მძაფრი შეგრძნებები

მძაფრი შეგრძნებები მომენატრა …

რაღაც ისეთი, დაუვიწყარი და ამაფორიაქებელი რომ არის ხოლმე.

racing girlsრუსთავი მომენატრა, ძრავების ბღუილები, დასტარტვის მომენტი, 402 მეტრი, კარტინგის წრე, დანწვარი რეზინის სუნი და ის აყალ-მაყალი რაც იქ სუფევდა ხოლმე. სტრიტ რეისინგი და სინდიკატ რეისინგის პერიოდები მომენატრა, კარტინგის წრეზე ხან რომლის მანქანაში რომ ვიჯექი და ხან რომლის და აქეთ იქეთ რომ ვეხეთქებოდი ხოლმე :) დიმას ტურბინიანი ლანჩა მომენატრა, ყველას რომ უსწრებდა ერთი პერიოდი ვისაც დაუდგა. ნინჯა დელ-სოლი მენატრება, პატარა მოცუცქნული და მოშნი.

მოყვარულთა რალი მენატრება, რომლის მეორე ეტაპიც მიუხედავად ბრენდმოლის დაპირებისა მაინც ვერ შედგა :( რა მაგარი იყო, ნომრიანი გაბნეული მანქანები მთელი თბილისის მასშტაბით ჩეკპოინტებს რომ ვეძებდით ხოლმე და იქ კიდევ რამე დავალება რომ გვხვდებოდა ხოლმე. როგორ ველოდი მეორე ეტაპს :(

ის დღეები მენატრება ქეთოსთან რომ ვცხვრობდით ხოლმე ვაჟაზე მე ქეთო და ეკა მარტოები. შუაღამეზე რომ წამოხტებოდით და ქალაქს წრეებს რომ ვურტყამდით, ძილის სურვილიც რომ არ გვქონდა. ხან აეროპორტში და ხან სად რომ აღმოვჩნდებოდით ხოლმე ღამის 3-4 საათზე. და ვაკის პატრულები რომ ზეპირად იცნობდნენ ქეთოს მანქანას. უძილო მზეთუნახავები ხართო ერთხელ ერთმა შეგვამკო კიდეც. — ღამის 3-4 საათზე პოპულში პელმენებს, რომ ვყდულობდით ხოლმე და მე რომ სულ დიეტაზე ვიყავი და მარტო მარტინი როსოს რომ ვსვამდი და ვუყურებდი ეს ორი ღორმუცელა როგორ ნთქავდნენ პელმენებს.

სვიჩის პერიოდი მენატრება, ძაააალიან დიდ ფულებს რომ ვტოვებდით, ძალიან ბევრს რომ ვსვამდით და მერე ნახევრად უგონო მდგომარეობაში, მანქანით რომ მოვდიოდით ჩვენს საერთო სახლში. ის სახლი მენატრება, ვაჟას დასაწყისში რომაა და ყველა გავლა გამოვლაზე ძალიან ბედნიერ დღეებს რომ მახსენებს.

Gun Girl Taa პირველი გასროლა მენატრება, თბილისის ზღვაზე მე და შაკო. გლოკით რომ მამეცადინებდა და ძალიან ნიჭიერი რომ გამოვდექი. მერე ერთმა პაკლოშკამ დიანას ტირში რომ ჩამიყვანა პეკინზე და სროლას გასწავლიო და თვალები რომ შუბლზე ავუყვანე ისე რო ვისროდი :) მაშინ ვალტერი მომცა ინსტრუქტორმა და შემაქო სწორად დგახარო. რა ამაყი ვიყავი ის სამიზნე რომ მოსწიეს და ის ქაღალდი რომ ჩამომიხსნა და სამახსოვროდ გამატანა, საუკეთესო ქულები იყო. მერე მე სახლში შაკოს მივუტანე და იამაყე რა მაგარი დისშვილი გყავარ მეთქი :)

ბოლოს როდის ვისროლე აღარც მახსოვს, ასტრა პარკის ტირს თუ არ ჩავთვლით. :(

სარფის დღეები მენატრება, დიდი ტივტივა რომ ეგდო წყალში ნაპირიდან 200 მეტრში  და ლევანიკო თავით წყალში ჩახტომას რომ მასწავლიდა და უზომოდ რომ მეშინოდა და მაინც რომ ვხტებოდი ხოლმე.

ღამის კლუბები მომენატრა, გამთენიამდე რომ ცეკვავ და გათენებისას ფეხზე რომ ვერ დგახარ დაგლილობისგან, მაგრამ საოცრად ნასიამოვნები და მსუბუქად გაბურანებული და კმაყოფილი რომ ხარ. ლონგ აილენდი, აბსენტი და რედბულ ვოდკა ლიმნით.

კარტინგები მომენატრა, ყოველთვის ბიჭებთან ერთად რომ მიწევდა სიარული და მერე რომ მეწუწუნებოდნენ ხელს გვიშლი ტრასაზეო, არადა ამ დროს თავი მაგარი ვაძილა რომ მეგონა და რომ ვამაყობდი რა სწარფად დავქრივარ მეთქი :)

ვიკიკოს პირველი გაფართხალება მომენატრა მუცელში, სუნთქვა რომ შემეკრა სიხარულისგან და სიყვარულისგან.

ვიკიკოს პირველი დანახვა მომენატრა, პატარა შეფუთული გორგალი რომ დამიწვინეს გვერდით, ეს შენი შვილია და აჭამეო. პატარა, წითელი ცმაცუნა ტუჩებიანი არსება რომ იწვა გვერდით და სუნთქავდა. ვერაფერს რომ ვერ ვხედავდი ტირილისგან და მაინც რომ ვუყურებდი. ეს არსება ჩემი მუცლიდან ამოიყვანეს მეთქი?

აუუუუფ ძალიან ბევრი რამე მენატრება

ვეღარც ვფიქრობ ისეთი დაღლილი ვარ სამსახურში უამრავი საქმით. მერე კიდევ განვავრცობ.

This entry was posted in პირადი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to მძაფრი შეგრძნებები

  1. შენ რა მაგარი გოგო ხარ. ახლა მეც იმდენი რამე მომენატრა, როო . მერე მეც ჩამოვთვლი და ძააან გამიხარდება რომ მახსოვს

  2. Roisin says:

    ეეე რა მაგარია…….. მეც მენატრება ბევრი რაღაცეები:)))

  3. Lord Vader says:

    კაი პოსტია.
    +1

  4. Lord Vader says:

    და რომ არ ვიცოდე რომ თაა ხარ ნინო სალუქვაძის დაწერილიმეგონებოდა :) ადგილებში :)

  5. Taa says:

    ნინოს ვერანაირად ვერ შევეჯიბრები :)
    მაგრამ ბევრს ვაჯობებ სროლაში ნამდვილად :)

  6. taknatuna says:

    ამეტირა ლამის

  7. რა მაგარია : X

  8. დამწვარი რეზინის სუნი მეც მენატრება… რამოდენიმე თვეა აღარ ვმუშაობ მანქანების ჟურნალში, წამოვედი პირადი მიზეზების გამო, მენატრება ახალ ახალი მანქანები ყოველ დღე… დრიფტინგი მილანში… ყველაზე ძალიან კიდევ მენატრება Ford GT (ტრაკი კი მატკინა, ისეთი არაკომფორტულია, მარა მსგავსი შეგრძნება არც-ერთ მანქანას არ აქვს).

  9. ტაა მაილს ხომ ვერ მეტყვი შენსას? რაგაც კრაგს გამოგიგზავნი

  10. Taa says:

    taa@taa.ge
    არის ჩემი მეილი
    მითიტებულია ბლოგის ზედა მარჯვენა მხარეს :)

  11. აჰაა,დიდი მადლობა.გამოგიგზავნეთ და მაილი შეამოწმეთ თქვენი

  12. Anonymous says:

    ვოოოუ

    ააა, ქალი
    ყიჩაღ შენ :) მომწონს! მომწონს!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>