდინი და მიუხედავად იმისა რომ თურნე 50 წუთი ველოდე, საერთოდ ვერ მივხვდი ამ საუბარში ისე გავიდა დრო.
მერე ქეთიმ გადაწყვიტა თავადვე დავევარცხნე, თავს რომ მბანდა შეამჩნია რომ საოცრად მცვიოდა თმა და ავუხსენი რომ ბავშვის გამო არის. მერე რაღაც რჩევები მომცა, სხვათა შორის ძაან სასარგებლო, თავის დაბანასთან დაკავშირებით, როგორ პოზაში დავიბანო, შამპუნი როგორ გავინაწილო, მერე დაბანისას თავზე მასაჟი გამიკეთა ისეთი, რო სკამიდან ვეღარ ვდგებოდი კაიფისგან.
მერე დავჯექი, თავადვე დამვარცხნა თმა, ჩოლკის მიმართულებების შესახებაც რაღაც რჩევები მომცა. საბოლოო შედეგით საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი, თმა მქონდა მშვენივრად დავარცხნილი.
თავიდან, სანამ ვიჯექი და ველოდებოდი იქვე კიდევ ერთი გოგო ელოდებოდა თავის რიგს. ამ გოგოს შევამჩნიე რომ ძალიან ლამაზად ქნდა ფრჩხილები გაკეთებული და ლამაზი ფრენჩი, სხვათა შორის ვკითხე და აქ გავიკეთეო. რადგან უკვე გვიანი იყო და ვეღარ გავიკეთებდი ფრჩხილებს, იქეთა კვირისთვის გადავდე. შემდეგ კვირას დავწერ როგორ მომეწონა მანიკურშა.

საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი და დადებითად დამუხტული მოვდიოდი, მაგრამ წამოსვლისას კიდევ ერთი სურპრზი მელოდა. ქეთიმ გადმომცა სპეციალური ბარათი, რომელზეც ყველა მისვლაზე თავიანთ ბეჭედს გირტყამენ და ყველა მეშვიდე დავარცხნა არის უფასო. ძალიან მესიამოვნა და გამიხარდა 🙂

meshvide viziti
ველოდები შემდეგ კვირას რომ კიდევ მივიდე …

Comments

comments

16 thoughts on “Hairhaus

  1. Taa says:

    ♥ The Dream Teller ♥

    მადლობა 🙂
    მომეწონა შენი ფერადი ბლოგი

  2. antimelancholy says:

    ვაა ხომ არ დავმანიკურდე ხვალ?? ))
    მარა ჩემი ნატაც ძალიან მაგარია & ძალიან ვუყვარვარ:D

    გავივლი მანდაც უახლოეს დღეებში )

  3. ნინო says:

    მეც ვნახე facebook-ზე სალონის სურათები, მარა არ მომეწონა დიდად… ჩემს სახლთან არის და წესით, ერთხელ კი უნდა ვნახო რა ხდება მანდ. ყოველი მე-7 უფასო დავარცხნა ძალიან მომხიბვლელია. ამასწინათ ჩემმა კოსმეტოლოგმა უფასოდ გამიკეთა წარბები და ისე გამიხარდა 🙂 მიუხედავად იმისა, რომ 200 ლარამდე დავტოვე, 10 ლარის დაზოგვა სასიამოვნო იყო 🙂

  4. ვახო says:

    ბრწყინვალე სალონია. ვიყავი უკვე რამოდენიმეჯერ და კიდევ ხშირად მივალ ალბათ. ყოველი მეშვიდე მისვლაზე საჩუქარიც ძალიან მომხიბვლელია. ფასებით ნატალისაც, ვისაჟსაც და ბევრ სხვა სალონსაც სჯობია. მე პირადად სულყველაფერში ჯამში ჰეარჰაუზს მეტ ქულას დავუწერდი. ხარისხი, მომსახურეობა, ფასდაკლების შემოთავაზებები ადგილმდებარეობა და პარკინგი… ასეთი სერვიზი ნამდვილად სასურველია:-)

