რამდენიმე დღის წინ ერთი ახალგაზრდა დამეკონტაქტა სამსახურში ბლექლაითების თაობაზე.
თან მიხსენა რომ კინოთეატრიდან იყო და განათებები აინტერესებდა.
3 დღის მანძილზე ვგეგმავდით შეხვედრას და ბოლოს როგორც იქნა დათო და ნიკა გვესტუმრნენ სათაო ოფისში.
აღმოჩნდა რომ თვაილაითის პრემიერასთან დაკავშირებით დღეს 19 ნოემბერს, პრემიერამდე აკეთებენ პატარა ივენთს, სადაც კედლები და მსახიობები მოხატული იქნებოდნენ სპეციალური საღებავებით რომლებიც ბლექლაითების შუქზე ანათებენ. საკმაოდ საინტერესო და ეფექტური ივენთი უნდა იყოსო.
გარდა ამისა კიდევ ჩამოვყალიბდით დამატებით ფლუდ განათებებზე რომლებსაც ხეების გასანათებლად გამოიყენებენ მეტი ეფექტისათვის და გავაფორმეთ ბარტერის ხელშეკრულება.
ბარტერის პირობით ამ სანათების სანაცვლოდ კინოთეატრი ამირანი 15დან 25 დეკემბრამდე დიდ ეკრანზე გაუშვებს ახალი ნათების სარეკლამო რგოლებს. ვფიქრობ ძალიან სასარგებლო და ეფექტური რეკლამაა.
გუშინ სარღამოს ეს მოლაპარაკებები მორჩა, ხელშეკრულება გავაფორმეთ, პროდუქცია გავატანეთ და დამშვიდობებისას 2 მოსაწვევი მომცეს ბიჭებმა. უფრო სწორად მითხრეს რადგან თან არ გვაქვს კინოთეატრის სალაროში დავტოვებთ შენს სახელზეო.
ხოდა დღეს მივდივარ კინოში უნდა ვუყურო ამ ბესტ სელლერს, მაინტერესებს რა არის მასში ასეთი გასაგიჟებელი …
რაღაც კარგი თვეა კინომანიის თვალსაზრისით, უკვე მესამედ მივდივარ კინოში. არადა ადრე ვიკის გამო საეროდ ვერ დავდიოდი ხოლმე







იმედია ფილმით ისიამოვნებ..
ეს დიზაინი მომწონს უფრო, ის თვალებისთვის მაინც არ იყო სასიამოვნო
carcerebi da ganatebebi iko mara… ariko aranairi newlightis reklama (kovelshemtxvevashi 10:30 seansze ariko namdvilad…)
ai qrtuli biznesi amiranic ro gadagagdebs sxvaze raga unda tqva…
Didi
დიდი მადლობა ყურადღებისთვის
15დან 25 დეკემბრის ჩათვლით გავა რეკლამები
ამ ფილმზე არ გვინდოდა, ეს თინეიჯერული ფილმია და არ არის ჩვენი სეგმენტი
Natalia
ეჰჰ, ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა
ეგეთი ბანძი ფილმი კარგა ხანია არ მინახავს
ალმოდოვარი მომენატრა
მართლა საშინელება ხდებოდა პრემიერაზე! რა დღეში იყვნენ ეს აჟიტირებული ბავშვები, რა უბედურება იყო! მეც ვიყავი, კაცო, თინეიჯერი, მაგრამ ისე არადროს გამირეკია, რომ ეკრანზე რომელიმე პერსონაჟის დანახვაზე ცივი ხმით მეკივლა (ახლა ბებიაჩემივით ვალაპარაკობ, დაახლოებით
)! ფილმიც ზედაპირულია, უაზრო ფინალით.
კინოების დიდ ეკრანზე რეკლამები ძალიან ეფექტური მეჩვენება
ყველა უყურებს ძალაუნებურად და აკვირდება
თან დიდ ეკრანზე სხვა ეფექტი აქვს
რაც არ უნდა ივენთები გაუკეთონ დურაკობა ფილმია და ეგეთად დარჩება
უბანძესი კინო რაც კი ოდესმე გადაუღიათ