ინფორმაციული საიტები

ხომ უნდა არსებობდეს საიტები მაქსიმალური ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩვენს ქალაქში
ხომ არსებობს ინფო-თბილისი და ვიქენდ.ჯი

მაგრამ არა რაააააააა, არც ერთი არ პასუხობს სტანდარტებს :( სამწუხაროდ
ელემენტარულად კინო საქართველოც კი არ არის მათში შეყვანილი

აი იცით როგორი საიტი მინდა, ყოველთვის 3-4 დღით ადრე რომ იწერებოდეს ყველაფერი სად რა ხდება
სად რა გადის, სად რა მუსიკა ისმინება, სად რა ფასებია სად რა პრომოებს გვთავაზობენ
დღეს თუ სიტყვაზე მინდა სადმე წავიდე ისეთ ადგილას რომ იყოს რბილი სავარძლები და სტარბაქსი, რატომ ვერ უნდა ვპოულობდე :(
თვეების წინ მე თავად ვიყავი ეგეთი ინფოცენტრი, ყველა მე მეკითხებოდა და მე მაგეგმინებდნენ ყველა მცირე ივენთსაც კი
იყო ეს მეგობრული, სამეცადინო რამეს განსახილველი შეხვედრები თუ დაბადების დღეები.
აგრამ რამდენიმე თვის წინ, მუცლის ზრდასთან ერთად ეს ინიციატივაც ჩაქვრა ჩემში
და იქედან მოყოლებული არ ვიცი სად რა გაიხსნა, სად რა ხდება, სად რა ინტერიერია.

დრო რომ მქონდეს მე თავად ვივლიდი სიამოვნებით და შემდეგ დავწერდი ხოლმე სად რა მომეწონა, რა არ მომეწონა, და რა მიზნით სად შეიძლება წასვლა.
26ში დაბადების დღე მაქვს, თეო(ჩემი მამიდაშვილი) მაბავს 2საიდში წავიდეთო, თან მინდა მომენატრა ხმაური და კლუბური სიტუაცია, თან კიდევ ერთი დაღლა იქნება ჩემთვის, რაც ისედაც არ მაკლია :(
chill outხოდა ვიფიქრე სადმე წავიდოდი დიმასთან ერთად, წამოვწვებოდი რბილ დივანზე რამე გემრიელი კოქტეილით ხელში, მსუბუქად ნავახშმევი, მოვუსმენდი კარგ მუსიკას აუცილებლად ტამტაmებიც რომ ისმოდეს ისეთს, დავლევდი სტარბაქსს, ჩავკიდებდი დიმას ხელს და ნახევრად ბუურანში ან ვიჭუკჭუკებდით ან ვიოცნებებდით.
ხოდა სად ვნახე ეგეთი სიტუაცია არ ვიცი
ეგ კიარადა სად რა ხდება ისიც აღარ ვიცი უკვე
იქნებ არსებოსბ ძალიან ძლიერი ქართული ინფორმაციული პორტალი და მე არ ვიცი?

ხოდა + ამას
არავითარი ფლუროსცენტული განათება

This entry was posted in გართობა and tagged , . Bookmark the permalink.

2 Responses to ინფორმაციული საიტები

  1. Lord Vader says:

    სთარბაქი მუაგარია :)
    სად მიირთმევ ხოლმე? კოფი.ჯის შემოქონდა ვიცი, მარა მე დონათებში მიყვარს – ბარნოვზე.

    მაგრამ აი სთარბაქში სთარბაქულ გარემოში სთარბაქს სხვა გემო აქ…
    უახლოესი წერტილი – სტამბულია :)

  2. Taa says:

    ხოოოოოოოო, სტამბულში ლევან :(
    ანუ თვალთვალი მაქვს დაწესებული საახლობლოდან არ გამეპაროს სტამბულში ვინმე ისე რომ ყავა ად დავაბარო :)
    და ჩამოაქვთ ხოლმე, ადრე ჩემი და დადიოდა ხშირად და მას ჩამოქონდა
    ეხლა ცოტა გამიჭირდა მაგ მხრივ და ამიტომაც ვნატრობ :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>