My number one …

“tat kai ikneboda tu shen da sheni meuglis shesaxeb dacerdi…rogor ugebt ertmanets,utmobt tu ara,chxubobt tu ara:) rogor rigdebit:) risi datmoba gichirs an pirikit:)ras gaaketebdi mistvis:) mokled yvelaferi ra:) rogor pikrob rogor ikneboda uketesi,an ras urchevdi gogoebs da a sh  saintereso gamovidoda mgonia”


მინდა ეს პოსტი მივუძღვნა ამ შეკითხვას, რომელიც ჩემი ერთ ერთი პოსტის კომენტარად დამხვდა რამდენიმე დღის წინ.
დამაფიქრა 2მა საკითხმა:
1. რადგან მოითხოვეს ალბათ დიმაზე საერთოდ აღარ ვწერ? თუ რატომ დაისვა ეს შეკითხვა
2. ras urchevdi gogoebs – ხოოოო, მრჩეველი ჩემგან რამდენად კარგი გამოვა რა გითხრათ მაგრამ შევეცდები რაღაცა მაინც გირჩიოთ.

მე და დიმაზე რომ პოსტის წერა დავიწყო მთელი გულით, მაშინ ჩვენი ლავ სტორის თემა უნდა ამოვწიო და გავაგრზელო, იმდენი რამის თქმა შემიძლია. ამიტომ უბრალოდ უფრო მოკლედ დავწერ და ძირითადად კომენტარში დასმული შეკითხვის პასუხებით შემოვიფარგლები.

სიამოვნებით დავწერდი რომ – “დასაწერი არაფერია” ყველაფერი იდეალურად მიდის, მაგრამ ტყუილების გულისთვის არ შემიქმნია მე ეს ბლოგი.
არაფერიც არ არის იდეალურად …
სამწუხაროდ

არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ რომ ვაიმე ყველაფერი დასრულდა, სიყვარული აღარ არსებობს და ტრალალა და ტრულულუ. უბრალოდ ეს არის რაღაც დროებითი სტაგნაციის პერიოდი რომელიც ჩაივლის და ყველაფერი ისევ ძალიან ძალიან კარგად იქნება, ისევე როგორც იყო აქამდე :)

გაგებით მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს, დათმობითაც ვუთმობთ, ჩხუბითაც ვჩხუბობთ, ერთი ჩვეულებრივი პარაჩკა ვართ. უბრალოდ ამ ბოლო დროს მომხდარმა მთელმა რიგნა ცვლილებებმა რაღაცნაირად გაგვთიშა და ალბათ ორივემ უნდა ვიმუშაოთ მაგ საკითხზე რომ ისევ დავიბრუნოთ ძველი ბედნიერი დროები.
ვერ ვიტყვი რომ მთლად ბავშვის ბრალი იყოს, თუმცა ძირითადად ასეც ხდება ხოლმე, მე უფრო მეტად მიწევს ბავშვთან ყოფნა სამსახურის მერე და შესაბამისად უფრო ნაკლები დრო მრჩება დიმასთვის. თან ეს დედაჩემთან ცხოვრება, თან ამ ბოლო დროს ამდენი ხალხი და ლამისაა საერთოდ ვეღარ ვნახულობდეთ ერთმანეთს.
მერე ეს ყველაფერი ერთად ქმნის საოცარ გაუგებრობას, სიშორის და სიუცხოვის შეგრძნებას, მერე ყველაფერ წვრილმანზე იბადება შეკითხვები და ბრალდებები, შენ ეს, შენ ისდა ასე შემდეგ. აი ეხლა განვიცდით ზუსტად ეგეთ პერიოდს.

