საახალწლო ივენთები

ძილი მენატრება …

სერიოზულად მენატრება, ძაან გადატვირთული დღეები მაქვს, ვერაფერს ვწერ. დასვენება და ძილი მინდა ახლა ყველაზე მეტად. ბათუმში ვაპირებდით მე და დიმა 3 დღით ახალ წლებზე წასვლას, მაგრამ გადავიფიქრეთ. 3 დღით ვიკიკოს ვერ ვტოვებთ.

ეს საგიჟეთი 23ში დაიწყო ქართული ბრენდის დღით სადაც ჩვენ ლიდერის ნომინაციაში დაგვაჯილდოვეს, სახლში წინასწარ გავაფრთხილე რომ დავაგვიანებდი. აი მაგ დღიდან მოყოლებული როდის მივდივარ და მოვდივარ აღარც ვიცი. არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება.

დაჯილდოებები, პრეზენტაციები, ივენთები, წვეულებები … დავდივარ, დავდივარ, დავდივარ.

25ში ჩემი დის დაბადების დღე იყო, Flat – ში წავედით გოგოები, ჯერ ადრე იყო და ნელ ნელა დავიწყეთ ჭორაობა და რედბულ ვოდკების დალევა. რამდენიმეჯერ გავიფიქრე რომ ბევრი არ დამელია, ზუსტად 15 თვე იყო გასული რაც არ დამილევია და მეთქი რამე არ მომივიდეს. 12ზე მოვიდა ხალხი, 1ამდე მახსოვს ვცეკვავდი. მერე აღარაფერი. მეძინა 3 საათამდე, მერე ტაქსში ჩავჯექით და სახლში წამოვედით :(  არადა რამდენი ხანია ვნატრობდი სადმე კლუბში გაჯაზებას და ესე მოვკვდი უცებ.

მეორე დღესაც ვკვდებოდი, ჯერ იყო და გავცივდი, წინა ღამეს ზაფხულის ზმანით ვიყავი და მერე თან თავი მისკდებოდა და სულ მეძინებოდა. არადა ტელეკომის საახალწლო წვეულებაზე უნდა წავსულიყავი და მთელი  სალონური დვიჟენია მქონდა მოსაგვარებელი. დავრეკე ჰეარჰაუსში მეთქი მოვდივარ და უცებ კატასტროფა მოხდა: ქეთიმ მითხრა შუქი არ გვაქვსო, ამ საცხოვრობელ კორპუსს რომლის გვეშაც ჩვენ ვართ რაღაც პრობლემები აქვსო. საშინლად დავიზმენდი, ბოლო თვენახევრის მანძილზე სხვაგან რომ არ ვყოფილვარ, არც შეთანხმებული ვიყავი, არც მოფიქრებული მქონდა არაფერი. არადა ჰეარჰაუსში წინასწარ ვიყავი ჩაწერილი, ვარცხნილობა, მაკიაჟი და ფრჩხილები უნდა გამეკეთებინა. ხოდა მაგრად დავიგრუზე და დავწექი დავიძინებ მეთქი და მერე სადმე გავიკეთებ თმას და ფრჩხილებს და მაკიაჟს მე თვითონ მეთქი  …

This entry was posted in Office Girl. Bookmark the permalink.

8 Responses to საახალწლო ივენთები

  1. Sweet says:

    “კლუბში გაჯაზებას”

    “ზაფხულის ზმანით”

    “სალონური დვიჟენია”

    “საშინლად დავიზმენდი”

    “მაგრად დავიგრუზე”

    :D WTF? :D :*

  2. Taa says:

    გრამატიკას თუ გულისხმობ ხოოოოოოოოოოოოოო :)

  3. Lord Vader says:

    გაჯაზება ძაან კაი სიტყვაა.
    და ქართული შესატყვისი არ აქვს. :)

    დაჯილდოებას გილოცავ.

  4. Lord Vader says:

    ისე, მეც კინაღამ გავხდი რეკლამის მსხვერპლი ბათუმში წასვლის ამბავში… მერე გავიფიქრე, ტუტუც, ოპერა შენ არ გიყვარს და კლასიკურ მუსიკას შენ არ უსმენ სად მიდიხარ-თქო…
    ასე, რომ შევთანხმდით, რომ აქ გავალ მშობლიურ ქალაქში.

  5. მე ძაან მომწონს შენი დაძაბული რეჟიმი. აბა სახლში რო იჯდე, ძაან სენტიმენტალური და მეოჯახე იქნები:):):) ცეკვითაც გიცეკვია. მოკლედ ხანდახან საერთოდ ვერ შევიგრძნობთ,მართლა რომ მშვენიერია ცხოვრება და უაზრო პრეტენზიებს ვუყენებთ მას და თავსაც ვიგრუზავთ. სიმსუბუქე აუტანელი ყოფიერების:)თუ გინდა შენ სწორად დააწყვე ბოლო წინადადება

  6. ზუსტად 15 თვე იყო გასული რაც არ დამილევია და მეთქი რამე არ მომივიდეს.

    ufro metad unda gefiqra :D :D :D
    shen aq unda naxo reebi xdeba am saaxalclod
    sagijeti da rigebia magaziebis cin
    saocari seilebia kvelgan

  7. Valley Girl says:

    ვერ ვიტან ქართული ბრენდის დღეს
    ძალიან დიდი აფიორა და საშინლად ორგანიზებული ივენთია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>