  5. Roisin says:

    ეს რა კარგი ინფორმაციაა თაა, მეც (სამს. გამომდინარე) საკმაოდ ვიხარჯები სალონში, ხოდა ერთი მივალ აბა… ვგიჟდები – საკუთარი თავისთვის მიძღვნილ წუთებზე))))))))

  6. ლაშა says:

    ვაა მაგარია,შენც აღმოაჩინე თაა ჰეარჰაუსი? მართლა,პირველი რაც მეც შენსავით მომეწონა უშუალო და სასიამოვნო გარემო იყო და მერე ჩემი თმა სარკეში რომ დავინახე,საერთოდ დავიშოკე…სუპერ.სხვათა შორის სალონი მანდილოსნების სივრცედ ითვლება,მაგრამ ამ სალონში მივხვდი რომ მამაკაცებმაც არა ნაკლებად უნდა მივაქციოთ ყურადღება გარეგნობას,რაც თავისთავად შინაგანი კომფორტის საწინდარია.ვუსურვებ ჰეარჰაუსს განვითარებას რათა ბევრ ადამიანს აჩუქოს ს ი ლ ა მ ა ზ ე

  7. Taa says:

    ვახ, ვახ, ვახ

    რამდენი კომენტარი დამხვდა
    გამიხარდა რომ გაიზიარეთ ჩემი შეხედულება და განწყობა

    ისე მამრობითების აქტიურობას არ ველოდი, რადგან თქვენც კმაყოფილი ხართ ესე იგი ღირს ჩემი მეუღლეც მაქეთ გადავიბირო

    ნინო
    ნინ, სხვათა შორის ჰეარჰაუსის წარბების ხელოსანი მირჩიეს ძალიან მაგრად
    მე არასოდეს გამიკეთებია წარბები სალონში და ერთხელ აუცილებლად გავიკეთებ და დავწერ ჩენს მოსაზრებას

  8. Taa says:

    ნინო

    მეც ვნახე facebook-ზე სალონის სურათები, მარა არ მომეწონა დიდად… ჩემს სახლთან არის და წესით, ერთხელ კი უნდა ვნახო რა ხდება მანდ
    ——————

    არ მოწონებას რაც შეეხება მე ვფიქრობ რომ საქართველოშ 2 სალონის გარდა ყველა არის საშუალო
    ხოლო იმ ორში კი ალდოს და პროვოსტს ვგულისხმობ, რა ფასებიცაა თქვენც კარგად იცით

    ამიტომ მომეწონა ეს სალონი რომ ფასების შესაფერისი მომსახურება გამიწიეს და + ძალიან თბილი გარემო

  9. chaotic says:

    ჩემი და ცხოვრობს იქვე და სულ წუწუნებს, რომ ნორმალური სალონი ვერ იპოვნა. კარგი პოსტია. ვეტყვი ჩემს დას, მოინახულოს სალონი 🙂

  10. სალ says:

    თა, ამ სალონის ტელეფონის ნომერი ხომ არ გაქვს? მანდ ხშIრად ვხვდები ,მეც შევამჩნიე, მაგრამ შესვლა ტაკ პროსტა ვერ გავრისკე ახალ სალონშI 🙂 უმეტესობა რაღAც ძOნძებია ხოლმე დ ვიფიქრე მორიგი ხოარაათქო. ნუ რადგან მოგეწონა კარგია. წავიდოდი ჯერ ფრჩხილებს ვცდიდი 😀

  11. Taa says:

    სალ

    ხვალ მივდივარ ზუსტად ფრჩხილებზე და დავწერ როგორ მომეწონება
    ნომერი მაქვს: 477 569
    სასაჩუქრე ბარათზე წერია ნომერი, ზევით სურათზე 🙂

  12. ეთუნა says:

    Hairhaus-ში ვინ ჭრის ყველაზე კარგად თმას? ვისთან ჩავეწერო? ძალიან მოკლე ვარცხნილობა მინდა.

  13. Taa says:

    ეთუნა გამარჯობა

    ნანას აქებს ყველა, მე არ შემიჭრია სიმართლე რომ გითხრა

  14. ნატუკა says:

    აჰა მისამართის გავიგე :)) მადლობა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *