არადა მინდოდა რომ რაღაც განსაკუთრებულად ვყოფილიყავი და 2 კვირით ადრე ვარჩევდი ვარცხნილობებს ჰეარჰაუსში გოგოებთან ერთად, ბოლოს რაღაც გიჟური მომეწონა და ეს მინდათქო.
არადა უშუქობის გამო გამოდიოდა რომ ყველაფერი მეყრებოდა წყალში
მაგარი დაგრუზული ვიწექი და ვერც ვიძინებდი, როცა მოვიდა მესიჯი ჰეარჰაუსიდან რომ შუქი მოვიდა და შეგიძლია მოხვიდეო. წამებში წამოვხტი და ჩავიცვი და გავქანდი. ზუსტად 3 საათი და 20 წუთი გავატარე იქ. ჯერ თმით დავიწყეთ, ეს ვარცხნილობა ძალიან მომწონდა ჟურნალში, მართალია მე არ მომიხდა ისე ძაან როგორც იმ გოგოს ჟურნალის გვერდზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განსხვავებული ნამდვილად ვიყავი.
ძაააააააალიან საჩალიჩო აღმოჩნდა ეს ვარცხნილობა, ჯერ დამბანეს თავი, მერე გამისწორეს თმა, მერე მთელი თავი დაყვეს ხაზებად, თოთოეული ეს ხაზი იკვრებოდა პატარა რეზინებით, მერე შპილკებით და ნევეძიმკებით მაგრდებოდა ისე რომ სურათზე გამოსახული ეფექტი რომ მიეღოთ. მერე მარცხენა მხარეს ცოტა სხვანაირად ქონდა ჟურნალის გოგოს, ისე არ მომიხდა, დავშალეთ მარცხენა მხარე და ქეთიმ თავისი ფანტაზიით თავის შუაში რაღცნაირად მოათავსა ეს დარჩენილი თმა. საერთო ჯამში ვარცხნილობა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა … და სულ რაღაც 40 ლარი ღირდა. არადა ჩემი დის ქორწილი რომ იყო 50 ლარად ისეთი ბანძი პრინჩო გამიკეთეს გზადაგზა ვიშლიდი და ჩემით ვაწუნინგებდი
მერე გადავსკუპდი კოსმეტოლოგიურ კაბინეტში ხათუნასთან. ხათო მაგ დღეს პირველად ვნახე და გავიცანი. სანამ მიკეთებდა უამრავ რამეზე ვისაუბრეთ, ესტე ლაუდერის დიდი კიტი ჩამომდისო მითხრა და თვალები გამინათდა, მერეც გავიკეთებ მეთქი. ფასები არის მასალების მიხედვით, 25 ლარიდან იწყება მაკიაჟი, მე კარგი მასალებით გავიკეთე – ყველაზე მაგარი ბრენდები რაც ქონდა ისინი ავარჩიე, თან შედარებით მუქ ფერებში და სადღესასწაულო მაკიაჟი ავარჩიე. ამის გარდა ძალიან ბევრი რჩევა მომცა ისეთი რაც ალბათ გამოცდილებით მოდის, რასაც ალბათ ვერ ნახავ ინტერნეტში. 40 წუთამდე მიკეთებდა და მთელი ეს დრო არ ვაჩერებდით ენას. სამომავლოდ კიდევ რაღაცეებზე შევთანხმდით, სახეს უნდა მივხედო საფუძვლიანად.
მერე ცოტა ხანი დავისვენე, ყავა დავლიე, მოვწიე ვიჯექით სხვა კლიენტებთან ერთად ვსაუბრობდით და მერე გადავჯექი მანიკურებზე. ცხოვრებაში პირველად წავისვი ფრჩხილებზე შავი ლაკი. მერე დამახატეს თეთრი ოქროსფერში ნახატები და მზად ვიყავი წასასვლელად.
