Social Networking

            არ გეგონოთ რომ სოციალურ ქსელებზე ვაპირებდე წერას, არც ფეისბუქის, ტვიტერის, მაი სფეისის, იუთუბის, ფლიკერის თუ ასე შემდეგების სიახლეებზე. ამ პოსტში უფრო საინტერესო ამბებს შევეხები.
              მაშ ასე, ერთმა ძალიან მაგარმა ადამიანმა, პროფესორმა სკოტ ჰელოუეიმ (NYU Stern School of Business) უნიკალური სია გამოაქვეყნა, ეს იყო მოდის, კოსმეტიკის, საათებისა და ავტომობილებოს სფეროში ლუქს ბრენდების ციფრული IQ ინდექსები ონლაინ განვითარების მხრივ. პირველი ადგილი კატეგორიაში “მოდა” – ლუის ვიუტონმა აიღო, ვაშა … ხოლო ყველაზე სუსტი კი აღმოჩნდა ბოტეგა ვენეტა. უნდა აღინიშნოს რომ კრიზისამდე არც ერთი მოდური ბრენდი დიდ ყურადღებას არ უთმობდა ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს :)

digital IQ
         ინტერნეტ კულტურა რომ საოცარი სისწრაფით ვითარდება ეს უკვე ყველათვის ცხადზე ცხადია, ეს არის მთელი ცივილიზაცია თავისი ინფრასტრუქტურით და წესებით. სოციალური ქსელები საოცარი მარკეტინგული ინსტრუმენტია რომლითაც არ სარგებლობა დიდი სისულელე იქნებოდა.
    ძალიან ბევრმა ადამიანმა და ბრენდმა მოდის სამყაროდან აქტიურად დაიწყო ონლაინ რეკლამები. თუმცა სოციალური რეკლამების შექმნისას არასოდეს არ უნდა დაავიწყდეს შემქმნელს ერთი პატარა დეტალი: სპამი. რეკლამა ისე უნდა იყოს შეფუთული და საინტერესოდ გადმოცემული რომ ადამიანები თავად აგნებდნენ მათ თავისი სურვილისამებრ
      facebookმოსახლეობა რომლებიც რეგულარულად იყენებს ინტერნეტს სხვანაირი ფილოსოფიის მატარებელია, ისინი ქმნიან კაბვშირებს, ფორუმებს, კლუბებს, აქვთ საერთო ინტერესების ჯგუფები, ყავთ და ეძებენ მეგობრებს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე და ამიტომ ნებისმიერი რეკლამის განმთავსებლისათვის ტარგეტ აუდიენციის მოძებნა და იქვე რეკლამის განთავსება არის საკმაოდ მარტივი.
   ელემენტარულად Facebook ავიღოთ, უმარტივესი გზაა ფანების მოსაპოვებლად, ინფორმაციისა და სიახლეების გასავრცელებლად.

          კიდევ ერთი საჩუქარი Fეშენ ინდუსტრიისათვის არის ბლოგები, მაგალითად taa.ge. ბლოგებს საოცარი ძალა აქვთ, ეს უძლიერესი ინსტრუმენტია შეხედულებების ჩამოყალიბების მხრივ. ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი ტრენდჰანტერებისათვის. იყო დრო როდესაც ეგრეთ წოდებული ლაქშერი ბრენდები თავს არიდებდნე ჩვეულებრივ მოკვდავებთან ასე ახლოს მისვლას, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე ყველაფერი შეიცვალა და დღეს ბლოგები გახდა ინფორმსციის უდიდესი წყარო.
  მილანის მოდის კვირეულზე D&G ჩვენებაზე, წინა რიგებში იჯდნენ რამდენიმე ბლოგერი და თავიანთ განცდებს ონლაინ რეჟიმში უზიარებდნენ მკითხველს. მაგრამ მე პირადად მილანის მოდის კვირეულზე რომ მოვხვდე მგონი კლავიატურის ფუნქციაც კი დამავიწყდება :)

taa.ge

            აბსოლუტური must have 2009 წელს ნებისმიერი ბრენდისთვის გახდა ექაუნთების ქონა ტვიტერზე, Fეისბუქზე და ა. შ. ამ ქსელებში ატიურობამ გაყიდვების და რეიტინგების ამაღლების საოცარი პროცენტები აჩვენა. მაგრამ ჭკვიანი ბრენდები კიდევ წინ წავიდნენ, მათ შექმნეს საკუთარი ქსელები, ონლაინ თამაშები, აიფონის თემები, ორიენტაცია აიღეს ისეთ რესურსებზე როგორებიცაა Shopstyle, Chictopia, Polyvore   

                                                    POLYVORE
        ყველაზე აღსანიშნავი უპირატესობა სოციალური ქსელების არის ბრენდების საიტებზე პირდაპირი ტრფიკები. აქედან უმეტესობა სწორედაც რომ ფეისბუქზე მოდის, ეს მაჩვენებელი 2 წლის წინ იყო ნულის ტოლი. ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ სწორედ ფეისბუქის ყველაზე მზარდი სეგმენტი არის 45-55 წლის ქალბატონები, რომლებიც ლუქს ბრენდებისათვის იდეალური სამიზნე აუდიტორიაა.
               ეს ყველაფერი უკვე აისახა პრიალა ჟურნალებზეც :)
      მართალია ტრადიციული მედიის დასასრულზე ვერ დავიწყებ საუბარს, მაგრამ ის რომ აქცენტები საცრად იცვლება და ჩემთვის და იგივე ჩემი მკითხველებისა თუ მეგობრებისათვის რომ ინტერნეტი ბევრად მეტს ნიშნავს ვიდრე ტელევიზია და იგივე ჟურნალები ცხადზე ცხადია.

This entry was posted in სილამაზე, თავის მოვლა and tagged , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to Social Networking

  1. ხო, მეც დამავიწყდებოდა მაგ დროს კლავიატურის დანიშნულება, ლამაზი “კაბების” შემხედვარეს. :) )

  2. Lord Vader says:

    მე ვარ რამდენიმე ეგეთი ჯგუფის წევრი… თუმცა ჩამოთვლილიდან არც ერთის

  3. LeNa says:

    გისურვებ ოდესმე NY Fashion Week-დან ლაივბლოგინგს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>