ძალიან მინდა რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდეს და ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდეს და ისევ ვიყოთ ხალისიანები, ლაღები და ბედნიერები, თორე ისე გამოდის რომ თითქმის ვეღარც ვხედავთ ერთმანეთს ან თუ ვხედავთ 100 კაცის თანხლებით ან კიდევ ვკამათობთ.
ამ ბოლო დროს ძალიან სერიოზულად ვფიქრობ რომ დაჟე კანდელაკზეც არ მინდა გადასვლა. არ მინდა არავინ სახლში ჩვენ სამის გარდა.
წარმოიდგინეთ და ამ ბოლო დროს გაშორებაზეც არაერთხელ მიფიქრია. ამისთვის ნამდვილად არ მაქვს რამე სერიოზული საბაბი, უბრალოდ ემოციურ ფონზე ხდება ხოლმე რომ რაღაცას სპილოსხელად გახდი და მერე ყველაფერზე იწყებ ფიქრს. და შემეშინდა … შემაშინა არა იმან თუ როგორ გავბედე ასეთ რამეზე ფიქრი და როგორ მოვედი საერთოდ აქამდე.
არა
შემაშინა იმ სიმშვიდემ რომლითაც მე ამ ყველაფერზე ვფიქრობდი :)
ანუ გამოვიდა რომ მე ამ ნაბიჯს გადავდგამდი ძალიან მარტივად და მეტსაც გეტყვით რომ ამ შეგრძნებამ კიდევ უფრო მეტი სიძლიერის ტალღა გამოიწვია ჩემში. თითქოს უფრო ძლიერიც გავხდი რაღაც პერიოდით.
თუმცა ეს უბრალოდ ფიქრი იყო რომელიც მალევე მიეცა დავიწყებას, მაგრამ არარ მინდა რომ განმეორდეს… რადგან რამდენიმეჯერ განმეორებული ფიქრი იდეაფიქსდება და მისი მოშორება ძალიან ჭირს ხოლმე.

Taa & Ninja

გაგრძელება იქნება …

This entry was posted in პირადი. Bookmark the permalink.

6 Responses to My number one …

  1. Natalia says:

    თქვენ მართლა გჭირდებათ მარტო ყოფნა, მხოლოდ სამნი. ჯერ ბავშვი იმხელა ცვლილებაა ოჯახში, ყველაფერს ცვლის, უნდა ისწავლოთ სამმა ერთად ცხოვრება. და ამას დამატებული ხალხი, ძალიან ძნელია. იმედია გადალახავთ :)

  2. nimfa says:

    eg kitxva me davsvi…ar vici ratom gkitxe albat imitom rom sheni dzalian dzalian dzveli posti cavikitxe -ragacas cerdi rom nachxubrebit iyavit dedastan caxvedi da mere ise tkbilad sherigdit ro ai cignebshi rom ceria happy end-i da gemrielad ro ikitxeba ese gecera:) mere ragac posti gkonda rom sheni qmari mivlinebashi gaushves da genatreboda….anu dzveli postebi iyo is da exla agaraperi ceria shens qmarze.arada martla ise vikitxe aranairi cudi da arascori azrebis gareshe:) yvelaperi kargad ikneba

  3. Taa says:

    nimfa
    arada martla ise vikitxe aranairi cudi da arascori azrebis gareshe:)

    არანაირი პრობლემა არაა, არც კი მიფიქრია რომ სხვანაირად იკითხე :) დაგაინტერესა და იკითხე :)

  4. Lord Vader says:

    და თქვენი პასუხი არის……..
    სიმართლე!

    მაგრამ, გაითვალისწინეთ რომ შეკითხვები თანდათანობით გართულდება!
    :შალვარამიშვილისმაილიკი:

  5. tami says:

    საყვარელ ადამიანებთან ერთად ცხოვრებას არაფერი სჯობია. მე მაქვს მხედველობაში შვილი და ქმარი. (ტამ გდე სამა სიბე ხაზაიკა).

  6. taa, gaagrdzele raaa
    mainteresebs exla ra xdeba sheni da dimas urtiertobebshi
    dzalian tbilad migige ratomgac da minda rom kvelaferi kargad gqondet shen da dimas

    ise egeti periodi kvela qals aqvs bavshvis mere :)
    cheer up!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>