Smoky Eyes

 smokey eyes           უკვე რამდენი ხანია smoky eyes აქტუალურია ვიზაჟის სამყაროში. დღემდე გვხვდება პრიალა ჟურნალებში, ტელევიზიაში თუ პოდიუმებზე ასე შეღებილი თვალები, ამიტომ გადავწყვიტე რომ გაგანდოთ საიდუმლო, ან უბრალოდ გასწავლოთ როგორ კეთდება.

თავიდან უნდა მოიმარაგოთ:  ტონალური კრემი ან კორექტორი, ნეიტრალური ფერის ჩრდილები, შესაძლებელია ცოტა მბზინავიც, შავი ან სხვა სასურველი ფერის ძირითადი ჩრდილი ქუთუთოსთვის, თვალის ფანქარი, ჩრდილი უფრო ღია ფერის, კარგი ტუში, ბამბის ჩხირები, აპლიკატორები, ფუნჯი ჩრდილებისთვის და დიდი ფუნჯი პუდრისათვის.

       1.    დაიტანეთ სახეზე ტონალური ან სხვა საშუალება რათა კანს მისცეთ უფრო სრულყოფილი ეფექტი, ასევე წაისვით ის თვალის ქვემოთ ან შეგიძლიათ ეს ადგილები კორექტორით დაიმუშავოთ და ქუთუთოებზეც რათა ჩრდილები კარგად განაწილდეს და არ დაიფანროს დღის განმავლობაში. აუცილებლად წაისვით რუჟიც (რუმიანა) ეს დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში თუ რამდენად მუქ ან ღია ფერებში გადაწყვიტოთ ჩრდილებს წასმა თვალზე.

             2 გაამახვილეთ ყურადღება წარბებზე, აუცილებლად მიეცით სწორი მიმართულება და შეიძლებს წარბების კორექტორით შელამაზებაც.

          3. ვიღებთ შავ ფანქარს და საშუალო სისქის ხაზს ვავლებთ მთელი თვალის გასწვრივ ქუთუთოზე, ეს ხაზი ქვემოთაც შეგვიძლია გავავლოთ, ქვედა წამწამებთან, შემდეგ ბამბის ჩხირით ან თითით ეს ხაზი უნდა გავჟღინთოთ – აუF გავიჭედე, გაჟღენთვა კი არა არ ვიცი რა ქვია რასტუშოვკას ვგულისხმობ.

         4.დაიტანეთ ქუთუთოს ზედა ნაწილზე აპლიკატორით იმ ფერის ჩრდილი რომელიც არჩეული გაქვთ, მე ძირითადად მუქ ნაცრისფერს ვარჩევ, თუმცა ვის როგორ. კარგად შეღებეთ თვალის შიდა კუთხე და განაგრძეთ გარეთა მხარისკენ წასმის მოძრაობები.გაახილეთ თვალი და კიდევ ერთხელ გადაისვით, ეს არეა რომელიც ჩრდილით დაიფარა უნდა იყოს ოვალური ფორმის
        5. ასევე აპლიკატორით დაიტანეთ იგივე ჩრდილი ქვედა წამწამების გასწვრივ, ოღონდ ძალიან აკურატულად, ეს ხაზი თხელი და ზუსტი უნდა იყოს, თორე ენოტს დაემსგავსებით 😀

smokey eyes 6. გამოყავით 3 წერტილი ზედა ქუთუთოს ცენტრი და თვალის ბოლოები და დაიწვეთეთ თითო წვეთი თხევადი მბზინავი ჩრდილი, წარბის ქვეშ ხაზზე და ქვედა წამწანების გასწვრივ კი ღია სერი ფერის, ვერცხლისფერი ან ბეჟი მბზინავი ჩრდილი გაატარეთ

7. თვალზე უკვე გვაქვს რამდენიმე ფერს ჩრდილი, ამიტომ ეს ეტაპი ყველაზე საპასუხისმგებლოა. თითით ან სუფთა აპლიკატორით ძალიან მსუბუქად ვურევთ ამ ფერების გადასვლის ადგილებს ერთმანეთში.

