არ ვიცი რა ღირდა ბილეთი გუშინდელ პრემიერაზე, Twilight, New Moon – მაგრამ მე რომ მეყიდა ბილეთი აშკარად დამენანებოდა ის 9,10, თუ 12 ლარი. ნუ რაც არის …
პარადოქსია მაგრამ ვერც ერთი ქართული კინოთეატრი ვერ უძლებს პრემიერებს. გუშინ აღვნიშნავდით მე და დიმა ზუსტად, პოპკორნის უზომოდ დიდი რიგები და ყველაფერი წამდაუწუმ თავდება. თან პოპკორნი ერთი აპარატიდან დარბაზის გამოვლით ბარში მოქონდათ. მაგარი დისკომფორტია …
მეორე უსაშინლესი მომენტი იყო თინეიჯერებით გატენილი დარბაზი. თინეიჯერი მეც ვყოფილვარ მაგრამ არა ასეთი უაზრო, უზრდელი და შეუგნებელი როგორებიც გუშინ კინოში. ერთ ამბავში იყვნენ, ჯერ კოცნებზე ხო სტვენებს ტეხავდნენ, ედვარდის გამოჩენაზე ტაშის კვრა დაიწყეს და საერთოდაც ერთი რაღაც სისულელეს წამოიწყებდა ხოლმე მსგავსს და მთელი დარბაზი მათ ყვებოდა …
საით მივექანებით მე არ ვიცი
შუქები რომ აინთო და გამოვდიოდით ხო საერთოდ მაგ დროს არ გამეხედა არსად ჯობდა. მეგონა დიდ ბუნკერში ვიჯექი იმდენი ნაგავი ეყარა ირგვლის. არავის თავში არ მოსვლია რომ თუნდაც პოპკორნის ყუთი ან სასმელის პაკეტი გამოეტანა და ნაგვის ყუთში ჩაეგდო, არა იმენნა მიმოფანტული იყო ყველაფერი უაზროდ ირგვლივ
ახლა კი რაც შეეხება თავად ფილმს …
ბევრი რომ არ ვწერო და არ მივედ-მოვედო, არ წახვიდეთ, არ გადაყაროთ ფული. არაფერი საინტერესო არ ხდება. ასეთი სისულელისთვის კარგა ხანია არ მიყურება, ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა. უშინაარსო და საოცარი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნების დამტოვებელი ფილმია. სულ ელოდები რომ რაღაცა დაიწყება და შენც არ მომიკვდე… ისე დამთავრდა ფილმი ვერაფერზე ვიკაიფე პორშეს გარდა.
ხო, კიდევ ძალიან ძალიან მომწონს ედუარდის და, შავთმიანი, არ მახსოვს ელისი ქვია მგონი. უსაყვარლესი ტიპშაა და ძალიან მაგარი როლი აქვს, ვითამაშებდი მაგ როლს. დანარჩენი მთელი ფილმი არის ნული …
ასევე გამოვარჩევდი Kristen Stewart-ს, ბელის როლის შემსრულებელს, არა როგორც უნიჭიერეს მსახიობს ან ლამაზ ქალს. არა, მე რაღაცნაირად მხიბლავდა მისი ქვედა ყბის მოძრაობები. ოდნავ წამოწეული ქვედა ყბა და მიმიკები რომელსაც ის აკეთებდა. რაღაც არის შარმი ამ გოგოში სწორედ ამ მიმიკების გამო.
რაც შეეხევა ფილმს, დღეს ჰარპერს ბაზაარში წავიკითხე რომ ამჟამად მიმდინარეობს მესამე ნაწილის Eclipse- ს გადაღებები, ვანკუვერში.სადაც მსახიობები შერატონში ცხოვრობენ, მაგრამ საცოდავად აღნიშნავენ რომ გარეთ გასვლასაც ვერ ბედავენ უამრავი პაპარაცის გამო.
http://www.harpersbazaar.com/magazine/cover/robert-pattinson-kristen-stewart-new-moon-1209
მეტს ამ ფილმზე არაფერს დავწერ, არ იმსახურებს
ალმოდოვარი მომენატრა …



მეც არ გადავიხდიდი ფულს მაგრამ ბილეთებით მასპონსორებს კინმოთეატრი და უნდა წავიდე ერთი რა ხდება მაინტერესებს
თაა, ო მაი გუდნეს! რამ წაგიყვანა ამ პრემიერაზე?
აქ უნდა ნახო, რა ღრიანცელი აქვთ ხოლმე, მომწონს კიდეც, ჰორმონები უდუღთ, რა ქნან.
აქაც მთელი ამბები იყო.
თინეიჯერებზე არ გამკვირვებია, ეგენი ყველგან ველურები არიან
კრისტინ სტიუარტი რაღაც ფილმში მყავს ნანახი და იმდენად უფერული, ცარიელი თვალები აქვს, რომ მარტო ყბა არ შველის
ყბა აქვს რაღაცნაირი, თორე ისე მართლა ძალიან ცარიელია.
წავედი იმიტომ რომ – მუქთა კუბოც ასწორებსო ხო გაგიგია
დამპატიჟეს ადამიანებმა გულით და წავედი
უჶჶ,მე პრემიერაზე ვიყავი 2012 და გავოცცდიი(((
უზრდელები არიან..
კი არა, აგრესიულები..
და სხვადასხვაგვარად გამოხატავენ..
teo-teo30 skp
კინოში რამ წაგიყვანა ამ საზიზღრობაზე. მე პირადად თუ წავალ თვაილაითზე(რომლიმე ემგობარი თუ წამირებს ძალით), ალბათ სეანსის დროს ინსულტით მოვკვდები. :დ
პირველი ნაწილი ამაზრზენია, მეორის ტრეილერი კიდევ უფრო საშინელი სანახავი იყო.
მე არ წავედი.
არა იმიტომ რომ 9 ლარი დამენანა
ეს დიზაინი ყველა წინანდელს ჯობია.
+
Lord Vader
ეს დიზაინი ყველა წინანდელს ჯობია.
+
Thanks Amigo
იგივე უაზრობად მიმაჩნია მე თვაილაითის პირველი ნაწილიც
გულწრფელად მაინტერესებს, რატომ იხევს ხალხი სახეს ამ ფილმის გულისთვის
არც ყბაჩო და წარბა ედვარდი მიზიდავს და არც უემოციო, ცივი, მშრალი ბელა 
).
რაც შეეხება ნაგავს და სიტუაციას კინოთეატრებში, მაგას იმდენად მივეჩვიე, რომ უკვე ნერვიც აღარ მიტოკდება (ოდნავ ავღელდი მაშინ, როცა 2012ზე გასვლისას ავზე დამაყარა მავანმა გოგომ პოპკრონი
მიკვირს თვაილაითის ფანები არ შემოგეჭრნენ წივილ კივილით
დიდი ხანი ვფიქრობდი რა აჭედინებს ამ ხლახს ამ ჩვეულებრივ მორომანწიკო რაღაცაზეთქო, ვუყურე ფილმებს და წავიკითხე,,,
ვაყ, დრო დავხარჯე ტყუილად ;/
სალ
წაკითხული ნამდვილად არ მაქვს ამიტომ შესაბამისად სტეფანი მეიერსაც ვერ შევეხები
მაგრამ ფილმი რო მართლა მარაზმია ფაქტია
ალბათ ტინეიჯერი უნდა ვიყო რომ მომეწონოს