კარგი იყო ტელეკომის წინასაახალწლო წვეულებაზე, კარგად გავერთეთ, კარგი დრო ვატარეთ, რაც მთავარია ბანაკური ქეიფი არ იყო, საკმაოდ ბევრი საინტერესო რამეები ხდებოდა, სცენარი იყო გასართობად დადგმული, მთელი თამაშებით და კონკურსებით და გაგვისწორდა მაგრად. მე და დიმას არ დაგვილევია, მე გასაგები მიზეზების გამო და დიმა კიდე ანტიბიოტიკებზე იჯდა და არ შეიძლებოდა დალევა, მაგრამ მაინც ძაან კარგი დრო ვატარეთ. არ დავმჯდარვართ იმდენი ვიცეკვეთ. სურათები ჯერ არ მაქვს, იმედია მომავალში მექნება.
ფრჩხილები მქონდა ასე





რა საყვარლად გაქვს თმაააა!!!!
ძალიან კარგად!!!
და ძალიან კარგად გამოიყურები!
თა, ისეთ რეკლამას უკეთებ ამ სალონს, როცა დამჭირდება, აუცილებლად მივაკითხავ, უკვე ვენდობი : D
ვარცხნილობა ძალიან ლამაზია და მე მაინც არ მჯერა რომ 30-ის ხარ
მე კიდე ეს ჩექმები ისე მიყვააარს:) დანახვისთანავე შემიყვარდა
Natalia
მართლა იმსახურებენ
ძალიან კარგები არიან და იმიტომ
არადა რაა, მეც ხო ფეისბუქით ვიპოვე ეგენი
მაგრამ ურთიერთობაში არიან უფანტასტიურესი ადამიანები და უღალატოები. მეც მაგრად ვენდობი უკვე, ვიცი რომ ნებისმიერ შემთხვევაში 100%_იანი გათვლა შემიძლია მათზე გავაკეთო
ნუ ეხლა ისეთ ფორს მაჟორებს როგორც შუქის წასვლა იყო არ გამოვრიცხავ რა თქმა უნდა
vaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa,
brckinvaled gamoikurebi, uderskesad
me vtvli rom imisatvis rom kargad gamoikurebode ar aris aucilebeli angelozuri garegnoba gqondes,
ai shen ro izaxdi ar mixdebbao
sheidzleba ar mogcondes da gegonos rom ar gixdeba, magram saerto jamshi xar dzaan gansxvavebuli, dzaan gijuri da dzaan gansakutrebuli
darcmunebuli var sheni qmari amakobda gverdit rom ejeqi
momconxar aseti
არადა ძალიან დაამახსოვრდი იმ ფართიდან,აღვფრთოვანდი შენი ვარცხნილობით:))))
მაგ დღეს მეც ვიყავი უფრო ადრე & კიდე გუშIნ ვიაყვი გოგებითურთ უზომოდ დიდი ხანი, რაღაცეები ჩავიტარეთ , ვიჭორავეთ განვიტვირთეთ & წამოვედით..
შენი ფრჩხილები ვნახე ფოტოებში ))) ძაან ძერსკი არტი გაქვს
მე კიდე ძერსკი თოვლისბაბუა არტი
მაგდუუუუუუუუ
გახსენი რა შენი ბლოგი
ვერაფრით ვერ შემოვდივარ
დაიდოს სურათი თოვლის ბაბუის არტის
1. უულამაზესი ხარ
2.ეგ ჩექმები მიყვარს
3.ფრჩხილებზე გავჭედე რასაც ქვია :დ
აღმოჩნდა,რომ ეს ჩექმები ყველას გვიყვარს
)
და ბლოგიც!
შავი ლაქი ძალიან გიხდება. და მართლა არ მჯერა რომ 30 წლის ხარ. ეს უბრალოდ შეუძლებელია.
წოწ
თაა ანგელოზივით იყავი ჩემო კარგო და ბედნიერი ვარ რომ მომეცა საშუალება ეგეთი სილამაზე ჩემი საკუთარი თვალით მენახა
უძალიანმაგრესად ლამაზი იყავი ეს კოკრეტულად იმ დღის ამბავში თორემ იყავი რა სათქმელია იყავი ხარ და იქნები ულამაზესი… შემოგევლეე…. შენი დავიკო
უღრმესი მადლობა
დავდნი და დავიღვენთე ამ სიტყვების წაკითხვისას
Pingback: მაკიაჟი