8. ეს არის ჩემი უსაყვარლესი საქმიანობა, ტუშის წასმა, მერვე ეტაპი არის წამწანების მოხატვა, ანუ დატუშვა, არ დაზოგოთ ტუში წაისვით კარგად და გამომხატველად. უმჯობესია დამაგრძელებელ-ეფექტიან ტუშს თუ იხმართ
9. კარგად გადაათვალიერეთ თვალის ირგვლივ ზონები, არც ერთი ნამცეცი არ უნდა ეგდოს კანზე, გაიწმინდეთ თუ არის ჩრდილის ნაფხვენები ან სხვა რამე. გადახედეთ ჩრდილების ფერებს შორის გადასვლის ხაზებსაც, იცოდეთ რომ სმოკეყ ეყეს_ის მთავარი საიდუმლო იმ უხილავ გადასვლებში და ფერების არევაშია, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს. ამიტომ ძალიან სათუთად უნდა მიუდგეთ რასტუშოვკის საკითხს და თვალები არ გადააქციოთ მუქ წრეებად 😀

10. ამოხატეთ ფანქრით თვალის შიდა კუთხეები, ეს კიდევ დამატებით შარმს მისცემს თვალებს, ასევე შეიძლება ფანქრითვე თვალების ფორმის კორექტირება.
დაასრულეთ მაკიაჟი და კარგად დააკვირდით, ხომ არ არის სადმე “რეზკი” გადასვლები ფერებს შორის. თუ ნახავთ ასეთ ადგილებს აუცილებლად გამოასწორეთ.

                                                

       ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გადახედეთ მთელს სახეს, თუ თვალები ძალიან ყვირის, ოდნავ გაიმუქეთ რუჟიც, წაისვით პომადა და ბლესკი და გაემართეთ გულების დასაპყრობად
                   წარმატებებს გისურვებთ

ჩემები რჩევები, რა კოსმეტიკა გამოიყენოთ
1. ტუში Clarins “Wonder Volume”, ამ ბოლო დროს ძალიან მომწონს
2. ტუში  Mary Kay  (Smart Wiper)

3. თვალის დაბურული ჩრდილები Clinique Colour Surge Eye Shadow.

4. 4 ფერიანი ჩრდილების პალიტრა Les chics – Clarins.

5. მოცულობის მიმცემი ტუში  Blueberry Volume  –  Lumene.

clarins mascaraMary KayClarins les chics

Comments

comments

15 thoughts on “Smoky Eyes

  1. candy says:

    საერთოდ არ მიხდება არანაირი მაკიაჟი.აი რომელმა პროფესიონალმა ვიზაჟისტმაც არ ცადა – ბოლოს მაინც თქვეს, რომ ისედაც გამოხატული ნაკვთები მაქვს და ვსო:)
    ერთადერთო სმოუქი აის მიხდება. რათქმაუნდა ჩემი თვალების ფორმის გათვალისწინებით -ოდნავი ვარიაციებით

  2. antimelancholy says:

    მე მიხდება ძალიან მაგრამ მეზარება & ვერ ვეგუები : P
    პრინციპში არც მაქვს მაგდენი ატრიბუტები ))

    ტუში მინდა რომ შევიყვარო… რაღაც მესექსუალურება ეგ ნივთი )))

  3. Taa says:

    მეც მეზარება ხოლმე მაგდენი ჩალიჩი
    ტუში მართლაც უმაგრესი ნივთია, მიყვარს

  4. ნატო says:

    თაა, არ გინდა ვიდეოები გადაიღო ხოლმე, ქართულად მეიქ-აფ ლუქებზე? ) აი როგორც იუტუბზე დევს. ანუ მაგალითად გადაიღებ იგივე Smokey eyes როგორ კეთდება და მერე ბლოგზე დადებ. საინტერესო იქნება.

  5. Taa says:

    სიამოვნებით ნატ,
    მაგრამ დროის დეფიციტი მაქვს სერიოზული
    სახლში როცა ვარ სულ ბავში მყავს ხელში ძირითადად, თუ არადა სამსახურში ვარ ხოლმე

  6. ნინო says:

    ამ პოსტის კომენტარი არ არის,ზოგადად მინდა გკითხო რჩევა. ფრჩხილების გასაკეთებლად საჭირო იარაღი სად შეიძლება ვიყო და რა ფასები აქვს ხომ არ იცი? რამე ხომ არ გაქვს ამ თემაზე დაწერილი? მადლობა 🙂

  7. Taa says:

    ვერაფრით დაგეხმარები
    ფრჩხილებს რაც შეეხება მაქვს მხოლოდ პედიკურზე პოსტი
    http://taa.ge/2009/08/summer-pedicure/

    და იარაღს რაც შეეხება, სამწუხაროდ მანდაც ვერ დაგეხმარები, მე თავად ვერ ვიკეთებ ფრჩხილებს და არც ვყიდულობ იარაღს.
    თუმცა ჩემი ფავორიტი მაღაზია თავის მოვლის რამე-რუმეებში არის ლუტეცია და რომ დამჭირდეს იქ მივიდოდი
    თუმცა რამდენად აქვთ არ ვიცი, არ მიმიქცევია ყურადღება

    ძალიან ვწუხვარ რომ ვერ დაგეხმარე 🙁

  8. ნინო says:

    მადლობა პასუხისთვის,კვირას გავალ მაღაზიებში და ვნახავ რეებია, მარა ალბათ სჯობს, ჯერ სალონში ვიკითხო რა დამჭირდება. მოკლედ, მადლობა 🙂

  9. Taa says:

    ნინო

    რა დაგჭირდება მე გეტყვი 🙂
    მაგაში ვერკვევი
    ფრჩხილების საკვნეტელა
    ნუნების მაკრატელი (თუ იჭრი)
    ბამბა
    აცეტონი
    ქლიბი
    ბასრპირიანი შედარებით თხელი საკვნეტელა
    ქლიბი უფრო რბილი ზედაპირით
    ნუნების ამწევი 🙂

  10. ნინო says:

    ჩემით ვეწვალები ხოლმე გაკეთებას, რამდენჯერმა გავიკეთე ვაკის აუზზე, მაგათივე იარაღებით, მანდ ვენდობი, მაგრამ საკმაოდ ძვირია და ხშირად გაკეთებას ვერ შევწვდები.ჰოდა, მინდა, რომ შედარებით იაფფასიან სალონში ჩემი იარაღებით გავიკეთო ხოლმე, არ ვიცი, რამდენად დამთანხმდებიან ამაზე, მაგრამ მე მინდა:) ჯამიც ჩემი მინდა რომ მქონდეს და ყველაფერი :):):) ნუნებს არ ვიჭრი ხოლმე…
    ძაან გადავუხვიე თემიდან ჩემი კომენტარებით, მე მაპატიე 🙂

  11. LeNa says:

    რა კარგად და დეტალურად გაქვს აღწერილი 🙂
    უნდა დავისვა ვინმე და ვივარჯიშო

    ზაფხულში უფრო მსუბუქი ან საერთოდ უმაკიაჟობა მირჩევნია
    მაგრამ ზამთარს სმოკი აიზები ძალიან უხდება

  12. ქეთა says:

    მეეე მწვანე თვალები მაქვს და ძალიან უხდება smoky eyes მწვანე თვალებს:))))))))))

  13. ნინი says:

    თვალის ზედა ქუთუთოზე არ მიჩერდება მალე მშორდება თვალის ჩრდილი, არსებობს თუ არა რამე საშუალება რომ თვალის ჩრდილი დღის განმავლობაში გამყვეს, 🙂

  14. Taa says:

    ნინი

    ნინი, იქნება ჩრდილებს არჩევთ არასწორად?
    იქნებ თხევადი ან ნახევრადმყარი ჩრდილები გეცადა?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *